Category: არქივი

  • როგორ ატარებს ზაფხულს რუსეთის პატრიარქი 4 მილიონიანი იახტით (ფოტოები)

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ ატარებს ზაფხულს რუსეთის პატრიარქი კირილი. ფოტოებზე აღბეჭდილია თუ როგორ მართავს ის ძვირადღირებულ იახტას მზიან სანაპიროზე.

    “მილიონერი პატრიარქი, იახტით მიქრის საკუთარ სასახლეში, მას შემდეგ, რაც მოსახლეობას მოუწოდა იმუშავოს მეტი და არ მიიღოს მონაწილეობა საპროტესტო აქციებში”, — წერენ რუსეთის ერთ-ერთ ფორუმზე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის იახტა 4 მილიონი დოლარი ღირს. 

    როგორც  ირკვევა  იახტა “Magellano 43” – მსოფლიოში ექსკლუზიურად აგებული იახტების ერთ-ერთი წამყვანი მოდელია.

  • რუსები ითხოვენ სახინკლეებს საპილმენეები დაერქვას

    რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ „როსპოტრებნადზორს“  მიმართა, შეეცვალოს ყველა სახინკლეს სახელი და დაერქვას საპილმენე. ამის შესახებ ინფორმაციას  რუსული მედია ავრცელებს.

    იაროსლავ სიდოროვმა განაცხადა, რომ  რუსულ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ ბოლო წლებში გარკვეული ლიბერალური დამოკიდებულება ჩნდება, რაც მიუღებელია.

    „თბილისში ფაშისტი ახალგაზრდობის ვაკჰანალიის და მათ ტელევიზიაში პროვოკაციის შემდეგ, უნდა დავივიწყოთ ეს ქვეყანა. ამ ბოლო დროს, საქართველოს მიმართ ლიბერალური მიდგომები მოხშირდა, თითქოს არ ყოფილა ანტირუსული კამპანიები“, – აცხადებს კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი წევრი სიდროვი.

    „არ არის საჭირო ამდენი სახინკლე, ისინი უნდა გადავაქციოთ საპილმენედ, ხოლო ხაჭაპური – სპეციალური რეცეპტით დამზადებული ჩვეულებრივი რუსული ღვეზელია“, – აცხადებს რუსი კომუნისტი.

  • 416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – რუსეთმა საქართველოს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

    416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი- რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
    დოკუმენტი, რომელიც  დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ არის მომზადებული, საქართველოდან  რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას და ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას ითვალისწინებს.

    რუსი დეპუტატების ეს გადაწყვეტილება და  ინიციატივა, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ გაბუნიას მონოლოგს მოჰყვა, სადაც მან პუტინის მიმართ გინების შემცველი ტექსტი გამოიყენა.

  • “რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ” – ჟირინოვსკი

    “რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ” – ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოს სამაგალითოდ დასჯას ითხოვს.
    რუსეთის დუმის დეპუტატი ამბობს, რომ არ შეიძლება ხალხებს შორის მეგობრობაზე საუბარი, როცა რუსი დიპლომატები, მისი თქმით, საქართველოში კინაღამ მოკლეს.​

    ჟირინოვსკი ინიციატივით გამოდის, რომ რუსეთმა სანქციები  მხოლოდ ბორჯომზე  არ უნდა დააწესოს და საქართველო  მკაცრი ეკონომიკური სანქციებით უნდა  დაისაჯოს.

    “მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოვიფარგლოთ, შევწყვიტოთ ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან. შევუწყვიტოთ ელექტროენერგიის მიწოდება შევაჩეროთ გზავნილები. აქ უამრავი არალეგალი ბიზნესმენია, რა ხალხებს შორის მეგობრობა მოგინდათ. ლამის დიპლომატები მოგვიკლეს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადამწყვეტი და ხისტი ზომები და წესრიგი დავამყაროთ მთელ სამხრეთ კავკასიაში – ასე მივაღწევთ გამარჯვებას. რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ,”-ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირინოვსკი.

    რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა – 416 მომხრით, არც ერთის წინააღმდეგ.

  • ,,ქარვასლაში” ევაკუაცია გამოცხადდა

    თბილისში, დადიანის გამზირზე სავაჭრო ცენტრ “ქარვასლადან” ხალხის ევაკუაცია მოხდა.

    შენობიდან გამოყვანილი არიან სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებიც.

    ევაკუაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 112-ში შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ შევიდა. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება შენობაში ნაპოვნი არ არის. პოლიციელების განცხადებით, სავარაუდოდ, ცრუ შეტყობინება შევიდა.

    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

  • მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას-სალომე ზურაბიშვილი

    სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ ესკალაციას არ აჰყვეს.
    ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ  გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

    “მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა მისი დახასიათებით რადიკალური ძალებით წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს,” – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

  • არ უნდა დავუშვათ პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია-ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

    “კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან,  ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები და პოლიტიკური გემოვნება, არ უნდა დავუშვათ რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ, საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყნის შიგნით. 

    მინდა ყველას შიგნით და გარეთ მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ, მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ  ქვეყანაში მთავარ მონაპოვარს სტაბილურობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს, პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის.

    მივმართავ მას ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებით  და განცხადებებით პატრიოტის დროშის ქვეშ აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.

    მოვუწოდებ იმ ძალებს, რომელსაც პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ, შეგახსენებთ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი, პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს. ყველას მოგიწოდებთ,  მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის  წინ დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ.

    მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა მისი დახასიათებით რადიკალური ძალებით წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.