Category: არქივი

  • სამართალდამცველებმა ანტისაოკუპაციო აქციის ორი მონაწილე დააკავეს

    ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან – სამართალდამცველება ანტისაოკიოაციო აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

    შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთ-ერთი დაკავებული არსებული ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილია.

  • პარლამენტთან ვითარება დაიძაბა-ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ახალგაზრდა მამაკაცს თავი გაუტეხეს

    ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ახალგაზრდა მამაკაცს თავი გაუტეხეს. მამაკაცს, რომელიც  ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე იყო, ერთ-ერთმა პირმა  ქამარი თავში ჩაარტყა.

    ახალგაზრდას პირველადი დახმარება ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  გაუწია მას თავი აქვს გატეხილი.

    შეგახსენებთ, რომ ქამრებითა და კომბლებით შეიარაღებული ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები.

    ქამრებით მისვლისკენ ჰომოფობიური აქციის მონაწილეებს ლევან ვასაძემ მოუწოდა.

  • “თბილის პრაიდი” გადაიქცა “თბილისი ჰაიდად” – შსს-სთან მისულ ვასაძეს, “პრაიდის” მარში დასრულებული დახვდა

    „თბილის პრაიდი“ გადაიქცა „თბილისი ჰაიდად“ ეს არის თავის გაბითურება – ამბობს ლევან ვასაძე, რომელიც „თბილის პრაიდის“ ღირსების მარშის ჩასაშლელად რუსთაველიდან შს სამინისტროსკენ გაემართა, თუმცა აქცია დასრულებული დახვდა.

    ლევან ვასაძე ამბობს, რომ მისი მხარდამჭერები და „ქართული მარშის“ წევრები ვერ იქნებიან ყველგან.

    „ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანები იყონ ერთად, კურდღლებს შეუძლიათ ვარკეთილში აირბინონ რამდენიმე ფოტო გადაიღონ და მერე იქიდან გაიქცნენ. მოვედით იმისთვის, რისთვისაც მივედით რუსთაველზე, რისთვისაც ვიყავით დილას აქ, რომ არ დავუშვათ უსირცხვილობის ზეიმი და ტაშ-ფანდური. გესმით, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ვიყოთ ყველგან.

    “რუსთაველზე ყოფნისას ვთქვით, რომ არავითარი პრობლემა არ გვაქვს იმ ხალხთან ვინც აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაცია როგორც რუსული მხრიდან აფხაზეთსა და ცხინვალში ასევე გლობალისტური ლიბერალური მხრიდან თბილისში დასრულდება, საქართველო გამთლიანდება,“-ამბობს ვასაძე.

    მისი თქმით, ის არ ეთანხმება, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ამბობს, რომ გავრილოვი საქართველოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „რუსთავი 2“-მა ჩამოიყვანა.

    „მე მაგალითად იმ 96%-ს ვეკუთვნი, ვისაც მიაჩნია, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, მაგრამ ვისაც მიაჩნიათ თქვას. მე ჩემი პოზიცია მაქვს მე მიმაჩნია, რომ იმ ღამეს მიუხედავად იმისა, რომ ის პროვოკაცია მოაწყვეს “ნაცებმა,” “რუსთავი 2”-მა თქვენმა დამსაქმებელმა, რუსი დეპუტატის ჩაჯენა იმ კრესლოში, “ნაცებმა” და “ქოცებმა” ერთად ეს იყო ორი პარტიის მიერ მოწყობილი პროვოკაცია…

    “ეს იყო ნაც-ქოცების მე მათ ვეძახი კოჰაბიტანტებს, ყველა უნდა დაისაჯოს კანონის სიმკაცრით. ნუ მიწყობთ დაკითხვას,“-ამბობს ვასაძე.

    მისი თქმით, თუ ქვეყნის დეოკუპაცია გვინდა, არ უნდა ვიყოთ „ფარჩაკები“ და უნდა დავსხდეთ სასაუბროდ პირისპირ.

  • სამართალდამცავებმა ჰომოფობიურ და ანტისაოკუპაციო აქციებს შორის კორდონი გააკეთეს

    ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს.

    სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე კორდონი გააკეთეს, რითაც ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდება.

    ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით სამართალდამცავია განთავსებული. ასევე გამზირზე განლაგებულია ე.წ. ყვითელი ავტობუსები.

    როგორც ცნობილია, პარლამენტთან კვლავ იგეგმება ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა, რომლის მონაწილეებიც საკანონმდებლო ორგანოსთან პუშკინის სკვერიდან მსვლელობით მისვლას აპირებენ, პარალელურად კი პარლამენტთან დილიდან განთავსებული არიან ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები.

  • მთავრობის ადმინისტრაციაში სპეცრაზმი შეჰყავთ

    მთავრობის ადმინისტრაციაში სპეცრაზმი შეჰყავთ. სავარაუდოდ პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება პარლამენტის შენობასთან დაანონსებულ ორ აქციას უკავშირდება. სამართალდამცავები ადგილზე ყვითელი ავტობუსებით მიჰყავთ.

    ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერთან შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმართულებით. თუმცა რუსთაველის გამზირი უკვე რამდენიმე საათია, ლევან ვასაძის მხარდამჭერებს და სასულიერო პირებს აქვთ დაკავებული, რომლებიც ლგბტ თემის მიერ დაანონსებულ ღონისძიებებს აპროტესტებენ.

  • ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად ლგბტ აქციის დასაშლელად რუსთაველის გამზირიდან შსს-კენ მიემართება

    ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირიდან შსს-კენ მიემართება. გადაწყვეტილება ლევან ვასაძემ მასშემდეგ მიიღო, რაც შეიტყო რომ შსს-ს შენობასთან აქცია ლგბტ თემის წარმომადგენლები მართავენ. ლევან ვასაძემ მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ მისცემს საშუალებას ლგბტ თემის წარმომადგენლებს რომ ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდნენ.