Category: არქივი

  • მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის რამდენიმე საათიანი დაკითხვა დასრულდა. მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა  ადვოკატთან ერთად უკვე დატოვა.

    ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხეს.

    ადვოკატის თქმით, ექსპერტიზისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილს ხმის ნიმუშის აღება მოსთხოვეს, რასაც ის დათანხმდა.

  • ინტერნეტით გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ სააკაშვილის ოჯახის წევრები ერთმანეთში საუბრობენ

    ცოტა ხნის წინ იუთუბზე აიტვირთა აუდიოჩანაწერები, რომელზეც მითითებულია, რომ ერთმანეთში საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი, თემურ ალასანია და მისი მეულე, თემურ ალასანია და გიული ალასანია. საუბრები უშუალოდ ოჯახურ საქმეებს და ოჯახის წევრების ურთიერთობებს ეხება. ჩანაწერები Юрiй Зварич –ის იუთუბ არხმა ატვირთა, რომელიც აშკარად ახალი შექმნილია და ერთადერთი ვიდეო აქვს ატვირთული.

  • დაპირისპირება ზუგდიდში.ოპოზიცია თავდამსხმელების გვარებს ასახელებს.

    სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანია ხმაურით მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში  დაპირისპირება გაერთიანებული ოპოზიციის კამპანიის მსვლელობისას მოხდა.

    ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მათთან სამი აქტივისტი მივიდა და პროვოკაცია მოაწყო.

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პროვოკაციაში სუსის ზონდერები მონაწილეობდნენ და კონკრეტულ გვარებს ასახელებს, რომლებიც პროვოკაციას გეგმავდნენ.

    „ეს ადამიანები ყველაფერზე მხად იყვნენ, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ ჩემი მეგობრები და ჩვენი გუნდი. ყველა მათგანს აქვს ძალიან მძიმე წარსული, ნასამართლეობა და წარმოადგნენ სუს-ის მიერ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლებსაც აკოორდინირებს მთლიანად სუს-ი, ირკალი შელია, ზაზა შელია, ვალერი ტიბუა, საბა ფირცხალავა, რობერტ ბენდელიანი. ამ ყველაფერს იქვე ადგილზე აკვირდებოდა და კოორდინაციას უწევდა ბატონი ვახანია, რომელიც არის მერიის თანამშრომელი,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

  • კალაძემ “ქართულ ოცნებას” 50 ათასი ლარი შესწირა

    პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 6 მაისს პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა. ინფორმაცია მსხვილი შემოწირულობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

    2012 წლიდან კალაძემ  ქართულ ოცნებას ჯამში 220 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.

  • ნეიმარი რეალში?! – დიდი ალბათობით ბრაზილიელი პარიზს ზაფხულში დატოვებს

    პარიზული მედიის ცნობით, ნეიმარს უკვე გადაწყვეტილი აქვს ზაფხულში გუნდის დატოვება და ის ყველა შემოთავაზებას განიხილავს. ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს პარიზულ გრანდში გადასვლას თავიდანვე უწუნებდნენ და როგორც ჩანს მისი პარიზული მოღვაწეობა დასასრულს მიუახლოვდა.

    სიახლე არ არის ისიც, რომ მადრიდის რეალის თავკაცს ზინედინ ზიდანს სწორედ ბრაზილიელი ფორვარდის ხილვა სურს საკუთარ გუნდში და დიდი ალბათობით მადრიდელები ზაფხულში ნეიმარისთვის სერიოზულად იბრძოლებენ.

    უთანხმოება ნეიმარსა და კლუბს შორის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ დაიწყო. ამის შემდეგ უკვე პრესაში აქტიურად დაიწყეს მის შესაძლო წასვლაზე საუბარი. ამას დაემატა საფრანგეთის თასის ფინალში რენთან წაგება და შემდეგში თანაგუნდელთან კონფლიქტიც. სცენარი თითქმის ისეთივეა, როგორიც ბარსელონაში ყოფნისას ბოლო სეზონი იყო. გახსენდებათ ალბათ მაშინაც გუნდის წარუმატებელ სვლას ჩემპიონთა ლიგაზე გუნდელთან უთანხმოება მოჰყვა და საბოლოო ჯამში ბრაზილიელმა კატალონიური კლუბი დატოვა.

    ნეიმარი 2017 წლის ზაფხულში გადავიდა პარიზულ კლუბში, მან 57 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 50 გოლი გაიტანა.

  • მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში მეგრული ხაჭაპური გამოაცხო

    საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში მეგრული ხაჭაპური გამოაცხო.  კადრები სოციალურ ქსელში სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

    “ჩემი პირველი მეგრული ხაჭაპური სხვათაშორის უგემრიელესი გამოვიდა უმაგრეს გოგასთან და მარიამთან ერთად,”-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

    მანამდე კი სააკაშვილმა პენსილვანიაში, ქალაქ მორისვილში  David’s Distillery-ის არყის ქარხანა სახელად “ლაზიკას ჭაჭა” გახსნა.

  • მერაბ დვალიშვილი იდაყვზე ოპერაციას იკეთებს

    UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა რამდენიმე საათის წინ ფეისბუქის საშუალებით მიმართვა გაავრცელა. მერაბი საკუთარ მდგომარეობაზე და მომავალ ოპერაციაზე საუბრობს.

    როგორც მოგეხსენებათ, 5 მაისს მან დაუმარცხებელი კანადელი ბრედ კატონა 3 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კანადელ მებრძოლს კონორ მაკგრეგორის მწვრთნელი ამზადებდა ამ ორთაბრძოლისთვის.

    მერაბ დვალიშვილის თქმით, ეს ოპერაცია უკანასკნელ ბრძოლას არ ეხება და მან ეს დაზიანება რამდენიმე თვის წინ მიიღო.

  • ღვთისმშობლის წილხვედრობის აღსანიშნავი ღონისძიებები 694 ათასი ლარი დაჯდება

    12 მაისის დღესასწაულის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 ათასი ლარი გამოიყო.

    ამ დღესასწაულისთვის, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს – საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი – საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 3 მაისს გამოსცა.

  • ცივი იარაღის ტარებაზე რეგულაციები გამკაცრდება

    მთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის, ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

    „ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა თითოეული ჩვენგანის პრიორიტეტია და ბუნებრივია, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. დაგეგმილი გვაქვს რიგი ღონისძიებები და ამას ვაკეთებთ ისე, რომ დაცული იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი პრინციპები – ადამიანის უფლებები და თავისუფლება. ჩვენ ვამკაცრებთ ცივ იარაღთან დაკავშირებულ რეგულაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

    ბუნებრივია, საუბარია არა მხოლოდ დანაშაულზე რეაქციის გამკაცრებაზე, არამედ პრევენციაზე, ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის აღკვეთაზე. ჩვენ მაქსიმალურად დავეყრდენით ევროპული ქვეყნების გამოცდილებას.

    საქართველოში დღეს არსებული რეგულაციით, ცივი იარაღით ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს ხდება ფაქტობრივად ყოველგვარი სტანდარტის დაცვის გარეშე. ეს მიუღებელია. ჩვენი რეგულაცია ითვალისწინებს ახალი პრაქტიკის, ახალი რეგულაციების დანერგვას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საშუალებას მოგვცემს, დავაზღვიოთ ძალიან ბევრი რისკი, რომელიც ზოგადად ცივი იარაღის უკანონო ბრუნვას უკავშირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • “არავითარი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა”-ნინო გვენეტაძე

    უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ 10-თვიანი გაუჩინარების შემდეგ დუმილი დაარღვია. მისი თქმით, თანამდებობის დატოვების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა და არანაირი ზეწოლა მასზე არ განხორციელებულა.

    „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის და აქტიური მოსამართლის პოზიციის განხორციელება ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვდა, რამაც რეალური ასახვა ჰპოვა ჩემს ჯანმრთელობაზე. ამდენად, მე დამჭირდა დრო სარეაბილიტაციოდ. განცხადებაც, რომელიც წერილობით გავაკეთე აბსოლუტურად დეტალურად შეიცავდა ამ ინფორმაციას. მე არ ვიცი რატომ არ არის თქვენთვის ეს განცხადება სარწმუნო. ეს პერიოდი მოვახმარე ჩემი ჯანმრთელობის რეაბილიტაციას.

    დღეს მაქვს უნარიც და ჯანმრთელობის მდგომარეობაც მიწყობს ხელს, რომ აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა განვახორციელო. არავითარი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა. მე მყარი საკონსტიტუციო ვადით ვიყავი გამწესებული უზენაეს სასამართლოში და არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.

    მე ვიცნობ ჩემი ყოფილი თანაშემწის განცხადებებს, მას აქვს მოსაზრებები, რომლებიც გარკვეულ საკითხთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობისას ბუნებრივია იწვევდა განსხვავებულ და ხშირად კონფლიქტურ სიტუაციებს და თუ მე მეკითხებით და ჩემი აზრით გაინტერესებთ, ჩემმა თანაშემწემ საკმაოდ სწრაფად დატოვა შემდეგ ის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ერთად ვახორციელებდით და ამის შემდეგ საერთოდ სასამართლო ხელისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმის ეტაპები, კოლეგიურ ორგანოში მოღვაწეობა, როგორიც იუსტიციის საბჭოა წარმოშობდა კონფლიქტებსაც, წინააღმდეგობრივ აზრებსაც, შეუთანხმლებლობასაც, ეს პროცესი იყო სამუშაო, რომლის მთავარი მიზანი იყო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამდენად, მას თავისი შეხედულებები აქვს და თავისი ეთიკური სტანდარტი ამ საკითხთან მიმართებაში და საუბრობს ის, რაც იცის ან ნახა,“- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.