Category: არქივი
-
პროთეზით მოცეკვავე. პატარა ავღანელი ბიჭი ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა(ვიდეო)
ხუთი წლის ახმედი ავღანეთში ცხოვრობს. ის ერთი წლისაც არ იყო, როცა დაიჭრა და ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. ბოლო დღეებში ის ტვიტერის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ცოტა ხნის წინ ბიჭს ახალი პროტეზი გაუკეთეს. ეს მისი მეოთხე პროტეზია. პროტეზების ცვლა ბავშვის ზრდის პარალელურად აუცილებელია. ბიჭუნას ისე გაუხარდა ახალი პროტეზი, რომ ცეკვა დაიწყო. მისი ცეკვა ექიმმა ტელეფონით გადაიღო და ინტერნეტში გამოაქვეყნა.2018 წელს ავღანეთში კონფლიქტს თითქმის 4000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულთა მეოთხედი ბავშვია. -
მილიონერი საქართველოს მთავრობიდან. როგორ იშოვნა წულუკიანის მოადგილემ მრავალმილიონიანი ქონება
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე ოფიციალური მილიონერია. უკვე სამი კვირაა, ტაბატაძეს ციხეები ჩააბარეს და თეა წულუკიანის მოადგილედ დანიშნეს. „კურიერი“ დაინტერესდა, რა ქონება მოაგროვა ტაბატაძემ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.
“კურიერის” მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ ტაბატაძის ქონება 2012 წლიდან დღემდე 3 მილიონით გაიზარდა.
თუმცა, დეკლარაციაში მაღალჩინოსანს მხოლოდ ამ თანხის ნახევარი აქვს მითითებული. დანარჩენი აქტივები და ბიზნესები კი ახლო გარემოცვის სახელზეა გაფორმებული და გადამალული.
ტაბატაძის ოჯახის საკუთრებაში ბოლო 7 წლის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში 1600 კვმ. საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და თბილისში მანგლისსა და მცხეთაში 12 233 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთები გადაიფორმა.
ალექსანდრე ტაბატაძის ქონების ნაწილი მისი მეუღლის ია იაძის სახელზე გაფორმებული. ბოლო შვიდ წელიწადში თბილისის ელიტარულ უბნებში მან არაერთი ძვირადღირებული უძრავ ქონება შეიძინა.
ქონება, რომლიც მაღალჩინოსნის დეკლარაციაში ვერ მოხვდა, „კურიერმა” საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებში იპოვა, საიდანაც დასტურდება, რომ ტაბატაძის 67 წლის დედამ ძვირადღირებული ქონება ბოლო 5 წელიწადში დააგროვა.
2018 წელს კი მან 113 კვადრატი ხოშარაულის 6 ნომერში იყიდა და მარკეტების ქსელ „ფუდმარტზე“ გააქირავა. 2014 წლიდან მის სახელზეა გაფორმებული ნუცუბიძის 14 ნომერში 159 კვადრატი კომერციული ფართიც, სადაც ტაბტაძეების სასურსათო მაღაზიათა ქსელი “სანმარი” საცხობი და სილამაზის სალონი მუშაობს.
ოფიციალური მონაცემებით, ალეკო ტაბატაძე სუპერმარკეტების ქსელს 2014 წლიდან ფლობდა, თუმცა ფორმალურად, 100-პროცენტიანი წილის მფლობელად მისი დის ქმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ტეფნაძე ჰყავდა გაფორმებული. კომპანია “სან მარის” დირექტორი კი ყოფილი პოლიციელი და ალეკო ტაბატაძის მარჯვენა ხელი, კახა ხახიშვილია.
კიდევ ერთი ძვირადღირებული ბიზნესი, რომელიც სავარაუდოდ, ალეკო ტაბტაძემ ხახიშვილის სახელზე 2015 წელს გააფორმა, კომპანია “დიღომი ვილა გაზია.” გაზმომარაგების ქსელი 40-პროცენტიანი წილი კი 2015 წლიდან ხახიშვილის სახელზეა გაფორმებული. ამ ფაქტის შესახებ მისმა ოჯახმა არაფერი იცის.
შაბათის კურიერის ინფორმაციით ალექსანდრე ტაბატაძეს, სავარაუდოდ, უძრავი ქონება და ბიზნესი სხვა ნათესავებზეც აქვს გადაფორმებული. მათ შორის ნუცუბიძის 14 ნომერში, სადაც მაღალჩინოსანი ცხოვრობს, უძრავ ქონებას ფლობს მისი სიდედრი, მზია იაძე და მისი და, იამზე ტაბატაძეც.
იამზე ტაბატაძე ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას დედაქალაქის სხვა უბნებშიც ფლობს, მათ შორისაა, ვეკუას 1 ნომერში 800 000 დოლარის ღირებულების ფართი, რომელიც „ლიბერთი ბანკზეა“ გაქირავებული.
უძრავი ქონებას ფლობენ ალეკო ტაბატაძის შვილები და დისშვილებიც. ცოტნე დადიანის გამზირზე კომერციული ფართი ტაბატაძის ვაჟმა 30 000 დოლარად შეიძინა და ობიექტი ახლა სუპერმარკეტების ქსელზე “ნიკორაზეა” გაქირავებული.
ტაბატაძის დისშვილების საკუთრებაშია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კომერციული ფართი, სადაც სუპერმარკეტების ქსელი „ფუდმარტი“ მუშაობს.
მილიონერი მაღალჩინოსნის ქონების ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია. 2012 წლამდე ალექსანდრე ტაბატაძე სხვა ძვირადღირებულ ქონებებსაც ფლობდა
-
სუსი სოფელ ყარაფილიდან 2 მამაკაცის გატაცებას ორი დღე მალავდა
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია , რომ რუსმა მესაზღვრეებმა, კასპის მუნციპალიტეტის სოფელ ყარაფილიდან 2 მამაკაცი გაიტაცეს. ადგილობრივები ვარაუდობენ რომ დიმიტრი სერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ორივე მათგანი სოფელ ჭალაში ცხორობდნენ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის დასამუშავებლად იყვნენ წასულები, სწორედ ამ დროს შეიარაღებული ფორმიანი რუსი მესაზღვრეები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი მოიტაცეს.
როგორც ირკვევა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია დამალა , რადგან ორივე ადგილობრივი სინამდვილეში ოკუპანტებმა 9 მაისს გაიტაცეს. თუმცა 2 მამაკაცის გატაცების ფაქტი მხოლოდ დღეს დაადასტურეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცების ფაქტები ხშირად ხდება.
„რამდენი დღე გავიდა და არ გაახმაურეს. საკვირველი არ იყო? როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, ტყეში ვერ შესულხარ, მავთულხლართს ვერ გაჰკარებიხარ, არაფერი ყურადღება არ არის,” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
“ჩვენი საფიქრალი ის არის, რომ ჩვენი შვილები ასე აღარ დაიჭირონ და არ წაიყვანონ იქით, რომ უბრალოდ ფეხი ვეღარ გადაუდგამთ, ერთ ნაბიჯს გადადგამენ და მიჰყავთ,“ – ერთ-ერთი ადგილობრივი
-
ყოფილი პირველი ლედი “ჩემი ცოლის დაქალებში” ითამაშებს
ყოფილი პირველი ლედი და მსახიობი მაკა ჩიჩუა სერიალ ‘ჩემი ცოლის დაქალებში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩემი ცოლის დაქალების დღევანდელი სერიის პრომოდან ვიგებთ. ყოფილი პირველი ლედი ჟურნალის მფლობელის, დადუკა დადვანის როლს მოირგებს. მაკა ჩიჩუას მონაწილეობით სერია დღეს, 11 მაისს გავა ეთერში.
მაკა ჩიჩუა მონაწილეობს ფილმებში: “გაიღიმეთ,” “დღე,” “ტრასა”, “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი”, “აღდგომის ბატკანი”.
-
“სვაბოდა მამიდას” – ამ შეძახილებით გამოაცილეს პატიმრებმა როენა ხუცურაული
როენა ხუცურაულმა წინასწარი დაკავების იზოლატორი 30 0000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შემდეგ დატოვა. “სვაბოდა მამიდა” – ამ შეძახილებით გამოაცილეს პატიმრებმა როენა ხუცურაული.
მან დუმილი დაარღვია და სასამართლო დარბაზში ბრალი აღიარა. განცხადება, რომელიც როენა ხუცურაულმა დარბაზში გააკეთა, ბრალდების მხარისთვის და მოსამართლისთვისაც სრული მოულოდნელობა იყო – მან განაცხადა, რომ სასტუმროს შენობაში კათარზისის გახსნას გეგმავდა.
პროსტიტუციის ხელშეწყობით ბრალდებით დაკავებულმა როენა ხუცურაულმა და მასთან ერთად დაკავებულმა ბრალი დარბაზში იმ დროს აღიარეს, როდესაც მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადებოდა.
გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
სააკაშვილი უკვე მიუნხენშია და ხვალისთვის ემიგრანტებს ელოდება. სელფი აეროპორტიდან
მიხეილ სააკაშვილი უკვე ჩავიდა მიუნხენში, სადაც ხვალ ემიგრანტებთან მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ქალაქის ცენტრში მდებარე ხელოვნების ცენტრში მოძრაობის “ერთად სახლში“ ევროპის კონფერენცია 12 მაისს 16 საათზე გაიმართება. სააკაშვილმა შეხვედრის წინ ვიდეომიმართვა ერთი კვირის წინაც ჩაწერა, რომელშიც ამბობდა, რომ მთელი ევროპიდან ჩასული ქართველები იმსჯელებენ ბევრ თემატურ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს გადარჩენას.
“როგორ პრაქტიკამ გვაჩვენა ივანიშვლის შნირები, მათივე ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, ვერ გულაობენ ესეთ ადგილებში. გერმანული პოლიცია ძალიან მაგრად იცავდა შეხვედრებს ჰანოვერში, ბერლინში და განსხვავებით ბელგიისგან და საფრანგეთისგან იქ იქნება აბსოლუტური წესრიგი, რომ კარგად ვიმუშაოთ. “ – ამბობდა სააკაშვილი.
დღეს კი სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მორიგი ვიდეოსელფი გამოაქვეყნა, რომელიც მიუნხენის აეროპორტშია ჩაწერილი.
“მრავალი ასეული ჩვენი მემამულე ჩამოდის მთელი ევროპიდან და ამერიკიდანაც, რათა განვიხილოთ ეკონომიკის საკითხები, დემოგრაფიის საკითხები, კულტურა. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება და კონცეპტუალურად გამართული დისკუსია გვინდა გვქონდეს საქართველოს გადარჩენაზე, საქართველოს მომავალზე. “– ამბობს სააკაშვილი
-
ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში, ტუალეტის მშენებლობა შეჩერებულია
ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტის მშენებლობის ფაქტს საქართველოს ელჩი ეხმაურება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში, გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ თურქეთში სახელწმიფო უწყებებს დაუკავშირდნენ და გაირკვა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალური ნებართვა არ არსებობს.
ელჩი ამბობს, რომ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რის გამოც, ამ დროისთვის ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე შეჩერებულია.
„საელჩო დავუკავშირდით თურქულ მხარეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ არავითარი ნებართვა არ იყო გაცემული სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან ეკლესია თურქეთის ტერიტორიაზეა და მათი პატრონაჟის ქვეშ იმყოფება, აქედან გამომდინარე, მიეცათ მითითება ადგილობრივებს, შეეწყვიტათ ყოველგვარი ღონისძიებები, რომელიც ტარდებოდა იქ. სავარაუდოდ, არანაირი ზიანი არ მიადგა,“ – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.
გუშინ ქართველმა ისტორიკოსმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა და გამოაქვეყნა ფოტო-მასალა სადაც ჩანს რომ ტაო-კლარჯეთში, X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის დოლიყანის კარიბჭეში საპირფარეშო შენდებოდა.
ფოტომასალაზე ჩანს, რომ კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და ბეტონის დასასხმელად ემზადებიან. ბუბა კუდავა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ, უკვე ინფორმირებულია საქართველოს საელჩო თურქეთში.
-
სტიქიის გამო გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა მეორედ დაიტბორა
გადაუღებელი წვიმის შედეგად გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა მეორედ დაიტბორა. გურჯაანის მერის ინფორმაციით, მდინარე ალაზანი ადიდდა და დატბორილია გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ძლიერმა სტიქიამ ყვარელში, მდინარე დურუჯი დააზიანა. დანგრეულია ჯებირები და წყალი ადგილობრივების ნათესებს ანადგურებს.სტიქიის ზონაში ტექნიკა მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ შეძლებს მუშაობას.ჭარბი ნალექების გამო, სტიქია კახეთში ისევ განმეორდა და მოსახლეობის ასობით ჰექტარზე არსებული ნათესები გაანადგურა.განსაკუთრებით დატბორილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გურჯაანელი მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი სახნავ-სათესი მიწები.შექმნილ ვითარებაში, ერთ-ერთ ძირითად პრობლემად, რასაც გლეხები ასახელებენ, ეს არის ისევ და ისევ შექმნილი ბარიერები სადაზღვევო კომპანიისგან.
-
“საყდარ–საყდარ ეგრე გამოწკეპილმა კი არ უნდა იარო“–ირაკლი ოქრუაშვილის ფოტოინსტრუქცია ივანიშვილს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში სტუმრობას ფეისბუქ სტატუსით და ფოტოალბომით ეხმაურება. ივანიშვილი აწყურის ტაძარს ორი დღის წინ ეწვია და განაცხადა, რომ ქართუ ფონდი ტაძრის რესტავრაციისთვის 12 მილიონს გამოყოფს.“გრიგოლიჩ! არჩევნები რომ მოახლოვდა და საყდარ-საყდარ დაიწყე სირბილი, ეგრე გამოწკეპილმა კი არ უნდა იარო, პიარშიც, რომ არ უქნიხარ ღმერთს. ხელები უნდა დაიკაპიწო, როგორც მე ვაკეთებ. მოკლედ, სურათებშია ინსტრუქცია, თორემ შენით ვერ ისწავლი.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი და იქვე აწყურში ივანიშვილის სტუმრობის ფოტოებთან ერთად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს რომ ის ნიჩბით ხელში კლიკიჯვრის კომპლექსის ტერიტორიაზე მუშაობს.

-
სახელმწიფო ამ აუდიჩანაწერის გავრცელებით 19 წლის თემირლანის გარდაცვალების საქმის გადაფარვას ცდილობს-მაჩალიკაშვილის ოჯახი
დატოვებდა თუ არა დაკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას ტერორისტული თავდასხმის განზრახვაში მხილებული მალხაზ მაჩალიკაშვილი- პასუხს ოჯახის წევრები და ჟურნალისტები 7 საათის განმავლობაში ელოდნენ. პანკისის სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელსაც გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციის განზრახვას ედავება, მოწმის სტატუსით გამოძიების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. დღეს თავისუფალია, თუმცა ამბობს, რომ დაკავებას არ გამორიცხავს.
მალხაზ მაჩლიკაშვილი დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს იოსებ გოგაშვილის განადგურების გეგმაზე ესაუბრება. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ აუდიოჩანაწერის თარგმანში უზუსტობებია, თუმცა კონკრეტულად რა უზუსტობაზეა საუბარი, მაჩალიკაშვილს არ დაუკონკრეტებია.
დაკითხვისას, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი დაინტერესდა, ჩაუტარდა თუ არა აუდიჩანაწერს უწყვეტობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა. მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ხმის ნიმუში აუღეს. ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ მისთვის მიუღებელია, როცა საქმეში აქცენტი ტერორიზმზე კეთდება, რადგან აქ იარაღი არ ფიგურირებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათ მიმართ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს და სახელმწიფო ამ აუდიჩანაწერის გავრცელებით 19 წლის თემირლანის გარდაცვალების საქმის გადაფარვას ცდილობს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად სუსის შენობასთან კანონი და სამართლის წევრები შეიკრიბნენ. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება შვილმოკლული მამის დაკავებას გადაწყვეტს, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით- მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს – სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის განადგურებას – გოგაშვილის მამის საფლავზე გეგმავდა. უწყებამ ამის მტკიცებულებად, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც მათი განცახდებით მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს სოფელ ზემო მაჩხაანში გოგაშვილის მამის საფლავზე მისვლას და გოგაშვილის გადაადგილების მარშრუტის დადგენას ავალებს, შემდეგ კი ამბობს, რომ საფლავზე ასულებს გაანადგურებს. სუსი აცხადებს, რომ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილება შეძლეს. აქვს თუ არა გამოძიებას მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებები უცნობია. მალხაზ მაჩალიკაშვილი კი 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ ისევ კარავში იმყოფება. ამბობს, რომ ბრძოლას აგრძელებს, სანამ არ მოისმენს, რომ საახლემწიფომ მისი შვილი სიკვდილისთვის შეცდომით გაწირა.