ბათუმის ბულვარში სუვენირების ჯიხურები გაქურდეს

Written by

in

დღეს დილით, ბათუმის ბულვარში სუვენირების ოთხი ჯიხური გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ჯიხურებიდან სუვენირები მოიპარა.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ სუვენირების ჯიხურების გაქურდვის ფაქტები ხშირად ხდება, ამიტომ  სამართალდამცავების  რეაგირებას ელოდებიან. 

შსს-ს ინფორმაციით,  პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე აღკვეთა ქურდობის ფაქტი. ნივთები კი  რომლის მოპარვასაც ცდილობდა, ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება  ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *