Category: არქივი

  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

    გუშინ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საუბარი იყო საფეხბურთო მატჩების გარიგებაზე, სადაც დრო ქუთაისის ტორპედოსაც დაეთმო. ერთ-ერთმა მოწვეულმა სპორტულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მატჩების გარიგების წინადადებით მიმართა და ამგვარი შეთავაზებები მისგან ახალი არ იყო. 

    ამის კომენტარს კლუბის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა გამოეხმაურა: “ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში დღეს ერთ-ერთი სპორტული ჟურნალისტის მიერ, რომელიც გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. პათოსი იყო ასეთი – კლუბში მისვლისას მე, ზაალ ჩაჩავამ, გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მატჩების გარიგების წინადადებით მივმართე. აბსურდული ბრალდების უპასუხოდ დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებ. უახლოეს დღეებში საჭირო პირებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ვაპირებ ჟურნალისტს ცილისწამებისთვის ვუჩივლო.მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და აზრადაც კი არ მომსვლია კახა ჩხეტიანისთვის ოდესმე ეს მეთქვა. სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანები ცდილობენ თავისი პროვოკაციებით იმიჯი შეულახონ როგორც კლუბებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, ასევე სფფ-ს დიდ შრომას.”

    კახა ჩხეტიანი (ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი): “ტელეკომპანია “მაესტროს” დღევანდელ ეთერში გარიგებული მატჩებისადმი მიძღვნილი გადაცემა გავიდა, სადაც სხვადასხვა სტუმრები იყვნენ მიწვეულნი.გადაცემის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ზაალ ჩაჩავამ კლუბში მოსვლის შემდეგ მატჩების გარიგება შემომთავაზა, რაზეც, მისი თქმით, ჩემგან უარი მიიღო.ლოგიკურია, რომ ამ ბრალდებას და ცილისწამებას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი. მსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა – ზაალ ჩაჩავას ჩემთვის მატჩების გარიგება არ შემოუთავაზებია! უფრო მეტიც, ის არასდროს ჩარეულა ე.წ. საფეხბურთო საკითხებში, იქნებოდა ეს ფეხბურთელის მოყვანა/გაშვება, შემადგენლობის დაყენება თუ სხვა…”

  • ტრამპმა დემოკრატებთან თანამშრომლობა შეწყვიტა

    შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატებთან თანამშრომლობას წყვეტს. მიზეზად დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარე გამოძიებები დაასახელა.

    მის დაუგეგმავ პრესკონფერენციას წინ თეთრი სახლის ვარდების ბაღში კონგრესის ქვედა პალატის ლიდერებთან შეხვედრა უძღოდა, თუმცა შეხვედრა მხოლოდ 5 წუთი გაგრძელდა. პრეზიდენტმა კანონმდებლებს უთხრა, რომ დემოკრატებთან თანამშრომლობა შეუძლებელია, რადგან ისინი მხოლოდ გამოძიებების წარმოებაზე არიან ორიენტირებული.

    დონალდ ტრამპის გაღიზიანების მიზეზი დემოკრატების მხრიდან მისი იმპიჩმენტის საკითხის აქტიური განხილვა გახდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ ის დანაშაულს მალავს.

  • დავით ჭიჭინაძე ახალ პარტიას ქმნის

    მმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის.

    ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის “ქართული ოცნების” რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან.

    მისი თქმით, მას და ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. ჭიჭინაძე „კურიერთან“ პარტიის შექმნის თარიღად 22 ივნისს ასახელებს.

    „ვფიქრობ კარგი სტარტი გვექნება, ის რაც მოვსინჯეთ ჩვენ ძალები ჭიათურაში დამოუკიდებელი კანდიდატი წავაყენეთ და მხარს ვუჭერდით, ვფიქრობ პირველი მცდელობისთვის საკმაოდ კარგი შედეგი გვქონდა.ის ბაზა მომზადებულია , რადგანაც დავაფუძნოთ პოლიტიკური მოძრაობა.უფრო ის ადამიანები იქნებიან ვინც 2012 წელს მონაწილეობდა „ქართულ ოცნებაში“ და ვინც „ქართულმა ოცნებამ“ განდევნა,“-განაცხადა ჭიჭინაძემ.

  • “არ ვაღიარებ ბრალს” – ფარცხალაძემ თორდიას საქმეზე მოკლე კომენტარი გააკეთა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილ სახელმწიფო აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე  თავდასხმის საქმეზე სხდომა გაიმართა.

    რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პროცესს  საქმეში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძეც დაესწრო. პროცესის დასრულების შემდეგ ფარცხალაძემ მხოლოდ ის თქვა,რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

    საქმე ეხება 2017 წლის 13 მაისს რესტორან “ელ ცენტროში” მომხდარ ინციდენტს. იმდროინდელი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა. ფარცხალაძეს ამ საქმესთან დაკავშირებით 5000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

    ამავე საქმეზე  ბრალდებულია ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი, რომელიც  ინციდენტის დროს ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

    მომდევნო სასამართლო პროცესი 28 მაისს ჩაინიშნა.

  • ჰენრიკ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალს გამოტოვებს – მიზეზი პირადი უსაფრთხოებაა

    არსებანილა და სომხეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჰენრიკ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალს პირადი უსაფრთხოების მიზნით გამოტოვებს. გუნდი დარწმუნებული არ არის, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, სადაც ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება.

    როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე საუკუნოვანი კონფლიქტი მიმდინარეობს.

    ფეხბურთელმა ამ ფაქტის შესახებ ტვიტერზეც დაწერა: ,,ესეთ თამაშში მონაწილეობის მიღების შანსი ფეხბურთელებს ყოველდღე არ გვაქვს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვერ ვახერხებ ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე გუნდს დავეხმარო. ყველანაირად ვეცდები ჩემს თანაგუნდელებს ვუგულშემატკივრო. დროა თასი სახლში დავაბრუნოთ!!

    ლონდონურმა კლუბმა ამის შესახებ უეფასაც მისწერა და საკუთარი უკმაყოფილება გამოხატა. ,,ჰენრიკი ჩვენი გუნდის საკვანძო ფიგურაა და მან ძალიან დიდი როლი ითამაშა არსენალის ამ ეტაპზე გასვლაში, ამიტომაც ის გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ამასთანავე ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთი მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალში ფეხბურთელი მსგავსი მიზეზის გამო ვერ მონაწილეობს.” – ნათქვამია წერილში.

    ევროპა ლიგის ლონდონურ ფინალში ერთმანეთს არსენალი და ჩელსი დაუპირისპირდებიან. მატჩი 29 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

  • 9 წლის ბიჭი, რომელმაც მინისტრს წერილი მისწერა, გახარიას ხვდება

    9 წლის ბიჭი, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტს წერილი მისწერა გიორგი გახარიას ცოტა ხნის წინ შეხვდა. შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის სამუშაო კაბინეტში გაიმართა.

    მინისტრთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს დაჩი გულუას დედა, ნათია ანასტასიადი ავრცელებს.

    „ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია“, – წერს ნათია ანასტასიადი  სოციალურ ქსელში.

    9 წლის დაჩიმ  საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით მინისტრს საკუთარი მოსაზრება კიდევ ერთხელ გაუზიარა. 

    შეგახსენებთ, რომ 9 წლის ბიჭმა შსს მინისტრ გახარიას წერილი მისწერა და საგზაო ნიშნებზე ქალის ნიშანის გამოსახვა სთხოვა.

    „ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“, -მისწერა 9 წლის ბიჭმა მინისტრს.

  • გლდანში „ორი ნაბიჯი” გაქურდეს, ცოტა ხანში მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

    გლდანში  მაღაზია „ორი ნაბიჯის“ ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სავარაუდოდ, მაღაზიიდან პროდუქტებია მოპარული.

    გამთენისას კი მაღაზიის  ამავე ფილიალში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს 2 ფაქტი ერთმანეთს.

    ადგილზე სამართალდამცავები  მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

  • 7 თვის ბავშვის მკვლელობისთვის ბრალდებული არასრუწლოვანი დედა დუმილის უფლებას იყენებს

    ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

    7 თვის ბავშვის მკველელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს 17:00 საათზე, გორის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

    სასამართლო პროცესი დახურული იქნება, ვინაიდან ბარლდებული დედა  არასრუწლოვანია.

    გუშინ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონამ ბრალი აღიარა, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი უარყოფს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ 16 წლის გოგონა დუმილის უფლებას იყენებს. 

    მოზარდს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მას ფსიქიატრებიც შეამოწმებენ.

    „მას გუშინ წარედგინა ბრალდება და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ არ აღიარებს ბრალს. დუმილის უფლება ნიშნავს არაღიარებას. მეტს ვერაფერს ვერ დავამატებ, იმიტომ რომ არის არასრულწლოვანი. რამოდენიმე ექსპერტიზაა ჩატარებული ვერ დავაკონკრეტებ. კიდევ რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდება,“-განაცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

    გამოძიება განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

    პარალელურად , შსს-ს გენერალურმა ინსპექცია  მოკვლევას აწარმოებს. კერძოდ მოკვლევა ეხება იმ ფაქტს, რომ არასრულწლოვანმა გოგონამ ბავშვი გააჩინა. არსებული ინფორმაციით, ამ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისთვის ერთ პოლიციელს უფლებამოსილება შეუწყდა.

  • ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეზე ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა

    ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი სახელმწიფო აუდიტორის, ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმის განხილვა იწყება. ამ საქმესთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.  

    შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარხცალაძე ამ დრომდე ჩატარებულ პროცესზე არ გამოცხადდა.საქმის მასალების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე გენერალური აუდიტორსრესტორან “ელ ცენტროში” ფიზიკურად გაუსწორდა.