Category: არქივი

  • პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ვასაძის მხარდამჭერები გაიყვანა

    პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ლევან ვასაძის მხარდამჭერები გაიყვანეს. ტერიტორია პოლიციამ ვასაძის მხარდამჭერთა  აქციის თითქმის ყველა მონაწილეს დაატოვებინა.

    ვასაძის მხარდამჭერებმა ამის გამო უკმაყოფილება  გამოთქვეს. 

    სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ყველას დაატოვებინეს, მათ შორის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, რომლებიც უკვე 18 დღეა შიმშილობენ.

    მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონი დგას.

  • დაპირისპირება პარლამენტთან – ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ტრიბუნასთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ

    ცოტა ხნის წინ ხმაური იყო  პარლამენტთან,  ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები  იმ ტრიბუნასთან მისვლას ითხოვენ, სადაც 18 ისინი დღის მანძილზე იდგნენ.

    ამის საშუალება მათ არ მისცეს  აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.

    პარლამენტთან ტრიბუნა გუშინდელიდან მოყოლებული პრაიდის საწინააღმდეგო აქციის წევრებს აქვთ  დაკავებული.

    „24 საათია არც ჩვენ გვეძლევა მათთან მისვლის საშუალება და არც მათ ჩვენთან. ამ დროს კონტრაქციის წევრები ჯოგებად შედიან აქედან და იქიდან . პოლიცია ამბობს, რომ არ შედიანო, მაგრამ ვხედავთ, რომ შედიან,“-ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

    აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, ტრიბუნასთან ანტისაოკუპაციო აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება, რომელთან მიახლოების საშუალებას აქციის დანარჩენ ორგანიზატორებს არ აძლევენ.ხოლო  ვასაძის მხარდამჭერები თავისუფლად გადაადგილდებიან.

    ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიციის დანაყოფები, პარლამენტის შენობასთან და მის მიმდებარედ განალაგეს.

  • ლორთქიფანიძე მოითხოვს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა მუსიკები გამორთონ

    “რატომ არ ურთავთ მუსიკებს?”- დიმიტრი ლორთქიფანიძე მოითხოვს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა მუსიკები გამორთონ.

    ლორთქიფანიძემ  განაცხადა, რომ ღამის საათებში მუსიკის ხმამაღლა ჩართვა არის კანონით აკრძალული, მან მოუწოდა სამართალდამცავებს, მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება.

    ჰომოფობიური აქციის წევრების გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ  ანტისაოკუპაციო აქციის  წევრები რუსთაველის გამზირზე, მუსიკას უსმენენ და ცეკვავენ.

    “როდემდე უნდა ვუსმინოთ პინქ ფლოიდებს?” – აცხადებენ ვასაძის მხარდამჭერები.

    აქციაზე ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტიც მოხდა. ამ დროისთვის, აქციებზე სიმშვიდეა.  პარლამენტთან რჩებიან “ქართული მარშის” წევრები.

  • მმკ არის ყველაზე დიდი უზნეობა და ამორალიზმი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება-მამა პეტრე კოლხი

    მამა პეტრე  კოლხი მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირს ქრისტეს სახელით მოძალადეებს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციას  ქრისტიანულ რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს.

    “მოვედი იმისთვის, რომ მკაფიოდ გამოვხატო ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

    ვემიჯნები ყოველთვის, ყველა დროსა და ეპოქაში ძალადობას, უზნეობას, ამორალიზმს და ყველაზე მეტად – ვემიჯნები იმ ადამიანების გუნდს, დაჯგუფებას, რომელიც ქრისტეს სახელით ძალადობას მიმართავს და ანადგურებს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, ანადგურებს მომავალ თაობას.ე.წ მმკ არის ყველაზე დიდი უზნეობა და ამორალიზმი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ვინაიდან ქრისტეს სახელით ყველაზე დიდი მოძალადეები, ყველაზე დიდი კაცთმოძულეები არიან ”-აცხადებს მამა პეტრე კოლხი, რომელიც დღეს ანტისაოკუპაციო აქციაზე მივიდა.

    შეგახსენებთ, რომ მმკ, ქართული მარში და ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე პრაიდის საწინააღმდეგო აქციას დილიდან მართავენ, ისინი ანტისაოკუპაციო აქციასაც დაუპირისპირდნენ.

  • „თქვენი დაშლა ნიშნავს, რომ აქაურობას კვლავ დაიკავებენ სოდომისტები“–სანდრო ბრეგაძე აქციის მონაწილეებს

    ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული აქციის წარმომადგენლები ირმა ინაშვილს, თარხან-მოურავს და ნინო ბურჯანაძეს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ აქციას, რადგან მათი ადგილი არის სწორედ ამ მომიტინგეების გვერდით. ამის შესახებ განცხადება სიტყვით გამოსვლისას სანდრო ბრეგაძემ გააკეთა. მან ასევე მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს რომ მივიდეს აქციაზე და მიმართოს ხალხს.
    სანდრო ბრეგაძე მოუწოდებს მომიტინგეებს არ დაიშალონ, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ანტისაოკუპაციო აქციის წარმომადგენლები დაიკავებენ.
    „თქვენი დაშლა ნიშნავს, რომ აქაურობას კვლავ დაიკავებენ ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე რეჟიმის წევრები, სოდომისტები, სხვა ჭუჭყი და ნაგავი. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამავე დროს ყველამ უნდა მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ თალაკვაძეს, რომ მობრძანდეს ჩვენთან. აბსოლუტურად მართებულად ბრძანეს, რომ ის პრემიერ-მინისტრი, მინისტრების სოდომისტების ყველა გაფაჩუნებაზე აქ მოდიან. აქ არის ჭეშმარიტი ქართველობა. მობრძანდით და დაელაპარაკეთ თქვენს ხალხს და კიდევ ერთი, მე მინდა მივმართო ქალბატონ ირმა ინაშვილს და ბატონ თარხან მოურავს. მე მინდა მივმართო ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ჩვენ გელით თქვენ აქციაზე. თქვენი ადგილი არის აქ, ქართველ ხალხთან,“-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
  • „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია დასრულდა

    ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.

    აქციის მონაწილეები ითხოვენ ტელეკომპანიის დირექტორის პოსტი დატოვოს ნიკა გვარამიამ.

    მათ განაცხადეს, რომ ხვალ ისევ შეიკრიბებიან და აქციებს პერმანენტული სახე ექნება.

  • ლევან ვასაძე აქციაზე არჩილ თალაკვაძის მისვლას ითხოვს

    პარლამენტთან ჰომოფობიური ჯგუფი ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას მოითხოვს

    ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ აქციაზე ხალხს მიმართა და ასევე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. ვასაძე ითხოვს, რომ თალაკვაძემ დადოს პირობა, რომ გაუქმდება ანტიდისკრიმინაციული კანონი.

    ჰომოფობიური აქციის წევრები დაშლას არ აპირებენ.

    “დაშლა ნიშნავს, რომ ტერიტორიას დაიკავებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, სოდომისტები” -განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

    აქციის მონაწილეთა თქმით, მათ აქვთ სამი მოთხოვნა: საქართველოში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“, ასევე გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შეიქმნას გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

  • პირველი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას- კობახიძე

    “პირველი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას”-  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი განცხადება ნაციონალურ მოძრაობას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება. 

    “შედეგების გათვალისწინებით, სიტყვა „ავანტურისტული“ არის იმ პოლიტიკის ყველაზე რბილი შეფასება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელდებდა. თავისი არსით, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა იყო მოღალატეობრივი და ეფუძნებოდა ამ პოლიტიკური ძალის მთავარ თვისებას – მათ არ უყვართ სამშობლო და ყოველთვის ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან იმას, რასაც სიტყვა სამშობლო გამოხატავს: დაწყებული სარწმუნოებით, დამთავრებული მამულით!

    ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ავანტურისტული და მოღალატეობრივი პოლიტიკა პრაგმატული პოლიტიკით შეიცვალა. ამ პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერი დასავლეთი იყო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დღემდე აფასებენ ამ მიდგომას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას შედეგად სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხის ფუნდამენტური გაუმჯობესება და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით შესუსტებული პოზიციების ხელახლა გაძლიერება მოუტანა.

    „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას აქვს მკაფიო წითელი ხაზები: დეოკუპაცია და დასავლური ინტეგრაცია არის პრინციპული მიზნები, რომლებსაც ხელისუფლება პრინციპულად არ დათმობს. თუმცა, სახელმწიფოს შიდა მტერს, კოლონა N5-ს, არც ახლა სძინავს. ნაციონალური მოძრაობა 2012 წლიდან ყველა ღონეს ხმარობს, რომ საქართველომ პრაგმატულ პოლიტიკას გადაუხვიოს და 11 წლის წინანდელ რეალობაში დაგვაბრუნოს.

    მეთოდები ამ შემთხვევაშიც იგივეა – აგრესიული რიტორიკა, რუსოფობიის გაღვივება და რუსეთის ხელისუფლების ლიდერების მიმართ მდარე ფორმით გამოხატული პერსონალური შეურაცხყოფა. ნაციონალები პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდებიან ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც კი მათ ამის საშუალება აქვთ. ყველა რეზოლუციის პროექტი, რომელიც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ერთმა თუ მეორე განშტოებამ რუსეთთან დაკავშირებით პარლამენტში წარადგინა, იყო თავისი არსით პროვოკაციული და სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს.

    პროვოკაციის მორიგი გამოვლინება იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასწარ მომზადებული პასუხი პარლამენტში 20 ივნისს დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც ზუსტად იმგვარად იყო დაგეგმილი, რომ მაქსიმალური ზიანი მიდგომოდა სახელმწიფოს. ნაციონალები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს რეგულარული პროვოკაციული აქციებით საოკუპაციო ხაზთან, რომლებსაც ისინი რუსეთთან საეჭვოდ დაკავშირებული პირების თაოსნობით აწყობენ. რუსოფობია, რომლის გაღვივებასაც ეს პოლიტიკური ძალა ქართულ საზოგადოებაში ცდილობს, იმაზე ბევრად ნაკლები სიბინძურე არაა, ვიდრე რუსეთის ხელისუფლების მიერ ქართველების რუსეთიდან გაძევება 2008 წლის ომის შემდეგ.
    ამ ყველაფრის მიზეზი იგივეა – არ უყვართ სამშობლო, მიზანი იგივეა – სურთ მისი დასუსტება!

    მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებასა და საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივი საქმიანობის მიმართ ერთგვარად მოკრძალებული პოზიცია გვეკავა. გვერიდებოდა ამ ყველაფრის გაშიშვლება და მეტიც, თავდაცვით პოზიციაში ვდგებოდით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდებოდა და სახელმწიფოს მტრობდა. თითქოს, გვეშინოდა, პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ჩვენთვის არ მოეწებებინათ პრორუსის იარლიყი, რომელიც მათ თავად ბუნებრივად ამშვენებს.

    რუსთავი 2-ის ეთერში მოწყობილი პროვოკაცია იყო მხოლოდ გაგრძელება იმ მტრული საქმიანობისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწევა. ამდენად, ამ უმძიმესი პროვოკაციის ერთ ჟურნალისტზე ან თუნდაც, მხოლოდ პარტიულ ტელევიზიაზე გადაბრალება მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა.

    ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა მივცეთ სახელმწიფოს მტრობის და ქვეყნის იმგვარ რეალობაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომლის წინაშეც მათ 11 წლის წინ დაგვაყენეს. პირველი ნაბიჯი კი, ნაციონალური მოძრაობის ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას!”-წერს  ირაკლი კობახიძე. 

  • სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია-გვარამია შსს-ს მიმართავს

    „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.  როგორც გვარამია წერს არხის წინ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, ხოლო პოლიციელების რაოდენობა მცირეა.

    „ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას.

    ალაგმეთ თქვენი “ბანდერლოგები”, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას“, -წერს გვარამია.

  • ასე რა დაალაგა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობა, რომ გაბუნიას გაუაზრებელი გამოხტომის გამო, რუსეთმა შეიძლება დაგვბომბოს?-სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „პოსკრიპტუმის“ ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელ მიმართვას გამოეხმაურა.

    „ამდენი ხანი, ივანიშვილი იძახდა, რომ რუსეთთან დაალაგა ურთიერთობა. რა დაალაგა ასეთი, რომ გაბუნიას ერთმა უგემოვნო, გაუაზრებელმა გამოხტომამ, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ თქვენი აზრით, რუსეთმა დაგვბომბოს?! საერთოდ აზრზე ხართ, რას ლაპარაკობთ?

    ჩემს დროს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად დიდი უბედურებისა, რუსი ტურისტები შემოვიყვანეთ, რუსები გვექცეოდნენ პატივისცემით, იმიტომ, რომ აღფრთოვანებულები იყვნენ საქართველოს რეფორმებით და დღეს მე რუსეთში მაქვს ბევრად მეტი ავტორიტეტი ხალხს შორის, ვიდრე ივანიშვილს ან მისი ბანდის რომელიმე წევრს, რომელთაც საერთოდ არ იცნობენ. ახლა ბოლომდე აიწეწა ურთიერთობები, ტურისტებს აჩერებენ, ფრენები შეჩერდა, ყველაფერი აირია და ახლა თურმე შეიძლება გაბუნიას გამო დაგვბომბომ. ყველაფერი დალაგდება, ივანიშვილს არანაირი ხრიკები აღარ უშველის. ახლა მთავარია კონსოლიდაცია, ერთიანობა და შეუპოვრობა. ჩვენ არასდროს არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებზე და ჩვენს თავისუფლებაზე. “, – განაცხადა სააკაშვილმა.