Category: არქივი

  • ყაზახეთში ქართული მანდარინის პარტია გაანადგურეს

    ყაზახეთში ქართული მანდარინის პარტია გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.

    ყაზახეთში, კერძოდ, ქალაქ ნურ-სულთანში საქართველოდან ექსპორტირებული, 1,2 ტონა ინფიცირებული მანდარინი გაანადგურეს.

    „ნურ-სულთანში  ინსპექციამ საქართველოდან იმპორტირებული მანდარინის დიდი ტვირთი გამოავლინა, რომელიც ჭიით იყო დაავადებული.მავნებლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ინსპექტორმა 1210 კგ მანდარინი გაანადგურა“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • მერე ალბათ, ერთჯერადი ბარძიმს და გასაბერ ეკლესიას მოითხოვენ“ – მამა შალვა ზიარებაზე

    მერე ალბათ, ერთჯერადი ბარძიმს და გასაბერ ეკლესიას მოითხოვენ“  – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა შალვა კეკელიამ, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა. სასულიერო პირი ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებას წარმოუდგენელ მოთხოვნად მიიჩნევს. 

    „მაცხოვარმა ჯვარცმამდე რამდენიმე დღით ადრე დაგვიწესა ზიარების საიდუმლო, რომელიც უმნიშვნელოვანესია და გვითხრა, რომ „ზიარების აღსრულებით თქვენ გამიხსენებთ მე“. დღეს აჟიოტაჟი ატყდა ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით. ეკლესიას ზოგიერთი ადამიანი იმაში ადანაშაულებს, რომ ეპიდემიის გავრცელებას ზიარების მეშვეობით ცდილობს. ეკლესიას იმასთან დაკავშირებით აძლევენ რჩევებს, რომ ზიარებისთვის პირადი კოვზები წამოიღონ. რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია. 21-ე საუკუნის განმავლობაში ადამიანები ეზიარებიან და ერთი შემთხვევაც არ არსებობს, რომ ამის მეშვეობით რამე ეპიდემია გავრცელებულიყო. პირიქით, ზიარება ადამიანს კურნავს. ისეთი ადამინები საუბრობენ ამ ზიარებაზე ეკლესიაში საერთოდ რომ არ დადიან. წირვას არ ესწრებიან. წარმოუდგნელი რაღაცაა, რომ ეკლესიამ რეკომენდაცია გაუწიოს ერთჯერად კოვზებს. მერე ერთჯერადი ბარძიმები იყოსო. მერე გასაბერი ეკლესიები. საქილიკო გახადეს ყველაფერი. ზიარების ისტორია არ იციან,“ – განაცხადა მამა კეკელიამ.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაა- ასლან ბჟანიას მომხრეები ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ

    ოკუპირებულ სოხუმში არეულობაა- ასლან ბჟანიას მომხრეები აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ უფლებამოსილების შემსრულებლის, ვალერი ბგანბას გადადგომას ითხოვენ.

    სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატი მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით  ბჟანია  მოწამლეს.

    ბჟანიას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ის ხელოვნური კომიდან უკვე გამოვიდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • “ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს პატარა დრო გონზე მოსასვლელად”-ბოკერია კინზინგერის ინტერვიუზე

    “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრების ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის, ახალ ინტერვიუს ეხმაურება.

    “პრაგმატულად ყველა ჩვენს მეგობარს აქვს ინტერესი, რომ მის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ეს ადამიანები, ეს უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა, საკუთარი ამ ბრიყვული გათვლის გამო, რომ ასე შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან. ეს ყველაფერი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელი ვითარებაა, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილმა შეიყვანა.

    კარგი იქნება, თუ ივანიშვილი გააცნობიერებს იმას, რა გზაზე დადგა უკვე თვეებია. თუ ამას გააცნობიერებს, მათ შორის ამ გზავნილების შედეგად, ჯერ კიდევ აქვს პატარა დრო გონზე მოსასვლელად,”- ამბობს გიგა ბოკერია.

    კონგრესმენმა კინზინგერმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა. 

  • ზვიად კუპრავა დაზარალებულად ცნეს

    სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

    გლდანი-ნაძალადევის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ კუპრავამ განაცხადა, რომ მისი საქმე გადაკვალიფიცირდა და ძარცვა-ძალადობის მუხლით გაგრძელდა. აქამდე გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა.

    „დაზარალებულის სტატუსი მომანიჭეს, დაზარალებულად მცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილოთ, საქმე დამძიმდა, რადგან 126-ე ძალადობის მუხლი გადააკვალიფიცირეს 178-ე ძარცვა-ძალადობის მუხლით. ეს ყველფერი არის ფარატინა ქაღალდი თუ არ დააკავებენ იმ ადამიანებს ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემზე თავდასხმაში”,- ამბობს კუპარავა.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების” ლიდერი გია ვოლსკი ინფორმაციას ფლობს, ამიტომ გამოძიებამ ის უნდა გამოკითხოს.

    ,,რაც შეეხება გია ვოლსკის, გამოკითხვის მუხლში მივუთითე, რომ ის ფლობს გარკვეულ ინფორმაციას ჩემზე თავდასხმასთან დაკავშირებით, რაზეც პოლიციელები და გამომძიებელი დამპირდა, რომ ყველა ის პირი, ვისზეც მე ვიტყვი რომ შეიძლება ფლობდეს ინფორმაციას, გამოიკითხება. ვნახე, რომ მათ აქვთ ვოლსკის გამოკითხვის მზაობა. ახლა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ე.წ. დამოუკიდებელ პროკურატურას მისცემს თუ არა გია ვოლსკის დაკითხვის შესაძლებლობას“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

    შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას 27 თებერვლის საღამოს ორი პირი თავს დაესხა. მას სახეში ნივთიერება შეასხეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • მე არ ავყვები ამ წკიპურტებში არც ხელისუფლებას და არც არავის-დავით უსუფაშვილი

    “მე არ ავყვები ამ წკიპურტებში არც ხელისუფლებას არც არავის-ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განუცხადა. 

    „ოპოზიციას სრული ნორმალიზაციის მცდელობა გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ყურადღებით ვართ იმისათვის, რომ სრული ნორმალიზაციის ვერმიღწევის გამო, სრულ არანორმალურობაში არ გადავჩეხოთ ქვეყანა. ამიტომ, უახლოეს დღეებში ჩვენ „ლელოს“ წარმომადგენლები ამ პროცესში არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ გონივრული კომპრომისი მოიძებნოს, რომელიც ნორმალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და სრული ნორმალიზაციისთვის გახსნის შესაძლებლობებს. ამიტომ, დეტალებში შესვლა, ვისთვის რა არის „წითელი ხაზი“, რომელზეც არ გადავა და ა.შ. მგონი, ამ დღეებში ამაზე საუბრი არ ღირს მათი მხრიდან, ვინც შეთანხმებისთვის არის მზად. მე ძალიან დიდ შინაარსს ვდებ სიტყვებში, რომ სრული ნორმალიზაციის მცდელობამ არ უნდა მიგვიყვანოს სრულ არანორმალურობამდე. სრული არანორმალურობა იქნება ამ მოლაპარაკებების ჩაშლა, ან პარლამენტში ინიცირება რაიმე კანონპროექტის და მაისში მისი ჩაგდება, ან ისეთ შეთანხმებაზე წასვლა, რომელიც მიუღებელი იქნება საზოგადოებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ გვინდა, რომ დარჩენილ დღეებში, იმ დღეებში როდესაც ხელისუფლებამ სრულიად აშკარად დაინახა, რომ შეთანხმება საჭიროა ქვეყნისთვის, საჭიროა მათვისაც. ეს სრულიად აშკარაა და ეს არის ჩვენი გულწრფელი მეგობრებისა და კონკრეტული ადამიანების დამსახურება. ამიტომ, ბოლო დღეებში ამ საჯარო წკიპურტების გაცვლამ არ უნდა მიგვიყვანოს პროცესის ჩაშლამდე. ამიტომ, მე არ ავყვები ამ წკიპურტებში არც ხელისუფლებას და არც არავის. მონდომებული ვარ იმისათვის, რომ შეთანხმება მოხდეს. შეთანხმების ფორმულა რა არის?! ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ პარტიამ იმისათვის, რომ ქვეყანა მართოს, უნდა მიიღოს მინიმუმ 40-%-ზე მეტი მხარდაჭერა”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

  • გეოგრაფიულად შეუძლებელია საქართველოს 40-ზე ნაკლებ მაჟორიტარულ ოლქად დაყოფა- მდინარაძე

    ,,ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს 40-ზე ნაკლებ მაჟორიტარულ ოლქად დაყოფა გეოგრაფიულად შეუძლებელია.

    მისი თქმით, 40 ოლქი ოპტიმალურია, ხოლო 20, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, წარმოუდგენელია.

    ,,როგორ წარმოუდგენია ვინმეს 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს საქართველო, ანუ 4-5 რაიონი როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში გაერთიანდეს ერთ მაჟორიტარულ ოლქში, ვინმემ მომიყვეს და მერე შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ ცოტა სერიოზულად მაინც. 40 არის უბრალოდ ოპტიმალური რაოდენობა. ჩვენთვის იგივეა, რომელიც უნდა ამოირჩიონ, 100/50-ზე, 110/40-ზე, მაგრამ 40-ს ქვევით უბრალოდ, გეოგრაფიულადაც კი შეუძლებელია ნორმალური დაყოფა და არასერიოზულობას იძენს ეს ყველაფერი”,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

    ამ დროისთვის ოპოზიცია ,,ქართული ოცნებისგან” პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებულ საარჩევნო მოდელს ელოდება.

    მმართველმა ძალა რამდენიმე დღის წინ 40%-ის პრინციპის კანონში ჩაწერის ინიციატივით გამოვიდა, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სანამ კანონპროექტს არ ნახავენ, შეთანხმებაზე საუბარი ზედმეტია.

  • უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    კორონავისუსის პირველი  შემთხვევა ჩერნოვცის ოლქში დაფიქსირდა.

    დაუზუსტებელი ინფორმაციით ინფიცირებული რამდენიმე დღის წინ უკრაინაში იტალიიდან დაბრუნდა.

    30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

  • “ზოგჯერ მხოლოდ სადღეგრძელოთი ვიფარგლებით და საქმით საკადრის პატივისცემას არ ვიჩენთ”-სოფო კილაძე დედებზე

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე დედის დღეს ეხმაურება და სოციალურ ქსელში იმ პრობლემების შესახებ წერს, რომელსაც დედები აწყდებიან.

    „დედის დღეს გილოცავთ! დედას ქართული კულტურისთვის, ტრადიციებისთვის უდიდესი დატვირთვა აქვს. დედა არის ქალი და მას აქვს თავისი უფლებები, რომელიც ირღვევა, ხშირად – უხეშად. ზოგჯერ მხოლოდ სადღეგრძელოთი ვიფარგლებით და საქმით საკადრის პატივისცემას და ზრუნვას არ ვიჩენთ. საჭიროა მეტი ძალისხმევა სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან, რომ დედა დავაფასოთ, რომ დედებს არ კლავდნენ და მათზე არ ძალადობდნენ. თუ ის, ვისაც ლომის წვლილი მიუძღვის მომავალი თაობის აღზრდაში, თავად იქნება არასწორი ფასეულობების მატარებელი ან დაუცველი, ეს მომავალ თაობებზეც ცუდად აისახება. უნდა გავუფრთხილდეთ დედებს, თუ გვინდა, რომ ჩვენს სამშობლოს ღირსეული მომავალი ჰქონდეს“, – წერს კილაძე.

  • ინფექციურ საავადმყოფოში 11 ახალი პაციენტია მოთავსებული

    ინფექციურ საავადმყოფოში  11 ახალი პაციენტია მოთავსებული, – ამის შესახებ ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ.

    „ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევები და მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღენიშნათ. დილით, 11 პაციენტთან ჩატარდება უკვე ხახის ნაცხის კვლევა. რამდენიმე პირი იტალიიდანაა ჩამოსული. აღენიშნებათ ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე, აქვთ მსუბუქად ყელის ტკივილი და მშრალი ხასიათის ხველა, სხვა სერიოზული ჩივილები კი არ უფიქსირდებათ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამბობენ კლინიკაში.

    ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის სულ 25 პაციენტი იმყოფება. ექიმების შეფასებით, კორონა ვირუსის მქონე 3 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.