Category: არქივი

  • ჩინეთში Wikipedia დაბლოკეს

    ვიკიპედიის მფლობელი, „ფონდი ვიკიმედია“ ადასტურებს, რომ ჩინეთში ონლაინ ენციკლოპედიის მრავალენოვანი გამოცემა დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC”-ზე ვკითხულობთ. მრავალენოვანი ონლაინ ენციკლოპედია თავდაპირველად მხოლოდ ჩინურ ენაზე იყო დაბლოკილი თუმცა ირკვევა რომ ამჟამად ვებგვერდი ყველა ენაზე დაბლოკილია. როგორც ირკვევა  სთან ერთად ათასობით  სხვა ვებ-გვერდებიც დაბლოკილია.

    „აპრილის მიწურულს, „ფონდმა ვიკიმედიამ“ აღმოაჩინა, რომ ვიკიპედია ჩინეთში ხელმისაწვდომი აღარ არის. ჩვენი ინტერნეტტრაფიკის დეტალური ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩინეთში ამჟამად Wikipedia მთლიანად დაბლოკილია. “ — ვკითხულობთ „ფონდ ვიკიმედიის“ განცხადებაში.

    პირველად არ ხდება როდესაც ხელისუფლება მრავალენოვან ონლაინ ენციკლოპედიას ბლოკავს, 2017 წელს  მსგავსი გადაწყვეტილება თურქეთმაც მიიღო. ხოლო წელს ვებგვერდი ვენესუელამაც დაბლოკა. 

  • ბორჯომის ხეობაში ტყე იწვის-ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ

    ბორჯომის ხეობაში ტყე იწვის. ხანძრის ჩასაქრობად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

    შსს-ს ცნობით, ადგილზე იმყოფება 150-მდე მეხანძრე-მაშველი. რთული
    რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7425 ლარს შეადგენს.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7422 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0711 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0795 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.84 თეთრი შეადგინა

  • საბერძნეთში ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

    საბერძნეთში, ქალაქ კალითეაში 29 წლის ქართველი ქალი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ, გაგუდეს.

    მეზობლების თქმით, ბინიდან ჩხუბის ხმა ხშირად გამოდიოდა. გარდაცვალების მიზეზიც, სავარაუდოდ, ძალადობას უკავშირდება.

    გამოძიების ფარგლებში დაიკითხა მოკლულის ყოფილი მეუღლე.

  • მანანა არჩვაძე სანდრა რულოვსის წინააღმდეგ. გამსახურდიას ქვრივი ზუგდიდში ჩავიდა

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მესამე პრეზიდენტის მეუღლის წინააღდმდეგ გააქტიურდა. მანანა არჩვაძე–გამსახურდია დღეს ზუგდიდში ჩავიდა და ქალაქის ცენტში, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შეხვდა, რომლებსაც მოუწოდა ხმა არ მისცენ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს.
    შეხვედრაზე არ მისულან ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა აქციის მონაწილეების იქ ქართული ოცნების დროშებით და საარჩევნო ატრიბუტიკით მივიდნენ.
    “ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას. ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა, ყველაფერი გაიღო საქართველოსთვის… საქართველოში ჩამოვიდა, პირველი მისი ნაბიჯები იყო სამეგრელოში ვინაიდან იცოდა რა მოელოდა სამეგრელოს და არაფრით არ დაუშვებდა. მტერმა ყველა ღონე იხმარა, მოღალატეებმა, მე მოღალატეებს მერე ჩამოგითვლით, ახლა არ შევეხები მათ და მათ კატეგორიულად უნდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ დღეიდან დატოვონ სამეგრელოს ტერიტორია. გაძევებულ იქნენ ესენი,“-განაცხადა მანანა არჩვაძემ.

     

     

  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში ხანძარია

    კოსტავას ქუჩაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით შენობაში ძლიერი კვამლია.

    ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები მუშაობენ.

    ადგილზე მყოფი სტუდენტების ინფორმაციით, ხანძარი მასშტაბური არ არის და მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება შეძლეს.

  • ზუგდიდის საკრებულოსთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა

    ამ წუთებში ზუგდიდის საკრებულოსთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

    ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები  საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობდენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა, რასაც   ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

    დეპუტატებს  ნიკა მელიას  და თინა ბოკუჩავას საკრებულოს შენობაში არ უშვებდნენ, ამ წუთებში ისინი შენობაში იმყოფებიან და საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

    ადგილზე არ უშვებენ ჟურნალისტებს, ამ ფაქტს ოპოზიციის წევრები აპროტესტებენ. ჟურნალისტებს რთულ მუშაობაში უწევთ მუშაობა. 

    ოპოზიცია მოითხოვს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, სადაც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ.

    ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია, სკანდალური ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია, სადაც ის არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად, მოსახლეობის ტერორზე საუბრობს.

    ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

  • თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი კოსკელო დაინიშნა

    თიბისი ბანკის ჯგუფის PLC (TBC PLC) ძირითადი შვილობილი კომპანიის, სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი კოსკელო დაინიშნა.
    იურკი კოსკელო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად განვითარებად ბაზრებზე მოქმედი კომპანიების: აფრიკის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საინვესტიციო ფონდის, ექსპო ბანკისა (EXPO Bank) და ეფაი ბანკის (FI Bank) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. იურკი კოსკელო ამავე დროს არის ინვესტ სოლარის (ბოტსვანაში მზის ენერგიაზე ფოკუსირებული საინვესტიციო ფონდის) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

    აღნიშნული პოზიციების დაკავებამდე, იურკი კოსკელო 24 წლის განმავლობაში რამდენიმე წამყვან პოზიციაზე მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილია. 2000 წელს იურკი კოსკელო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სპეციალური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, 2004 წელს – გლობალური ფინანსური ბაზრების დირექტორად, 2007 წელს – ვიცე-პრეზიდენტად და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ტოპ მენეჯმენტის კომიტეტის წევრად, 2011 წელს კი გენერალური დირექტორის საგანგებო მრჩევლის პოსტს იკავებდა.

    იურკი კოსკელო ფლობს სლოუნის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხს, ჰელსინკის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის მაგისტრის ხარისხს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (MIT), ასევე მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს სამოქალაქო ინჟინერიაში (M.Sc.).

  • “გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება”-მიქაელ ბოტკოველი

    “ჩვენ გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება” – ეს განცხადება დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა.

    „ძალიან გთხოვთ, რომ ამ კონკრეტულ ცალკეულ შემთხვევას, რომელიც 2013 წელს მოხდა ნუ განაზოგადებთ და ამის გამო ნუ შექმნით მოსალოდნელ შიშებს. შეიძლება რაიმე გაუგებრობა მოხდეს, ჩვენ ასეთი გარანტიების მოცემა არ შეგვიძლია. ჩვენ გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება“, – განაცხადა ბოტკოველმა.

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს 2014 წლიდან აღნიშნავს. წლევანდელ ღონისძიებებზე განცხადება საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

    17 მაისს მსოფლიო  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღად სწორედ ის დღე შეირჩა როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.