პარლამენტში პლენარული სესია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენებით დაიწყო. “მთავარი არხი” ავრცელებს ვიდეოს სადაც სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს ესალმება.
პარლამენტში პლენარული სესია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენებით დაიწყო. “მთავარი არხი” ავრცელებს ვიდეოს სადაც სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს ესალმება.
პარლამენტში პლენარული სესია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება მიმდინარეობს.
“ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში.
სოლიდარობის გარეშე მსოფლიო ვერც ერთ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. შემწყნარებლობას ალტერნატივა არა აქვს – ეს იყო გზავნილი ჰოლოკოსტის სამოცდამეთხუთმეტე წლისთავის აღსანიშნავ ფორუმზე, სადაც 43 ქვეყნის ლიდერები იყვნენ შეკრებილი. საქართველოს შემწყნარებლობის საკუთარი ტრადიცია გააჩნია, რომელიც უნდა გადავარჩინოთ და მსოფლიოს შევთავაზოთ”_აცხადებს ზურაბიშვილი.
ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოსმენას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ფრაქციის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს.
“რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების რეგლამენტი არ ითვალისწინებს ინტერაქციულ დისკუსიას და უმეტესად რჩება ფორმალურ პროცესად, საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები არ თვლის შინაარსობრივად საინტერესოდ განხილვაში მონაწილეობას”, – წერია განცხადებაში.
საქართველოში ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხური დელეგაციის პატივსაცემად შესრულებული „თბილისო“ და სხვა სიმღერების ვიდეოს Facebook-ზე ავრცელებს. პაშინიანმა ფეისბუქგვერდზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ჩანს, რომ ანსამბლი შვიდკაცა თბილისოს ასრულებს. რამდენიმე წამით პაშინიანი ვიდეოს სელფის რეჟიმზე ატრიალებს, რა დროსაც კადრში ჩანს, რომ გახარია მათთან ერთად მღერის და შემსრულებლებს უღებს.
გუშინ, 3 მარტს ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი მთავრობის წევრებმა ვახშამზე წაიყვანეს. საღამოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პაშინიანს ყაზბეგური ბომბორა აჩუქა, მოგვიანებით კი ორივე მათგანმა იმღერა.
საფრანგეთის ქალაქ მარსელში უცნობმა პირებმა საავადმყოფოდან 2 000 სამედიცინო პირბადე მოიპარეს. ამის შესახებ ფრანგული პრესა წერს.
საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია და დგინდება იყვნენ თუ არა დანაშაულში ჩართული ექიმები.
ადმინისტრაციამ ყველა თანამშრომელს წერილი გაუგზავნა, სადაც შეახსენა, რომ სამედიცინო ნიღბები მხოლოდ საავადმყოფოსთვის არის განკუთვნილი.
მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.
დახმარების მიზანია ქვეყნებს კორონა ვირუსის შედეგად ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით კერძო სექტორთან მუშაობის გაძლიერებას.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრიორიტეტი განვითარებად ქვეყნებს მიენიჭება. ასევე პრიორიტეტულია ქვეყნები, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკებია.
ფინანსური პაკეტი დაბალპროცენტიან სესხებს, გრანტებსა და ტექნიკურ დახმარებას მოიცავს.
4 მარტს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის ზემო დასახლების, ცოტნე დადიანის II კვარტლის, ასურეთის, გეგუთის, დარკვეთის, ზეკარის, კიშინიოვის, ლუბოვსკის, სანერგეს, II ავიაქიმიის, ლისაშვილის, სანავარდოს, სვირის, ცოტნე დადიანის, თოდრიას, კურსების, დომენტი ჟღენტის, ახტალის, ბუგეულის, ლაითურის, მაჩხაანის, მირზაანის, სამღერეთის, წერონისის, სვანეთის, იმერეთის, ლეჩხუმის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, კოხრეიძის, რიონჰესის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, დიდი ჯიხაიშის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის ზემო დასახლების, თმოგვის, ბეჟანიშვილის, დიდი ჯიხაიშის, ზედაზენის, ილურიძის, იმერეთის, ლომთათიძის, ილორის, სვერის, დომენტი ჟღენტის, ახტალის, ბუგეულის, კიშინიოვის, ლაითურის, ლისაშვილის, მაჩხაანის, მირზაანის, სამღერეთის, სანავარდოს, ცოტნე დადიანის, წერონისის, თოდრიას, ასურეთის, დარკვეთის, ზეკარის, ლუბოვსკის, სვირის, II ავიაქიმიის და კურსების ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ბერბუკის, ალექსიძის, შალვა ნუცუბიძის, ზაქარიაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და მარიჯანის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილი-3 I, II, IIIა მიკრორაიონების და მიხეილ გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ლეონიძის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ზაჰესის დასახლების, ჩიქვანაიას, ალექსანდრე მანაგაძის, ლიბანის, ულიანოვის, უწერის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ბაღნარის, სკოლის, გრიგოლ ხანძთელის, ბიჭვინთის, ზაჰესის, რევოლუციის და ჩიხის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.ს., დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა დედას – 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,-ნათქვამია ინფორმაციაში.
გიორგი გახარიამ საქართველოში ვიზატით მყოფ სომხეთის პრემიე-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წმინდა კავკასიური ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა.
ფაშინიანმა ,,ფეიბუქზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გახარია მას ძაღლს ჩუქნის.
„ჩემი მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ძვირფასი საჩუქარი, ბონბორი, წმინდა კავკასიური მეცხვარე. ის იქნება ჩვენი მეხუთე ძაღლი კაილოს, დათვის, ამპიკას და მოლის შემდეგ. მადლობა!“- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.
პროდუსერი ნოე სულაბერიძე ,,ფეისბუქზე” ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ კარანტინში მყოფი პაციენტები ცეკვავენ.
კადრები თბილისში, 2 მარტს, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ მოწყობილ საკარანტინო ზონაშია გადაღებული.
საქართველოში ამჟამად კარანტინში 148 პაციენტია მოთავსებული, მათგან სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 27 იმყოფება. ქვეყანაში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული.