რუსთავში შვილმა დედა სცემა

Written by

in

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, 30 წლამდე მამაკაცი, 60 წლამდე დედას ფიზიკურად გაუსწორდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შვილმა, დედას თავის არეში დაზიანებები მიაყენა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება, სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *