Category: არქივი
-
“ჩამოვიდეს ეგ კურდღელი, არც სტაფილოს მოვაკლებ მატროსოვზე, არც კომბოსტოს“-ქანთარია სააკაშვილზე
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრამდე სხვადასხვა კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ, „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ სიტყვა მოითხოვა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მას უკვე აქვს პასპორტი, არის კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე და მისი ჩამოყვანა უნდა მოხდეს.“მინდა ამ თემით ვისარგებლო და ერთ აღტკინებულ, უსამშობლო, უპასპორტო დამნაშავეზე, ოღონდ ახლა პასპორტი მისცეს, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ახლანდელი კომენტარი წავიკითხე. როდესაც კაცი იქიდან ლაპარაკობს, სტაფილოს წვენი ვიღაცას არ გადაცდესო, ჩემი ჩამოსვლის ეშინიათო და რაღაც მსგავს სისულელეებს ამბობს… ეს მართლა, ბაჭიასაც ვეღარ ვიტყვი, რაღა დროს მაგის ბაჭიაობაა, ეს კურდღელი, ეს “კროლიკი“ – პირდაპირ მაგის ენაზე მინდა ვთქვა, ამბობს, ჩამოვალო. ჩამოვიდეს და მე ვაძლევ გარანტიას, რომ მატროსოვზე არც სტაფილოს და არც კომბოსტოს არ მოვაკლებ. ერთი რამ უნდა იცოდეს – ჩამოვა ჩაჯდება, არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება, აუცილებლად ყველა გზა მატროსოვისაკენ მიდის“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ -
“პატარა პიონერები” – ახალციხეში დამრიგებელმა სკოლის მოსწავლეებს პიონერთა ყელსახვევების გაკეთება მოსთხოვა
ახალციხეში, მე-5 საჯარო სკოლის პირველკლასელებს ზეიმზე, ანბანის გაცილებაზე საბჭოთა სიმბოლიკის აღმნიშვნელი წითელი ყელსახვევები ეკეთათ. ინფორმაციას ამის შესახებ ახალციხის ადგილობრივი ტელერადიოკომპანია მე-9 არხი ავრცელებს. როგორც მშობლები აცხადებენ მოსწავლეების ვიზუალური მხარე მოთხოვნილი იყო დამრიგებლის მიერ.
„კლასის დამრიგებლის იდეა იყო. აღარ მიკითხავს რატომ გადაწყვიტეს მაინცდამაინც წითელი ყელსახვევები. შევაკერინეთ, ლარნახევარი დაგვიჯდა ერთი ყელსახვევი. მასწავლებელს უნდოდა და ჩვენც დავეთანხმეთ. სხვა კლასებისგან განსხვავებული რომ იყოსო, მოიფიქრა, ვითომ პატარა პიონერები იყვნენ. ყველამ მოიწონა, დირექტორმაც კი. წითელი ყელსახვევი პრობლემაა? მშობლებმა არაფერი ვიცით. მასწავლებელს ან დირექციას არ უნდა სცოდნოდა თუ არ შეიძლებოდა? რასაც გვეუბნებიან ჩვენ იმას ვაკეთებთ“, – ამბობენ მშობლები.
დამრიგებელი ლუიზა მღებრიშვილი უარყოფს, რომ წითელი ყელსახვევებით პიონერებთან მსგავსების ჩვენება უნდოდათ. 27 მაისს გამართული ღონისძიება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მიუძღვნეს. მის მოსწავლეებს ყელსახვევები სხვა წლებშიც ჰქონიათ, თუმცა მწვანე და იასამნისფერი.
„თეთრი მაისური და წითელი გეტრები ჩავაცვით. ყელსახვევიც ამას შევუხამეთ. რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ? ჰალსტუხი არ მოუხდებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ეს. არ მიფიქრია, რომ პიონერის ყელსახვევად აღიქმებოდა, თორემ ხომ არ გავაკეთებდი? მაშინ სხვა ფერს შევარჩევდი“, – ამბობს დამრიგებელი
„წითელი ყელსახვევების ნაცვლად, შეიძლებოდა საქართველოს სიმბოლიკა გამოეყენებინათ. ეს არის ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ, განსაკუთრებით შუა ასაკის ხალხისთვის“, – ამბობს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ახალციხის ოფისის წარმომადგენელი ამალია სარქისიანი.
სამოქალაქო ცნობიერების პრობლემა – ასე აფასებს პოლიტოლოგი მეხუთე სკოლის მასწავლებლის გადაწყვეტილებას. გიორგი გობრონიძეს მიაჩნია, რომ პირველკლასელებზე შემოხვეული წითელი ყელსახვევი სხვა არაფერია, თუ არაკრიტიკული აზროვნების ნაკლებობა.
„არ არის ნორმალური, 21-ე საუკუნეში ბავშვი გამოაწყო პიონერივით და ამას განსხვავება დაარქვა. ეს ვიზუალი ადმინისტრაციას ნორმალურად სავარაუდოდ იმიტომ მიიჩნია, რომ თავად იყვნენ პიონერები და უკეთესი არაფერი უნახავთ. აჩვენეთ უკეთესი და ამას აღარ მოისურვებენ“, – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მისი თქმით, განათლების სამინისტრო მასწავლებლებს ვერ სათავაზობს ინოვაციებს, განსაკუთრებით რეგიონებში.
-
“ვერაფერი ვერ გავიგე, ლგბტ დაცვის პონტები ხო არ არის აქა?“ – კვიციანი კანონის მუხლის სახელწოდებამ დააეჭვა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან სხვადასხვა ცვლილებას განიხილავენ. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემაზრა კვიციანმა პრეტენზია ერთ-ერთი მუხლის დასახელებაზე გამოთქვა.„სათაური ვერ გავიგე, რაღაცა უცნაურად არის ჩამოყალიბებული, გასაგებია გაუპატიურება, პედოფილია, ფაქტიურად არის ძალადობა ხომ? სათაურში წერია: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინაღმდეგ მიმართულ დანაშულთან ბრძოლის შესახებ“. ვერაფერი ვერ გავიგე, ლგბტ დაცვის პონტები ხო არ არის აქა?“ – მიმართა ემზარ კვიციანმა შს მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილის.კვიციანის მოსაზრებით, უკეთესი იქნება, კოდექსის ამ მუხლს უბრალოდ ერქვას „სქესობრივი ძალადობა“.„მაინც და მაინც იურისტი უნდა ვიყო, რომ გავიგო, რას ნიშნავს?უბრალო ადამიანებმაც ხომ უნდა გაიგონ? იყოს „სქესობრივი ძალადობა“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა. -
16 ივნისს ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვა
ქართველი სუმოისტი მეტსახელად ”ტოჩინოშინი” 16 ივნისს დაახლოებით დილის 12:00 საათზე თბილისში ჩამოფრინდება.
შეგახსენებთ, ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ 10-5 ბალანსი დააფიქსირა და ოძეკის წოდება შიმპანების სკანდალის მიუხედავად მაინც დაიბრუნა.
24 ივნისს სუმოს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, სადაც ტოჩინოშინს ოფიციალურად დაუბრუნებენ ოძეკის წოდებას.
ტოჩინოშინი საქართველოში რამდენიმე დღეს გაატარებს და ამის შემდეგ იაპონიაში ზაფხულის ბაშოსთვის მოსამზადებლად დაბრუნდება.
რაც შეეხება გაგამარუს, თეიმურაზმა ბოლო ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა და შემდეგ ტურნირზეც იგივეს გამეორებას თუ მოახერხებს დიდი ალბათობით ჯურიოს დივიზიონიდან დაწინაურდება და უმაღლეს დივიზიონში ამოვა.
-
ბათუმის 7 მაღალჩინოსანი 1 370 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს
პროკურატურამ აჭარის მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე ინფორმაცია სპცეიალურ ბრიფინგზე გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით დაკავებულია შვიდი ადამიანი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე.ბრალდებულების სახით დაკავებული არიან:
1) ბათუმის ყოფილი მერი გ.ე.2) აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ.მ.3) აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ.4) ბათუმის ვიცე-მერი თ.პ.5) ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ.6) ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ.7) ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ.პროკურატურის ინფორმაციით “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: ზემოხსენებული პირების გადაწყვეტილებით, რომლებიც იმჟამად იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები და ბათუმის მერიაში ეკავათ სხვადასხვა თანამდებობები, 2015 წლის 09 ოქტომბერს, ქ.ბათუმის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქ.ბათუმში საცხოვრებელი ბინების ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე. სატენდერო პირობების თანახმად, შენობა-ნაგებობის ასაშენებლად უნდა გამოყენებულიყო მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციები.ტენდერის გამოცხადებამდე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელობისთვის და სატენდერო კომისიის წევრებისთვის ცნობილი იყო, რომ მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებით საქართველოში მშენებლობის გამოცდილება მხოლოდ ერთ-ერთ კომპანიას ჰქონდა, რომელსაც ტენდერის გამოცხადებამდე ქ.ბათუმის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა შესთავაზეს აღნიშნული კონსტრუქციებით მშენებლობის პროექტის განხორციელება. საბოლოოდ, ქ.ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა სწორედ ზემოთხსენებული კომპანიის მიერ უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ისე რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. ელექტრონული ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვენტ ჯორჯიამ“.ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას, უცხოური საწარმოს ფილიალის „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იქნა ყალბი დოკუმენტაცია.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებს, წარმოდგენილ საეჭვო დოკუმენტაციაზე საერთოდ არ უმსჯელიათ, ეს მაშინ, როდესაც ქ.ბათუმის მერიის მიერ, 2015 წლის 01 მაისს გამოცხადებულ სხვა ელექტრონულ ტენდერში, უცხოური საწარმოს ფილიალის „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იგივე დოკუმენტაცია კომისიის ამავე შემადგენლობის მიერ გახდა უსფ „კონვენტ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციის ერთ-ერთი საფუძველი.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებმა, იმ პერიოდისათვის ბათუმის ვიცე-მერმა ბ.მ-მ, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თ.პ-მ, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვ.ხ-მ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ე.ლ-მ და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ბ.ხ-მ, მიუხედავად იმისა რომ ტენდერში მონაწილეობისას „კონვენტ ჯორჯიას“ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს და არსებობდა კომპანიის უპირობო დისკვალიფიკაციის საფუძვლები, უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა პრეტენდენტს და გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, „კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მიერ ავიზირებული, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ისე რომ ხსენებული კომპანია საერთოდ არ იყო საბანკო დაწესებულება და წარმოადგენდა არააქტიურ კომპანიას.ბათუმის მერის გ.ე-ს დავალებით, დიდი ბრიტანეთში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“-ის სანდოობის, გადახდისუნარიანობის და რეიტინგის შესწავლა დაევალა მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს ა.ვ-ს, რომლის მიერაც მოპოვებული ინფორმაციებით დადგინდა, რომ დასახელებულ კომპანიას საერთოდ არ ჰქონდა რეიტინგი, რაც პირდაპირ მიუთითებდა მის არასაიმედოობაზე. ამავე პერიოდში ბათუმის მერიაში უკვე გაგზავნილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სარეკომენდაციო წერილი იმის თაობაზე, რომ საბანკო გარანტიები მოთხოვნილი ყოფილიყო მხოლოდ – მაღალი სანდოობის საერთაშორისო ან ქართული კომერციული ბანკებიდან.ყოველივე ზემოხსენებულის საწინააღმდეგოდ, ნაცვლად იმისა, ქ.ბათუმის მერს და სატენდერო კომისიის წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება უსფ „კონვენტ ჯორჯიასთან“, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 4 279 990 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კი უსფ „კონვენტ ჯორჯიამ“ ბათუმის მერიაში წარადგინა ისევ არასაბანკო, არააქტიური, ფიქტიური კომპანია „POINT BANK LTD“-ს მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია. იმის მიუხედავად, რომ ბათუმის მერის, საფინანსო სამსახურის უფროსის ე.ლ-სთვის და საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე ა.ვ-სთის ცნობილი იყო „POINT BANK LTD“-ის არასანდოობა და ის ფაქტი, რომ გარანტიის გამცემი კომპანია არ წარმოადგენდა საბანკო დაწესებულებას, ამასთან წარმოდგენილი საბანკო გარანტიაც არ იყო უპირობო და გამოუთხოვადი, უსფ „კონვენტ ჯორჯიას“ მაინც უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს საავანსო თანხა ჯამში 1 626 396,20 ლარის ოდენობით, საიდანაც უსფ „კონვენტ ჯორჯიამ“ შეასრულა მინიმალური, მხოლოდ 251 109,43 ლარის სამუშაოები, ხოლო დანარჩენი თანხის სამუშაოები დღემდე შეუსრულებელია.ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელი და სხვადასხვა რგოლის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ, რაც გამოიხატა უსფპ „კონვენტ ჯორჯიასათვის“ უპირატესობის უკანონოდ მინიჭებაში და საავანსო თანხის უსაფუძვლოდ ჩარიცხვაში, არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, გაიფლანგა დიდი ოდენობით 1 370 076,00 ლარის თანხა, რითაც მუნიციპალიტეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. -
წარწერა: „რუსეთი ოკუპანტია“ რუსი ტურისტების გაღიზიანებას იწვევს
გიორგი იოსავა საკთარ ფეისბუქზე აქვეყნებს რუსი ტურისტების მიერ დაწერილ რევიუს. რუსმა ტურისტმა ცუდი რევიუ სალობიე “ბიას” დაუწერა. ცუდი რევიუ გულისხმობდა უკმაყოფილებას იმაზე რომ სალობიეში შესვლისას მას დახვდა სტიკერი წარწერით “რუსეთი ოკუპანტია” რუსი ტურისტი წერს:
„ტრიპედვაიზორის“ ვერსიით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული სამზარეულოს დასაგემოვნებლად მივედით. მის კარზე ჩვენ დაგვხვდა წარწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო? ან აუკრძალეთ რუს ტურისტებს თქვენთან ჩამოსვლა, ან მოხსენით ეს წერწერა. მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ვის ხარჯზეც თქვენ ცხოვრობთ“.
ეს მოსაზრება სალობიე „ბიას“ ოფიციალურ გვერდზე დაწერეს და როგორც გიორგი იოსავა აღნიშნავს, „ფეისბუქზე“ მორიგი ერთიანი მიიღეს შეფასებად რუსეთიდან ჩამოსული ტურისტისგან.
“ეს მთავრობა რას მიკეთებს ? საზღვარზევე აუხსნან, ვინ და რატომ არის ოკუპანტი, რათა ქალაქის შუაგულში არ გვიწევდეს ამის ახსნა და მათთვისაც აღარ იქნება მოულოდნელი “შოკი””- წერს გიორგი იოსავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
-
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ცოტა ხნის წინ ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ გამოაცხადა განაჩენი, რომლითაც მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო 2016 წლის 21 ივლისს, ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ოფშკვითში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომლის დროსაც კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.
საქმეზე სასამართლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას). მას 2017 წლის ოქტომბერში აღკვეთის ღონისძიების სახით 15 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. საბოლოოდ სასამართლომ მორაგბე მერაბ კვრიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
მოსამართლის განცხადებით, კვირიკაშვილს გაუუქმდება გირაო 15 ათასი ლარის ფარგლებში და ყადაღა მოეხსნება მის სახლს.
ასევე, მერაბ კვირიკაშვილს დაუბრუნდება ავტომანქანა „ბე-ემ-ვე“, რომელიც ამ ხნის მანძილზე საჯარიმო ავტოსადგომზე იყო გადაყვანილი.
განაჩენის გამოცხადებას მერაბ კვირიკაშვილი ესწრებოდა.
-
ეკონომიკის მინისტრის მიერ გადაყენებული გრიგოლ კაკაურიძე კაბინეტში ჩაიკეტა
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსი, გრიგოლ კაკაურიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობიდან მოხსნა.
როგორც ნათია თურნავამ განაცხადა სწორედ გრიგოლ კაკაურიძის ბრძანები გაიცა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა.
ყოფილი მაღალჩინოსანი ამ დრომდე საკუთარ კაბინეტშია ჩაკეტილი და შენობას არ ტოვებს.
ნათია თურნავა ამბობს, რომ ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. ხელისუფლებამ ხმაურის შემდეგ, ნებართვა გააუქმა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე გაათავისუფლეს.
-
“ივანიშვილს სტაფილოს წვენი გადაცდება იმაზე ფიქრით რომ შეიძლება საქართველოში დავბრნუდე” – სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი მისი ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მისი უკრაინაში ჩასვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ პანიკაში ჩავარდა და ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ისინი დაემშვიდებინა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, უკრაინა თავისი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახდენს, რაც არაერთხელ დაადასტურა უკრაინის ხელისუფლებამ. სააკაშვლმა ასევე გაიხსენა ის მოვლენები, როდესაც უკრაინიდან ის იძულებით გააძევეს. მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა აეროპორტი ჩაკეტა, რათა ის საქართველოში არ გაეგზავნათ.
„ვერ გავიგე, უკრაინა დაბალი ღობე ჰგონია ივანიშვილს. ჰოლანდიის მუდმივი მცხოვრებელი რომ ვარ და ჰოლანდიური დოკუმენტებით რომ გადავაადგილდები მსოფლიოში, ჰოლანდიას რატომ არ გაუგზავნა მოთხოვნა ექსტრადირების თაობაზე. უკაცრავად, ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის და პროკურატურა რომელიც წელიწადის თუ წელიწადნახევრის წინ ეხვეწებოდა მუხლებზე პარაშენკოს, რომ შენი ჭირიმე, არ გამოსცე საქართველოსო და საქართველოს ყველა აეროპორტი დაკეტა იმ პერიოდში, როცა კიევიდან აფრინდა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც ქვეყნიდან ჩემს დეპორტაციას ახდენდა. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი – სამივე დაკეტილი იყო. ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის შემთხვევით, რომელსაც ღამე არ ძინავს და სტაფილოს წვენი გადაცდება ხოლმე ფიქრზეც კი, რომ მე შეიძლება დავბრუნდე საქართველოში. მინდა, ვუთხრა მას, რომ მე, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში. ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში, დავალაგებთ სიტუაციას, ავაწყობთ რაღაცებს. დავეხმარები ახალ პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში, დავბრუნდები ძალიან მალე. ჩვენი მომხრეები ყველანი უნდა მოემზადონ და ჩვენი მომხრე არის საქართველოს აბსოლუტური უმეტესობა და ყველამ ეს იცის. იმ მომენტში, როცა ჩემი ფეხი დადგება საქართველოს მიწაზე, ერთი ვნახავთ, სად იქნება ივანიშვილი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი ამბობს, რომ თუ მისი საქართველოში დაბრუნება უნდათ, ის აუცილებლად დაბრუნდება.
“გუშინ ჩავარდნენ ისინი პანიკაში. მთელი მისი ეს ჯოგი არის საოცარ პანიკაში, ისტერიკაში და ახლა თავის ჭკუით მოიფიქრა, როგორ დააწყნაროს ესენი. ეს არ უშველით, იმიტომ, რომ ეს აუხდებათ, რასაც მოისურვებენ, მიეცემათ. ჩემი ჩასვლა უნდათ? აუცილებლად მიეცემათ, მაგის გარანტიას ვაძლევ. მე ჯერჯერობით ყველა ჩემს დაპირებას ვასრულებ. აქ ხომ ვთქვი, რომ ჩამოვალ-თქო, ჩამოვედი. ვამბობ, იქ ჩავალო, იქაც ჩავალ და ძალიან მალე. ასე, რომ მე უკვე ვამზადებ ინფრასტრუქტურას. მთელი საქართველო უნდა მოემზადოს. ეს განხორციელდება ძალიან მალე და აუხდება ყველაფერი, რასაც ითხოვენ. უნდა ბიჭს, რომ ჩავიდე, რა პრობლემაა. მე აგერ ვარ და დავაკმაყოფილებ ამ სურვილს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურებს – ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო უწყებაში გაკეთდა.
-
“თქვენ გაქვთ დიდი შესაძლებლობა, გახდეთ ისეთი პროკურორები, როგორიც სჭირდება დემოკრატიულ სახელმწიფოს” – პრეზიდენტი
პროკურატურა პროფესიულ დღეს ცერემონიების სასახლეში აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ევროჯასთის პრეზიდენტი, რომელიც უკვე შეხვდა მთავარ პროკურორს.
ცერემონიათა სასახლეში პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ შეხვედრას ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა პროფესიონალი პროკურორების როლზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურორების ნდობაზეა დამოკიდებული ასევე სასამართლოს მიმართ ნდობა საზოგადოების მხრიდან.
„თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი შესაძლებლობა, რათა გახდეთ ისეთი პროკურორები, როგორიც სჭირდება დემოკრატიულ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც დგას კანონის უზენაესობაზე. თქვენ გაქვთ დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთი რამეთუ საზოგადოება თქვენგან ელოდება ყველა იმ მტკივნეული საქმის გამოძიება, რომელიც ამძიმებს ჩვენს ცნობიერებას. თქვენ დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ სამართლიანობის აღდგენაში. სასამართლო სისტემით მიმართ ნდობისთვის თქვენს მიმართ ნდობა აუცილებელია, ამდენად თქვენს საქმიანობაში აუცილებელია პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და რაც ყველაზე მთავარია სინდისი,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრემიერმა კი ევროჯასთსა და საქართველოს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა.
„ეს იყო მეორე ისტორიული თარიღი, როდესაც შედგა შეთანხმება ევროჯასთსა და საქართველოს შორის. ქართველმა ერმა გააკეთა თავის არჩევანი და ეს ცივილიზაციური არჩევანია ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ეს გზა სავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ ამ გზაზე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ყველაზე ახლო სექტორალური თანამშრომლობა ყველა მიმართულებაში, მათ შორის მართლმსაჯულებაში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გარდა პრემიერისა, ევროჯასთთან მიღწეულ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ.
„დღეს ჩვენ აქ ვართ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ევროპული სისტემის აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფო სისტემა,“ – განაცხადა თადუმაძემ.