Category: არქივი

  • 2022 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი იასპარეზებს

    2022 წელს ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც 32 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. როგორც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია FIFA აცხადებს, მათ უარი თქვეს გუნდების გაზრდის რაოდენობაზე. მიზეზად დასახელდა ის რომ ყატარი ვერ მოახერხებს 48 გუნდის მიღებას და გაზრდილი რაოდენობის მატჩების გამართვას. ამ ორგანიზაციამ აგრეთვე უარი თქვა შეხვედრების ყატარის გარდა სხვა ქვეყანაში ჩატარებაზე.

    „იმის გამო, რომ 2022 წლის ჩემპიონატი თანდათან ახლოვდება და მზადებაც აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო 48-გუნდიანი ტურნირის ჩატარების შესაძლებლობის განხილვას დიდი დრო სჭირდება, მივიღეთ გადაწყვეტილება უარი ვთქვათ გაფართოებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

    32-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი 1998 წლიდან ტარდება. თუმცა ფედერაციაში ამობენ რომ 48-გუნდიანი მუნდიალი აუცილებლად გაიმართება 2026 წელს.

    მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

  • 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

    7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას, მ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

    არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა.

    16 წლის ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და  დუმილის უფლებას იყენებს. 

    შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ არაიანში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 7 თვის ბავშვი დედამ გაგუდა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. არასრულწლოვანი თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

  • აშშ-ში ტორნადომ 3 ადამიანი იმსხვერპლა

    ამერიკაში ტორნადოების სერიას მსხვერპლი მოჰყვა. ოკლაჰომის შემდეგ სტიქიამ მისურის შტატი დააზარალა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი, კიდევ რამდენიმე კი დაშავდა.

    ტორნადოებს სტიქიის ზონაში გადაუღებელი წვიმა, სეტყვა, ქარი და ჭექა-ქუხილი მოჰყვა. ძლიერი შტორმი რეგიონში 20 წუთს გაგრძელდა. ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

    მეტეოროლოგები უამინდობის გაგრძელებას მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.

  • ლარი კვლავ მკვეთრად გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7799 ლარი გახდა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7424 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7756 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გაუფასურდა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0954 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1001 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.47 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4531 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5160 ლარი ეღირება.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 მაისიდან შევა ძალაში.

  • თავდასხმა “კურიერის” გადამღებ ჯგუფზე – წყალტუბოში ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

    წყალტუბოში “კურიერის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც “კურიერის” ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

    ჟურნალისტი და ოპერატორი  ამ დროისთვის ქუთაისის “ევექსის” კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება. ექიმების თქმით, მიმდინარეობს მდგომარეობის შეფასება.

    რუსთავი 2 შსს-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობდა  პოლიციაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი პრიმა, “ბ” ქვეპუნქტი და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

  • არაფერი განსაკუთრებული არ ხდება-ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე

    არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

    ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია და შექმნილი ვითარება ყველა ქვეყანაში ხდება.

    „მოკლევადიანი რყევები ზოგადად ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, მითუმეტეს განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ხოლმე, ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც. არაფრი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მას პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მაგ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

  • “ტელეფონი გამიტეხეს” — სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბრალდებას უარყოფს

    შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ომარ მახარაძე, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ბრალდებებს უარყოფს და ამბობს,  რომ ტელეფონი გაუტეხეს. ამის შესახებ მან TV 25-თან განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ დაგეგმილი სიცრუე და სიბინძურეა. 

    ლექტორი ამავე  დროს ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატიცაა. 

    “ჩემი ტელეფონის აიქლაუდი გატეხილია. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემი ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით, მივლინებით ვიყავი ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნებზე, ეს მთელმა რაიონმა იცის. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად დაისჯება”, — აცხადებს ომარ მახარაძე.

    შეგახსენებთ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში  დაადანაშაულა და ის მესიჯები გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ ლექტორი სტუდენტს  სექსუალური ხასიათის მესიჯებს წერს.

  • “უნდა ვიმოქმედოთ გადაუდებლად, ვისაც გვჯერა გამოგვყევით”-სააკაშვილის ლაივი თვითმფრინავიდან

    მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ფეისბუქის ქვერდით მორიგ ვიდეოჩართვას ავრცელებს, ამჯერად თვითმფრინავიდან.

    ყოფილი პრეზიდენტი იმ პოლიტიკოსებს ეხმაურება, ვინც თვლის რომ ქართული ოცნების დასამარცხებლად მთავარი სააკაშვილის ჩამოშორებაა. 

    „ჩემი ამოცანაა, რეაგირება მოვახდინოთ იმ პროპაგანდაზე, რაც ეხლა მიდის საქართველოში. მაგათი მთავარი ამოცანაა – ყველა მინუს სააკაშვილი. ოღონდ მიშა გაწიეთ გვერდზე, ყველაფერი კარგად იქნებაო. ეხლა ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სააკაშვილს სანამ არ დავამარცხებთ, ივანიშვილს ვერ დავამარდცხებთო, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე, თქვე საცოდავებო ძაან ცუდად“ – აცხადებს სააკაშვილი და მხარდამწერებს მიმართავს საქმე მიყვნენ ბოლომდე და ზაფხულში უფრო მეტად გააქტიურდნენ.

    „ივანიშვილმა და ოცნებამ ჩამოუარეს ბიზნესმენებს და უთხრეს, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, ჭირდებათ 300 მილიონი დოლარის მობილიზაცია და ყველა ბიზნესს სთხოვენ ყველა სახელმწიფო კონტრაქტში ატკატს 30-40 პროცენტს. ჩვენ უნდა ვიქმოქმედოთ ახლა, ზაფხულში და შემოდგომამდე, ვისაც გვჯერა წამოგვყევით. მესმის იქ დავები და კრიტიკები, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებსო, თქვენ მე მითანხმებთ? მოდით, ყველამ წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზანთან, ის იქნება გამარჯვებული“ – აცხადებს ექსპრეზიდენტი.

  • B COM – ახალი სივრცე ბიზნესსაზოგადოებისთვის

    თიბისი ბიზნესი ბიზნესსაზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის. B COM არის ბიზნესკომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს. B COM ხელს შეუწყობს ბიზნესკლიენტებს ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში.

    B COM-ში გაწევრიანებულ ბიზნესკლიენტებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ პრაქტიკულ ტრენინგებს და ლექციებს, დარგის ექსპერტებისგან შეიტყონ ბიზნესსფეროში მიმდინარე სიახლეები, მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ ფორუმებში. პლატფორმის წევრები, ასევე, ისარგებლებენ მათ ბიზნესებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებებით.

    B COM – ში გასაწევრიანებლად საჭიროა სპეციალურად შექმნილი ბიზნესნაკრების გამოწერა: Fix, Agro ან Life. მათი გამოწერა შესაძლებელია ფიქსირებულ ფასად, რის შემდეგაც საზოგადოების წევრობის გარდა, ბიზნესკლიენტები მიიღებენ ყველა საბანკო პროდუქტს, რომელიც მათ ყოველდღიური ოპერაციებისთვის ესაჭიროებათ.

    მაგალითად, FIX ნაკრების გამოწერით, თვეში ფიქსირებულ 10 (ფიზიკური პირებისთვის) ან 20 ლარად (იურიდიული პირებისთვის), ბიზნესკლიენტები მიიღებენ შემდეგ პროდუქტებს:

    · ბიზნესბარათს;

    · თანხის განაღდებას საკომისიოს გარეშე თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში;

    · ულიმიტო და უფასო გადარიცხვებს საქართველოს მასშტაბით

    · უფასო დიჯიპას აპლიკაციას სმს სერვისსა და ინტერნეტბანკს;

    B COM-ის მიზანია შექმნას ბიზნესეკოსისტემა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინსტუმენტები, კლუბის წევრები გაიცნობენ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ბიზნესებს და ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ მათთან კონტაქტები.