Category: არქივი
-
“ყველა ნაბახუსევზე ტრუპებს რომ ითხოვდა, ისეთი პრემიერი მოგეწონებათ თქვენ“-დაპირისპირება პარლამენტში
დაპირისპირება და ხმაური პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის კარლო კოპალიანის განცხადებას მოჰყვა.„ნუ ლაპარაკობთ ძალადობაზე, წარსული დაგავიწყდათ? იქნებ ვინმეს დაავიწყდა, როცა ოთხოზორია-ტატუნაშვულის სიაზე ლაპარაკობს,მათი უშიშროების საბჭოს მდივანი გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი რომ იყო ერთი თვე. ასეთი პრემიერი არა, თქვენ მოგეწონებათ პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე ტრუპებს რომ ითხოვდა,“ – განუცხადა ოპოზციას კარლო კოპალიანმა, რაც უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ხმაურით და სიტყვიერი შელაპარაკებებით გაგრძელდა. პარლამენტის ტექპერსონალი იძულებული გახდა, პერიოდულად, სხდომათა დარბაზში ხმა გამოერთო. -
დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა. კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, შესაძლოა პროკურატურასა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს და მოსამართლემ დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.
როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს. “მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კირკიტაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 4–დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ხნის მანძილზე ის წინასწარ პატიმრობაშია.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის მოთხოვნით ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.
-
,,მინდა ვკითხო პრემიერს – როდის გადადგება? დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა და ხალხი” – ჭიჭინაძე
„წუთნახევრით განსაზღვრა პარლამენტმა ის სტატუსი, რაც ჩვენს პრემიერს აქვს“ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. ინტერპელაციის ფორმატში მისულ მამუკა ბახტაძეს მან მხოლოდ გადადგომის შესახებ დაუსვა შეკითვა.,,მინდა ვკითხო რიტორიკულად როდის დატოვებს თანამდებობას, დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა და ხალხი. რასაც ის აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური ფუნქციაა, აქაც ფიქტიურად მოდის, ტელევიზორშიც ფიქტიურად გამოდის. ვფიქრობ, დღეს ქვეყანას არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი“ – განაცხადა ჭიჭინაძემ. -
„რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ, მეგობრებო“ – ოპოზიციამ პრემიერს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა
პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მამუკა ბახტაძეს ოპოზიციამ სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა. ოპოზიციის პროტესტი მამუკა ბახტაძის მხრიდან „თიბისი ბაკის“ საკითხზე და საპროცენტო განაკვეთზე საუბარს მოჰყვა. „რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ, მეგობრებო, სამსახიობო ნიჭში კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთებთან“ – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას. -
”კროსია თუ რა არი, ვერ გავიგე?აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ მე” – ირმა ინაშვილი
პარლამენტის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ინტერპელაციის ფორმატი და ის გრაფიკი გააკრიტიკა, რომელიც ბიურომ დეპუტატებს პრემიერ-მინისტრთან დასასმელი კითხვებისთვის დაუდგინა. ინაშვილმა თვალთმაქცობად და სამარცხვინოდ შეაფასა პრემიერის ამ ფორმატში გამოსვლა.
„რა მივიღეთ ჩვენ, რა ინფორმაცია მიიღო ხალხმა პრემიერისგან? პრემიერს ვიწვევთ პარლამენტში და არაფერი არ რჩება აქედან, რჩება ჰაერი“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა
-
ტორონტომ პირველი თამაში მოიგო!!! – ოქროს შტატელებმა კიდევ ერთი მოთამაშე დაკარგეს
31 მაისს გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის პირველი თამაში შედგა, სადაც ტორონტო რეპტორსმა 119-108 სძლია გოლდენ სთეით უორიორს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ყველასთვის ცოტა არ იყოს გასაკვირად პასკალ სიაკამი გახდა. მან 39:44 წუთში 32 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება მოაგროვა. აღსანიშნავია მისი სროლის პროცენტიც. მან 17 ნასროლი ბურთიდან 14 მოათავსა კალათში, რითიც NBA-ის სუპერფინალის მეორე ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა.
უორიორსის რიგებში საუკეთესო გუნდის ლიდერი სტეფ კარი იყო, რომელმაც 40 წუთში 34 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა მოაგროვა.
სამწუხაროდ ერთ-ერთ მომენტში ნასროლი ბურთის შემდეგ ოქროს შტატელების ერთ-ერთი ლიდერი ანდრე იგუადალა ცუდად დახტა და რამდენიმე წუთი კოჭლობით გააგრძელა თამაში, რის შემდეგაც იგი მოედნიდან გაიყვანეს და აღარ დაბრუნებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ანდრე მეორე თამაშში საკუთარი გუნდის დახმარებას.
სერიაში ტორონტო გალიდერდა 1-0. სუპერფინალის მეორე მატჩი ისევ ტორონტოში შედგება, თბილისის დროით ორშაბათს 3 ივნისს გამთენიის 04:00 საათზე შედგება.
-
“სადღეგრძელოები არ გვჭირდება აქ, ეს არის დაცინვა, სპექტაკლი“- ხმაური პარლამენტში პრემიერის მოსმენამდე
პლენარული სხდომა, რომელზეც ინტერპელაციის ფორმატით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოს და თამარ ჟვანიას უნდა მოუსმინონ ხმაურით დაიწყო. ხმაურის ფონზე, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობადა კამათი და დავა პროცედურაზე და გრაფიკზე. ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პროტესტი გამოთქვეს დადგენილ გრაფიკზე, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელ დეპუტატებს და ოპოზიციის წევრებს კითხვის დასასმელად ორ წუთზე მეტი არ ჰქონდათ განსაზღვრული. დეპუტატების შეფასებით, არასწორად ხდება ინტეპელაციის დროების განსაზღვრა. ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დროის გაზრდა მოითხოვეს, რადგან მათი განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, ინტერპელაცია აზრს კარგავს.
-
“აი თქვენი სამარცხვინო გრაფიკი,არ ვემორჩილები“ – ადა მარშანიამ ბიუროს მიერ დადგენილი გრაფიკი დახია(ვიდეო)
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანია პროტესტის მიზეზი ის გრაფიკი გახდა, რომელიც ბიურომ დაადგინა და რომლის მიხედითაც, ინტერპელაციის წესით პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს და ცესკოს თავმჯდომარეს უნდა მოუსმინონ პლენარულ სხდომაზე.
-
არასრულწლოვანზე მოძალადე პოლიციელების დასჯის მოთხოვნით ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართა
პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემმა 16 წლის მოზარდის უფლებადამცველებმა და ოჯახის წევრებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს. ისინი ყველა იმ პოლიციელის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რომლებმაც არასრულწლოვანს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენეს.უფლებადამცველები, რომლებმაც ბოლნისის პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ამხილეს ყველა დამნაშავის დასჯას და შსს მინისტრისა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ.არასრულწლოვანი ამბობს, რომ მას სურს ყველა დამნაშავე დაისაჯოს, რადგან ანგარიშსწორების შიშით ქუჩაში ვერ გადის.„ოთხი ამოვიცანი და ეს კონსტანტინე არის ქუჩიშვილი დასჯილი მხოლოდ და მე მინდა, რომ სულყველა დაისაჯოს, ერთი კვირის განმავლობაში რომ დაისაჯონ. მე გარეთ ვერ გავდივარ, მეშინია, რომ ანალოგიური არ დამემართოს, არ დამიჭირონ და კიდევ არ მცემონ. მინდა, რომ ყველა დაისაჯოს სასწრაფოდ,“- ამბობს დაზარალებული.დაზარალებულის ადვოკატი ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ძალადობაში რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა დაკავებული კი მხოლოდ ერთია. ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, ისინი მინიმუმ 10 სამართალდამცველის დაკავებას ითხოვენ.„დადგენილებაში ნათქვამია, რომ პოლიციელების მხრიდან მოხდა ამ ბავშვის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სექსუალური ძალადობა და ყოველივე ამის შემდეგ დააკავეს მხოლოდ ერთი პოლიციელი. რაც უნდა წაეყენებინათ 144 პრიმა მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ასევე უვადოდ თავისუფლების აღკვეთას, ნაცვლად ამისა, წაუყენეს სულ სხვა ბრალი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ, რომ მინიმუმ ათი პოლიციელი როგორც მწამებლები ასევე გამომძიებლები ოთხი მუხლით მინიმუმ, რაც აქვთ დანაშაული ჩადენილი, ეს არის მტკიცებულებების განადგურება, ასევე არის დამნაშავეების ხელის დაფარება, აი, ეს ყველა პოლიციელი უნდა მიეცეს პასუხისგებაში,“- აცხადებს ფრიდონ სიხუაშვილი.აქციაზე იმყოფება ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში სწორედ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის პროტესტით მოვიდა, თუმცა ახლა მოძალადე პოლიციელებს ხელს ის და მისი მთავრობა აფარებს.„ამ ქვეყანას, ჩემი შეფასებით, მართავს ივანიშვილი. ჩემი შეფასებით ის არის შსს მინისტრის და მთავარი პროკურორის და ყველა იმ უბედურების ავტორი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. მთელი ბოლნისი ჩამოვა აქ და აქედან არავინ არ წავა. მე მინდა ივანიშვილმა იცოდეს იქ „პადვალში“ რომ ზის ახლა და გვიყურებს, არ შერჩება მას. ამით მოვიდა ის ხელისუფლებაში, ადამიანზე სქესობრივი ძალადობა რომ აღკვეთილიყო და ეს სქესობრივი ძალადობა რომ ხდება ეს არის მთლიანად „ ქართული ოცნების“ და ივანიშვილის დამსახურება , იმიტომ, რომ ამ მოძალადე პოლიციელებს თავზე ხელს აფარებენ,“- აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.პარალელურად საქმეში ერთვება ცენტრი “ემპათია”. ორგანიზაცია მოზარდზე განხორციელებულ წამებაზე საუბრობს. დღესვე ცენტრი “ემპათია” ადვოკატების დახმარებით, აპირებს მიმართოს პროკურატურას, რათა საქმის მასალები გამოითხოვონ. -
ნანა კოსტავამ ფრაქციის თავმჯდომარეობა დატოვა, თუმცა ქუთაისის საკრებულოს წევრად რჩება
ქუთაისის საკრებულო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.ფრაქციას დღეიდან დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.თუმცა, ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს წევრად და მმართველი პარტიის ფრაქციის წევრად რჩება.ნანა კოსტავას მიმართ საზოგადოების პროტესტი მოჰყვა მის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს “კაი დღეში ხარ ახალა, იცინე“, რომელიც სოციალური მედიის მენეჯერს, სალომე ბარკერს ეხებოდა. სალომე ბარკერს რამდენიმე დღის წინ და გარდაეცვალა. 16 წლის გოგონა ლაგოდეხში სასკოლო ექსკურსიის დროს მდინარეში ჩავარდა. მას მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. დილით კი გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოება ამ ამბავმა შეძრა, შესაბამისად, დიდი აღშფოთება მოჰყვა ქართული ოცნების წევრის დამოკიდებულებას გარდაცვლილის დის მიმართ.ქუთაისის საკრებულოსთან იმავე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოვდნენ. ადგილობრივმა მედიამ კი საკრებულოს წევრს ბოიკოტი გამოუცხადა.