iPlus-ის მაღაზიის გაქურდვის მცდელობა – დაკავებულია ორი არასრულწლოვანი

Written by

in

iPlus-ის მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ. გაქურდვის მცდელობა ჭავჭავაძის 19 ნომერში დილით ადრე მოხდა. სათვალთვალო კამერამ 2 ახალგაზრდა დააფიქსირა, რომელიც შუშის კარს ამსხვრევს და მაღაზიაში ისე შედის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი დაკავებულია.

მაღაზიაში შეჭრილი პირები სამართალდამცველებმა ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიაში, სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ. ორივე მათგანი არასრულწლოვანია. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *