Category: არქივი

  • “პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ სივრცის დაპატრონებას”-ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები

    ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები არ აპირებენ, რუსთველის გამზირზე 19 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციის გადადებას. ორგანიზატორების განცხადებით დღეს პარლამენტის წინ წყდება, თუ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, პრორუს ძალებს, თუ დამოუკიდებელ ხალხს. ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს დღეს 19:00 საათზე მივიდნენ აქციაზე.

    „ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია; რომლებიც ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი და ოკუპანტი; რომლებიც მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, მიგვაჩნია, რომ:

    “დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს;

    “დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით;

    “დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას; მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს:

    “დღეს, 19:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით.

    “ამავდროულად, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მხედველობაში მიიღოს კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები, შეასრულოს მისი ვალდებულება და უზრუნველყოს შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა უსაფრთხოება და ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობა;

    “გელოდებით რუსთაველზე, შვიდიდან,“-აცხადებს აქციის ორგანიზტორი მიშა მშვილდაძე.

    განცხადება მშვილდაძემ გმირთა მოედანზე წაიკითხა. მისი თქმით, ადგილი სიმბოლურად შეარჩიეს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ მოქალაქეებს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა.

    შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე დილიდან კონტრაქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები არიან ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები.

  • ჰომოფობიურ აქციას ლგბტ დროშამ გადაუფრინა

    პარლამენტის შენობასთან, სადაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და ლევან ვასაძის ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს, ლგბტ დროშამ გადაიფრინა. ლგბტ დროშა დრონზეა მიმაგრებული.

    “აი, ზუსტად სახე, იმ აქციების სახე, რაც აქ ტარდებოდა. ნახეთ, ლგბტ დროშა, რა დროშას აფრიალებენ”, — თქვა სიტყვით გამომსვლელმა აქციაზე.

    რუსთაველის გამზირზე დღეს სავარაუდოდ 2 აქცია ერთდროულად გაიმართება.

    რუსთაველის გამზირზე დილიდან შეკრებილი პრაიდის მოწინააღმდეგეები ადგილზე რჩებიან, ისინი აცხადებენ,რომ ხელს შეუშლიან ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებას. ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილია” უკვე მე-19 დღეა მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ მხარდამჭერებს, დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ მათი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით.

  • თავად „ოცნებასთან“ ერთად, ლოპოტაზე არჩევნებზე მსჯელობენ-ელისაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს

    “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებლის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით,  „ნაციონალური მოძრაობა“ ლოპოტაზე “ქართულ ოცნებასთან” ერთად იმყოფება და არჩევნებზე მსჯელობს. 

    “მე და ლევან იოსელიანს მთელმა ოპოზიციამ და განსაკუთრებით ნაცმოძრაობამ, ლამის თვალები დაგვთხარეს პროპორციული არჩევნების პრეზენტაციაზე რატომ მიხვედითო. მით უფრო, ირაკლი კობახიძე იყო ოცნების პრეზენტაციაზეო. ჰოდა, ახლა თავად ოცნებასთან ერთად, ლოპოტის ტბაზე პროპორციული არჩევნების წესზე მსჯელობენ. თან ირაკლი კობახიძეც ესწრება ამ შეხვედრას. აბა, ახლა როგორ არის საქმე? და კიდევ – დღეს ასევე დადასტურდა, რომ ქართულ ოცნებას მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან სურს ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკება. იმიტომ, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა არიან რუსულად რომ ვთქვათ “ჩაშკა – ლოჟკა” და არცერთს არ ეთმობა ამ რეალობის შეცვლა”- განაცხადა ელისაშვილმა.

  • “ჰალკი რო ლოკის ათრევს,ისე უნდა ათრიო”- გიორგი ბოჭორიშვილი დეკანოზს

    სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ისაკაძე აცხადებს, რომ პარლამენტის წინ მოშიმშილე ადამიანებზე მეთვალყურეობას აპირებს.

    „ამას ამბობს დეკანოზი დავით ისაკაძე. წვერებში უნდა წაავლო და ჰალკი რო ლოკის ათრევს,ისე უნდა ათრიო“ – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ბოჭორიშვილი

  • “შევეცდებით, კონფლიქტი ავირიდოთ თავიდან”- რუსთაველზე აქცია და კონტრაქცია გაიმართება

    რუსთაველის გამზირზე დღეს სავარაუდოდ 2 აქცია ერთდროულად გაიმართება.

    რუსთაველის გამზირზე დილიდან შეკრებილი პრაიდის მოწინააღმდეგეები ადგილზე რჩებიან, ისინი აცხადებენ,რომ ხელს შეუშლიან ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებას.

    ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილია” უკვე მე-19 დღეა მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ მხარდამჭერებს, დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ მათი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით.

    ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინონ კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები.

    „ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია, ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი და ოკუპანტი, მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს;

    დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით; დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას;

    მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს, დღეს, 19:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით

    ამავდროულად, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მხედველობაში მიიღოს კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები, შეასრულოს მისი ვალდებულება და უზრუნველყოს შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა უსაფრთხოება და ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობა;

    გელოდებით რუსთაველზე, 19:00-დან “, – აღნიშნულია განცხადებაში.

    მოსალოდნელ კონფლიქტურ სიტუაციასთან დაკავშირებით ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეეცდებიან, კონფლიქტი აირიდონ თავიდან.

    “ჩვენ დავიცავთ ჩვენს სიტყვის თავისუფლებას, იმათ სიტყვის თავისუფლებას პატივს ვცემთ. მივალთ, გავესაუბრებით და შევეცდებით, კონფლიქტი ავიცილოთ თავიდან”-განჰაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

  • თელავში თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა

    თელავში თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო Holiday inn გაიხსნა. 85 ნომრიანი სასტუმრო თელავის ცენტრში მდებარეობს და სტუმრების მიღება უკვე დაწყებულია.

    სასტუმროს ფრანჩაიზის ხელშეკრულება კომპანია “ინტერკონტინენტალ ჰოტელ გრუპს”-თან გაფორმდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 5,000 ზე მეტი სასტუმროთი არის წარმოდგენილი. დაფინანსების სტრუქტურისა და პირობების გაუმჯობესის მიზნით, Holiday inn-ის პროექტი, თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩაერთო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და აგრეთვე სახელმწიფო „უმასპინძლე საქართველოს“ დაფინანსების პროგრამებში.

    თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, შეადგენს 650 მილიონ ლარს.

    ‘თიბისის გუნდის აქტიური ჩართულობა პროექტის საწყისი ეტაპიდან და მათი დაგროვილი გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით ძალიან სასარგებლო იყო ჩვენი პროექტის წარმატებულად განხორცილებაში. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს გავაკეთებთ ერთად – აცხადებს სასტუმროს თანადამფუძლებელი ლევან ერისთავი.

    ‘თიბისი ბანკისთვის როგორც რეგიონალური კორპორატიული კლიენტების განვითარება, აგრეთვე ტურიზმის მზარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი გუნდი მოხარულია რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხოციელებაში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ საერთაშორისო ფონდების დაფინანსების მოძიებას, რაც ეხმარება სასტუმროებს დაფინანსების ხარჯების ოპტიმიზაციაში“- აცხადებს ლევან შავკაციშვილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

    თიბისი ბანკი აქტიურად განაგრძობს ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერას.

  • “ტატუნაშვილის შემდეგ, ქართველ მაგინებელს პროვოკატორს როგორ ეძახით?”- ბექა გოჩიაშვილი

    ქართველი ჯაზ პიანისტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

    “ვერასდროს, ვერანაირად, ქართველი ვერ იქნება პროვოკატორი რუსეთთან. მითუმეტეს დღევანდელ პოლიტიკაში. ემოციურად ვინმე თუ იუზრდელებს პირდაპირ ეთერში, ვლადიმერს ძალიან კიდია. გაბუნია ძალიან პატარა საზომია რუსეთისთვის, იმათთან შედარებით ვისგანაც დაუნდობელ კრიტიკას და ხშირად უტაქტო განცხადებებს იღებს, სხვადასხვა ქვეყნის პრესისგან და ტელევიზიისგან.ყველაზე უტიფრობად ის მიმაჩნია, გაბუნიას გინებით რო ხართ პატრიოტულად შეშინებულები და ამ დროს, რაც რეალურად საშიში იყო: 2 კვირის უკან – რუსი დეპუტატი გვეჯდა პარლამენტში და რჩევა-დარიგებებს იძლეოდა.ტატუნაშვილის შემდეგ, ქართველ მაგინებელს პროვოკატორს როგორ ეძახით? რამოდენიმე ათასობით ხალხი იყო ქუჩაში გასული საქართველოში რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ, მაგის არ შეგვშინებია, გაბუნია ჩესტზე ვის შეეხო მაგრა კიდია რუსეთს, დამიჯერეთ.”- წერს ბექა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში. 

    შეგახსენებთ, რომ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში მაყურებელმა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას ტელემიმართვა იხილა.გაბუნიამ ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადება გააკეთა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გვიან ღამით ტელეკომპანიასთან აქცია გაიმართა. “რუსთავი 2-მა” რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა.

  • დიანა ღურწკაია “რუსთავი 2-ის” ეთერში გინების გამო, საქართველოს ხელისუფლებას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

    რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი, დიანა ღურწკაია პუტინის მისამართით გამოთქმული გინების გამო აღშფოთებას გამოთქვამს.

    ღურწკაია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ “რუსთავი2-ის” ეთერში ჟურნალისტის მიმართვის გამო, რომლეიც გინებას შეიცავდა, ბოდიში უნდა მოიხადოს.დიანა ღურწკაიამ ეს განცხადება “რია ნოვოსწისთან” გააკეთა.

    “ეს ძალიან სამარცხვინოა.მე გავოგნდი როცა ჟურნალისტის ეს გამოსვლა მოვისმინე. მსგავსი გამონათქვამების ტელევიზიით გადაცემა მიუღებელია. მნიშვნელობა არ აქვს, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ პროვოკაციასთან და ჰეროსტრატეს დიდების სურვილთან. მის ქმედებებს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცენ

    “ქვეყნის ხელსიუფლების ოფიციალურმა პირებმა ბოდიში უნდა მოიხადონ მომხდარის გამო ოფიციალურ დონეზე”, — აღნიშნა მომღერალმა.

    შეგახსენებთ, რომ დიანა ღურწკაიამ რუს ხალხს 20 ივნისის მოვლენების გამო მოუბოდიშა.

  • ნაგოია ბაშო ტოჩინოშინისთვის წარუმატებლად დაიწყო – ორი ბრძოლა და ორი მარცხი ქართველ გოლიათს

    იაპონიაში ზაფხულის ბაშომ 7 ივლისს აიღო სტარტი. ბაშოს მიმართ დიდი ინტერესია, რადგან სუმოს ტრავმის შემდეგ დიდი ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო დაუბრუნდა.

    სამწუხაროდ, ქართველმა ოძეკიმ ტურნირი გამარჯვებით ვერ დაიწყო. ლევან გორგაძე პირველ დღეს ძალიან ჭკვიან მებრძოლ ენდოსთან დამარცხდა. ხოლო დღეს უკვე მისი დამარცხება იაპონელმა შოდაიმ იორიკირის ილეთით მოახერხა.

    ბაშოს წარუმატებელი სტარტის მიუხედავად ტოჩინოშინისთვის ჯერ-ჯერობით დაკარგული არაფერია. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ეს ორი მებრძოლი არიან ლევანისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხვალიდან ქართველი გოლიათი ზაფხულის ბაშოს წარმატებით გააგრძელებს.

    ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე კომუსუბი რიუდენი იქნება. ეს მათი მეორე დაპირისპირება იქნება. მათი პირველი ორთაბრძოლა 2018 წელს ნოემბრის ბაშოზე შედგა და ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა.

    არსებობს ცნობები იმის თაობაზეც, რომ ქართველი რიკიშის გაზაფხულის ბაშოზე მიღებული მუხლის ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია და ის ტრავმით ასპარეზობს.

    მეორე ქართველი სუმოისტი ლევან ჯუღელი, იგივე გაგამარუ, ასევე ასპარეზობს მიმდინარე ბაშოზე, თუმცა ის ჯურიოს დივიზიონში გამოდის. 2 დღის შემდეგ მის ანგარიშზე 1 გამარჯვება და 1 მარცხია.

  • “უდიდესი სირცხვილი ქართველებისთვის”- კრემლის პრესსპიკერი

    საქართველოს ხელისუფლების პოზიციით კმაყოფილია კრემლის პრესსპიკერი. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვში ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფა მიუღებლად მიაჩნიათ და კატეგორიულად გმობენ.

    კრემლის პრესსპიკერის შეფასებით, მომხდარი ქართველებისთვის დიდი სირცხვილია.

    „აღვნიშნავთ, რომ ნამდვილად, სრულიად საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტარებმა და პარლამენტის სპიკერმაც, მკაცრად დაგმეს ეს გამოხტომა,”- აცხადებს პესკოვი.

    „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგს საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან მუქარა მოჰყვა.

    მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტმა, უმრავლესობის ლიდერებმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც კი, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის საავტორო მონოლოგზე, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს აგინებს, საგანგებო განცხადებები გააკეთეს და შესაბამისი ორგანოებისგან რეაგირება ითხოვეს.

    გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგს ასევე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი მიერ გაკეთებული განცხადება, კიდევ ერთი მაგალითია იმის, სადამდე შეიძლება მიიყვანოს “რუსოფობიამ”.