7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

Written by

in

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას, მ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა.

16 წლის ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და  დუმილის უფლებას იყენებს. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ არაიანში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 7 თვის ბავშვი დედამ გაგუდა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. არასრულწლოვანი თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *