Category: არქივი

  • ალაზანს პანკისში ჰესის მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის ტრაქტორი მიაქვს

    ალაზანს პანკისში ჰესის მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის ტრაქტორი მიაქვს.ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    მდინარის ადიდება კახეთში გადაუღებელმა  წვიმამ გამოიწვია. ადიდებულმა მდინარეებმა, ახმეტის სოფელ ბაბანეურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.

  • ეს არის დიდი თავის ტკივილი-საფრანგეთის შს მინისტრი ქართველ მიგრანტებზე

    საფრანგეთის შინაგან საქმეთა  მინისტრს უკვირს, რატომ ითხოვენ საქართველოდან თავშესაფარს საფრანგეთში, მაშინ როცა, მისი თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

    საფრთხეებსა და გადაჭრის გზებზე  საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა ქართველ კოლეგასტან გიორგი გახარიასთან ერთად  ისაუბრა. მთავარ პრობლემად კასტანერი საქართველოდან გაზრდილ უკანონო მიგრაციას ასახელებს. 

    “საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ქვეყანა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა, როგორც მშვიდობიანი ქვეყანა. ქართველებმა უნდა იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის, საფრანგეთში, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობდნენ. ამ გზას ჩვენ უკვე დავადექით, ამ სახით თანამშრომლობას, გამოიხატა სურვილი ორივე მხრიდან, რომ ვებრძოლოთ უკანონო თავშესაფრის მაძიებლებს. ეს არის დიდი თავის ტკივილი საფრანგეთის მთავრობისთვის და საფრანგეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს არ არის ნორმალური, რომ საქართველო პირველი იყოს ამჟამად თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობის თვალსაზრისით.

    საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს. საქართველოში ომი არ არის, ამის გამო, საქართველო ბუნებრივად, საფრანგეთის და ევროპელი პარტნიორების მხრიდან მიიჩნევა, როგორც საიმედო პარტნიორი. საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა. ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია, რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა. ბატონო მინისტრო, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოქმედება ამ მიმართულებით, საქართველოს მხრიდან გამოითქვა გარკვეული ინიციატივები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ისინი, ვინც ოცნებობენ საოცნებო ქვეყანაზე, ასე ადვილი არ იქნება და ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ასევე ვისაუბრეთ, იმ საკითხზე, რომ მარტივად მოხდეს ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნება.

    ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის საფრანგეთში, გარკვეული პათოლოგიების გამო, თუმცა, საქართველოშიც შეუძლიათ მათ მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, რომელთაც რეალურად სჭირდებათ საფრანგეთის დახმარება ამ თვალსაზრისით. თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიების განხილვა ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. რა თქმა უნდა, ამას დიდი ადამიანური და სოციალური პრობლემებიც უდგას გვერდით, რადგან ადამიანები ტოვებენ თავიანთ სამშობლოს გარკვეული იმედით და ისინი უნდა დაბრუნდნენ უკან. მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი მიმდინარეობს, ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ არაკანონიერ ემიგრაციას. ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ინფორმაციების ურთიერთგაცვლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში, რათა შეწყდეს არაკანონიერი ემიგრაციის წყარო. უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები და გავაღრმაოთ ისინი. ჩვენს შორის არსებობს ძალიან კარგი ურთიერთობები და კიდევ ერთხელ მადლობა ამ მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი მუშაობისთვის“, – განაცხადა კარისტოფ კასტანერმა.

    საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

  • ხაშურში მამაკაცი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

    ხაშურში ცოლის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავეს.

    შსს-ს ცნობით, 1976 წელს დაბადებული ვ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1964 წელს დაბადებულ ლ.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მჩხვლეტავი საგნის გამოყენებით, ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა“,- აცხადებენ შსს-ში.

    შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • გირჩმა საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა

    გირჩმა საკუთარ ოფისში საროსკიპო “პიონერი” გახსნა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პარტიის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ისაუბრა და პროსტიტუციის ლეგალიზება მოითხოვა. 

    “გირჩის” ინფორმაციით,  საროსკიპო სპეციალური მოწყობილობებით სექსშოპმა “კიკუმ” აღჭურვა. საროსკიპოს პრეზენტაცია “გირჩის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჰერმან საბომ გამართა, მან საროსკიპო წითელი ლენტით გახსნა და ჟურნალისტებს აჩვენა ის ოთახი, რომელიც გაქირავდება.

    “შეგიძლიათ მოიყვანოთ სექსმუშაკი, დაკავდეთ სექსით, გამოიყენოთ კონკრეტული ინსტრუმენტები”-განაცხადა ჰერმან საბომ.

  • ტრანსპორტზე ყალბი დასკვნების გაცემის გამო ტექნიკური ინსპექტირების ოთხი თანამშრომელი დააკავეს

    საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება – გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში, კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. „ყვითელ“ სამგზავრო ავტობუსებზე გაიცემოდა ყალბი დადებითი დასკვნები.
    საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის და 220-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით,”-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ჭიათურა-საჩხერის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

    ჭიათურა-საჩხერის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, და  მეწყერის ჩამოწოლამ ჩაკეტა ადგილზე არსებული ღმდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.

    მეწყერი დასახლებული პუნქტიდან 2 კილომეტრში ჩამოწვა, ამიტომ მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.

    საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით,  ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 

  • ხაშურში შუახნის ქალი მოკლეს

    ხაშურში, შუახნის  ქალი მოკლეს. გარდაცვლილი შვილმა საკუთარ სახლში ნახა.

    არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ბასრი  საგნით აქვს მიყენებული.

    ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა

    საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

    ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს.

    ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვედრებს პრემიერთან, პრეზიდენტთან და იუსტიციის მინისტრთანაც გამართავს.



  • მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ჭაჭის ქარხანა გახსნა

    საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენსილვანიაში, ქალაქ მორისვილში David’s Distillery-ის არყის ქარხანა სახელად “ლაზიკას ჭაჭა” გახსნა.  მიხეილ სააკაშვილმა  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ქარხნის გახსნის ვიდეო სტატუსით: “ძლივს არ გამახსნევინეს ქარხანა. ლომკა მქონდა რამის გახსნის!  “

    ქარხნის პატრონი, დავით ცქიფურიშვილი ამბობს, რომ ის ქართველთა სათვისტომოს შეკრების ადგილიც იქნება. ამერიკული ბაზრისთვის ქართული ჭაჭა კალიფორნიული ყურძნით დამზადდება. ქარხანას დღეში რამდენიმე ტონა ჭაჭის არყის დამზადება შეეძლება. ქარხნის გახსნაზე ამერიკაში მცხოვრები ქართველები ჩავიდნენ. მათ წინაშე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა საქართველოს “კულინარიული ზესახელმწიფო“ უწოდა. 

  • “ნუ მიგვატოვებთ ვლადიმერ ვლადიმერის ძევ“– ქართველმა მამაკაცმა ვაკის პარკში პუტინს დაუჩოქა(ვიდეო)

    გამოცემა Эхо Кавказа ავრცელებს 9 მაისს ვაკის პარკში გადაღებულ ვიდეოკადრებს, რომელშიც ხანდაზმული მამაკაცი რუსული ტელეარხის კამერის წინ იჩოქებს და რუსეთის პრეზიდენტს სთხოვს არ მიატოვოს. “ვინ არის ის–რუსული პირველი არხის მიერ მოსყიდული მორიგი გმირი თუ პუტინის ნამდვილი ქართველი ფანატი?“ სვამს კითხვას გამოცემა.

    “მთელი გულით გთხოვთ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ნუ მიგვატოვებთ ამ ნაძირალების იმედად, რომლებმაც ფულის გამო სამშობლო გაყიდეს.“– მიმართავს მამაკაცი ვლადიმერ პუტინს.