ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაა- ასლან ბჟანიას მომხრეები ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ

Written by

in

ოკუპირებულ სოხუმში არეულობაა- ასლან ბჟანიას მომხრეები აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ უფლებამოსილების შემსრულებლის, ვალერი ბგანბას გადადგომას ითხოვენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატი მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით  ბჟანია  მოწამლეს.

ბჟანიას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ის ხელოვნური კომიდან უკვე გამოვიდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *