Category: არქივი

  • “რუსთავი2”-ზე შტურმის გამო რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო

    “რუსთავი2” -ის ჟურნალისტის, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგს, სადაცა ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

    უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი მიერ გაკეთებული განცხადება, კიდევ ერთი მაგალითია იმის, სადამდე შეიძლება მიიყვანოს “რუსოფობიამ”.

    ​კრემლი გაბუნიას განცხადებას ღია პროვოკაციად განიხილავს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად.

    ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის მისამართით გაკეთებული განცხადებებით კმაყოფილია და ამბობს, რომ 20 ივნისის პროვოკაციისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება აღარ დადუმდა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

    “კატეგორიულად ვგმობთ უპრეცენდენტოდ მდაბიო ქმედებას და უცენზურო გამონათქვამს, რომელიც ქართულმა ტელეარხმა “რუსთავი 2”-მა რუსეთის ხელისუფლების მისამართით გააჟღერა. აღნიშნულ ფაქტს ქართული რადიკალების მხრიდან კიდევ ერთ ღია პროვოკაციად განვიხილავთ. დღევანდელი ხმაურიანი ინციდენტი ნათელი მაგალითია იმის, სადამდე შეუძლია რუსოფობიას მიგიყვანოს.

    20 ივნისის მოვლენებისგან განსხვავებით, როდესაც რუსეთის საპარლამენტო დელეგაციაზე თავდასხმა განხორციელდა, საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალები აღარ გაამართლა. ამჯერად მათ პროვოკატორები გაასამართლეს. ვხედავთ ასევე ქართული საზოგადობის აღშფოთებას ამ ფაქტთან დაკავშირებით.

    ველოდებით ადეკვატურ რეაგირებას საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური გაერთიანების მხრიდან. ასეთი გამოვლინებას ცივილურ ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს,”-ნათქვამია განცხადებაში.

  • ,,ეს არის უკონტროლო რუსოფობიის ნათელი მაგალითი” – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

    ,,ეს არის უკონტროლო რუსოფობიის ნათელი მაგალითი”, –  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ,,რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “პოსტ სკრიპტუმში”  ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართვასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. 

    ,,ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ,  უპრეცენდენტო,  მიუღებელ, უცენზურო გამონათქვამებს რუსეთის ხელისუფლების მისამართით.

    რუსეთი მომხდარს განიხილავს, როგორც ქართველი რადიკალების მხრიდან  მორიგ პროვოკაციას, რომელიც მიმართულია რუსეთ -საქართველოს ურთიერთობის დაზიანებისკენ.

    ეს ინციდენტი არის ნათელი მაგალითი იმის, თუ სად მივყავართ რუსოფობიას. 20 ივნისს, რუსულ საპარლამენტო დელეგაციაზე თავდასხმისგან განსხვავევით, საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალების გამართლება არ დაიწყო და საკუთარ თავში იპოვა ძალა და გაემიჯნა პროვოკატორებს და დაგმო მათი ქმედება.

    ხელისუფლებამ არ გაამართლა რადიკალები, საკუთარ თავში ძალა იპოვა გაემიჯნოს პროვოკაციას და დაგმოს მათი ქმედება, ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებასაც, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაშია.  ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან. მსგავს ფაქტებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანმა  გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით  მიმართ. მან შეურაცხმყოფელად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც.

  • ასეთი ფორმით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია-კომუნიკაციების კომისია

    კომუნიკაციების კომისიის განცხადება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის-2”-ის გადაცემა “P.S”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს “რუსთავი 2” ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია. სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

    ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას.

    იმ ფონზე, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი მართლაც ფასდაუდებელი მონაპოვარია, მიუღებელი და დაუშვებელია, სწორედ გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს მსგავსი ტიპის უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება. კომუნიკაციების კომისია დარწმუნებულია, რომ მედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ “რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ფაქტს”-აღნიშნულია განცხადებაში.

  • უკრაინული ტელეკომპანია გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად ფლეშმობის მოწყობას გეგმავს

    უკრაინული ტელეკომპანია გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად ფლეშმობის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული და რუსული მედია წერს.

    უკრაინული ტელეკომპანია „პრიამის“ ეთერში გაბუნიას მხარდამჭერ ფლეშმობს 10 ივლისს მოაწყობს.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში მაყურებელმა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას ტელემიმართვა იხილა.

    გაბუნიამ ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადება გააკეთა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

    გვიან ღამით ტელეკომპანიასთან აქცია გაიმართა. “რუსთავი 2-მა” რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა.

  • “ეს იყო უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია”-საგანგებო ბრიფინგი “ქართულ ოცნებაში”

    “ეს იყო უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია” – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების”  პოლიტსაბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

    “ის რაც გუშინ “რუსთავი2-ის” ეთერში ვიხილეთ არის მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი., რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ ტელევიზია რუსთავი 2-ზე გადის და სრულად ჯდება  ზიზღის სიცრუის და ძალადობის  პარტიული მანქანის პოლიტიკაში.  ამის მაგალიტი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პროკურორის  ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა, მათ საზოგადოება შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ წინაპრების საფლავის გინება პირდაპირ ეთერში ცდება არამარტო ქართველ და კავკასიურ , არამედ მთლიანად ცივილიზაციურ ჩარჩოებს, ამის ჩამდენი ტავად აყენებს თავს ცივიზილაზიის მიღმა.

    უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია რაც რუსთავი 2-ის ეთერში იხილა ქართველმა საზოგადოებამ წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც ისახავდა საყოველტაო დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას საქართველოს მოქალაქეებისათვის ეკონომიკური  პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას.ეს განცხადება რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს თანამემამულეებს რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში

    სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი – ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვთარების პერსპექტივასაც. დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

  • ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

    ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, შვილს, ბაჩანა შენგელიას, იმ განცხადების გამო გამოკითხავენ, რომელიც მან ერთი კვირის წინ გააკეთა. 

    ბაჩანა შენგელიამ  შინაგან საქმეთა მინისტრის დაკითხვა მოითხოვა.

    ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ზუგდიდში ყოფნის დროს, განათლების მინისტრს უშუალოდ გიორგი გახარიამ დაავალა მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლა. შენგელიას თქმით, ამის მიზეზი იყო ის, რომ კერზაია არ ასრულებდა “ქართული ოცნების” დავალებებს. 

    „ჩვენ მივაწოდეთ პროკურატურას ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ასახავს ამ თათბირის მიმდინარეობას, ასევე, მასში მონაწილე პირების ვინაობას და შესაბამისად, ვითხოვთ პროკურატურისგან გამოიკითხოს ყველა ეს პირი შს მინისტრთან ერთად, რომლებიც უკვე დაადასტურებენ ამ ფაქტს და შესაბამისად, თუ გაცემული მსგავსი ტიპის დავალება, რაც არის უკანონო, ბუნებრივია, შესაბამისად, ვითხოვთ უკვე შს მინისტრის პასუხისგებაში მიცემას,“- განაცხადა შენგელიამ.

  • სასულიერო პირები პარლამენტთან შეიკრიბნენ

    სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები  პარლამენტთან შეიკრიბნენ. სასულიერო პირები აპირებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან პარაკლისი გადაიხადონ.

    „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მსვლელობას სასულიერო პირები უძღვებოდნენ.

    შეკრების მიზეზი პრაიდს ეხება. მათი თქმით, საქართველოში პრაიდი არ ჩატარდება.

    შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისი პრაიდის “ღირსების მარში” უნდა ჩატარებულიყო, ღონისძიება დილის 9:00 საათზე შსს-სთან დაიგეგმა, თუმცა ორგანიზატორების თქმით, ინფორმაციის გაჟონვის გამო გადაიდო.

  • საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა

    დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა.

    ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა გავრილოვის ვიზიტის შემდეგ მიიღო.

    შესაბამისი ბრძანებულება ვლადიმერ პუტინმა  22 ივნისს გასცა. ოფიციალურ მიზეზად კი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაასახელა.

    ამ ბრძანების გაცემამდე საქართველოში 54 ათასი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, მოწოდების მიუხედავად 4 ათას 500-მდე ტურისტმა ქვეყნიდან დაგეგმილზე ადრე გამგზავრებაზე უარი თქვა.

  • თბილისი პრაიდის ღირსების მარში გადაიდო

    დღეს დილას  დაგეგმილი „ღირსების მარში” გადაიდო.  ამის შესახებ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

    „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს დილის 9:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორების განცხადებით,  ინფორმაციამ ადგილმდებარეობის შესახებ გაჟონა და მათი უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.

    ამ ეტაპზე უცნობია, როდის არის თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების  ჩატარება.

  • მირზა სუბელიანი თავისუფალია

    ხორავას ქუჩის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, მირზა სუბელიანმა სასჯელაღსრულების  დაწესებულება დღეს დილით დატოვა. 1 წლიანი სასჯელი პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დანაშაულის დაფარვისთვის მოიხადა.

    სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას თავდაპირველად ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლი გადაკვალიფიცირდა.

    მოსამართლემ მირზა სუბელიანი არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებით – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, არამედ  დანაშაულის დაფარვისთვის გაამტყუნა.

    მანამდე კი პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიიჩნია, რომ  სუბელიანმა ხელი შეუშალა გამოძიებას, ასევე ზემოქმედება მოახდინა გამოსაკითხ პირებზე და ცრუ ჩვენება მისცა.

    შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავის 2-მა”  სუბელიანის დაკავებიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის 14 ოქტომბერს  ფარული ჩანაწერი გაავრცელა,სადაც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

    ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, ამბობდა, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების მოგვარებაში მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.

    სუბელიანი ჩანაწერებში ასევე ამბობდა, იმ გარიგებაზე, მასსა და ხელისუფლებას შორის შედგა.

    დადებული გარიგების მიხედვით, ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა. მისი თქმით, ერთი წელს პატიმრობაში გაატარებდა, ერთ წელს კი – პირობით მსჯავრს მოიხდიდა.