Category: არქივი
-
ბათუმში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ბათუმში, არდაგანის ტბის მოპირდაპირე მხარეს დღეს დილით ზღვამ 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. ცხედარი ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. -
მარჯანიშვილის ქუჩაზე კაფეში უცხოელ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დამტვრეული ინვენტარი და ჩამსხვრეული მინები. შემთხვევა თბილისში, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ისინი ქართველ ქალთან ერთად ისხდნენ, რომელიც მათი გიდი იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. მათი თქმით, დამნაშავეებმა უცხოელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობდნენ. პოლიციამ კაფის თანამშრომლები ადგილზე გამოკითხა.
შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის დაუმორჩილებლობა ედება , მეორეს კი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან.
-
“არა! KHIDI არ იქნება Echowaves 2019-ზე” – ხიდის დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი
ყველასათვის კარგად ცნობილი ღამის კლუბი “Khidi”-ს დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი საკუთარ ფეისბუქზე წერს რომ წელს “Khidi” არ იქნება “Echowaves 2019” -ზე. დამფუძნებელი ამის მიზეზად მენეჯმენტის გაუმართაობას ასახალებს.
“არა! KHIDI არ იქნება Echowaves 2019-ზე!
მინდა მოკლედ მოგიყვეთ KHIDI-ს წინა წლის გამოცდილებაზე Echowaves 2018-თან.შარშანდელი 26 აგვისტოს შემდეგ, უშედეგოდ ვცდილობდი, რომ ეს ფესტივალი და თავისი მახინჯი Gem Fest-ის ბექგრაუნდი ანაკლიას მოშორებოდა. ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ მომიწია საპირისპირო მხრიდან ტერორის გადატანა მეილებსა თუ წერილებში. თუმცა, მჯეროდა რომ ფეისბუქზე ამ თემის წამოწევით ისედაც დაქსაქსულ სცენას კიდევ უფრო დიდი ზიანი მიადგებოდა. ვიყავით ჩუმად, იმიტომ რომ არაერთხელ მივიღეთ სიტყვიერი გარანტია, რომ ეს ფესტივალი ამ ფორმით აღარ ჩატარდებოდა.
3 წლიანი KHIDI-ს რეპუტაცია ისე მოვიდა დღემდე, რომ არავისზე გადაბრუნებული სიტყვა და მითუმეტეს ტყუილი არ გვითქვამს და ხალხმა ეს კარგად იცის! მიუხედავად ამისა, ამ პოსტს სავარაუდოდ ისტერიული თავდასხმა მოჰყვება ფინანსურად მოტივირებული ჯგუფისგან.
დღეისთვის უკვე ნათელი ხდება, რომ ჩემი და რამდენიმე ადამიანის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და გრძელდება ის მავნე პრაქტიკა, რაც წინა ფესტივალზე დაინერგა. ეს კი ხდება ანაკლიაში, დღეისთვის ეკონომიკურად ყველაზე ტურბულენტურ ზონაში საქართველოს მასშტაბით. დღეს, როდესაც თბილისი და ზოგადად საქართველო მსოფლიო ელექტრონული მუსიკის რუკაზე ოქროს ასოებითაა დაწერილი, მსგავსი ყოველწლიური უმსგავსობა ისევ და ისევ იმ სცენას აზარალებს, მათ ვინც სიმწრით მიაღწიეს იმას რაც გვაქვს!
ეს სტატუსი არ ეხება რამის დაბრუნებას, არ ეხება რამის წართმევას!
ეს სტატუსი ეხება შარშანდელ ჩემს პირად გაუგებარ და დამამცირებელ გამოცდილებას რაც ექოვეივსის მენეჯმენტთან მქონდა. მართლა მეგონა რომ GEM FEST-ის მერე რამე შეიცვლებოდა, მეგონა რომ გაცილებით უფრო უკეთესი მენეჯმენტი ეყოლებოდა. ფესტივალის პირველი დღიდანვე ნათელი გახდა, რომ KHIDI არავითარ შემთხვევაში (!) აღარ ჩაერთვებოდა მომდევნო Echowaves-ზე.კი! გვჯეროდა, რომ EXIT-ის, როგორც საერთაშორისო წარმატებული ბრენდის შემოსვლა ქართულ ბაზარზე დადებითად აისახებოდა ზოგადად ქართულ საფესტივალო კულტურაზე.
საბოლოოდ, EXIT-ის გამოცდილების ნაცვლად, მივიღეთ Gem Fest-ის უკეთესად შეფუთული გადათამაშება. ასევე გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ ქართულ სცენას აუცილებლად სჭირდება დეცენტრალიზაცია. ფაქტია, რომ არა ჩვენ და ჩვენი ერთგული მსმენელი, Echowaves 2018 ვერ შედგებოდა და გუშინდელ მათ ლაინაფის დაანონსებაზე ხალხის რეაქცია ამის ნათელი მაგალითია!
ერთი წლის წინ ამ მართლა მავნე მენეჯმენტის დამოკიდებულება რიგითი მსმენელის, ქართველი არტისტების, მათივე სტაფის, თუ ზოგადად ქართული სცენის მიმართ არის ისეთივე შავი ლაქა, რაც გიორგი სიგუამ დაგვიტოვა. რეალობაში კი, წავიდა გიორგი სიგუა, თუმცა სხვა ყველა დარჩა!
ამ მატყუარა კანტორასთან ურთიერთობას არავის ვურჩევ. გაიზიარებთ იგივე ცუდ გამოცდილებას, რაც მე და სხვა ადამიანებმა მივიღეთ 2018 წელს.ერთწლიანი სიჩუმე ჩვენი უდიდესი შეცდომა იყო!წელს ხიდი თავისი სთეიჯით არ იქნება და არ იქნება ანაკლიაში მანამ სანამ ეს გაუგებარი მენეჯმენტი იქნება სათავეში!” -წერს თამუნა აქსანდერ
შეგახსენებთ რომ “Khidi” დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. კლუბი 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ხოლო სახელი გამომდინარეიბს ადგილმდებარეობიდამ რადგან კლუბი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან არის განთავსებული.
-
“სააკაშვილისთვის საქართველოში მოქალაქეობა არავის ჩამოურთმევია და არც არაფერია დასაბრუნებელი“ – უსუფაშვილი
შენების მოძრაობის ლიდერმა პალიტრის ეთერში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე, საქართველოსთან მის მიმართებაზე და იმ პოლიტიკური ძალების ამოცანებზე ისაუბრა, რომლებსაც ივანიშვილის წასვლა უნდათ, თუმცა სააკაშვილის დაბრუნება და პრორუსული ძალების აღზევება – არა.უსუფაშვილი თვლის, რომ საქართველოს სააკაშვილისთვის არაფერი აქვს დასაბრუნებელი მოქალაქეობის საკითხში.“ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, თავისი თავისუფალი ნებით.მან გააკეთა არჩევანი უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ და ამით უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე.მისთვის საქართველოში არავის არაფერი არ ჩამოურთმევია მოქალაქეობასთან დაკავშირებით და ამიტომ არც დასაბრუნებელია რამე.უკრაინამ მისცა მას მოქალაქეობა, წინა პრეზიდენტმა პოლიტიკური მოტივებით და მერე პოლიტიკური მოტივებით ჩამოართვა. ამიტომ უკრაინაში დაკარგული თუ მას უკრაინაში დაუბრუნეს ეს ნორმალური მოვლენაა და კი ბატონო, მშვიდობაში მოახმაროს მას უკრაინის მოქალაქეობა და სააკაშვილი უკრაინელ ხალხს თუ იქ რამეს გააკეთებს.რაც შეეხება საქართველოსთან მის მიმართებას, მე არ მგონია რომ რამე შეიცვალა. მისი მომხრეები ისევე იყვნენ მისი მომხრეები როცა ის კიევში იყო, ოდესაში იყო თუ ბრუსელში იყო, როგორც ახლა იქნებიან, თუმცა რა თქმა უნდა ეს ფაქტი გაუხარდებოდათ.აქ უფრო მნიშვნელოვანია ის ადამიანები რომლებმაც თავის დროზე დაასკვნეს და ძალიან მყარად დაასკვნეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება არის დაუშვებელი ამ ქვეყნის პროგრესისთვის და ახლა ამ ხალხს ივანიშვილი მიერეკება უკან, ჯგუფ ჯგუფად უბიძგებენ, რომ ისევ იქნებ იქით გაიხედონ. ამ თამაშშია სწორედ პრობლემა და მე ამ საკითხზე მექნება ძალიან სერიოზული საუბარი კოლეგებთან პოლიტიკურ წრეებში და არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში, იმიტომ რომ როგორც ახლა საქმე მიდის, ის ხალხი ვინც ვთვლით, რომ ბიძინა შესაცვლელია მაგრამ არა მიშათი და არა რუსეთის დახმარებით, ჩვენ დღეს როგორც ვმოქმედებთ არის არასწორი და არაეფექტური.მე მექნება ძალიან კონკრეტული კონსულტაციები, უკვე მაქვს, რა არის საჭირო. ჩვენ გვჭირდება ძალიან კონკრეტული გეგმა და ფორმულა როგორ დავაღწიოთ დღევანდელ მდგომარეობას თავი, რომ უარესში არ ამოვყოთ თავი. და ეს უარესი იქნება სააკაშვილის დაბრუნება და პრორუსული ძალების აღზევება. ამის ფორმულა არსებობს და ამაზე გვექნება ჩვენ მსჯელობა და ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ აღარ განმეორდეს ეს ყველაფერი, თორემ ორ კვირაში ერთხელ არ დაილევა მორიგი მაგალითები იმისა, რომ სახელმწიფო ვერ სახელმწიფოობს, ადამიანები რომლებსაც საჭე უპყრიათ ხელში ქვეყნის, სინამდვილეში არ უპყრიათ და ქვეყანას მიაქანებენ იქით–აქეთ და უნდა მოვახერხოთ, რომ არ შეანარცხონ რამეს. “– აცხადებს უსუფაშვილი.
-
კუდის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი სამუშია უკრაინაში დააკავეს
კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია უკრაინაში დააკავეს. გენერალურ პროკურატურაში ამ თემაზე კომენტარს ხვალ გააკეთებენ. ჯერჯერობით კი მისი დაკავების გარემოებები უცნობია. გამოძიების ინფორმაციით მეგის ქარდავას დავალებით გიორგი სამუშიამ სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა.გამოძიების ინფორმაციით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა. გიორგი სამუშია 2015 წელს დააკავეს. ამავე წლის 13 დეკემბერს თბილისისი საქალაქო სასამართლოს სისიხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა გიორგი სამუშიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ხოლო, 2016 წლის 25 ივლისს თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გიორგი სამუშია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და პასპორტი ჩამოართვა.
ამის მიუხედავად გიორგი სამუშიამ საქართველოს დატოვება მოახერხა. მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა. ბოლოს გიორგი სამუშია ქართული მედიის წინაშე ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამოჩნდა, სადაც იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას ესწრებოდა.
-
რუსთავში შვილმა დედა სცემა
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, 30 წლამდე მამაკაცი, 60 წლამდე დედას ფიზიკურად გაუსწორდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შვილმა, დედას თავის არეში დაზიანებები მიაყენა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება, სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
-
ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის მცდელობაში ოთარ ფარცხალაძის კვალი იკვეთება
ანაკლიის პორტის სკანდალში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ინტერესები იკვეთება. ირკვევა, რომ სწორედ ყოფილი გენერალური პროკურორის და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრის ინტერესები უკავშირდება ფოთში პორტის მშენებლობას.ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა. დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისით თარიღდება. დოკუმენტი გუშინ საღამოს გასაჯაროვდა, რასაც ანაკლიის უცხოელი ინვესტორების მხრიდან სრული პანიკა მოჰყვა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, რომ თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ გააუქმებდა, ისინი ანაკლიის პროექტს შეაჩერებდნენ, მამუკა ხაზარაძემ კი პირდაპირ დაწერა, რომ პორტის მშენებლობა საფრთხეში იყო.
საინფორმაციო შეტევის შემდეგ, დილა ეკონომიკის მინისტრმა უკან დახევით დაიწყო. ნათია თურნავამ პრაქტიკულად თქვა, რომ მისმა დაქვემდებარებულმა უწყებამ ქვეყანაში ახალი გიგანტური პორტის მშენებლობის ნებართვა ისე გასცა, რომ პროექტის შესახებ, რომელსაც ასეულობით მილიონი დოლარი სჭირდება, მინისტრმა არაფერი იცოდა. ყველაფერი საბოლოოდ, ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაბრალდა. გრიგოლ კაკაურიძემ კამერის წინ, წინასწარ შეთანხმებული განცხადება გააკეთა და არც ერთ კითხვას არ უპასუხა. მათ შორის არ თქვა, იცოდა თუ რა რომ ახალი პორტის უკან ოთარ ფარცხალაძე დგას.
ოთარ ფარცხალაძის გვარი დიდ სკანდალში დღის ბოლოს გამოჩნდა, მას შემდეგ რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა გაასაჯაროვა ფაქტები, რომ ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი და ოთარ ფარცხალაძე ბიზნეს პარტნიორები არიან. დღევანდელი სკანდალის გამო ხელისუფლებას ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა, ეკონომიკის მინისტრი ამბობდა, რომ ანაკლია უალტერნატივოა და მთავრობა ხაზარაძის ბიზნეს ჯგუფს ხელს შეუწყობს პორტის მშენებლობა მალე დაასრულოს. მთავრობა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა დღეს მწვავედ გააკრიტიკეს და არაპროფესიონალიზმსა და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს.
მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს ანაკლიის პორტის ინვესტორებს მკაცრი ტონით საჯაროდ მიმართეს და აღებული ვალდებულებების დროულად შესრულება მოსთხოვეს. მეორე მხრივ კი, თავად ინვესტორები მიმართავენ ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ ეკონომიკის სამინისტროში მომხდარის გამო საერთაშორისო საფინანსო პარტნიორების თვალში შელახული რეპუტაცია და ნდობა აღიდგინონ, რათა ანაკლიის პროექტი არ შეფერხდეს.
ფოთის პორტისა და ანაკლიის პორტის პროექტების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. ხუხაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულს, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტს, ანაკლიის პორტს, რომლის განხორციელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „კონსტიტუციით გამაგრებული პროექტის საბოტირება ნებისმიერი ფორმით, ეს ჩემი აზრით, არის სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისად, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალის მიყენების მცდელობის მუხლით და უნდა დაიწყოს გამოძიება. ვინ იყო შემსრულებელი, ვინ იყო დამკვეთი, ვინ მონაწილეობდა ამ ყველაფერში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ კონსტიტუცია ყველა კანონზე მაღლა დგას საქართველოს კონსტიტუცია და ეს პროექტი ასახულია მის დებულებებში,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
-
“თუ დროში გაიწელება,მომდევნო წლებში გადავალთ,გავაგრძელებთ“ – კალაძე ჭავჭავაძის რეაბილიტაციაზე
კახა კალაძემ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე გამოიცვლება კომუნიკაციები და სანიაღვრე სისტემა.რეაბილიტაციის პირველ ეტაპს 3 თვე დასჭირდება.„კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო დედაქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი პროექტების განხორციელება შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია. ვადებს რაც შეეხება, პირველი ეტაპის სამუშაოები სამი თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ყველაზე დიდი პრობლემა არის მიწისქვეშ განთავსებული ქსელი. რეალურად არავინ იცის მისი არსებული მდგომარეობა. ერთი ვიცით, რომ არის ძლიერად დაზიანებული. თუ დავინახეთ, რომ დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, დავამთავრებთ პირველ ნაწილს, რაც არის დაწყებული და შემდგომ მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე“, – განაცხადა კალაძემ. -
ქუთაისში მედიასაშუალებებმა “ოცნების” დეპუტატ ნანა კოსტავას ბოიკოტი გამოუცხადეს
ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებები, ქუთაისის საკრებულოს წევრს, ნანა კოსტავას ბოიკოტს უცხადებენ. ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, საკრებულოს დეპუტატის მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და ადგილობრივ თვითმმართველობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
,,ჩვენთვის სიძულვილის ენით საუბარი დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვგმობთ ,,ფრაქცია ქართული ოცნება -კონსერვატორების თავმჯდმარის“ ნანა კოსტავას ბოლო დროს გაკეთებულ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და დეპუტატს ბოიკოტს ვუცხადებთ. ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლათფორმა. მოვუწოდებთ საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალური ქსელის მეშვეობით სიძულვილის შემცველი ტექსტი გაავრცელა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ამ წარწერით სოციალურ ქსელში “ქართული ოცნებიდან” ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა. პოსტის გამოქვეყნება ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი სალომე ბარკერის და მდინარემ წაიღო.
ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ნანა კოსტავა მისივე ფეისბუქ გვერდზე ბევრმა მომხმარებელმა გააკრიტიკა და მის საქციელს “სამარცხვინო” უწოდა. თავად დეპუტატმა განაცხადა, რომ მან მომხდარის შესახებ არ იცოდა, მაგრამ დამატებით მაინც განმარტა რომ – “იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის და რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო.”
-
გორში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გორში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პაციენტმა, შუა ხნის ასაკის ქალბატონმა ექიმს ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წნევის აპარატი და ფონეინდოსკოპი დაუმტვრია.
დაზარალებული ამ დრომდე, პოლიციის შენობაში იმყოფება გამოკითხვაზე.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების გორის ბიუროში ყვებიან, რომ ეს ოჯახი ზოგადად აგრესიულია და სხვა დროსაც მომხდარა მათ შორის ინციდენტები. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
„ბრიგადა, ჩვეულებისამებრ გავიდა ამ გამოძახებაზე და როგორც კი შევიდნენ ოთახში, იქ მყოფმა ქალბატონმა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ოჯახის დიასახლისმა, შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო სიტყვიერი, არამედ ფიზიკურიც. დაამტვრია ფონენდოსკოპი და წნევის აპარატი და თვითონ ექიმს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მაგ ოჯახში, ხშირად არის ხოლმე გამოძახება და ყოველთვის აგრესიით გამოირჩევიან ხოლმე მედ პერსონალის მიმართ“ – აცხადება სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმი, თემურ თანიაშვილი.