Category: არქივი

  • “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები მეუფეებს შეხვდნენ

    “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებსა და მეუფეებს შორის შემთხვევითი შეხვედრა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შედგა.

    საინფორმაციო პორტალმა “ონ.ჯიმ” დააფიქსირა კადრი, სადაც  საპატრიარქოს წარმომადგენლები – მიტროპოლიტი შიო და თეოდორე, ასევე მთავარეპისკოპოსი იაკობი, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს გიორგი თაბაგარსა და მარიამ კვარაცხელიას ესაუბრებიან.

    საუბრის მონაწილეების შეფასებით, შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო.

    ფოტო: on.ge

  • გარეჯის ისევ ჩაიკეტა.უდაბნოს მონასტრამდე არც სასულიერო პირებს უშვებენ და არც მომლოცველებს

    დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გაყვანილი ბილიკის გამაგრება დაიწყო. გზის გამაგრების სამუშაოების პარალელურად, საზღვრები არ მოხსნილა არც უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელ გზაზე. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ყველა მაღალ წერტილს ახლა ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთად აკონტროლებენ. ჩიჩხიტურის კოშკთან მისვლა ყველას შეუძლია, თუმცა მესაზღვრეების მეთვალყურეობით. ახალი ბილიკისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი შესაძლოა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გაღიზიანების მიზეზი გახდეს, ამიტომ ქართველი სამართალდამცველები სტუმრების გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ.
    მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამუშაოები აზერბაიჯანის მხარეს აღარ მიმდინარეობს, სამონასტრო კომპლექსის უძველეს მონასტერთან შეზღუდვებია დაწესებული. გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე არც სასულიერო პირებს უშვებენ და არც მომლოცველებს. ბოლო წერტილი სადაც გადაადგილება შეიძლება აღდგომის ტაძარია. ადგილობრივი გიდები ამბობენ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პირად საუბრებში აცხადებენ, რომ გზა რომელიც უძველეს ტაძრებამდე და უნიკალურ ფრესკებამდე მიდის მათი საკუთრებაა.
    ამ მძიმე რეალობის პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო სადემარკაციო კომისიის საბოლოო დასკვნას ელოდება. ორი ქვეყნის კომისიამ რამდენიმე დღეში საზღვრის დასადგენად აზომვითი სამუშაოები უნდა დაიწყოს, თუმცა ქართულ მხარეს არ აქვს პასუხი, პროცესის დასრულებამდე რატომ ჩაკეტა აზერბაიჯანულმა მხარემ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა.
  • შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ყაყიჩაშვილი დაკავებული თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა.
  • გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. 

    სავარაუდოდ უგულავას დაბარება, 20 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. 

    გიგი უგულავა ამბობს, რომ გამოკითხვაზე იქამდე არ მივა, სანამ თავად შს მინისტრს, მისსავე უწყებაში არ გამოკითხავენ. თუკი ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში გიგი უგულავა გამოკითხვაზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მივა.

  • ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს

    ამ წუთებში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური რამდენიმე წუთის წინ დაუმაგრეს. პროკურატურამი მელიას დისტანციურ კონტროლი დაიწყო.

    პრობაციის სამსახურის თანამშრომლები ახლა დეპუტატის სახლში იმყოფებიან.
    სააპელაციო სასამართლომ მელიას ელექტრონული კონტროლის შესახებ გადაწყვეტილება 2 ივლისს მიიღო. მას სხვა შეზღუდვებიც აქვს დაწესებული. მელიამ ყველა მისი გადაადგილება პროკურატურასთან უნდა შეათანხმოს.

  • მომხმარებელმა “ნატახტარის” ლიმონათში მატლი აღმოაჩინა

    მომხმარებელმა “ნატახტარის” ლიმონათში მატლი აღმოაჩინა. ფაქტის ამსახველი ფოტო მან თავდაპირველად სოციალურ ქსელში განათავსა.

    ჩვენთან საუბარში კი განაცხადა, რომ ლიმონათი საბურთალოზე ერთ-ერთ მარკეტში შეიძინა და ბოთლის გახსნისთანავე დიდი ზომის მატლი შენიშნა.

  • „დედაქალაქის მერი უკვე მეცამეტე დღეა, გახარიას პირსახოცად არის გადაქცეული” -ხაბეიშვილი

    „დედაქალაქის მერი უკვე მეცამეტე დღეა, ფაქტობრივად, გიორგი გახარიას პირსახოცად არის გადაქცეული და მაქსიმალურად ცდილობს მის „გაპრავებას“,“ -ეს განცხადება, ლევან ხაბეიშვილმა კალაძის შესახებ გააკეთა. 

    „კახა კალაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს. ის ამბობს და დღეს აბსოლუტურად ყველა მორალურ ზღვარს გასცდა და თქვა, რომ ეს არ იყო აქციის დარბევა და თურმე არ იგეგმებოდა აქციის დარბევა, უბრალოდ ეს იყო თურმე მოგერიება. ახალი მესიჯბოქსი აქვთ, რაც გულისხმობს იმას, რომ თურმე 20 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე მეტრით მოშორებით იდგა აქციაზე და თვალი ამოუღეს, ეს გოგონა თურმე შტურმს ახორციელებდა პარლამენტზე. ნაცვლად იმისა, რომ კალაძე დაკავებული იყოს ასეთი სულელური და ამორალური განცხადებებით, კარგი იქნება, თავად გასცეს პასუხი საზოგადოებას და თბილისელებს, მანამ, სანამ დაიწყებოდა ამ აქციის დაშლა, თუ ის ამბობს, რომ თურმე შტურმი ხორციელდებოდა პარლამენტზე, თურმე მომიტინგეები რაიმეს აშავებდნენ, მას, როგორც დედაქალაქის მერს ჰქონდა ვალდებულება, საჯარო განცხადებით მიემართა თბილისელებისთვის და მოეწოდებინა და მშვიდობიანად დაშლილიყვნენ ეს ადამიანები და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე არ მომხდარიყო ასობით ადამიანის დაწამვლა, დასახიჩრება და შემდეგ უკვე დაკავება,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

    შეგახსენებთ კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ   “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლა არ მომხდარა, არამედ ეს  იყო მოგერიება.