Category: არქივი

  • გლდანში “ორი ნაბიჯის” გაქურდვასა და მარკეტში ხანძრის გაჩენაში ბრალდებული დააკავეს

    გლდანში “ორი ნაბიჯის” გაქურდვის და ამავე მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ 23 მაისს, დაახლოებით 05:00 სთ-ზე გლდანში მარკეტ ,,ორი ნაბიჯში” ფარულად შეაღწია, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ალკოჰოლურ სასმელები მოიპარა, რის შემდეგაც დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით აღნიშნულ მარკეტს ცეცხლი წაუკიდა.

    “პოლიციამ მ.მ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე თბილისში დააკავა, ხოლო ნაქურდალი პროდუქტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
    ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,”-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

    დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • ზლატან იბრაჰიმოვიჩს ფეისბუქი გაუტეხეს და შიშველი მამაკაცის ფოტო განათავსეს

    დაახლოებით 1 საათის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ძალზე უცნაური, არაადეკვატური ფოტო დაიდო. ფოტოზე გამოსახულია შიშველი მამაკაცი წარწერით: “მიყურეთ, მალე ლაივ ჩართვას გავაკეთებ.”

    იმის გამოცნობა რთული არ არის, რომ მსგავს ფოტოს თვითონ ზლატანი ან მისი წარმომადგენლები არ დადებდნენ და რეალურად ფეისბუქ გვერდზე უცხო პირი იმყოფება. უცცნაური ის ფაქტია, რომ ერთი საათის გასვლის მიუხედავად ფოტო ისევ დევს და ის ჯერ-ჯერობით არ წაუშლიათ.

  • პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავა მას არ ეხება

    საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას გამოეხმაურა. 

    ზურაბიშვილის აზრით, ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტისა და გაფიცვის საკითხი თავად მას არ უნდა ეხებოდეს.

    „პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს“,- წერს  ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

    „ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული“,- აღნიშნულია  საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე.

  • ეკა ბესელია ახალ პარტიას ქმნის.ვინ იქნება ყოფილი ოცნებელის გუნდში

    ქართული ოცნებიდან ცოტა ხნის წინ წასული ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. პარტია ივნისში დაფუძნდება. მისი სახელი იქნება “სამართლიანობისთვის“. ბესელიასთან ერთად პარტიაში იქნებიან ქართული ოცნების ყოფილი წევრები: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე. დანარჩენი წევრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბესელიას პარტიაში ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც მიიწვიეს, თუმცა მას ჯერ პასუხი არ უთქვამს. ბესელიას პარტიის რიგებში არ იქნება ოცნების კიდევ ერთი ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ ცალკე პარტიას ქმნის და ოცნებიდან წასულების ნაწილს საკუთარ პარტიაში გააწევრიანებს.
    .
    ეკა ბესელიას ამბიცია აქვს, რომ მისი პარტია ხელისუფლების სერიოზული ალტერნატივა იქნება. რაც შეეხება დაფინანსებას, ოცნების ყოფილი წევრი ამბობს, რომ  დაფინანსებას სთხოვს ყველა ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილის გარდა.
    ბესელიას და მისი თანამებრძოლების ოცნებიდან წასვლის და დავით მაღრაძის “დაიცავი საქართველოს“ გააქტიურების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი ერთ პოლიტიკურ ძალას შექმნიდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება და “დაიცავი საქართველო“ ბესელიას პარტიასთან გაერთიანებას ამ ეტაპზე არ აპირებს.
  • “ავალ დავით გარეჯში, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება“-მეუფე იაკობი

    „ამ დღეებში მე ჩამოვალ და მე ავალ, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება,“ – ეს განცხადება, ქორეპისკოპოსმა იაკობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

    მეუფე იაკობი ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გზის მშენებლობის დაწყებას და ქართველი მესაზღვრეების მიერ სადავო ძეგლებთან მისასვლელი ბილიკების გადაკეტვას ეხმაურება.

    მეუფე ამბობს, რომ თავად ჩავა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში და იმედოვნებს, რომ მას გადაადგილების უფლებას არ შეუზღუდავენ.

    „წყნარად უნდა ჩავიდეთ, ცივილიზებული ადამიანები ვართ. ხომ იცით, როგორ არის, როგორი ტერიტორიაა, ალიევიც აღიარებს, რომ ჩვენი ტერიტორიაა,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

    ამას გარდა, მეუფე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ ეს ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულდება.

    „სახელმწიფო მოქმედებს და ჩვენ ვენდობით, რომ სახელმწიფო არ გაყიდის ჩვენს ურთიერთობას. მე ისიც მჯერა, რომ აზერბაიჯანი იმას არ იზამს, რომ ჩვენი რაღაც დააზიანოს. დროებით დაველოდოთ და ცივილიზებულს დაველოდოთ, თუ არადა, ჩვენ დამთმობი არ ვართ არაფრის.

    დავით გარეჯის მონასტრებში მისასვლელი ბილიკები ბლოკირებულია. ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბულდოზერებით გზა მესამე დღეა, რაც გაჰყავთ. ტექნიკა მთაზე მიწას ჭრის და შეუჩერებლად მუშაობს.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს გზა აღდგომის ტაძრამდე მივიდეს.

  • “ძალიან ფაქიზი თემაა,ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს”-ლონდა თოლორაია ბავშვის მკვლელობაზე

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე  7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე ისაუბრა.  მისი თქმით, აღნიშნული თემა ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და სამინისტროს მხრიდანაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, რადგან ბრალდებული დედა არასრულწლოვანია.

    ,ჩვენ გვყავს არასრულწლოვანი რომელიც დღეის მდგომარეობით იმხილება დანაშაულის ჩადენაში. ძალიან ფაქიზი თემაა, ამიტომ ნამდვილად ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.

    ამ ფაქტზე გამოძიების დაწყება დაუყოვნებლივ მოხდა. ინფორმაციის გავრცელება ეფუძნებოდა იმ დროისათვის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ვნახოთ, როგორც შეიცვლება სურათი. მე თავს შევიკავებ გამოძიების სხვა დეტალებზე საუბრისგან, იმიტომ, რომ არის ძალიან სენსიტიური თემა. ვიტყვი იმასაც, რომ შეტყობინებაზე რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო შემოსული, თავის დროზე გამოძიება დაწყებული არ ყოფილა, რაზეც, როგორც თქვენთვის ცნობილია, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა. ერთ თანამშრომელს შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება. მოკვლევა გრძელდება და თუ დღის წესრიგში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზეც მოახდენს მკაცრ რეაგირებას.

    სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა ბრალდებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ბრალდებულს აქვს უფლება ყველა ეტაპზე შეცვალოს მისი პოზიცია, ყველა ეტაპზე შეცვალოს ჩვენება, შესაბამისად სურათის შეცვლა, ბრალდების აღიარების ან არაღიარების, ან ნაწილობრივ აღიარების კუთხით, ეს არის გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე აბსოლუტურად ბრალდებულის პოზიციაზე დამოკიდებული.“ – განაცხადა ლონდა
    თოლორაიამ.

    გუშინ, სოფელ აღაიანში  7 თვის ბავშვის  გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “ვ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • დავით გარეჯში აზერბაიჯანელებმა გზის გაყვანა დაიწყეს (ვიდეო)

    დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
    მისი ცნობით, ჩიჩხიტურის კოშკთან მიმდინარეობს გზის გაყვანა აზერბაიჯანის მხრიდან. მობილიზებულია გზის სამშენებლო ტექნიკა და შეუჩერებლად მუშაობენ.

    “ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან.გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ უბრალოდ ასვლის უფლებასაცკი, მიმდინერე მოლაპარაკებების გამო..მივმართავ მათ ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?” -წერს ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი საკუტარ ფეისბუქ გვერდზე.

  • „საქართველოში 10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია“-ადა მარშანია

    10 პოლიტიკოსიდან 8 “შიზოფრენიკია” საქართველოში – ჩვენ უნდა ველოდოთ როდის გადადგამს პუტინი პირველ ნაბიჯს? და რომ არ გადადგას, მერე რას ვშვებით?”- ასე ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ადა მარშანია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

    “პატრიოტთა ალიანსის” ერტ-ერთი ლიდერი ადა მარშანია არ ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან დიალოგისთვის პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას. როგორც ადა მარშანიამ ჟურნალსიტებს განუცხადა, რუსეთთან პირდაპირი დიალოგიო საქართველომ  უნდა დაიწყოს.

    “ჩვენ უნდა ველოდოთ, როდის გადადგამს პუტინი პირველ ნაბიჯს? და რომ არ გადადგას მერე რას ვშვებით? ვტოვებთ უპატრონოდ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას? ოკუპანტს არ უნდა ველაპარაკოთ? ვინ უნდა ელაპარაკოს ოკუპანტს, მსოფლიო? და ჩვენ რას ვშვრებით? ჩვენ დავკარგეთ მიწა-წყალი, ჩვენ დავკარგეთ ორი რეგიონი, ჩვენ უფრო უნდა ვიყოთ აქტიურები და ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი, იმ ხალხმა, ვინც ტერიტორიები დაკარგა. საუბარი უნდა შედგეს იმაზე, რაც დავკარგეთ – სოხუმზე და ცხინვალზე. ჩვენ როგორც კი ჩავდივართ მოსკოვში, პირველი სიტყვები რასაც ვამბობთ ეს არის. ჩვენ ყოველთვის ჩავალთ მოსკოვში, სოხუმზე და ცხინვალზე სასაუბროდ, სოხუმის და ცხინვალის დასაბრუნებლად.

    საუბრით ბრუნდება ტერიტორიები პირველ რიგში, დიალოგის დაწყებით, სხვანაირად როგორ შეგვიძლია? გვაქვს ატომური ბომბი და ვესროლოთ რუსეთს? არ გვაქვს ბომბი, რომც გვქონდეს, ვერ ვესვრით რუსეთს ბომბს. რატომ ხართ იმაში დარწმუნებული, რომ ჩვენი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გამო მსოფლიო დაეტაკება რუსეთს. არ იზამს ამას, არ არის სულელი და გიჟი, როგორც ჩვენი ბევრი პოლიტიკოსი საქართველოში. მათ შიზოფრენიას მე ვუყურებ 30 წელია. 10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია საქართველოში” -განაცხადა ადა მარშანიამ. ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • “ბავშვს რომ შევხედე თეთრად ჰქონდა ამოსული დუჟი პირიდან “- მოკლული 7 თვის ჩვილის მამა

    16 წლის გოგონამ 7 თვის შვილი გაგუდა და მიიმალა. გარდაცვლილი ჩვილი მამამ საწოლში იპოვნა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და წავიდა.7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას, მ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    მოკლული ჩვილის მამა მიხეილ დვალიშვილი საზარელი ღამის დეტალებს იხსენებს.  დვალიშვილი ჰყვება რომ მას და მის მეუღლეს კონფლიქტი ხშირად მოსდიოდათ. მიზეზი კი სმს-ს შეტყობინებები იყო, რომელსაც მიხეილ დვალიშვილის მეუღლე უცნობებს სწერდა.ტრაგედიის ღამეს მიხეილ დვალიშვილის თქმით მას გაეღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი მეუღლე სახლიდან წასული იყო. ბავშვი კი გარდაცვლილი დახვდა.

    „ცუდი ამინდიც იყო გარეთ და შემოვედი სახლში, რომ ჩავიცვამ მეთქი თბილად და წავედი და მოვძებნი მეთქი სადმე. ბავშვს კიდევ დავხედე, ბავშვი აქ იყო, არ ვანთებდი სინათლეს, რომ არ გავაღვიძო მეთქი, მეუღლე მოვძებნო თუ ბავშვს მივხედო მეთქი. ამ შეშინებულზე კი ავანთე შუქი და შემოვედი. ქურთუკი, რომ ავიღე რომ მომეცვა. გადმოვხედე ბავშვს რომ თეთრად ჰქონდა, დუჟი ჰქონდა ამოსული და ვიფიქრე, რომ საჭმელი გაქვს მეთქი ამოღებული მოვწმინდავმეთქი ამ ბავშვს ამ დუჟს. რომ მივედი ადიელა გადავხადე და გარდაცვლილი იყო უკვე ბავშვი. – ,“-განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის მამამ. 

    ოჯახის ნათესავები მეუღლეებს შორის კონფლიქტზე  საუბრობენ.  დვალიშვილის მამიდა ამბობს, რომ გოგონას მეუღლე ხშირად სთხოვდა ენახებინა მიმოწერა, რომელზეც ის უარს აცხადებდა.

    „ჯოჯოხეთი გამოგვატარა ამ გოგომ. არ გვინდოდა ოჯახს და ბევრჯერ წინააღმდეგიც ვიყავი მაგ გოგოსი. მერე მემუქრებოდა მიშოს დავაჭერინებ თქვენ თუ მე სახლიდან გამაგდებთო. კამათი მოსდიოდათ ცოლს და ქმარს სულ სმს-ების გამო. რომ მოსთხოვდა ქმარი სმს-ს ვის სწერ, შლიდა. მეგობარს აბრალებდა. მაგრამ ეს სთხოვდა მაჩვენე აბა ის მეგობარი ვინ არის. სულ ეჭვის ქვეშ იყო ეს ბავშვი მაგრამ ამას დედამისი აჩუმებდა. მიშო არაფერი უთხრა, მიიწეროს, ვის მიწერს, ისეთი რა და გააკეთოს. ვერ დაიჯერებდა დედამთილი იმას, რომ ეს გოგო ბიჭებს სწერდა სმს-ებს,“-განაცხადა მიხეილ დვალიშვილის მამიდამ ნონა დვალიშვილმა.

  • რა მისწერა დონალდ ტრამპმა მამუკა ბახტაძეს

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს 26 მაისთან დაკავშირებით წერილი მისწერა- – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან  განაცხადა.

    „წერილში ასევე საუბარია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და არის გამოხატული მადლიერება იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური გამოწვევის, კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მხედველობაშია ის კონტრიბუცია, რომელიც შეგვაქვს აშშ-სთან და ნატოელ პარტნიორებთან ერთად ავღანეთის მისიაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.