Category: არქივი

  • გაუაზრებელი გადაწყვეტილები და ხედვების არარსებობა-ქობულია მთავრობის შეცდომებზე საუბრობს

    პარლამენტში ეკონომიკის გადაყენებულ მინისტრს გიორგი ქობულიას უსმენენ. ამ წუთებში ქობულია დეპუტატებთან საკუთარ ეკონომიკურ ხედვებზე საუბრობს.

    ქობულიამ სამ მთავარ საკითხზე გაამახვილა ყუარდღება, რომელიც მისი აზრით, მთავრობას ყველაზე მეტად უჭირს.

    “ჩვენ გვიჭირს განსაკუთრებით შემდეგი სამი მიმართულება პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიღების დაბალი ხარისხი და დაუკმაყოფილებელი სისწრაფე. აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ მთავრობის როგორც ცენტრალურ ისე თვითმართველ სტრუქტურებში ძალიან სუსტია ანალიტიკური შესაძლებლოები. გადაწყვეტილებები მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს და მიიღება ემოციურ და ბოლომდე გაუაზრებელ საფუძველზე.

    შემდეგი არის გადაწყვეტილებების გაუთავებელი გაჭიანურება და დაბლოკვა.ეს ეხება როგორც მიწების გადაცემას, ნებართვების გაცემას. მთავრობის მხრიდან ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბოლომდე.

    შემდეგი არის ინვესტორების მოზიდვის და მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმის არარსებობა. ინვესტორების მოზიდვის პროგრამები ძირითადად არაეფექტურია და ფრაგმენტირებულია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპარტნიორო ფონდში. საპარტნიორო ფონდის სტრატეგია და მუშაობის პრინციპი არ არის ჩამოყალიბებული და შედეგიანობა საკმაოდ დაბალია. და ბოლოს, ძლიერი საერთაშორისო ინვესტორების შემოყვანაზე სტრატეგიული ხედვის და მიზანმიმართული ხედვების არარსებობა. ეკონომიკის ის სექტორები სადაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მიმზიდველობა და ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ რომ შემოვიყვანოთ საერთაშორისო უცხოური კომპანიები. ეს კომპანიები შემდგომში მოგვცემს საშუალებას რომ ჩვენი საქართველოს იმიჯი ავამაღლოთ, ჩვენი რეპუტაცია ავამაღლოთ საერთაშორისო დონეზე. დღეს საქართველოს სამწუხაროდ არ იცნობენ საერთაშორისო არენაზე ინვესტორები,”-განაცხადა ქობულიამ.

    ქობულიას გამოსვლას უმრავლესობიდან მხოლოდ ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი ესწრებიან

  • შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, ჭავჭავაძეზე მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ-კალაძე

    რთ მშვენიერ დღეს, მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ- კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და რეაბილიტაციის გეგმა წარადგინა.

    ჭავჭავაძის გამზირი რეაბილიტაციის მიზნით, ეტაპობრივად გადაიკეტება, ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

    კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე გზა ვარაზისხევის ბოლოდან “პიქსელის” შენობამდე დაიკეტება, რადგან ეს არის გზის ყველაზე მეტად დაზიანებული მონაკვეთი და კონტრაქტორთან ერთად იქ “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიც” იმუშავებს.

    ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია თვის ბოლოდან იწყება.

    “როდესაც გვქონდა კომუნიკაცია და საუბარი კომპანია GWP-სთან, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ. მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა. არის მონაკვეთები, რომელიც არის ჩავარდნილი და ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები არის უმძიმეს მდგომარეობაში.

    ჩვენ გვესმის თუ რამდენად რთული იქნება ამ ქუჩის გადაკეტვა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ, სექციებად დავყოთ, რომ მთლიანად არ გადაიკეტის და არ გამოიწვიოს პარალიზება ქალაქში”, – განაცხადა კალაძემ.

    მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი; 2.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას 3 თვე დასჭირდა და პროექტისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.

  • გიორგი ქობულია პარლამენტში მივიდა

    გიორგი ქობულია პარლამენტში მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში გადაყენებულ მინისტრს დეპუტატები მოუსმენენ.

    ყოფილი მინისტრის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაცია უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ მიაწოდა.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, -ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    “საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ ასათიანის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, ბახტრიონის, გოძიაშვილის, კოსტავას (ნაწილობრივ), ვაშლოვანის, ეკალაძის და კობახიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ბიწაძის და ავთო ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, ჩარგლის, ქვიშხეთის, ვახტანგ მახალდიანის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, არჩილ ქურდიანის, თოფურიძის, ვალენტინის, ზაქარაიას, ლალიონის, ეროსი მანჯგალაძის, რკინიგზის, ზაქრაძის, სანზონის, გუდამაყრის, გურამიშვილის და ღრმაღელეს ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის მასივის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III, IV კვარტლების, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, სოფელი დიდი ლილოს, სამგორი-2 დასახლების, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, მიხეილ გახოკიძის და შუამთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის (ნაწილობრივ), მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის, ნიორაძის, ქურხულის, ხახანაშვილის, ვაჟა ივერიელის (ნაწილობრივ), კვეზერელი-კოპაძის, ახმეტის და გუთნის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშვილის, გედევანიშვილის, რუისის, საინგილოს, ფშავის, კვალეთის, სამრეკლოს, კაიშაურის, რუისპირის, ახალუბნის, ნაქერალას, შაქრიანის, გუმბრისდა ოძისის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის (ნაწილობრივ), აწყურის, ლეხ კაჩინსკის, ვაჟა ივერიელის (ნაწილობრივ) და კასპის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, დგებუაძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიცია აქციას მართავს

    ამ წუთებში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიცია აქციას მართავს.წუთებში იქ შეკრებილ საზოგადოებას ნიკა მელია მიმართავს.  ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ. ამ  გადადგომის მოთხოვნის მიზეზი გუშინ მომხდარი ინციდენტია. ოპოზიციის განცხადებით, სიების გატანა უკანონოდ მოხდა. კომისიიდან გატანილი სიები ადგილზე გვიან ღამით დააბრუნეს.  

    ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია. მისი თქმით, ინვენტარი და სიები მან კანონის სრული დაცვით გასცა.

    „მე არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია. მიღება-ჩაბარების აქტით ეტაპობრივად გაიცემა გარკვეული ტიპის დოკუმენტიაც და ინვენტარი, ვინაიდან, მოგეხსენებათ 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია არის მრავალრიცხოვანი უბნებისგან შემდგარი. ამიტომ ერთი დღის განმავლობაში შეუძლებელია დოკუმენტის და ინვენტარის ერთდროულად გაცემა. ამიტომ ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტით ვაძლევთ ხელმძღვანელ პირებს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, დალუქვის წესი ეს არის მოთავსდეს კონვერტში, გადაწეპვის ზოლზე დაისვას საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი და ხელი მოწერილი იქნას ხელმძღვანელი პირის მიერ. ასევე ის ბეჭდის რეკვიზიტები ყველა დატანებული იყო იმ კონვერტზე, სადაც იყო მოთავსებული ის ბეჭედი.

    “შეგვიძლია დაგანახოთ სარეგისტრაციო ჟურნალი სადაც გატარებულია თითოეული უბნის ბეჭდის კოდი შესაბამისად რეგისტრატურის ბეჭდის კოდები, ვინ რომელი უბანი, რომელი ბეჭდის ნომრებით იმუშავებს. ეს ყველაფერი იყო კანონის შესაბამისად დაცული კანონმდებლობის შესაბამისად. არც სიების გატანასთან დაკავშირებით დამირღვევია კანონი, ვინაიდან არაუგვიანეს ორი დღისა გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია ამ სამაგიდე სიებს“-ამბობს მირანდა მესხი.

    ამ თემასთან დაკავშირებით განმარტება ცესკოშიც გააკეთეს. მათი განცხადებით, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

  • ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრი დაარბიეს

    ნატანებში გვიან ღამით საზოგადოებრივი ცენტრი დაარბიეს. ფაქტის ამსახველ ფოტომასალას რუსთავი 2 ავრცელებს.  ჩატეხილია შესასვლელი კარის შუშა.უცნობმა  პირებმა, შენობაში არსებული “ლიბერთი ბანკის” ბანკომატი ააფეთქეს. ჯერჯერობით უცნობია მოახერხეს თუ არა თანხის წაღება.

    ბოლო 2 თვის განმავლობაში, ეს ნატანების საზოგადოებრივ ცენტრზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. ამ დრომდე არცერთი მათგანი გამოძიებული არ არის.
    ადგილზე იმყოფებიან გამომძიებლები და “ლიბერთი ბაკის” წარმომადგენლები.

  • iPlus-ის მაღაზიის გაქურდვის მცდელობა – დაკავებულია ორი არასრულწლოვანი

    iPlus-ის მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ. გაქურდვის მცდელობა ჭავჭავაძის 19 ნომერში დილით ადრე მოხდა. სათვალთვალო კამერამ 2 ახალგაზრდა დააფიქსირა, რომელიც შუშის კარს ამსხვრევს და მაღაზიაში ისე შედის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი დაკავებულია.

    მაღაზიაში შეჭრილი პირები სამართალდამცველებმა ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიაში, სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ. ორივე მათგანი არასრულწლოვანია. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

  • კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია-ცესკო ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე

    კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია-ზუგდიდში 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ მომხდარი ფაქტის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადაყენების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

    “ზუგდიდის საარჩევნო ოქლში უბნების რაოდენობის მიხედვით, ეს პროცესი გადანაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭირვალედ. კანონის შესაბამისად სიების საბოლოო ვერსიის მათ შორის სამაგიდე ვერსიის გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა, ამ შემთხვევაში ამ დოკუმენტაციის გადაცემა 17 მაისამდე უნდა მოხდეს. ამასთან როგორც საარჩევნო ბეჭდები, ისე რეგისტრატორების ბეჭდები დალუქულია კანონის შესაბამისად და მათი გახსნა მოხდება კანონის შესაბამისად. მათი რაიმე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ინვენტარისა და დოკუმენტაციისგადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლიტურად კანონიერი პრაქტიკაა.

    ამის მიუხედავად რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას თითქოს საარჩევნო უბნების ინვენტარით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან საარჩევნო კომისიაში დაბრუნებისა და მოგვიანებით ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.ამასთან ინტერპრეტაციების გამოსარიცხად ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის. ცესკო უზრუნველყოფს არჩევნების მიმდინარეობას მაღალი სანდოობითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად “-განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

     

  • საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება

    თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ 2019 წელსაც განხორციელდება.ივლისში თბილისში  40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც ამ სერვისით სარგებლობის საშუალება 13 ათას ბავშვს ექნება.საზაფხულო ბაღებით სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებს, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს.

    რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია ელექტრონულად მოხდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge. 

    საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს:
    გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186
    დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.
    ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
    ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182.
    კრწანისის რაიონი -N51, N206.
    მთაწმინდის რაიონი – N3, N152, N162
    ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.
    საბურთალოს რაიონი – N197, N74, N112.
    სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.
    ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.

  • ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ცესკო“ განცხადებას ავრცელებს

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    ცესკო მხარეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს.

    „ცესკო ყურადღებით აკვირდება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს; მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას კანონმდებლობის მიხედვით; აღსანიშნავია, რომ ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკოს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ“, – აღნიშნულია “ცესკოს” განცხადებაში.