Category: არქივი

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    3-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე გათბება.

    „3-6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსამდე იქნება.

    თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3-6 მარტს +19, +21 გრადუსამდე დაფიქსირდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაბა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

    „მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • მიკროფონიც მრავალჯერადი გამოყენების საგანია- კახაძე ზიარებისას ერთი კოვზის გამოყენებაზე

    ,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, მიკროფონიც, როგორც ზიარებისას კოვზი, მრავალჯერადი გამოყენების საგანია.

    მისი თქმით, მიკროფონიც საშიშია ,,ნერწყვის გადმოდენის კუთხით”, რადგან ის ჟურნალისტებს რესპონდენტთან ახლოს მიაქვთ.

    ,,როდესაც მიკროფონი მიაქვს ჟურნალისტს რესპოდენტთან, ზუსტად იმ მანძილზე მიაქვს, რომელიც ყველაზე უფრო მეტადაა საშიში ნერწყვის გადმოდენის კუთხით, გესმით? მიკროფონიც მრავალჯერადი გამოყენების საგანია, მე აქაც მინდა რეკომენდაცია… ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს მისი გავრცობა რესპოდენტიდან რესპოდენტზე. ეს არის პრევენცია, არავითარი ჩასაფრება არ არის, პრევენციაა მოვერიდოთ, ან დისტანცია დავიცვათ…”,- ამბობს კახაძე.

    ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე საპატრიარქომ უარი განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ,,ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ისინი მოსახლეობას აძლევენ რეკომენდაციას, არ გამოიყენონ 1 კოვზი არცერთ სიტუაციაში, თუმცა რელიგიურ რიტუალებს ვერ შეცვლიან, რადგან ეს ეკლესიის საქმეა.

  • ხელისუფლების შემოთავაზებების ნაწილი აშკარად ვირეშმაკობაა- ბოკერია

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლების შემოთავაზებული ნაბიჯების ნაწილი ვირეშმაკობაა.

    მისი თქმით, უნდა დაეთანხმონ თუ არა ამ შემოთავაზებებს, ოპოზიციაში განსხვავებული აზრები არსებობს.

    ,,ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ნაბიჯების ნაწილი აშკარად ვირეშმაკობაა. ღირს თუ არა, რომ ეს ნაბიჯები მაინც მოხდეს, ამაზე არის განსხვავებული აზრები. ზოგი ამბობს, რომ 110/40-ზე და ეს პრინციპი მაინც ჯობია, რომ იყოს, ვიდრე დღევანდელიო. მე განსხვაევებული აზრი მაქვს. მე ვთვლი, რომ იმ ზღვარს თუ არ მიწვდა [საარჩევნო მოდელი], რომ მართლა უკვე პროპორციულთან არსებითი განსხვავება არ არის, არ ღირს. ამას არ მივიჩნევ განხეთქილებად”,- ამბობს ბოკერია. 

    შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნება” ინიციატივით გამოვიდა, კანონში ჩაიწეროს 40%-ის პრინციპი, რომლითაც ამაზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობას ვერ დააკომპლექტებს

  • პუტინი აპირებს, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა

    რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აპირებს, კონსტიტუციაში შესწორებები შეიტანოს. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი შესწორების თანახმად, კონსტიტუციაში უნდა გაიწეროს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა.

    დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული ცვლილებაა გაწერილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას გადაუგზავნა.

    „ჩვენ ვსაუბრობთ სამართალმემკვიდრეობაზე, საუბარია პრეზიდენტის შესწორებაზე. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობაზე რუსეთის ფედერაციის ფარგლებში,“ -ამბობს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ცვლილების შეტანა „საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნაზე პასუხია“.

    პუტინი ასევე აპირებს, ქორწინება კონსტიტუციაში კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვროს.

    „უნდა განვსაზღვროთ ზოგიერთი რამ: ქორწინება – ეს არის ქალსა და კაცს შორის კავშირი, ოჯახი კი ცოტათი სხვა რამაა,“ – განაცხადა პუტინმა 13 თებერვალს.

    მისივე თქმით, სანამ ის პრეზიდენტია, რუსეთს არ ეყოლება ,,პირველი და მეორე” მშობელი.

    „რაც შეეხება „მშობელ №1-სა“ და „მშობელ №2 – მე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ჩვენ არ გვეყოლება „პირველი და მეორე“ მშობელი – არამედ გვეყოლება – დედა და მამა,“ – განაცხადა პუტინმა.

  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლევის შედეგები მათ დღეს მიიღეს.

    კლინიკაში ამ დროისთვის 27 პაციენტი რჩება. ხვალ კიდევ 13 პაციენტის ანალიზის შედეგები გახდება ცნობილი. საავადმყოფოს ცნობით , პაციენტებს შეხება იტალიასთან და ირანთან ჰქონდათ.

    კორონავირუსი არ დაუდგინდა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ შუახნის მამაკაცსაც. აღნიშნულ კლინიკაში მყოფი მეორე პაციენტის კვლევის შედეგები ხვალ გაირკვევა.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 3 ადამიანია ინფიცირებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

  • ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 60 ქვეყნისთვის ე.წ. საზღვარს კეტავს

    ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კორონავირუსის გავრცელების გამო ე.წ. საზღვარს 60 ქვეყნისთვის კეტავს.

    სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, დროებითი შეზღუდვა არ შეეხება რუსეთს.

    ე.წ. საზღვარი ჩაიკეტება შემდეგი ქვეყნებისთვის: ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, გერმანია, საბერძნეთი, საქართველო, დანია, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ერაყი, ირანი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კამბოჯა, კანადა, ყატარი, ჩინეთი, ქუვეითი, ლიბანი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი,მალაიზია, მექსიკა, მონაკო, ნეპალი, ნიგერია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია,არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაილანდი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, შვედეთი, შრი-ლანკა, ეკვადორი, ესტონეთი, იაპონია.

  • ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენოთ. მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები?!- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ისინი მოსახლეობას აძლევენ რეკომენდაციას, არ გამოიყენონ 1 კოვზი ნებისმიერ სიტუაციაში, თუმცა რელიგიურ რიტუალებს ვერ შეცვლიან, რადგან ეს ეკლესიის საქმეა.

    „ჩვენ არ ვადგენთ წესებს რელიგიური რიტუალებისთვის, ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას რეკომენდაციებს, სულერთია, რა სიტუაციაში უნდა გამოიყენო, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები? ეს არის ეკლესიის საქმე. ჩვენი ეკლესია შეხედავს სიტუაციას, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია. მე რა ის მაქვს, რომ შევცვალო დამკვიდრებული ტრადიციები“, – განაცხადა იმნაძემ

    საქართველოს საპატრიარქომ ზიარებისას დროებით ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე უარი განაცხადა.

    მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ,,ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”. ის მოსახლეობას ურჩევს, ნაკურთხი წყალი ასხურონ სახლში და კორონავირუსი არ მიეკარებათ.

  • გამარჯვება თუ გინდა, მოდი გამარჯვებით, გაიმარჯვე- ვოლსკი უგულავაზე

    ,,გამარჯვება თუ გინდა, მოდი, გამარჯვებით, გაიმარჯვე”,- ამბობს ,,ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი გიგი უგულავაზე.

    მისი თქმით, თუკი გამარჯვება და სიტუაციის შეცვლა გინდა, საარჩევნო პაექრობაში უნდა ჩაერთო.

    ,,თუკი შეგიძლია, გაიმარჯვო და შეცვალო სიტუაცია, ჩაერთე მაშინ საარჩევნო სისტემაში, საარჩევნო პაექრობაში და იქ გამოიჩინე თავი და მერე გადაწყვიტე, თუ შეუძლია ამ მთავრობას, უთხრას პროკურატურას, რომ – “დაივიწყე, იცი, არაუშავს, 30 მილიონი მოიპარა თუ 50 მილიონი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ რაღაც პოლიტიკური გემოვნება დავაკმაყოფილოთ”.

    ძალიან მიმძიმს მე იგივე გიგი უგულავასთან დაკავშირებით, ციხეში ჯდომა, გამოკეტვა ისეთი რაღაც არის, რომ ემოციურად ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ხომ ფაქტია და გამარჯვება თუ გინდა, მოდი, გამარჯვებით, გაიმარჯვე”,- აცხადებს ვოლსკი.

    ის ,,ევროპული საქართველოს” ლიდერს, გიგა ბოკერიასაც მიმართავს, დაუსახელოს ერთი საარჩევნო ოლქი, რომელშიც კენჭს იყრის და გაიმარჯვებს.

    ,,ან ეს ბოკერია, მჯიღს რომ ირტყამს მკერდში – გაიმარჯვოს. აგერ მივმართავ თქვები ეთერით, დამისახელოს ერთი ოლქი მაინც, სადაც თავის კანდიდატურას დააყენებს და გაიმარჯვებს. მეორე, ულტიმატუმის თემა და მესამე- რატომ ამბობენ უარს ყველანაირად შეთანხმებულ პოზიციაზე, თუ არა ერთი მიზეზი. მე მაქვს უფლება და მაქვს საფუძველი, მქონდეს დიდი ეჭვი”,- ამბობს გია ვოლსკი.

  • ნაცები ახრჩობდნენ ქვეყანას და ბიძინამ გამოსტაცა კლანჭებიდან- ნუკრი ქანთარია

    ,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას ახრჩობდა, ბიძინა ივანიშვილმა კი ხელიდან გამოგლიჯა.

    მისი თქმით, ,,ნაცები” ძალაუფლების გარეშე ვერ არსებობენ.

    ,,ნაცების პრობლემა ის არის, რომ საკუთარ თავს ქვეყანასთან აიგივებენ. ისინი ახრჩობდნენ ქვეყანას და ბიძინამ გამოსტაცა კლანჭებიდან. ახლა ძალუფლების გარეშე დარჩენილები, ქართულ სინამდვილეში ვერ არსებობენ, რადგან ძალაუფლებაა მათი ჟანგბადი და ანაკონდას აბრალებენ, გვახრჩობსო. როცა ხალხს ახრჩობდით, მაშინ ხომ სუნთქვადით თავისუფლად, ახლა როცა ქვეყანა თავისუფლად სუნთაქვს, თქვენ იხრჩობით? – კი ბატონო, ბიძინას დამსახურებით!”,- წერს საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე ქანთარია.