Category: არქივი

  • საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით სახალხო მსვლელობა შედგება რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

    მსვლელობა  17:00 საათზე დაიწყება და დასრულდება კონცერტით. 

    “აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი.

    კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

  • სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა, რომელმაც საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლატვიის კონტიგენტის გაზრდაზეც ისაუბრა.

    სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართა.

    პრეზიდენტის განმარტებით, ვიზიტის მიზანი სწორედ ემიგრანტების პრობლემების წარმოჩენასა და ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდას ემსახურება.

  • ივანიშვილმა დაგასვათ თავზე ერთუჯრედიანი არარაობები- სააკაშვილის ვიდეო მიმართვა ხულოელებს

    მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო სელფით თორნიკე რიჟვაძის განცხადებებს გამოეხმაურა და ხულოელებს მიმართა.

    “ამ ხელისუფლებას აქვს თქვენთვის ბოდიში მოსახდელი, მაგრამ არ მოიხდის იმიტომ რომ ძაან უტიფარია, ამიტომ დროზე უნდა მოვაშოროთ, გავუშვათ ისტორიის სანაგვეზე, მათ შორის უახლოეს დღეებში ცემო ძვირფასებო ხულოში.”-მიმართა ხულოელებს სააკაშვილმა.

    სააკაშვილი აცხადებს, რომ ხულოში სამხატვრო გალერეა ხულოს ყოფილი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის მეუღლის დასაქმების მიზნით გაიხსნა. რიჟვაძემ სააკაშვილს “ფარჩაკი” და შარლატანების ბელადი უწოდა.

  • მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდს მიაპყრონ- ჩუგოშვილი

    მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, განსაკუთრებული ყურადღება  ზუგდიდს მიაპყრონ- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა  ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

    თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა რომ ზუგდიდში ვითარების დაძაბვის ყველანაირი ნიშანია, სწორედ ამიტომ მოუწოდებს ის დამკვირვებლებს განსაკუთრებული ყურადღება ამ ადგილს დაუთმონ. 

    „გუშინდელ დღემდე, საარჩევნო პროცესი, ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ სავარაუდოდ, დაძაბულობის ცენტრი გახდება ზუგდიდი. გუშინ ვიხილეთ აჟიოტაჟი საარჩევნო კომისიასთან.როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არ ყოფილა არანაირი კანონდარღვევა.
    საოლქო საარჩევნო კომისია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, სრულიად საჯაროდ და გამჭვირვალედ მოქმედებდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავიმეორო და დავადასტურო ეს განცხადება, რომ გუშინდელ შემთხვევაში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა.მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის გარშემო დაძაბულობის შექმნის მცდელობა მაინც ვიხილეთ.

    ამ პროცესის ნაწილია ასევე ოპოზიციის განცხადება, რომ ხდება 5000 აქტივისტის მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან ქალაქ ზუგდიდში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვითარების ესკალაცია იგეგმება სწორედ ამ ადგილას.ჩვენთვის ეს იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და არჩევნებში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ ვხედავთ მცდელობას, რომ სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს.ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ან ექნება, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი, კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება.

    გვინდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და მივმართოთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, როგორც საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდს იმიტომ, რომ ყველანაირი ნიშანია იმისათვის, რომ შესაძლებელია ვითარების დაძაბვა სწორედ ამ ადგილას მოხდეს.

    ჩვენი ამოცანაა, არჩევნებმა ჩაიაროს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, მშვიდ გარემოში და ამისთვის მომართულია ყველა სახელმწიფო უწყება.კიდევ ერთხელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი იმისათვის, რომ პრევენცია მოხდეს სავარაუდო დაძაბულობის და დარღვევების. ჩვენ ვაპირებთ მათთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობას, ახლაც გვაქვს კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდზე გაამახვილონ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა

  • სააკაშვილი არის “ფარჩაკი” და შარლატანების ბელადი-თორნიკე რიჟვაძე

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს “ფარჩაკს” უწოდებს. რიჟვაძის კრიტიკა სააკაშვილის განცხადებას მოჰყვა,სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა  განაცხადა,  რომ ხულოში სამხატვრო გალერეა ხულოს ყოფილი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის მეუღლის დასაქმების მიზნით გაიხსნა. სააკაშვილმა ანზორ  ბოლქვაძეს დეგრადირებული უწოდა.

    “ვერ ვმალავ განაწყენებას, რამდენიმე საათის წინ სამარცხვინო პოლიტიკური ძალის სამარცხვინო ლიდერი სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რა კავშირშია ერთმანეთთან ხულო და სამხატვრო გალერეაო. თქვენ ხედავთ, რამდენი ნახატია გამოფენილი. ჩვენთან არის ახლა ძალიან სახელოვანი ფერმწერის ბატონი სიმონ ართმელაძის შვილი და ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს.

    ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი, ჯერ იყო და ამ პარტიის წარმომადგენელმა ქიქავამ აჭარლებს მოგვაყენა ყველას შეურაცხყოფა, ახლა გამოვიდა ეს მართლა შარლატანების ბელადი და აცხადებს, რომ ხულოში კულტურას და ზოგადად სამხატვრო გალერეას არაფერი ესაქმება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე გავცემთ ადეკვატურ პასუხს მათ 19 რიცხვში და ზოგადად. მან ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მას კაცურ პასუხს გავცემთ ისე, როგორც ხულოს და ხულოელებს ეკადრებათ”, – განაცხადა  რიჟვაძემ.

  • ქარელში მოზარდი გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს

    ქარელში მოზარდი  გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    მომხდარის მიზეზები და  სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

  • სანდრა რულოვსი და „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ

    სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” ლიდერებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

    შეხვედრის მთავარი თემა ზუგდიდში არსებული წინასაარჩევნო ვითარება იყო.

  • “დავით გარეჯი ჩვენი საკუთრებაა” აზერბაიჯანელი აქტივისტები გარეჯისკენ მსვლელობას აანონსებენ

    გუშინ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოწოდება იყო რომ  გარეჯის სადავო ნაწილი მათი ქვეყნის საკუთრებაა. სოციალურ ქსელში შეიქმა სპეციალური ჯგუფები ლოზუნგით : ” 28 მაისს, რესპუბლიკის დღეს ქესიქჩიდაღში შემოუერთდით მანქანების მსვლელობას”. აზერბაიჯანელი აქტივისტების მსვლელობა   აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 28 მაისს დავით გარეჯის მიმართულებით გაიმართება 

    „ბუნებრივია, დავფიქრდებით და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ისტორიული ტერიტორია არ დავთმოთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიცვას თავისი ტერიტორიები, თუ ამას ვერ ახერხებს სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს. ჯერ დრო კიდევ არის 28 მაისამდე და როგორც კი გავეცნობით სიტუაციას, გავაკეთებთ ჩვენს განცხადებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენი ხელისუფლება ვერ დაიცავს ჩვენს ტერიტორიებს და წავა დათმობებზე, ვგულისხმობ დავით გარეჯის თუნდაც ერთი კვადრატული სანტიმეტრის გადაცემას აზერბაიჯანული მხარისთვის, ჩვენ, საზოგადოება შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”, –  ასე გამოეხმაურა დავით ქაცარავა 28 მაისს დაანონსებულ მსვლელობას.

  • უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად შეიცვლება

    უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად შეიცვლება და 34 გრადუსამდე აიწევს.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში  ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

    „ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

    მიმდინარე წლის მაისის თვე ხასიათდება ხშირი, ელჭექის ხასიათის ნალექებით, ზოგან სეტყვით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის.“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

  • “ზუგდიდში ქართული ოცნება არჩევნებს იგებს” – ირაკლი ჩიქოვანი

    “ზუგდიდში ქართული ოცნება არჩევნებს იგებს”- ამის შესახებ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

    მან კომენტარი  საოლქო საარჩევნო კომისიის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. ჩიქოვანის აზრით, გუშინ ზუგდიდში კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა და „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს.

    “არის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, ძალიან კონკრეტული განმარტებები გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ არც ერთი ნორმტიული აქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საოლქო კომისია მოქმედებდა რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით. თუმცა იმისთვის, რომ არ იყოს რაიმე სახის შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ხელახლა დაამზადებენ ბეჭდებს და ხელახლა გადაუგზავნიან უბნებს. მე ვთვლი, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, ნათელია რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს იგებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს ცდილობს ამ დღეებში, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს საარჩევნო პროცესის.

    მოვუწოდებთ ყველას, ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ პროცესებს. ის აჟიოტაჟი, რომელსაც ტეხავს „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ და ისევ განპირობებულია იმით, რომ გვაქვს უშინაარსო და უშედეგო კამპანია მათი მხრიდან. შესაბამისად, ისინი მხოლოდ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციით არიან დაკავებული. ჩვენს შტაბს ჰყავს იდენტიფიცირებული ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენ ნათლად ვხედავთ რომ ამ არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ და 19 მაისს ვიზეიმებთ გეგა შენგელიას გამარჯვებას. ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აქტიურ ფაზაშია და სულ უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება და მხარს უჭერს გეგას. ასე, რომ აქ საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით ჩვენ შეიძლება გვქონდეს რაიმე დაბრკოლებასთან ადგილი არის უსაფუძვლო”, – განაცხადა ჩიქოვანმა.