Category: არქივი

  • სასამართლომ როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

    როენა ხუცურაული და მასთან ერთად დაკავებული პირები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან.

    სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის  ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. როენა ხუცურაული სასჯელაღსრულების დაწესებულებას  30 000-ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს. 

    გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

    დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

    შსს-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

  • სასტუმრო „მამიდას“ კათარზისად გადაკეთება მქონდა მოფიქრებული-როენა ხუცურაული

    საქალაქო სასამართლოში როენა ხუცურაულის, იგივე როენა მამიდას პროცესი მიმდინარეობს, სადაც  მის მიმართ და ასევე, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძის მიმართ აღკვეთის ღინისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

    პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული, იგივე როენა მამიდა აცხადებს, რომ სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას აპირებდა.

    “სამი თვის წინ ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა შემეწყვიტა. ზინაიდან მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა”, – განაცხადა ხუცურაულმა.

    დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

  • გორში ექვსი თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

    გორში ექვსი თვის მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც ახლობლები აცხადებენ,  ბავშვი ჯანმრთელი იყო.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

  • პანკისის სახალხო კრება სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

    პანკისის სახალხო კრება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    “პანკისის სახალხო კრება პანკისის ხეობის მოსახლეობის სახელით ვადასტურებთ ერთსულოვან მხარდაჭერას მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანი მოთხოვნის მიმართ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროულად მიიღწეს სამართლიანი მართლმსაჯულება და დაისაჯოს დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირები.

    თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხის გამოძიება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პანკისის ხეობის თითოეული მკვიდრისთვის და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით გამოძიების დასრულებას და ჩვენს კითხვებზე პასუხს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე, მიუხედავად საკითხის მაღალი აქტუალობისა, ხეობის მოსახლეობა სიფრთხილით ეკიდებოდა თემის პოლიტიზირების რისკებს და თავს იკავებდა რუსთაველზე მიმდინარე აქციებში მონაწილეობისგან.

    თუმცა ეს გარემოება არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანობისთვის ბრძოლის პროცესის მხარდაჭერის დასუსტება.
    უკვე წელიწადნახევარია ჩვენ თვალს ვადევნებთ შვილმოკლული მამის სამრთლებრივ ბრძოლას. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დასაწყისშივე პირადი შურისძიების გზას არჩია მართლმსაჯულების აღსრულება. თუ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა არის კრიტიკულად მაღალი და მის ფიქრებში კვლავ ტრიალებს შურისძიების თემა, პასუხისმგებლობას ვანიჭებთ ხელისუფლებას.

    ნაცვლად იმისა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ბრძოლა იყოს მხარდაჭერილი და საკითხი დროულად გამოძიებული, ჩვენ ვხედავთ მსხვერპლის არ აღიარების პოლიტიკას, მიზანმიმართული პროვოციერების და მალხაზ მაჩალიკაშვილის სულიერი მდგომარეობით მანიპულაციის მცდელობებს.

    თემირლანის საქმე ჩვენთვის არა მხოლოდ უსამართლო მართლმსაჯულების მაგალითია, არამედ პანკისელების კანონის და სასამართლოს გარეშე ტერორისტებად გამოცხადების პრაქტიკის გაგრძელებაა. ჩვენთვის ნიშანდობლივია სუსის განცხადებაში მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარული აუდიჩანაწერის კვალიფიკაცია, როგორც ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობა.

    რადგან ამ ფარულ ჩანაწერებში იკვეთება შვილის მკვლელობით სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელიც საუბრობს შურისძიებაზე და არა რაიმე მიზნის მიღწევაზე საზოგადოების დატერორების გზით. შესაბამისად ტერორიზმის კვალიფიკაცია აღიქმება, როგორც კიდევ ერთი მიზანმიმართული მცდელობა იმისა ,რომ პანკისის მოსახლეობა კვლავ მოინიშნოს საფრთხედ და ტეორიზმთან კავშირში ხეობის ასოცირებით მოხდეს დასჯასა და ჩაგვრაზე დაფუძნებული პოლიტიკის გაგრძელება პანკისის ხეობის მიმართ.

    ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ სამართლიანობაზე დაფუძნებულ მშვიდობას. ჩვენი ხეობა დაიღალა ამდენი უსამართლობისგან და პოლიტიკური სპეკულირებისგან. ჩვენი ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ სათანადოდ გაიზიაროს ჩვენი წუხილები.

    გაიაზროს, რომ ვახა მაჩალიკაშვილის ამგვარი მდგომარეობის შექმნაზე პასუხისმგებლობა სწორედ მის უწყებებს ეკისრებათ და შეწყვიტოს მისი დევნის და ღირსების აყრის პრაქტიკა.

    ამასთან მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს პანკისის თემით მანიპულაციის მცდელობები და უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე პირების დროული და სამართლიანი დასჯა,”-ნათქვამია განცხადებაში.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მივიდა

    მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

    მაჩალიკაშვილმა სუსის შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ ის დაკავებას არ ელოდება, რადგან არანაირი დანაშაული მას არ ჩაუდენია.

    გომელაურის უწყება პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამას, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

    შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რამდენიმე დღის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მისი ძმისშვილს შორის შემდგარი ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. 

    სუსის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზე მიმდინარეობს,მალხაზ მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს – მორის მაჩალიკაშვილს, ესაუბრება და რამდენიმე ადამიანის მკვლელობას გეგმავს, მათ შორის სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის.

    მაჩალიკაშვილის მტკიცებით, უმძიმესი ბრალდებებით, ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას და პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების შეწყვეტას ცდილობს.

  • სენაკში 24 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

    სენაკის მეორე საჯარო სკოლის 24 მოსწავლე მოიწამლა. ინტოქსიკაციის ნიშნებით ბავშვები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

    ექიმების განცხადებით, მოზარდების  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოსწავლეების მასობრივი ინტოქსიკაცია. სკოლაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

  • აეროპორტებში მგზავრებს ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ფრანგებიც შეამოწმებენ

    აეროპორტებში მგზავრებს ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ფრანგებიც შეამოწმებენ. ამის შესახებ 2 ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების განცხადებებიდან გახდა ცნობილი.

    გიორგი გახარიას თქმით, ეს ღონისძიება პრევენციიდან გამომდინარე გატარდება. მინისტრებმა მიგრანტების პრობლემაზე ისაუბრეს.

    „უვიზო მიმოსვლა საქართველოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი მიღწევაა. საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში წარმოდგენილები, ასევე ქართული საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან საფრანგეთში, იმ ქალაქებში, სადაც იქნება პირდაპირი ფრენები. იმისთვის, რომ ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ძირითადი ნაწილი აქ არის პრევენციაზე მუშაობა“, – აცხადებს შს მინისტრი.

    საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საფრანგეთისთვის, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობაა.

  • სოფელ ლუჩერში მოვარდნილმა ღვარცოფმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში ადიდებულმა მდინარე სტორმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო.
    მოვარდნილმა მდინარემ დატბორა   ლეჩურთან მიმდებარე სოფლების ცენტრალური მაგისტრალები, ამის გამო ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია. მშენებარე სასტუმრო მთლიანად წყალში მოექცა, ელექტროგადამცემი ხაზები მთლიანად გაწყვეტილია ხოლო მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვს. მდინარემ ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტებიც დააზიანა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორილია 

  • დევიდ ბექჰემს ავტომობილის მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვეს

    ინგლისური ფეხბურთის სუპერვარსკვლავ დევიდ ბექჰემს საჭესთან ტელეფონით საუბრის გამო ავტომობილის მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვეს.

    ბოლო პერიოდში 43 წლის ფეხბურთელისთვის ეს ერთადერთი დარღვევა არ ყოფილა. მას ბრიტანულმა სასამართლომ მართვის მოწმობაზე 6 ქულა სიჩქარის გადაჭარბებისთვისაც ჩამოაკლო და საბოლოო ჯამში ფეხბურთელს 6 თვით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთვა.

    ბრალმდებელის თქმით, დევიდ ბექჰემი საკუთარი ბენტლით გადაადგილდებოდა ლონდონის დასავლეთ ნაწილში, თუმცა იგი გზას ყურადღებას არ აქცევდა და მუხლის სიმაღლეზე ტელეფონით სარგებლობდა. ამას ერთ-ერთი მოწმეც ადასტურებს.

    დევიდის ადვოკატის განცხადებით, მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ინციდენტს ვერ იხსენებს, თუმცა დანაშაულს აღიარებს.

  • ლადო კახაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს ნინი ქარსელაძესთან და მარიკა თხელიძესთან ერთად მართავს

    “ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე მოსალხეობასთან შეხვედრებს ნინი ქარსელაძესთან, აჩიკო მეფარიძესთან და მარიკა თხელიძესთან ერთად მართავს.

    სულხან საბას ბაღში მომღერლების თანხლებით გამართული შეხვედრის ვიდეო და ფოტო მასალა პარტიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. მომღერლები მოსახლეობას კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.