ანტისაოკუპაციო აქცია პარლამენტისკენ დაიძრა

Written by

in


ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები თავისუფლების მოედნიდან  პარლამენტისკენ მსვლელობით დაიძრნენ.

შეგახსენებთ,  პარლამენტის წინ აქციას ჰომოფობიური ჯგუფები, მმკ,  „ქართული მარში“ და ლევან ვასაძის მხარდამჭერები მართავენ.

ჰომოფობიური ჯგუფები აგრესიას გამოხატავენ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების მიმართ.ადგილზე  სამართალდამცავები ცდილობენ არ მოხდეს 2 სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კინო რუსთაველთან გზა გადაკეტილია ყვითელი ავტობუსებით და პოლიციის კორდონებით.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ისინი აუცილებლად მივლენ პარლამენტთან და პროტესტის მე-19 დღეს პარლამენტის წინ აუცილებლად ისევ მოითხოვენ შს მინისტრის გადადგომას.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *