ღვთისმშობლის წილხვედრობის აღსანიშნავი ღონისძიებები 694 ათასი ლარი დაჯდება

Written by

in

12 მაისის დღესასწაულის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 ათასი ლარი გამოიყო.

ამ დღესასწაულისთვის, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს – საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი – საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 3 მაისს გამოსცა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *