დღეიდან უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

Written by

in

დღეიდან თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით, ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე სანქციები გაიზარდა. ამ დარღვევისთვის მოქალაქე ხუთი ლარის ნაცვლად უკვე 20 ლარით დაჯარიმდება.

რაც შეეხება საურავს, რაც მგზავრს 30 დღის განმავლობაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ეკისრება,  შემცირდა და 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი გახდა.

მგზავრი ვალდებულია, ბილეთი მგზავრობის დაწყებისთანავე აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორის მიერ მგზავრობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაჯარიმდეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *