Category: არქივი

  • თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა

    რუსთავი – 2 თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა პოსტ სკრიპტუმში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას (არჩევანი, P.S.). გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი გამოქვეყნდება მოგვიანებით რუსთავი 2 ის ვებ გვერდზე.

  • “რუსთავი 2 არ არის გიორგი გაბუნია და მისი რეაქტიული ოხუნჯობები”-თეონა კონტრიძე

    რუსეთში მცხოვრები მომღერალი თეონა კონტრიძე “რუსთავი 2-ზე” გიორგი გაბუნიას გუშინდელ მიმართვას გამოეხმაურა. მისი თქმით, გინება უზრდელობაა, თუმცა ამის გამო კონკრეტული ტელეკომპანია არ უნდა დაიხუროს, რადგან არხის დახურვა დემოკრატიასთან არაფერ შუაშია.

    “გუშინდელით აღშდოთებული დღემდე ვერ დავოკდი . მიუხედავად ყველაფრისა დავაფიქსირებ ჩემს აზრს . არც ერთ ქვეყანას არ შეიძლება მართავდეს ერთი ძალა . მოგწონთ ეს თქვენ თუ არა უნდა არსებობდეს ბევრი პოზიცია . ნაცი , ქოცი , ევრო , აზია , ზინა , კუკური , ჯაზი , როკი , ტრეშ- მეტალი . ესაა დემოკრატია . რუსთავი ორი არ არის გიორგი გაბუნია და მისი რეაქტიული ოხუნჯობები და ამორალური ეპატაჟი . რუსთავი 2 კიდევ უამრავი ადამიანია , რომელიც თავდადებულად ასრულებს თავის საქმეს . არ შეიძლება რუსთავი 2 ის გაუქმება ისევე როგორც არ შეიძლება ქართული ოცნების გაუქმება. იბადება , მე მჯერა რომ იბადება ახალი დემოკრატიული კულტურა . ამ გზაზე იქნება ეპატაჟიც , ვნებათა ღელვაც და უზნეობაც , მაგრამ უნდა დაისაჯოს მხოლოდ დამნაშავე , კანონით და ცივად , ემოციის გარეშე . პასიონარულობა არ შეიძლება იქცეს ერის დაავადებად. გამორთეთ ემოცია და ჩართეთ თვინი , ერთხელ მაინც ! გინება არაა გამოხატვის თავისუფლება , გინება უზრდელობაა, საშინელებაა , აღვირახსნილობაა , მაგრამ კანალის დახურვაც დემოკრატიასთან არაფერ შუაშია . ჩვენი ძალაა კონსტიტუცია და მას დავეყრდნოთ . და კიდევ ერთი ! მე ბოდიშს არავის არ ვუხდი სხვის გამო . შვილის გამოც კი . მუდმივი კარნავალი არ დამთავრდება თუ ტვინი არ ჩაირთო !!!”-წერს თეონა კონტრიძე.

  • თიბისი საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა

    ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EMEA Finance თიბისი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ ზედიზედ უკვე მერვედ მიიღო. გარდა ამისა, EMEA Finance-მა თიბისი 2018 წლის საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად, მისი შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი კი საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა. EMEA Finance-ის აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის საუკეთესო ფინანსურ შედეგებს და ციფრულ შესაძლებლობებს, ასევე მომხმარებლისთვის შეთავაზებულ სამაგალითო მომსახურებას.

    „ჩვენთვის დიდი პატივია EMEA Finance-ის მორიგი აღიარება. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს თიბისის წამყვან პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე და ასევე, მის მზარდ რეგიონალურ მნიშვნელობას. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება თიბისი კაპიტალის საინვესტიციო ბანკად ჩამოყალიბებაზე უკვე აჩვენებს შედეგებს და ის მეორე წელია საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანიად სახელდება“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

    „ბოლო ათწლეულის განმავლობაში თიბისი ბანკი წარმატებით იყენებს საბაზრო შესაძლებლობებს და იმსახურებს ქართველი ხალხის და ბიზნესსაზოგადოების ნდობას. მეტიც, თიბისი ბანკი განიხილავს უზბეკეთსა და აზერბაიჯანში გაფართოებას, როგორც რეგიონალური სტრატეგიის უმთავრეს ნაწილს და შესაძლებლობას, გაზარდოს მომხმარებელთა რაოდენობა“, – განაცხადა ჟურნალ EMEA Finance-ის გენერალურმა დირექტორმა და გამომცემელმა, კრისტოფერ მორმა.

    EMEA Finance 2008 წლიდან გამოდის და ორიენტირებულია ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ფინანსურ ბაზრებზე. ჟურნალი წამყვანი საინფორმაციო გამოცემაა ფინანსური მომსახურებისა და კორპორაციული სექტორის აღმასრულებელი რგოლის მენეჯერებისთვის.

  • კერძო არხის დახურვის მოთხოვნა სწორი არ არის-კალაძე

    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსთავი 2-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას გამო  კერძო არხის დახურვის მოთხოვნა სწორი არ არის.

    “ჩვენ ვამაყობთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ვერ გუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას.

    ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, ვინაიდან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან, სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას უადვილებს ამ პროცესში არეულობის შეტანას.

    გუშინ, ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოხსნა რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.

    ჩვენი – მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ნახევარი თვის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, შევინარჩუნოთ ეს მოცემულობა. არ მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება.

    მეგობრებო, ნორმალურ საზოგადოებაში, ქვეყნის მოყვარული ადამიანები თავიანთ სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ.

    ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარე მტერს” – ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” ეთერში გასული გიორგი გაბუნიას მიმართვის შემდეგ  “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გაბუნიას მიმართვას პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

  • “ჩვენ თანახმა ვართ თქვენც აგინოთ ჩვენს პრეზიდენტს და გავანულოთ ანგარიში”- ნანუკა ჟორჟოლიანი

    გიორგი გაბუნიას სკანდალური ეთერი და რუსეთის პრეზიდენტის დედის გინება რუსულ ენაზე სოციალურ ქსელებში უცებ გახდა მთავარი თემა.  ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს: “მივმართავ რუს ჟურნალისტებს. ჩვენ თანახმა ვართ თქვენც აგინოთ ჩვენს პრეზიდენტს და გავანულოთ ანგარიში.”

    რუსთაველის გამზირზე დილიდან შეკრებილი პრაიდის მოწინააღმდეგეები ადგილზე რჩებიან, ისინი აცხადებენ,რომ ხელს შეუშლიან ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებას. ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილია” უკვე მე-19 დღეა მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ მხარდამჭერებს, დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ მათი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით.

  • ლარი მკვეთრად გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ფასი  2.8320 ლარი გახდა. 

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8012 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.08 თეთრი შეადგინა.

    გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1778 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1547 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.31 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4947 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5471 ლარი ეღირება.

  • ეს იყო გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია- მამუკა ბახტაძე

    „განცხადებები გაკეთდა ჩვენი მხრიდან, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ასეთ დროს,“ – ასე ეხმაურება პრემიერი, მამუკა ბახტაძე „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ის წამყვანის მონოლოგის შემდეგ, მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობის გამოხმაურებას.

    მამუკა ბახტაძის თქმით, გაბუნიას განცხადების შემდეგ, რომელმაც ვლადიმერ პუტინის მიმართ უცენზურო გამონათქვამები გამოიყენა, მთავრობის წევრებმა შესაბამისი განცხადებები გააკეთეს.

    „განცხადებები გაკეთდა ჩვენი მხრიდან, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ასეთ დროს. აქ შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა ამ დესტრუქციულ ძალას რა ამოძრავებს, მათ ამოძრავებთ ის, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფოებრიობა და პრობლემები შეუქმნან ქართულ საზოგადოებას და ქართველ ხალხს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერი გიორგი გაბუნიას გარდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის მიზანს, ეროვნული ინტერესების დაზიანება წარმოადგენს.

    „ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და რა თქმა უნდა, ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები. ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ბელადი მხრიდან. ეს ჩვენ ვიხილეთ გუშინ, ეს იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს, გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანი გახლავთ, რომ მოახდინონ საქართველოში დესტაბილიზაცია. მოახდინონ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. მინდა გითხრათ, რომ ეს არავის არ გამოუვა, მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ – განაცხადა ბახტაძემ.

    გაბუნიას მონოლოგის შემდეგ, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტის მიმართ უცენზურო გამონათქვამებს იყენებს, ხელისუფლების პირველმა პირებმა განცხადებები გააკეთეს და უსწრაფესი რეაგირება მოითხოვეს. განცხადებები გააკეთეს ქვეყნის პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და “ქართული ოცნების” ლიდერებმა. რეაგირება მყისიერი და სწრაფი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი მიმართა.

    ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა კი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საავტორო გადაცემის წამყვანმა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი დაარღვი

  • აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრებზე ბიუჯეტიდან 736 637 ლარია დახარჯული-“საერთაშორისო გამჭვირვალობა”

    რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობაზე 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით ბიუჯეტიდან 736 637 ლარი დაიხარჯა. კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს.

    ანგარიშის მიხედვით,  33 სამივლინებო ვიზიტზე 116 098 ლარი დაიხარჯა. საკონსულტაციო მომსახურებაში 46 ათასი ლარი. სარესტორნო მომსახურება საქართველოში 1 950 ლარი დაუჯდა. ზურაბ აბაშიძემ თანამდებობრივი სარგოსა და პრემია-დანამატის სახით 491 ათას 444 ლარი მიიღო.

    ორი შტატგარეშე თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოსა და პრემია-დანამატის სახით – 80 145 ათასი ლარი დაიხარჯა.

    ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატის შეხვედრები 2012 წლის ბოლოდან მიმდინარეობს. როგორც მონაწილეები ამბობენ, ამ ფორმატში სავაჭრო, სატრანსორტო, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები განიხილება.

  • რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

    რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს, ხოლო 19 :00 საათზე ანტისაოკუპაციო აქცია დაიგეგმა, აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან. 

    სიტუაციის მოსალოდნელი დაძაბვის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

    როგორც ერთი, ასევე, მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • დაპირისპირება პარლამენტთან – ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა მიშა მშვილდაძეს ბოთლები დაუშინეს

    რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს, მიშა მშვილდაძეს წყლის ბოთლები დაუშინეს.

    მიშა მშვილდაძე რუსთაველზე მივიდა. შეგახსენებთ, რომ დილიდან “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან   მმკ-ს, ლევან ვასაძის, ქართული მარშის  წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

    დღესვე ამავე ადგილას 19:00 საათზე დაანონსებულია ანტისაოკუპაციო აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით – “სირცხვილია”.