Category: არქივი
-
ლარი რეკორდულად გაუფასურდა
ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა.1 დოლარის ღირებულება სავალუტო ჯუხურებში 2.90 ლარია. მაშინ როდესაც ერთი დოლარის ღირებულება დღეს დილით, 2.83 ლარი იყო.
გაცილებით მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში. თიბისი ბანკი ერთ დოლარს 2.95 ლარად ყიდის. საქართველოს ბანკში კი 1 დოლარი, 2.92 ლარია.
ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8320 ლარია.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8401 კურსით დაიწყო, თუმცა 12:30 საათის მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8800 ლარზე ავიდა.
ეროვნული ბანკის ახალი კურსი დღეს 17:00 საათზე გამოქვეყნდება.
-
ბათუმის ბულვარში სუვენირების ჯიხურები გაქურდეს
დღეს დილით, ბათუმის ბულვარში სუვენირების ოთხი ჯიხური გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ჯიხურებიდან სუვენირები მოიპარა.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ სუვენირების ჯიხურების გაქურდვის ფაქტები ხშირად ხდება, ამიტომ სამართალდამცავების რეაგირებას ელოდებიან.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე აღკვეთა ქურდობის ფაქტი. ნივთები კი რომლის მოპარვასაც ცდილობდა, ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
-
სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
პრეზიდენტი განცხადებებს სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთებს.
-
ფალავანდიშვილი კონტრაქციებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
გურამ ფალავანდიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დატოვა. მისი თქმით,ის პრაიდის მოწინააღმდეგე იყო, თბილისი პრაიდი ვერ შედგა, რის გამოც ვერ ხედავს აქციის გაგრძელების აუცილებლობას.
“მე მივდივარ, მე აღარ მინდა ყოფნა რა”- განაცხადა ფალავანდიშვილმა.
“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ დეოკუპაცია და გახარია არ აინტერესებს.
“აქ დგომა არ ყოფილა ჩვენ მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს. შეიძლება, ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. ვფიქრობ, ზედმეტია, არ არის საჭირო. მე ალბათ წავალ”, — თქვა ფალავანდიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრაიდის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პოლიციამ გაიყფვანა, ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან ორივე აქცია დასრულებულია.
ანტისაოკუპაციო აქცია რუსთაველის გამზირზე საღამოს 19:00 საათზე განახლდება.
-
“თავიანთი ღვინო ნატოს გაუგზავნონ.. ბოდიშის მოხდის დრო დასრულდა”-პუშკოვი
რუსეთის დუმის ინიციატივას საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ მხარდაჭერას უცხადებს საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი.მან განცხადება ტვიტერის გვერდზე გააკეთა.
“მხარს ვუჭერ დუმის ინიციატივას, საქართველოში ანტირუსული გამოხდომებით, “რუსთავი2″-ის პროვოკატორებითა და ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით ის მიიღეს რასაც იმსახურებენ. თავიანთი ღვინო და წყალი უფასოდ გაუგზავნონ ნატოს მოკავშირეებს, ალბათ ისინი არაფერს გადაუხდიან. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ, ბოდიშის მოხდის დრო დასრულდა.”-წერს პუშკოვი.

-
“ტაბულას მძღოლი გატაცებულია, მანქანიანად და ამ დრომდე ვერ ვპოულობთ”-ჩერგოლეიშვილი
ტაბულას მძღოლს დავით ჭეიშვილს ამ დრომდე ვერ პოულობენ, “ტაბულას” დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, მათი თანამშრომელი მანქანიანად გაიტაცეს.
ჩერგოლეიშვილის თქმით, მას სამმართველოში უთხრეს, რომ ჭეიშვილს 15 წუთში გამოუშვებდნენ, თუმცა ეს დრო უკვე გავიდა. პოლიციის სამმართველოში მისული ჩერგოლეიშვილი
“ორი საათის განმავლობაში ტაბულას მძღოლი და მისი მგზავრები დაპატიმრებული ყავდათ მანქანაში. არ აძლევდნენ დარეკვის საშუალებას. მგზავრები ვიპოვე სევასტოპოლზე. დათო ჭეიშვილის (ტაბულას მძღოლის) საპოვნელად მენტებმა გამაგზავნეს ვარკეთილში, ცენტრალურ შსს – ში. მივხვდი, რომ ეს დებილები მაკატავებდნენ და დრო გაყავდათ და უბრალოდ მოვედი თაბუკაშვილზე. მოვიტყუე, რომ სევასტოპოლიდან გამომაგზავნეს აქ დათო ჭეიშვილის საკითხზე. მართალი აღმოვჩნდი, ამათზე მეტი ჭკუა მაქვს, მოგეხსენებათ. მითხრეს რომ აქ ყავთ და 15 წუთში გამოუშვებენ მანქანასაც და მასაც. ეს ყველაფერი ჩაწერილი მაქვს. 15 წუთი უკვე გავიდა.
სპეცოპერაციით დააკავეს მძღოლი და მისი მგზავრები, ხელების ამოტრიალებით – მიზანი იყო აქციის აპარატურის დაპატიმრება, რომ აქცია ვერ გაგვეგრძელებინა.
ველოდებით,”- წერს ჩერგოლეიშვილი.
-
მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, – ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარ ფესბუქის გვერდზე წერს.
„ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება. თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო – სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს. სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.
გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“, – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.