Category: არქივი

  • კალაძემ 1 200 000–იანი მანქანა იყიდა

    თბილისის საკრებულოს და ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით თბილისის მერმა ახალი მანქანა იყიდა.

    ხაბეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: “Porsche 911 GT 2rs – 1 მილიონ 200 ათასი ლარი გადაიხადა კახი კალაძემ და ამ დროისთვის დგას პორშეს ცენტრში – ჩემო თბილისელებო, ჩემო კარგებო სხვა პლანეტაზე ცხოვრობს კალაძეც და მისი ბატონი ივანიშვილიც“

  • ბენზინი მკვეთრად გაძვირდა.როდემდე გაგრძელდება ფასების ზრდა

    ბოლო 2 კვირაში ბენზინი თითქმის 15 თეთრით გაძვირდა. სხვადასხვა პროდუქტზე ფასებმა განსხვავებულად მოიმატა: პრემიუმის ფასი დღეს 2 ლარსა და 60 თეთრამდეა, რეგულარის კი 2 ლარი 45 თეთრი.
    ექსპერტები საწვავის გაძვირებას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ არა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი გაცილებით მაღალია.
    „ფასები გაზრდილია საშუალოდ 15 თეთრით ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. არა ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ალბათ კიდევ უფრო მეტით არის გაზრდილი. ფასების მატება უკავშირდება იმას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გლობალურ ბაზრებზე არის საერთაშორისო ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილი ნავთობპროდუქტებზე. და სწორედ ამ გაზრდილი ფასების შედეგი გახლავთ ის, რომ ჩვენთან ფაქტიურად ბოლო თვეების განმავლობაში ფასების კორექტირება მოხდა რამდენჯერმე,“-განაცხადა „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ“ ვანო მთვრალაშვილმა.
    საერთაშორისო ფასების ზრდაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაიაც. ანალიტიკოსი გამოსავალზე საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფოს ფასების დარეგულირება აქციზის გადასახადის დაწევის ხარჯზე შეუძლია. აკაკი ცომაიას თქმით, ამ შემთხვევაში საწვავი აღარ გაძვირდება.
    „საერთაშორისო ფასი იზრდება ბაზარზე, ეს მსოფლიო მოვლენაა და შესაბამისად მოცემულობაა. სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია, რომ ძალიან მარტივად შეამციროს აქციზის გადასახადი. მართალია ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავალი შემცირდება მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საგადასახადო შემოსავალი უფრო კარგ მიზნებს ვერანაირად ვერ მოხმარდება და სჯობს რომ აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდეს და ამ შემთხვევაში საწვავზე ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდება,“-განაცხადა აკაკი ცომაიამ.
  • „არანაირი მუხრუჭი აღარ არსებობს. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე გადავიდნენ,“- უგულავა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე

    “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა “რუსთავი 2” – ის   ეთერში, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „არანაირი მუხრუჭი აღარ არსებობს. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე გადავიდნენ,“-განაცხადა გიგი უგულავამ გადაცემა “არჩევანში” 

    „ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩაატაროს. ის, რაც მეორე ტურში “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა და იკადრა ჩვენ შეიძლება გადაუჭარბებლად ვთქვათ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მეორე ტური იყო ყველაზე ცუდი არჩევნები. ეს უკვე იყო იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება ყოველ მომდევნო არჩევნებს ჩაატარებდა კიდევ უფრო ცუდად და დღეს ამას უკვე ჩვენ ვხედავთ.”- აცხადებს გიგი უგულავა. 

    როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერი აცხადებს ხელისუბლეამ საკითხი თვითონ დააყენა ისე რომ თუ  “ოცნება”  ზუგდიდში წააგებს ის წააგებს ყველგან და ყველაფერს დაკარგავს. ის ასევე ეხმაურება ზუგდიდში ღამით განვითარებულ მოვლენებს როდესაც საოლქო კომისიიდან ამომრჩეველთა სიები გაიტანეს თუმცა მალევე ოპოზიციის ჩარევის შემდეგ უკან დააბრუნეს. უგულავს განცხადების  ეს ქმედება მიანიშნებდა იმაზე რომ მათ ძალიან კარგად იციან რომ მათი დრო იწურება და საათები დათვლილია. 

  • “ზუგდიდი არის გადამწყვეტი,კადრულობენ იმას რაც არ შეიძლება” – კორძაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე

    რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური  მდივანი  თამარ კორძაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.  

    “ქართული ოცნების” უკუსვლა დაიწყო პრეზიდენტის არჩევნებიდან და ეს შუალედური არჩევნები არის ამის გაგრძელება და დასასრული იქნება აუცილებლად საპარლამენტო არჩევნები.ზუგდიდი არის გადამწყვეტი. ზუგდიდი იყო ყოველთვის გარდამტეხი ჩვენს ქვეყანაში მოველენების და მათ შორის ზუგდიდის კანდიდატი აწუხებთ. კადრულობენ იმას, რაც არ შეიძლება. ურტყამენ იქ სადაც ეს კანდიდატი იყო ძლიერი. მე მივმართავ ქალებს, რომ შეგიძლიათ მიხვიდეთ და საკუთარი ჯანმრთელობა შეიმოწმოთ და ეს მოხდეს უფასოდ, ეს არის სანდრა რულოვსის დატოვებული პროგრამები, დღესაც მუშაობს ეს. ოპოზიციას ებრძვიან ყველა მეთოდით. ხელისუფლება არის აგონიაში,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.

  • “ვარსკვლავური ომების” ტრილოგიას “სამეფო კარის თამაშების” შემქმნელები გადაიღებენ

    “ვარსკვლავური ომების”  მომდევნო ტრილოგიას “სამეფო კარის თამაშების” შემქმნელები დევიდ ბენიოფი და დენიელ ბრეტ უაისი გადაიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “The Verge” ავრცელებს. ისინი ასევე ფილმების პროდიუსერებიც იქნებიან. 

    რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა დისნეის პროექტების გამოსვლის თარიღები, მათ შორის მოხვდა სწორედ ის ტრილოგია რომელსაც “სამეფო კარის თამაშების” შემქმნელები გადაიღებენ.   ტრილოგიის პირველი ნაწილი 2022 წლის 16 დეკემბერს გამოვა,  მეორე 2024 წლის 20 დეკემბერს  ხოლო მესამე ეპიზოდი 2026 წლის 18 დეკემბერს.

    ვარსკვლავური ომების დასკვნითი ფილმი, “Star Wars: The Rise of Skywalker” წელს 20 დეკემბერს გამოვა.

  • „ესენი საჩვენებლად უნდა დავამარცხოთ და დავსაჯოთ„ – გვარამია ზუგდიდელებს მიმართავს

    ზუგდიდში არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს რუსთავი2–ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქ ვიდეო მიუძღვნა. მან მეგრელებს მიმართა და ამ არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხებისკენ მოუწოდა.
    “ახლა რაც ხდება სამეგრელოში არის ძალიან დიდი სირცხვილი. ძალიან დიდი დანაშაული ხელისუფლების მხრიდან და უნდა გასამართლდნენ. ის ადამიანები, ვინც გასცემს ბრძანებას ის ადამიანები გადარჩებიან, იმიტომ რომ პოლიტიკური შეთანხმების საგანი იქნება ის. მაგრამ ის ადამიანები, ვინც ასრულებენ ამ ბრძანებას დაისჯებიან სახელმწიფოს სახელით ბანდიტიზმისთვის.
    დღეს არჩევნები სანდრასა და ვიღაც უსახელაურ კაცს შორის კი არ მიმდინარეობს, მართლა არავინ რო არ იცის ვინ არის. ჯერ ერთი სირცხვილია, აბსოლუტურად უსახელო კაცი როგორ შეიძლება ზუგდიდის მერი იყოს. რა ჭირთ საერთოდ ზუგდიდელებს ამ მაჟორიტარების არჩევნებში და თუნდაც ადგილობრივ თვითმმართველობაზე. რა ხალხს ირჩევენ. რა ხალხის არჩევაზე მიდის ლაპარაკი.
    არ არის დღეს სანდრა რულოვსის არჩევაზე ლაპარაკი სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც კანდიდატი პატივი უნდა იყოს. მაშტაბური პოლიტიკური ფიგურაა და მაშტაბური განაცხადი გაკეთდა ნაციონალური მოძრაობის, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან. სირცხვილია იმაზე ლაპარაკი რომ ქალია, ჰოლანდიელია, სირცხვილია, იმიტომ რომ ჯერ ერთი, ქალი – ეგეთი დიფერენციაცია სამეგრელოში არასოდეს შემიმჩნევია. საქართველოს მოქალაქეა, რომელიც მეგრულად საუბრობს, ისწავლა სპეციალურად მეგრული. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს მეგრულ გულს მალამოდ ეფინება.
    მთავარი არც სანდრაა და არც არჩევნებია და არცზუგდიდის მერი. აბსოლუტურად სხვა რამე ხდება სამეგრელოში ეხლა. სამეგრელოშიც, მთაწმინდაზეც, სხვაგანაც.
    ეხლა მიმდინარეობს იმის დამტკიცება ამ ყოვლად გათახსირებული მთავრობისთვის, რომ არ ბნელა, რომ ჩალით არ არის ქვეყანა დახურული, რომ არ გვეშინია ეს უნდა დავუმტკიცოთ ამათ და უნდა დავამარცხოთ, საჩვენებლად უნდა დავამარცხოთ და დავსაჯოთ, უნდა დავუმტკიცოთ, რომ მორჩა, თქვენი დრო წავიდა 2020ში ეს მხოლოდ გაფორმდება. “ – ამბობს გვარამია. ვიდეოს ბოლოს მან ზუგდიდელებს მეგრულად მიმართა და ივანიშვილის დამარცხებისკენ მეგრულადაც მოუწოდა.

  • ვერ გავიგეთ რას აკეთებს ბრიტანეთი ბრექსიტზე, მათ დატოვებულ ადგილს სიამოვნებით დავიკავებდით-სალომე ზურაბიშვილი ევრონიუსზე

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონიუსთან  ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში  დიდი ბრიტანეთის ადგილს სიამოვნებით დაიკავებს საქართველო.

    “ერთი რამ, რაც ჩვენ არ გვესმის, არის ის თუ რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი (ბრექსიტზე). ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით თუ  მათ მიერ დატოვებულ ადგილს დავიკავებდით”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    ყოფილი დიპლომატის ეს განცხადება სავარაუდოდ, მალე გახდება განხილვის მიზეზი. მითუმეტეს, ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც პრეზიდენტი ევროკავშირში დიდი ბარიტანეთის მიერ  დატოვებული “ვაკანსიის” დაკავების  სურვილს გამოთქვამს. მსგავსი შინაარსის განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა  Bloomberg-თან ინტერვიუშიც გააკეთა. 

  • “რატომ ვარ ვალდებული ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად.“–თამრიკო ჭოხონელიძე 17 მაისზე და მის წინააღმდეგ აგრესიაზე

    მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე განმარტავს, რატომ თქვა უარი 17 მაისის საპატრიარქოს კონცერტში მონაწილეობაზე. ის ამბობს, რომ იქ, სადაც დაპირისპირებაა და როცა ადამიანებს საფრთხე ექნებათ, ის არ იქნება. თამრიკო ჭოხონელიძემ ამის შესახებ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა:
    “მე არც ერთხელ უკან არ დამიხევია როცა საქმე საქართველოსთან და ჩემი ქვეყნის მომავალთან იყო დაკავშირებული. ომამდე ტანკისტი ვიყავი და არაფრის არ შემშინებია.
    17 მაისი ძალიან კარგად ვიცით რომ უფრო ადრე გაჟღერდა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა ეს დღე. მე ვთვლი, რომ სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა იყოს მართებული და არ არის ლამაზი. უფალმა სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა დედამიწაზე და არ უთქვამს, რომ ვინც არ მოგწონს ჩაქოლე. დისკრიმინაციაა, როცა სამსახურიდან აგდებენ, მაღაზიაში არ ემსახურებიან, ცემენ, ასეთ ადამიანებს. გეიაღლუმი– ეს სიტყვა ძალიან ხშირად დატრიალდა, მაგრამ გინახავთ ვინმეს გეიაღლუმი? თუ სახლში შემომივარდა და შვილი გამირყვნა, თავსაც შევაკლავ, მაგრამ მე ეს ვერ დავინახე.
    დაპირისპირებას რაც შეეხება, ჩემი აზრით ეს არ არის რელიგიური მხრიდან გაკეთებული. ეს მაინც პოლიტიკაა. ეს არის საპატრიარქოს პოლიტიკა. ეს ყველაფერი დამტკიცდა 2013 წელს. როდესაც რუსთაველზე ხალხი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის და ისინი ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი ცუდია და არ შეიძლება ადამიანების ჩაქოლვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს შეექმნა საფრთხე, მე მახსოვს რომ მაშინ საპატრიარქო განზე არ იდგა.
    მახსოვს მეუფე იაკობი, რომელმაც არაერთი პოლიტიკური მესიჯი გაუგზავნა ხელისუფლებას და პირდაპირ ხელისუფლების მიმართ გაგზავნა მესიჯი, რომ თუ ასე იქნება და თქვენ ამას მხარს დაუჭერთ, ჩვენ გამოვიყვანთ ბევრ ხალხს და გამოიყვანეს კიდეც.
    და მოხდა ძალიან ცუდი რამ. სახელმწიფოს ქონების განადგურებაც და ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაც. ეს ძალადობა იყო თუ არ იყო? მე ვარ ქალი, მე ვარ დედა. ეს შეიძლება რომ მოვიწონო?რატომ არ მინდა მონაწილეობის მიღება ამასაც გეტყვით.ქრისტიანობას საერთოდ არ განსაზღვრავს რამდენად არის ადამიანი ჩართული ეკლესიის პოლიტიკაში. ეკლესიას თავისი პოლიტიკა გააჩნია. ეკლესიას აქვს თავისი გადაწყვეტილებები, მოკლედ, არსებობს ეკლესიის პოლიტიკა.
    მე, ჩვეულებრივი მოქალაქე რატომ ვარ ვალდებული რომ ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად.მე პოლიტიკას ვერ ვეთანხმები. მე ბრმად ვერ გავყვები იმ ყველაფერს. პოლიტიკა შეუცდომელი არ არის, არც საპატრიარქოსი.
    პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ და ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, მე ყოველთვის პატრიარქის გვერდში ვიყავი და ვიქნები ყოველთვის, მაგრამ თავად პატრიარქს არ უყვარს ბრმად გამყოლი ხალხი, სიბრმავე და სიბნელე. იმ ხალხმა, რომელიც ტალახს ისვრის თავის დროზე პატრიარქის არ დაინდო.
    ეს მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს ხომ არ მოხდა.ეს ხომ მოხდა შემდეგ წელსაც.  იმ შეკრებაზე მხოლოდ სექსუალური უმცირესობა ხომ არ იყო. იყვნენ ადამიანები, ვინც მათ იცავდნენ და თვლიან, რომ არ შეიძლება მათი ჩაქოლვა.
    მე ჩავთვალე რომ იქ, სადაც დაპირისპირების მარცვალი არსებობს მე არ მინდა.
    ნებისმიერ დღეს საპატრიარქოსთან ვარ, ოღონდ ეს არ იყოს 17 მაისი, რაც გამოიწვევს და იწვევს კიდევაც დაპირისპირებას.“ – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში.
    17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საერთაშორის მაშტაბით იმართება ღონისძიებები, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.
    2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა. მანამდე, 2013 წელს ლგბტ თემის უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა დაარბიეს და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
    მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები იმართება, რაც ლგბტ თემის მხრიდან რაიმე აქციის გამართვას გამორიცხავს.წელსაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაანონსებული. 17 მაისს სამების ტერიტორიაზე გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც აფიშის მიხედვით ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილებიც მონაწილეობს. . ღონისძიების ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანია.
    17 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები. მათ შორის არის გალა კონცერტიც ქართველი მომღერლების და ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით. თამრიკო ჭოხონელიძემ ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მის მიმართ აგრესია მოჰყვა.
    ამ გრესიაზე თამრიკო ჭოხონელიძემ დღევანდელ გადაცემაში ისაუბრა:
    “დამაბრალეს ისეთი უნამუსობა და ქართველმა ხალხმა გამოავლინა საშინელი სიბნელე რომელსაც კი ველოდებოდი მაგრამ ასეც არ ველოდი. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი, ხალხო რა დაგვემართა.ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ქვეყანაზე. მე ვარ გაოგნებული.ასე როგორ გაგვიმეტეთ ან მე, ან ნატო, ან ნინო ქათამაძე.ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის?არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა?არანაირი საწინააღმდეგო იმ ადამიანების მიმართ არ მაქვს, ვინც თანხმობა განაცხადა. მე რა უფლება მაქვს. მე არ ვარღვევ კანონს. მაქვს ჩემი აზრი. მაქვს ჩემი აზრის გამოხატვის საშუალება. მაქვს თუ არა? ეს კითხვა უნდა დავსვა. გაოგნებული ვარ.მე მადანაშაულებდნენ პატრიარქის განდგომაში. შემეჯიბროს ნებისმიერი პატრიარქის სიყვარულში.“ – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
  • აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი დააჯილდოვა

    ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა, მერაბ ქიშმარიამ “საბრძოლო თანამეგობრობისთვის“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი მედოევი დააჯილდოვა.
    ბრძანებას სეპარატისტი კოლეგის დაჯილდოების შესახებ ქიშმარიამ 14 მაისს მოაწერე ხელი. ბრძანებაში ნათქვამია, რომ მედოევი “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეგორული კავშირების გამყარებითვის დააჯილდოვეს.“
    მედოევი ამ თანამდებობაზე 2017 წლიდან მუშაობს. მანამდე 2002 დან 2015 წლამდე მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი, შემდეგ კი “ელჩი“ იყო

  • სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

    სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.როგორც ცნობილი გახდა, ინციდენტის შედეგად  ზაზა რუაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

    კონფლიქტი  რუაძეს ჩუმლაყელ ძმებთან, დავით და ბაჩანა ბერულაშვილებთან მოუვიდა. ინციდენტი სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მოჰყვა. ე.წ. ბაღის უბნის რეაბილიტაციის ფარგლებში გზა გათხარეს, რა დროსაც დაზიანდა ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი. ოჯახი კი მის აღდგენამდე, უბანში წყლის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდა, რაზეც მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

    ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს ბაჩანა ბერულაშვილი.საქმეზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

    219 მეტრიანი გზის მშენებლობისთვის  ბიუჯეტიდან 138 ათასი ლარია გამოყოფილი.