Category: არქივი

  • გენერალური პროკურორის დაცვის სამსახურმა “კურიერის” ჟურნალისტის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა

    გენერალური პროკურორის დაცვის სამსახური “კურიერის” ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
    „კურიერის“ კორესპონდენტმა შალვა თადუმაძეს ჰკითხა, რა ეტაპზეა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და როდის გააცნობენ საზოგადოებას მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.
    ამ კითხვას გენერალური პროკურორი გაექცა. მისი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა კი “კურიერის“ ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.
    შალვა თადუმაძემ არ უპასუხა არც კითხვას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ.
  • “ინტონაციის მიხედვით გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა კირკიტაძის ბოდიშს“– გახარია

    „ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ ასეთ ბოდიშს თუ არა“, – ასე გამოეხმაურა შსს მინისტრი გიორგი გახარია დავით კირკიტაძის მიერ პოლიციელებისთვის ბოდიშის მოხდის.
    „ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, რომ დავით კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში მოუხადა. რაც შეეხება იმას, ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს, არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ მივიღებ ასეთ ბოდიშს თუ არა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში 31 მაისს, სასამართლო სხდომაზე მოუხადა, სადაც მან აღიარა მის მიმართ წაყენებული ბრალი პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების დაზიანების თაობაზე. საქმე ეხებოდა 2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს.
    ბრალის აღიარების შემდეგ დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა.
  • “დავით გარეჯში ინტენსიური სროლის ხმა ისმის“– ანტისაოკუპაციო მოძრაობა

    ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ სამხედრო წვრთნები დაიწყო. როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ ფეისბუქ გვერდზე დაწერა ისმოდა სროლა მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. მოგვიანებით ქაცარავამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ინტენსიური სროლის ხმა შეწყდა, თუმცა ის მანამდე  დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
    ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” საპატრულო ჯგუფები დავით გარეჯში დღეს დილიდან ჩავიდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედზე მდებარე უდაბნოს ტაძრის კელიებში არ შეუშვეს.
  • “ჩვენ გვშია“ – პარლამენტში მისულ სერგეენკოს უკიდურესად გაჭირვებული ბავშვების და მოხუცების მდგომარეობის ამსახველი ვიდეო აჩვენეს

    პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ ჯანდაცვის მინისტრს სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთიანი ვიდეო აჩვენეს, რომელშიც უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ბავშვები და მოხუცები პირდაპირი გაგებით შიმშილზე საუბრობენ, რომელსაც ისინი განიცდიან. ვიდეოს გაშვება პატრიოტთა ალიანსის ფრაქციამ გადაწყვიტა და მათი სიტყვით გამოსვლისთვის განკუთვნილი ქრონომეტრაჟი ამ ვიდეოს ჩვენებას დაუთმო.

  • “არ ვიცი ვინ გირჩიათ რომ წულუკიანი-ღარიბაშვილის ტონი თქვენთვის შესაფერისია“-ბოკერია ბახტაძეს

    „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ ძველბიჭობაში დაადააშაულა. „ეს არის მთელი ქვეყნის და საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა, როცა პრემიერი მოდის პარლამენტში და ელოდება სადღეგრძელოებს და ტაშს. ძალიან მძიმე სურათი გვაქვს ქვეყანაში და დღეს ეს კიდევ ერთხელ დავინახეთ.
    თქვენც ივანიშვილი გაკონტროლებთ, როგორც წინას. ნორალურად მიგაჩნიათ, თქვენი წინამორბედი როგორც გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ფეისბუქფეიჯიც რომ აღარ აქვს? თქვენც რომ იგივე მოგივიდეთ, კაი იქნება?, არ ფიქრობთ მაგაზე?“ – მიმართა ბოკერიამ ბახტაძეს. 

  • ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

    ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
    ჯიპის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 60 წლამდე ასაკის ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
    შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.
  • ომარ ნიშნიანიძის “არგო“ ზღვაში შეცურდა

    საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატის, ომარ ნიშნიანიძის გემი “არგო“ უკვე ზღვაში შეცურდა.  ომარ ნიშნიანიძემ ფოთში ხომლდი თავის სტუდენტებთან ერთად ააგო და აპირებს ამ ხომალდით ვანელობის დღესასწაულში სოფელ ჭყვიშთან მიცურდეს. მისი თქმით, ეს არის აქცია პერფორმანსი  სახელწოდებით “თანამედროვე არგონავტები–ისტორიის გაცოცხლება.“ ომარ ნიშნიანიძე ტიმ სევერინის მარშრუტის გამეორებას აპირებს. ხომალდი და მისი ეკიპაჟი მდინარე რიონს გაუყვება და ვანში, მათი გათვლებით 2 ივნისს იქნებიან.

    ნიშნიანიძის ხომალდის  სიგრძე 14 მეტრია, სიგანე 9. მის მშენებლობას ორ თვეზე მეტი დაჭირდა.

    ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი საზოგადოებას არაერთი საინტერესო გამონათქვამით ახსოვს, მათ შორის ქუთაისში პორტის მშენებლობის იდეით.

  • კირკიტაძის ბოდიში და დანაშაულის აღიარება პროცესზე(ვიდეო)

    პოლიციელზე თავდასმისთვის დაკავებულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დღეს სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა, რის შემდეგაც სახელმწიფო ბრალდებამ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურას დაეთანხმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და განმარტა, რომ კირკიტაძეს ორწლიანი პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევს. კირკიტაძე დღესვე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დავით კირკიტაძეს 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელზე თავდასხმას, წინააღმდეგობის გაწევასა და შსს-ს კუთვნილი ტექნიკის დაზიანებას ედავებიან.

  • სიძულვილის ენის გამო თანამდებობიდან გადაყენებული ქართული ოცნების წევრი ქუთაისის საკრებულოს ორშაბათს დატოვებს

    ქუთაისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ნანა კოსტავა აცხადებს, რომ ქუთაისის საკრებულოს ორშაბათს, 3 ივნისს დატოვებს. 

    “მე არ ვარ სკამზე მიჯაჭვული პიროვნება. არც ხელფასი, არც სკამი, არც არანაირი პოპულარობა არ მიღირს არაფრად”, — ამბობს კოსტავა და აზუსტებს, რომ ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილებაა.

    ნანა კოსტავას ამ გადაწყვეტილებამდე დღეს დილით ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი მისივე ფრაქციამ დაატოვებინა. მიზეზი სკანდალია, რომელშიც ქართული ოცნების წევრი ფეისბუქ სტატუსის გამო აღმოჩნდა ჩართული. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით – “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. პოსტი მან მას შემდეგ დადო, რაც სალომე ბარკერის და, 16 წლის სკოლის მოსწავლე ექსკურსიის დროს ლაგოდეხში, მდინარის დინებამ წაიღო და მრავალსაათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვნეს.

    ნანა კოსტავას სტატუსმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არ იცოდა, თუმცა მისი ეს განცხადება სარწმუნო არავისთვის აღმოჩნდა, მათ შორის მისივე თანაგუნდელებისთვის, რომლებიც სიძულვილის ენას გაემიჯნენ. 

    დღეს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენების გარდა ნანა კოსტავა ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც გარიცხეს. 

  • დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლეს

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს.გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.
    პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ბრალდების მხარემ გურჯაანის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კირკიტაძე იქნეს დამნაშავედ მიჩნეული და სასჯელის სახით შეეფარდოს 2-წლიანი პირობითი სასჯელი. საპროცესო გარიგების პირობებს დაეთანხმა ბრალდებული და მისი უფლებადამცველი.
    დავით კირკიტაძეს 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელზე თავდასხმას, წინააღმდეგობის გაწევასა და შსს-ს კუთვნილი ტექნიკის დაზიანებას ედავებიან.
    დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გაიხსნა. სასამართლოზე მოწმის სახით ჩვენება მისცა ბრალდებულმა. კირკიტაძის გამოკითხვა ბრალდების მხარის შუამდგომლობით მოხდა. პროკურორის კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის წარდგენილ ბრალდებას, დავით კირკიტაძემ უპასუხა, რომ ბრალს აღიარებს.