ვერ გავიგეთ რას აკეთებს ბრიტანეთი ბრექსიტზე, მათ დატოვებულ ადგილს სიამოვნებით დავიკავებდით-სალომე ზურაბიშვილი ევრონიუსზე

Written by

in

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონიუსთან  ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში  დიდი ბრიტანეთის ადგილს სიამოვნებით დაიკავებს საქართველო.

“ერთი რამ, რაც ჩვენ არ გვესმის, არის ის თუ რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი (ბრექსიტზე). ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით თუ  მათ მიერ დატოვებულ ადგილს დავიკავებდით”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყოფილი დიპლომატის ეს განცხადება სავარაუდოდ, მალე გახდება განხილვის მიზეზი. მითუმეტეს, ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც პრეზიდენტი ევროკავშირში დიდი ბარიტანეთის მიერ  დატოვებული “ვაკანსიის” დაკავების  სურვილს გამოთქვამს. მსგავსი შინაარსის განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა  Bloomberg-თან ინტერვიუშიც გააკეთა. 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *