რუსთავი2–ის გადაცემა პოსკრიპტუმის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საეთერო მონოლოგს რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გინებით დიდი სკანდალი მოჰყვა. მას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფესიბუქით ეხმაურება:
Category: არქივი
-
“ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს“-მიხეილ სააკაშვილი გაბუნიას სკანდალურ ეთერს ეხმაურება
“რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს!ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით!ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს“– წერს მიხეილ სააკაშვილი. -
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.
„პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველ შემთხვევაში, ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!“, – აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.
-
ხელისუფლების პირველი პირების რეაქციები გაბუნიას გინებაზე პუტინის მისამართით
კვირას საღამოს “რუსთავი 2-ის” ეთერში გადაცემა “პოსტ-სკრიპტუმში” გიორგი გაბუნიას პუტინისადმი მიმართვას, რომელიც გინებას შეიცავდა, რეაქციები ხელისუფლების პირველი პირებისგან მოჰყვა. საავტორო გადაცემის წამყვანის პირდაპირ ეთერში უცენზურო მიმართვას გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე. სამივე მათგანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა.მამუკა ბახტაძემ ეს მიმართვა საშიშ პროვოკაციად შეფასა.„ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად. ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, – აცხადებს ბახტაძე.“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა დივანმა კახა კალაძემ გიორგი გაბუნიას მიმართვას პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.“ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ.ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!”-განაცხადა კახა კალაძემ.“დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ”-კალაძეგიორგი გაბუნიას მიმართვა პროვოკაციად შეაფასა ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც.„რაც დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. -
“გაბუნიას განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას“–ქარტია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გიორგი გაბუნიას მიერ პოსკრიპტუმის ეთერში რუსულ ენაზე პუტინის გინებას განცხადებით აფასებს:“ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.
გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებებს და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ.“–ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. -
“პუტინის დედაც, მაგრამ რაც ეხლა ეთერში იყო მიუღებელი და არასწორია“–ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერზე
გიორგი გაბუნიას სკანდალური ეთერი და რუსეთის პრეზიდენტის დედის გინება რუსულ ენაზე სოციალურ ქსელებში უცებ გახდა მთავარი თემა. მას გაბუნიას კოლეგებიც ეხმაურებიან. ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს:
“პუტინის დედაც, მაგრამ რაც ეხლა ეთერში იყო მიუღებელი და არასწორია. არასწორი პროვოკაციაა. თამამია ნაბიჯი მაშინ, როცა პასუხს მხოლოდ შენ იღებ. როცა შენი სითამამის გამო შეიძლება ათაოსობით ადამიანი და ქვეყანა დაზარალდეს უკვე მიუღებელია.“
მოგვიანებით ჟორჟოლიანმა ფეისბუქზე კიდევ ერთი სტატუსი დაწერა ამ თემაზე:
“რასაც ვუყურებ ხალხს შიში აქვს, რომ პუტინი გაბუნიას გინების გამო დაგვბომბავს. თან, ისეთი ხალხი წერს ამას რომ.. ერთია რომ არ მოგვეწონა რაც ვნახეთ, მაგრამ ეს შიშები ძალიან არასერიოზულია ხალხნო.“
-
“გულისამრევი ბილწსიტყვაობა არ არის დასაშვები“–გვარამიას რეაქცია გიორგი გაბუნიას გინებაზე პირდაპირ ეთერში
რუსთავი2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას გადაცემაში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რუსულ ენაზე გიპნების გამო სასწრაფოდ სამსახურში წავიდა და გზაში ვიდეომიმართვა დადო. როგორც გვარამია ამბობს, ის თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა ამის მიუხედავად აუცილებლად მიაჩნია სამსახურში მისვლა და გიორგი გაბუნიას განცხადებებზე რეაგირება.“მიწევს სამსახურში წასვლა იმის გამო რაც გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში საავტორო ტექსტში თქვაამის შემდეგ მე ვფიქრობ რომ საჭიროა არხის სახელით ახსნა–განმარტებების გაკეთება.არ ვაპირებ პუტინის გამო ბუდიშის მოხას, ვიზიარებ პათოსს ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რაც ჩვენი ფანტასტიური აქციის წერვებმა ამ დღეების განმავლობაში გააკეთეს და იმღერეს პუტინ ხუილორა თქმა უნდა მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიცია არხი მაინც გამოთქვამს უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდების თაობაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. სხვა მხრივ მიგვაჩნია რომ პუტინი არის ჩვენი სამშობლოს ნომერ პირველი მტერი და მისი რადიკალური შეფასება მაქსიმალურად რადიკალურადაც აბსოლუტურად შესაძლებელი და დასაშვებია ჩვენს ეთერში, თუმცა კიდევ ერთხელ, რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწსიტყვაობას და ეს არ არის დასაშვები.“ -
გიორგი გაბუნიამ პოსკრიპტუმის ეთერში პუტინს რუსულად აგინა(ვიდეო)
რუსთავი2–ის გადაცემა პოსკრიპტუმის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა პოსკრიპუტმის ეთერში რუსეთის პრეზიდენტს რუსულად მიმართა. მიმართვა ძირითადად გინებას შეიცავდა. fpn
-
“ჩვენ კომბლები სხვენში გვიდევს”- ვასაძე ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ბიზნესმენმა ლევან ვასაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვიდემიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, ხვალ 10:00 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, რათა წესრიგი დაამყარონ და „თბილისი პრაიდის“ დაგეგმილი ღირსების მარში არ გაიმართოს.
„ზუსტი დრო და ადგილი ამ სიბილწის, პროპაგანდის, ჩვენი შვილების გარყვნის მცდელობისა ან ჩვენი უძველესი ტრადიციული ქრისტიანული კულტურის შეურაცხყოფის მცდელობისა ჩვენ არ ვიცით. დილას შევიკრიბებით რამდენიმე ათასი ადამიანი, ჯგუფები დაძრულია მთიულეთიდან, ხევიდან, სვანეთიდან, დასავლეთ საქართველოდან, უამრავი ხალხი მოდის თბილისიდან და დაველოდებით ადგილსა და დროს. მინდა, შევახსენო ყველა ჩვენს მომხრეს, ვინც ვერის ბაღში მოვიდა 16 ივნისს, ჩვენი სამოქმედო გეგმა. იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. ჩვენ გარდა უამრავი ხალხი მოვა. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ იქნება ცემა-ტყეპა და სისხლისღვრა, ჩვენი ამოცანაა – პოლიციის კორდონი თუ იქნება, გავარღვიოთ და გარყვნილების პროპაგანდისტები იქიდან გავათრიოთ. ვისაც არ გეზარებათ და არ დაგავიწყდებათ, თან იქონიეთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და ამ ქამრების მეშვეობით შევძლოთ, გავათრიოთ ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფები.
მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ კომბლები სხვენში გვიდევს. რადგანაც შსს-მ გამოაცხადა, რომ ვერ დაიცავს პრაიდს და მოუწოდა მათ, რომ ე.წ. პრაიდი არ ჩატარებულიყო, ვისაუბრეთ ამის შესახებ, ჩვენ ვთქვით, რომ მამაკაცები იქ მივალთ შიშველი ხელებით. ღმერთმა ნუ ქნას და შსს თუ გადაწყვეტს, დაგვჩაგროს და დაიცვას ეს უბედურება, მაშინ ვისაც როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. აქვე მინდა გავემიჯნო ყველა იმ პროვოკაციას, რომელიც ვიცით, იგეგმება. იქ აპირებენ იარაღის მოტანას, იქ იქნება ათასგვარი პროვოკაციები, ჩვენ, ვერის ბაღის საზოგადოება ვემიჯნებით ყოველგვარ მკვლელობას, სროლას, დანას, ძალადობა. მინდა, ვუთხრა მათ, რომ ნებისმიერი მსხვერპლი და დაძაბულობა, რომელიც მოხდება ხვალ, იქნება პირველ რიგში, მათი პასუხისმგებლობა. ამასთან, მინდა, მოვუწოდო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გარკვეული იქნება უცხოური ძალების როლი მიმდინარე არეულობის ინსპირირებაში. არ მაინტერესებს რუსი დეპუტატი გავრილოვი იქნება, ამერიკელი მეთიუ ბრაიზა თუ ბებიამისი, თუ ვიღაც დურგალი კარპენტერი, ყველა ის უცხოელი, ვინც პოლიტიკოსია, ანალიტიკოსია თუ დეპუტატი, ვისაც ამ არეულობის გამოწვევაში ხელი ურევია, აუცილებლად უნდა წარდგეს ქართული კანონმდებლობის წინაშე და აგოს პასუხი. ჩვენს ქვეყანას, გაწვალებულს, დამარცხებულს, გაყოფილს, ვალებში, უმუშევრობაში, განათლების სისტემის ნგრევაში, ნარკომანიაში ჩახრჩობილს გეგონება მეტი პრობლემა არ აქვს, გარდა ამ მაიმუნების ტინგიცობის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მშენებლობას.მინდა, გავაფრთხილო ყველა, ვისაც არ აქვს ჯერ გაცნობიერებული, რამხელა საფრთხე არის ქვეყანაში ასეთი ღონისძიების ჩატარება გეოპოლიტიკური, რეპუტაციული, იდეოლოგიური თვალსაზრისით. ძალიან გთხოვთ, არავინ არავის არსად არ ექაჩება, ნურავინ ნურავის განიკითხავს, ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი სინდისის, ოჯახური აღზრდის, მსოფლმხედველობის შესაბამისად და განერიდეთ ამ ინსპირირებულ პროვოკაციას და ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებას. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
შეგახსენებთ,”ღირსების მარში ხვალ, 8 ივლისს გაიმართება” – ამის შესახებ განცხადება “თბილისი პრაიდმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსვლელობა, რომელიც 22 ივნისს იყო დაანონსებული, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.
-
ტაქსის მძღოლმა რუსი ტურისტები აეროპორტის შუა ტრასაზე ჩამოსვა
მომღერალი, თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს, რომ მის გესთ ჰაუსში მყოფი რუსი ტურისტები, რომელიც გუშინ გააცილა ქვეყნიდან, მძღოლმა აეროპორტის შუა ტრასაზე ჩამოსვა. როგორც შემდეგ ირკვევა ტაქსისტმა ტურისტების უთხრა რომ “რუსეთი ოკუპანტია” და ისინი შუა ტრასაზე ჩამოსმით რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.
“ყველა ერთ ხმად ვაღიარებთ , რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი და რუსული პოლიტიკა მტერი … მაგრამ მინდა დაგისვათ ერთი კითხვა … რა დააშავეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ჩამოდიან ჩვენთან და არიან ძალიან კეთილ განწყობილები ?? ? მოგეხსენებათ რომ ამ ბოლო დროს ხშირი შეხება მაქვს რუს ტურისტებთან იქიდან გამომდინარე რომ მაქვს guest house სადაც ძირითადად ტურისტების 80% რუსები გახლდათ … გუშინ გავაცილე ჩემი ბოლო სტუმრები რუსეთიდან, არაჩვეულებრივი ხალხი უზომოდ შეყვარებულები ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე , ძალიან მაგარი წყვილი რუსეთიდან რომლბმაც 1 კვირაში იმაზე კარგად შეისწავლეს და დაათვალიერეს ჩვენი ქვეყანა ვიდრე ჩვენ ვიცით … ხოდა მოკლედ რატო გიყვებით ამ ყველაფერს … ტაქსით წასულან აეროპორტში და მძღოლს აეროპორტის ტრასაზე ჩამოუსვია და უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია და შუა ტრასაზე დაუტოვებია …….. არ ვიცი რომელია სწორი ის ,რომ ჩვენ უზრდელი და უკულტუროები ვართ თუ ის რომ ესე უნდა შევაზიზღოთ ჩვენი ქვეყამა ჩვენს “მტრებს” რომლებიც ძალიან ძალიან დიდი სიმპტიებით იყვნენ განწყობილები პატარა საქართველოს მიმართ ??? არც მე არ ვგიჟდები რუსებზე დაბადებიდანვე მიდევს ის კოდი რომ რუსეთი მტერია , მაგრამ გამაჩნია შეგნება და მგონია რომ თითოეული ჩვენგანი ვართ საქართველოს სახე და როგორც ჩვენ მოვიქცევით ისეთი სახელი გვექნება …. ისე ეს ჩვენ შორის დარჩეს და ძლივს ვიღაცი მიმართ ზიზღის გამოხატვის შანსი მოგვეცა და ერთმანეთის ჭამის გრდა სხვას შეგვიძლია ტალახი ვესროლოთ და ამას როგორ გავმაზავთ ერი ))))”- წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ რომ საპროტესტო გამოსვლები და დარბევა თბილისში 2019 წლის 20 და 21 ივნისს, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა. 2019 წლის 20 ივნისის 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ გავრილოვის ვიზითთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობამ პოლიციასთან ძალისმიერი დაპირისპირება გამოიწვია. დაახლოებით ღამის 12 საათისკენ პოლიციამ და სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. 5 საათის განმავლობაში ისინი აქციის დაშლას რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობდნენ. ადგილობირივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამართალდამცავთა მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს.დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებია.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი, დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ. უწყებისვე ცნობით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის ამოღება დასჭირდა
-
“იმედი მაქვს რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა”- ნათელაშვილი ღირსების მარშს პროვოკაციად აფასებს
თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო ხვალ გაიმართება. ამის შესახებ პრაიდის ოფიციალურ გვერდზე განცხადება და ვიდეო ვრცელდება. თბილისში დაანონსებულ ღირსების მარშს პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან უკვე მოყვა შეფასებები“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ ღირსების მარშს პროვოკაციად აფასებს.
„მეტ პროვოკაციას, იმ დროს, როდესაც ხალხი იცილებს ივანიშვილის რეჟიმს, ვინ მოიფიქრებდა? ესენი მარტო „ელგებეტე“ კი არა, მოსკოვისა და უშიშროების აგენტურაა ერთდროულად. ჯერ იყო და კინაღამ რუსი რაინდები ბელადებად აქციეს.ახლა დარწმუნებული ვარ, ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდად, რათა ეს მარში ჩაატარებინოს ამ ეროვნული მუხტის სადისკრედიტაციოდ.მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა. თუ მართლა ვინმე აპირებს ამ გაპონობას, გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ და დროზე შეძვრეთ იქ, საიდანაც გამოძვერით. P.S აი, უკვე დაიწყო მუშაობა იუდა მოშე გლუკჰარტის კანტორამ“, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.