Category: არქივი

  • ჭორვილაში რეგისტრირებულ, შავ სიაში მყოფ კომპანიას წალკის მერიამ მილიონი გადაუხადა

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ჭორვილაში რეგისტრირებულ, შავ სიაში მყოფ კომპანია ,,კ და გ”-ს წალკის მერიამ 4 ბაღის აშენებისთვის 1 მილიონი გადაუხადა.

    ბაღების რეაბილიტაციის გამოცდახებულ ოთხივე ტენდერში შპს “კ და გ”-ს გაიმარჯვა. მას ჰყავდა კონკურენტები, რომელთაც მასზე დაბალი ფასი ჰქონდათ შეთავაზებული მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა ოთხივე შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მათი დისკვალიფიკაცია მოხდა.

    სოფელ კიზილ-კილისასა და კოხტაში ბაღების მშენებლობა 280.9 და 289.0 ათასი ლარი დაჯდა, სოფელ არწივანისა და ავრანლოს ბაღების რეაბილიტაციაში კი ბიუჯეტიდან 309.6 და 106.6 ლარი გამოყვეს. ჯამში, სამუშაოები 986 100 ლარი დაჯდა.

    უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, დღემდე 4-დან არც ერთი ბაღი არ ფუნქციონირებს.

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, კომპანია “კ და გ”-ს, რომელიც 2016 წელს შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა, 2014 წლიდან დღემდე 2 867 363 ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული, აქედან 11 გამარტივებული შესყიდვა.

  • საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მაღალი სიცხის გამო აზერბაიჯანის მოქალაქე არ გადმოუშვეს

    საქართველო -აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დღეს აზერბაიჯანის ერთ მოქალაქე არ გადმოუშვეს. მას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც საზღვრის გადმოკვეთაზე სპეციალისტებმა უარი უთხრეს.

    ,,ქალს, რომელიც ზაქათალიდან მოდიოდა მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ამიტომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მივეცით. შევთავაზეთ კარანტინში მოთავსება, თუმცა უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა მაკა ხმალაძემ.

    ბოლო რამდენიმე დღეში საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ქვეყანაში შემოსვლაზე უარი რამდენიმე ადამიანს უთხრეს, ნაწილს მაღალი ტემპერატურის, ნაწილს კი ირანში მოგზაურობის გამო.

    მგზავრებისთვის, რომლებიც ვირუსის გავრცელების არეალის ქვეყნებიდან საზღვრის გადმოკვეთას შეძლებენ და მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოუჩნდებათ, ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან სპეციალური კარავია გაშლილი, სადაც თითოეული მათგანი სპეციალური სამედიცინო მანქანით ტრანსპორტირებამდე თავსდებიან.

  • 100/ 50-ზე ან 110/ 40-ზე სწორედ ისაა, რაც უზრუნველყოფს პროპორციულსაც და მაჟორიტარულ წარმომადგენლობასაც- ვოლსკი

    ,,ქართული ოცნების” ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მანდატების 100/50-ზე ან 110/40-ზე განაწილება უზრუნველყოფს პროპორციულსაც და მაჟორიტარულ წარმომადგენლობასაც, ხოლო 10, 15 და 20 მაჟორიტარს არ შეუძლია, წარმოადგინოს საარჩევნო ოლქი.

    მისი თქმით, ეს პროპორციები უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობას, რაც ოპოზიციას არ უნდა.

    „საოცრებაა რომ ამ ციფრებით მანიპულირება მთავარი ტრენდი გახდა ჩვენს ოპოზიციონერ მომლაპარაკებლებს შორის. ძალიან რთულია გააგებინო ადამიანს, რომ 20, 15, 10 – ეს არ არის მაჟორიტარების ის რაოდენობა, ვისაც რეალურად შეუძლიათ წარმოადგინონ საარჩევნო ოლქი. 100/ 50-ზე ან 110/ 40-ზე, სწორედ ისაა რაც უზრუნველყოფს პროპორციულსაც სათანადო დონეზე და მაჟორიტარულ წარმომადგენლობასაც, და რაც მთავარია, უზრუნველყოფს სტაბილურობას ქვეყანაში. ეს არ უნდა ოპოზიციას, ესეთი შთაბეჭდილება მრჩება და საფუძველი მაქვს უკვე ღიად ვისაუბრო ამაზე“, – ამბობს გია ვოლსკი.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნაა, ,,ქართულმა ოცნებამ” პროპორციულთან დაახლოებული საარჩევნო სისტემა მიიღოს. მათთვის 100/50-ზე და 110/40-ზე განაწილება მიუღებელია.

    ამასთან, მმართველი ძალა ინიციატივით გამოვიდა, კანონში ჩაიწეროს 40%-ის პრინციპი, რომლითაც ამაზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, თალაკვაძის თქმით, მანდატების განაწილების პროპორციები მეორეხარისხოვანი ხდება.

  • თუ გინდათ ერი განამტკიცოთ რწმენაში, ეზიარეთ კორონავირუსიანებთან ერთად პრეზიდენტი, მთავრობა და პატრიარქი -თეა თუთბერიძე

    თუ გინდათ რომ ერი განამტკიცოთ რწმენაში, ეზიარეთ კორონავირუსიანებთან ერთად პრეზიდენტი, მთავრობა, სინოდი და პატრიარქი -ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა თუთბერიძე წერს.

    თუთბერიძე საჯარო ზიარებაში ჩართვისკენ მოუწოდებს პრეზიდენტს და მთავრობასაც.

    “მინდა მოვუწოდო საქართველოს საპატრიარქოს, თუ გინდათ რომ ერი განამტკიცოთ რწმენაში, მიიყვანეთ კორონავირუსით დაავადებულები, მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტის მთელი შემადგენლობა და სინოდი ილია მეორის თამადობით და ეზიარეთ საჯაროდ, იმ რამოდენიმე დადასტურებულ კორონავირუსიანიანთან ერთად. ზიარების რიგში ოღონდ პირველი ჯერ კორონავირუსიანები ჩააყენეთ, მერე ილია მეორე და მერე სხვა დანარჩენები,“- წერს თუთბერიძე.

    შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად საპატრიარქომ საერთო კოვზით ზიარების შეჩერებაზე უარი განაცხადა.ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, თეა თუთბერიძე წერს.

    თუთბერიძე საჯარო ზიარებაში ჩართვისკენ მოუწოდებს პრეზიდენტს და მთავრობასაც.

    “მინდა მოვუწოდო საქართველოს საპატრიარქოს, თუ გინდათ რომ ერი განამტკიცოთ რწმენაში, მიიყვანეთ კორონავირუსით დაავადებულები, მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტის მთელი შემადგენლობა და სინოდი ილია მეორის თამადობით და ეზიარეთ საჯაროდ, იმ რამოდენიმე დადასტურებულ კორონავირუსიანიანთან ერთად. ზიარების რიგში ოღონდ პირველი ჯერ კორონავირუსიანები ჩააყენეთ, მერე ილია მეორე და მერე სხვა დანარჩენები,“- წერს თუთბერიძე.

    შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების გამო საზოგადოებაში განხილვის თემა გახდა ზიარების წესი, რომელიც საპატრიარქოს არ შეუცვლია და ზიარება კვლავ ერთი კოვზიდან მოხდება.

  • დამთავრდა დრო ხელისუფლების ზემოდან ქვემოთ მართვის – მიხეილ სააკაშვილი

    დამთავრდა დრო ხელისუფლების ზემოდან ქვემოთ მართვის- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბის გახსნაზე ვიდომიმართვისას განაცხადა.

    “ამ ბიბლიოთეკაში მუშაობას იწყებს ჩემი შტაბი. ამ შტაბის ამოცანა არის მობილიზაცია საზოგადოების საუკეთესო რესურსების. ეს არ არის ცელკე ორგანიზაცია. მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, საქართველო აუცილებლად გიმარჯვებს

    “დამთავრდა დრო ვერტიკალუტი ხელისუფლების ზემოდან ქემოთ მართვის, ზემოდან ქვემოთ ინსტიტუციების მიცემის, რადგან საზოგადოება არის ბევრად უფრო თანასწორი და ბევრად უფრო გონებაგახსნილი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

    შეგახსენებთ, “საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

  • სააკაშვილი ეცდება თავის გარშემო შემოიკრიბოს და „დააბულინგოს“ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი-მამუკა მდინარაძე

    სააკაშვილი ეცდება თავის გარშემო შემოიკრიბოს და „დააბულინგოს“ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, რომ თავის დაკრულზე იარონ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების: დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „ავტორიტარული ემოციები, თვისებები ამ კაცს აქვს და ვერასდროს იტანს, რომ ერთ- ერთია მათ შორის, ვინც შეიძლება ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენდეს. ამისი გამოვლინებები ხშირად ვნახეთ. მის ქმედებებზე პასუხს ჩვენ ნუ მოგვთხოვთ. ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, რომ ის ეცდება თავის გარშემო შემოიკრიბოს და დააბულინგოს მათ შორის ოპიზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, რომ თავის დაკრულზე იარონ. ამას თუ აყვებიან სხვა ოპონენტები მათი საქმეა, მათზე იმოქმედებს და ამომრჩეველიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს,”- განაცხადა მდინარაძემ.

  • 4 მარტს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ

    4 მარტს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.

    პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა, როგორც წესი, პლენარული სხდომების პირველ დღეებში ხდება.

    ამავე კვირაში პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტქურტურის მინისტრსაც მოუსმენენ. მაია ცქიტიშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგება.

  • შვიდი წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

    ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ  შვიდი წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

    ლუგარის ლაბორატორიიდან კვლევის პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს. არასრულწლოვანს სეზონური გრიპის ვირუსი აღმოაჩნდა, პაციენტი კლინიკაში რჩება.

  • NDI საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს

    ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს.

    ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს. 

    NDI-ის ოფისში აცხადებენ, რომ ცვლილება გეგმურია და ორგანიზაციის დირექტორები 5 წელში იცვლებიან.

    ლორა თორნტონმა NDI-ში მუშაობა 1998 წელს დაიწყო. 2014 წლიდან ის საქართველოს ოფისს ხელმძღვანელობს.

  • კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა მსოფლიოში 3000–ს გადააჭარბა

    მსოფლიოს მაშტაბით კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3000–ს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კიდევ 42 დაღუპულის შესახებ განაცხადა.
    სიკვდილის შემთხვევათა 90% ჩინეთის პროვინცია ჰუბეიზე მოდის, სადაც ქალაქი უხანი მდებარეობს.

    გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირებულია კიდევ 10 ქვეყანაში.

    50 –ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ირანში. 30–ზე მეტი იტალიაში. სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაავადებულთა 2–3%–ს შეადგენს. შედარებისთვის – გრიპის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელია დაავადებულთა 0.1%.

    თუმცა მძიმე რესპირატორული სინდრომის – SARS-ის და ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის MERS–ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე კორონავირუს Covid-19–ის.

    მთელ მსოფლიოში დაახოებით 90 000 შემთხვევაა დარეგისტრირებული. თავად ჩინეთში ამჟამად ინფექციის გავრცელება შენელდა, მის ფარგლებს გარეთ კი დაჩქარდა, განსაკუთრებით იტალიაში.
    დაავადებულთა უმრვლესობაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

    გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვირუსი მძიმე ფორმას ძირითადად 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში იღებს.