Category: არქივი
-
საზღვარზე 62 ათასი ლარის არადეკლარირებული ნაკეთობები გადაჰქონდათ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით, ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.
ორ შემთხვევაში, ბრალდებულები, მათი მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სამალავებით შეეცადნენ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანას, ხოლო, ერთ შემთხვევაში, ბრალდებული ცდილობდა მალულად შემოეტანა ძვირფასეულობა ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 5 729 გრამი ვერცხლისა და 669 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
-
დღეიდან უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა
დღეიდან თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით, ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე სანქციები გაიზარდა. ამ დარღვევისთვის მოქალაქე ხუთი ლარის ნაცვლად უკვე 20 ლარით დაჯარიმდება.
რაც შეეხება საურავს, რაც მგზავრს 30 დღის განმავლობაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ეკისრება, შემცირდა და 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი გახდა.
მგზავრი ვალდებულია, ბილეთი მგზავრობის დაწყებისთანავე აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორის მიერ მგზავრობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაჯარიმდეს.
-
მავთულით ჩამოკიდა ჰასკი და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია-ელიზბარაშვილი შსს-ს მიმართავს
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქ გვერდზე ჰასკის ფოტო გამოჩნდა, რომლსაც ყბის ძვლები აქვს გატეხილი.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჰასკის ჯიშის ძაღლი ნაწამებია და ის ჭოპორტიდან მიიყვანეს მათ თავშესაფარში. მათი ინფორმაციით, ჭოპორტის მაცხოვრბელმა კაცმა თავის თანამზრახველთან ერთად ჰასკის ჯიშის ძაღლი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.
ელიზბარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ძაღლის წამების გამოძიებას მოითხოვს.
„მავთულით ჩამოკიდა ეს ჰასკი და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.
ძაღლი ქალბატონ ელენე ათაბეგაშვილმა წუხელ გვიან ჭოპორტიდან ჩამოიყვანა ჩვენთან თავშესაფარში.
დილით გვყავდა ვეტ-კლინიკა აიბოში. ყბის ძვლები სულ დალეწილია. ჭამას ვერასოდეს შეძლებს. თუ სასწაული არ მოხდა მოგვიწევს ძაღლის დაძინება.“- აღნიშნულია ფეისბუქზე განთავსებულ ინფორმაციაში.
-
“გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თავის თანამდებობაზე”-ცქიტიშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, გიორგი გახარიამ შს მინისტრის თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
„ვერ დავეთანხმები ოპონენტებს, რომლებიც ჯოხის გადატეხვად აფასებენ კონკრეტულად ამ საკადრო გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაშიც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, როგორც მე ვიხილე იგივე მედიაში, უფლებამოსილების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. შემდგომში იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ, პროცესში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რათა გამოძიების სრულ ობიექტურობას შევუწყოთ ხელი. გარდა ამისა, გამოძიება აჩვენებს შემდგომში თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.
მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არანაირი სახით არ დგას. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თავის თანამდებობაზე, ახორციელებს ყველა იმ ქმედებას, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ შსს-ს სისტემა მუშაობდეს სრულიად გამართულად. რაც შეეხება, ზოგადად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც მინისტრის პასუხისმგებლობას, პირადად მისი პოზიციაც იყო, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც ასევე განისაზღვრება გამოძიების შედეგების შესაბამისად,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.
-
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა-კარასინი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთის შესახებ ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, ქვეყნის მეთაური თავს ასეთი გამოთქმების უფლებას არ უნდა აძლევდეს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ჟენევაში მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ.
„„ჩვენ პირდაპირ არ განვიხილავს თბილისში არსებული ვითარება, თუმცა ვთქვით, რომ დემონსტრაციებზე რადიკალების უპასუხისმგებლო განცხადებებს განწყობაზე გავლენა აქვს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელსაც ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, დემონსტრანტების შეძახილები- ყველაფერი ტელევიზიით აჩვენეს, ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩენილა..სახელმწიფოს მეთაური არ უნდა აძლევდეს თავს ასეთი გამოთქმების უფლებას მეზობელი სახელმწიფოების ორმხრივ ურთიერთობებში. ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და სიტყვები სათანადოდ შევარჩიოთმნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა.ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ოქტომბერში მორიგ შეხვედრაზე შევთანხმდით“, – განაცხადა კარასინმა.
-
როდის ტოვებს მირზა სუბელიანი საპატიმროს?
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი
სუბელიანი შეფარდებული სასჯელის მოხდას 4 დღეში დაასრულებს.სუბელიანი ციხეს 9 ივლისს დატოვებს.
მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა და ის მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
-
“მე რა შუაში ვარ?ვინც კონცერტებს აუქმებს იმას ჰკითხეთ”-თამარ გვერდწითელი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე
მოსკოვში მოღვაწე ქართველ მომღერალს, თამარ გვერდწითელს კითხვა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობზე დაუსვეს, რაზეც გვერდწითელმა უპასუხა, რომ კულტურა განაგრძობს თავის ცხოვრებას და პოლიტიკა არაფერ შუაშია.
გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცის” შეკითხვა ქართველი მომღერლების მიერ რუსეთში კონცერტების გაუქმებასაც ეხებოდა.
“მე რა შუაში ვარ? შეკითხვა დაუსვით მას ვინც კონცერტებს აუქმებს ან კრიტიკულად განწყობილ ქართველებს. მე არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე”
მას ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით რეისების აკრძალვაზე, რაც მან უპასუხა, რომ ამის გამო ძალიან წუხს.
“ამის გამო რა თქმა უნდა, ვწუხვარ. საქართველოში ნათესავები და ახლობლები მყავს. შევეცდებით სხვა გზებით ჩავიდე, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება კონცერტებს”-განაცხადა გვერდწითელმა რუსულ გამოცემასთან.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ განაცხადა, რომ ის აღარ იმღერებს რუსეთში.
მანამდე ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში იმღერა,თუმცა განმარტება გააკეთა, რომ კონცერტი საქველმოქმედო იყო და ვერ გადადებდა.
ნინო ქათამაძე პარლამენტის წინ აქციაზეც მივიდა და საკუთარი პროტესტი გამოხატა.