უკრაინული ტელეკომპანია გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად ფლეშმობის მოწყობას გეგმავს

Written by

in

უკრაინული ტელეკომპანია გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად ფლეშმობის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული და რუსული მედია წერს.

უკრაინული ტელეკომპანია „პრიამის“ ეთერში გაბუნიას მხარდამჭერ ფლეშმობს 10 ივლისს მოაწყობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში მაყურებელმა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას ტელემიმართვა იხილა.

გაბუნიამ ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადება გააკეთა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

გვიან ღამით ტელეკომპანიასთან აქცია გაიმართა. “რუსთავი 2-მა” რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *