Category: არქივი

  • რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს „რუსთავი 2″, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას-სააკაშვილი

    მე არ ვაპირებ გაჩერებას და მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად- მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

    “ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მან უკვე წაიღო და ჯიბეში ჩაიდო პრაქტიკულად მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ბიუჯეტი, საქართველოს მიწები, საქართველოს ტყეები, მთლიანად ჩაიგდო ხელში სასამართლო სისტემა და მთლიანად ჩაიგდო ხელში პროკურატურა, სამართალდამცავი სტრუქტურები, მმართველობის უკლებლივ ყველა რგოლი. ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართული ერის იდეას. რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს „რუსთავი 2“, ახლა ივანიშვილს მიაქვს. მეგობრებო, მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი გადაწყვეტილება? წყნარად დავდგეთ და შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს თუ ამოვიღოთ ხმა და დავდგეთ ერთად,მოვაშოროთ ეს საზიზღრობა საქართველოს მმართველობას და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. აღარ არის საუბარი პარტიებზე, პოლიტიკოსებზე, გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, გვინდა, რომ გვქონდეს სამშობლო და გვინდა, რომ საბოლოოდ ჩავაბაროთ საქართველოს დაუძინებელ მტერს? მე არ ვაპირებ გაჩერებას და მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს საუკეთესო შვილები აპირებენ ბოლომდე ბრძოლას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • “რაციიდან მესმოდა: ე.ი. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 12 საათზე ყველაფერი უნდა დასრულდეს?”-ვაშაძე

    საქალაქო სასამართლოში გამოკითხვამდე გრიგოლ ვაშაძემ 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ მას აქციის მოსალოდნელი დარბევის შესახებ ინფორმაცია შემთხვევით პოლიციელის გადამცემიდან გაიგონა.

    “უნდა დადგინდეს ვინ გასცა ბრძანება რეალურად შეტევის დაწყებისა, როდესაც ვიდექით წინ და მოლაპარაკებებს ველოდებოდით და რაციაში მესმოდა: ესეიგი მიღებულია გადაწყვეტილება რომ ეს ყველაფერი 12 საათზე უნდა დასრულდეს? როდესაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე,სამჯერადი გაფრთხილების გარეშე და გონივრული ვადის გარეშე რომ დაშლილიყო მანიფესტაცია სამართალდამცავებმა დაიწყეს შტურმი და დაიწყეს ყველაზე სახიფათო იარაღით გაზის და პლასტმასის ტყვიებით, ეს კითხვები მაქვს მე თორემ დანარჩენს ყველაფერზე გავცემ პასუხს იცით რომ ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს”-განაცხადა ვაშაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ვაშაძე გამოკითხვაზე 20 ივნისის საქმეზეა დაბარებული. გამოძიება სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

  • ვიკრიბებით ყველა, ვისაც გაცნობიერებული გვაქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა”-გვარამია საზოგადოებას მოუწოდებს

    დღეს, 18 ივლისს რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. ამასთან დაკავშირებით არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საზოგადოებას მოუწოდებს, ტელეკომპანიის ეზოში  ერთად დაელოდონ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მხარი დაუჭირონ რუსთავი 2-ს.

    “ყველას ბოდიშს ვუხდი, თუ ვაჭარბებ, თუ ზედმეტი მომდის ჩემს ქვემოთმოყვანილ შეფასებაში.

    ნამდვილად მიკერძოებული ვარ. მაგრამ კიდევ უფრო ნამდვილად ვიცი, რომ დღეს, 18 ივლისს, დღის 12 საათზე, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტია:

    დღეს წყდება, საქართველოს დასავლური მომავლი გაიმარჯვებს თუ ბნელი საბჭოთა რუსული აწმყო დამკვიდრდება დიდი ხნით.

    სიმბოლოებით რომ ვთქვათ (და უყვარს ისტორიას სიმბოლოები):

    თანამედროვე, ნამდვილი ევროპელი ქართველი მაკო გომურის ფართე და გრძელ გზას დავადგებით თუ სისხლის მსმელი რუსი ჟანდარმი გახარიას, მაკოსთვის თვალის ამომთხრელის, ჩიხში შევალთ.

    ასეა, რ2ზე გადის ეს ისტორიული გზაგასაყარი – ასე მოხდა, ასე გადაწყვიტა ქართველმა ხალხმაც და რაღაც სხვამაც, რისი სახელიც არ ვიცი, მაგრამ მსოფლიო წესრიგის კანონზომიერებებს ალაგებს.

    ასეა, დღეს გადაწყდება, რომელი ფალავანი წააქცევს მეორეს, და ამ ორ ფალავანს რუსეთი და დასავლეთი ქვია.

    დიახ, ასეთია ქართველების პროცესებზე დაკვირვების პარადიგმა: მარტივი და აზარტული, როგორც ჭიდაობა. ერთ ფალავანს გულშემატკივრობენ, ყველაზე მეტად ენდობიან და ყველაზე მეტად ეიმედებათ. მეორე – სძულთ, მაგრამ ეშინიათ, მისი უძლეველობის ყალბი მითებით ტვინარეულებს, რომლებსაც დიდი ხანი უბეჭდავდნენ თავში და დღესაც კიდევ უფრო ინტენსიურად უბეჭდავენ.

    შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ რ2ის საქმის შედეგით ამ ჭიდაობაში გამარჯვებული არ წყდება. ზუსტად დღეს გავიგებთ არა რაუნდში გამარჯვებულს, არამედ დიდი ბრძოლის ჩემპიონს.

    შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ კიდევ ერთხელ ჭიდაობის შანსი აუცილებლად იქნება და რომ ეს ბოლო შანსი არაა. ან კი, ან არა. უფრო, არა, ძალიან დიდი ხნით არა.

    შეცდომა იქნება იმის არგათვალისწინება, რომ დასავლეთის ფალავანის წაქცევა, საქართველოს ისტორიის ბნელ მხარეს არ გადაგვაგდებს და ჩვენს ფანტასტიურ ახალ თაობას საკუთარ სამშობლოში განვითარების და წარმატების შანსს არ მოუსპობს. ჩვენი მაგრები ნამდვილად არ დაიკარგებიან 21ე საუკუნის მსოფლიოში, მაგრამ აი მათი სამშობლო დასასვენებლად ჩამოსვლისთვისაც აღარ გამოდგება – Back in the USSR მხოლოდ ბითლზის სიმღერად შეიძლება მოგეწონოს და მოგინდეს.

    შეცდომა იქნება იმის არგათვალისწინება, რომ ქართველებს დამარცხებულები არ უყვართ, თან ძალიან არ უყვართ და დასავლეთის ფალავანის დამარცხება მინიმუმ ღრმა და ძალიან დიდხნიან იმედგაცრუებას და გულაცრუებას გამოიწვევს.

    შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ დასავლელი ფალავანის უდიდესი და უპირობო სიყვარული, გარანტირებული და შეუცვლელი მოცემულობაა და ამას გაფრთხილება და განვითარება არ სჭირდება.

    შეცდომა იქნება იმის არგათვალისწინება, რომ დიახ, ზუსტად დღევანდელ დღეზე და ზუსტად რ2ზე გადის ეს გზაგასაყარი. მოგვწონს ეს თუ არა, გვინდა ეს თუ არა, საჭიროა ეს თუ არა – ფაქტია, რომ ეს ასეა. და ეს ჩვენთვის, რ2ელებისთვის, შეუსაბამოდ დიდი ტვირთი და უმძიმესი პასუხისმგებლობაა, რაც ჩვენი არჩევანი სულაც არაა, მაგრამ რომელიც რა ხანია მიგვაქვს, და, მგონი, ძალიან ღირსეულად.

    შეცდომა იქნება, ამ სტატუსით დაასკვნათ, რომ პესიმისტურად ვარ განწყობილი. სრულიად პირიქით – დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. ზუსტადაც იმიტომ, რომ ეს საკითხი დასავლეთში წყდება. მაგრამ არ ვიცი როგორ მოიქცევა უზურპატორი, ზუსტადაც იმიტომ, რომ მისი ქმედება რუსეთში იგეგმება.

    დღეს, რ2ის ეზოში, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გაცნობიერებული გვაქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა და გვწამს გამარჯვების, დასავლეთის და თავისუფლების! ვიკრიბებით ყველა, ვინც მზად ვართ, ამისთვის ვიბრძოლოთ!

    მინიმუმ, მთელი რუსთავი 2, ჩვენი ოჯახებით, იქ ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა და ჩვენ ვიბრძოლებთ! იქ ვიქნებით და დაგელოდებით ჩვენს გულშემატკივრებს და თანამოაზრეებს!

    გელით შენც, ვისაც გჯერა და მზად ხარ იბრძოლო!

    მოდი დღეს, 18 ივლისს, დღის 12 საათზე რუსთავი 2ის ეზოში და მოიპოვე ჩვენთან ერთად თავისუფლება!”-წერს გვარამია.

  • გუშინ დაკავებულ აქციის სამ მონაწილეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

    20 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით გუშინ  დაკავებულ აქციის  სამ მონაწილეს ბრალს ოფიციალურად  დღეს წაუყენებენ.

    საგამოძიებო უწყების მტკიცებით, აღნიშნული პირები  სხვადასხვა საგნის გამოყენებით პოლიციელებზე თავდასხმას ახორციელებდნენ , უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

    „1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

    ამ ეტაპზე  აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში სულ 12 პირია მიცემული.

  • “მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!“–ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

    ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს ფეისბუქით მიმართავს მას შემდეგ, რაც დღეს მისი დაცვის წევრი, კობა კოშაძე იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავეს:

    “მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!

    კობა კოშაძის დაჭერისთანავე, ერთმა პოლიციელმა “კარგი პოლიციელის” როლი ითამაშა და უთხრა, დაანებე ოქრუაშვილს თავი და გაგიშვებთო. არამგონია კოშაძის ჩემგან ჩამოცილება გინდოდა ან მისი დაჭერა თუ ჩემდამი გზავნილია, რომ გავჩერდე, უბრალოდ დურაკი ყოფილხარ, რადგან ვერ გიცნივარ სწორად.

    სააკაშვილმა მთელი ჩემი სამეგობრო და სანათესაო დაიჭირა და ამით ჩემთან ვერაფერს მიაღწია.

    შენ დღეს დაიჭირე ადამიანი, რომელიც 15 წელია ერთგულ ძმასავით მიდგას გვერდით. როდესაც მესროლეს არც დაფიქრებულა ისე გადამეფარა და დაიჭრა. 10 წლის შვილი ხელებში ჩააკვდა, 40 დღის გასვლისთანავე უკან დამიბრუნდა, ისე რომ მაგ ტკივილმაც ვერ გატეხა და შენ ფიქრობ ერთი ჟანგიანი მაკაროვის ჩადებით ან მას გატეხ ან მხოლოდ მისი დაჭერით მე შემაცვლევინებ აზრს?

    სულელად კი გთვლი, მაგრამ მაინც არ მგონიხარ ასეთი სულელი.

    სხვა რამე გინდა აშკარად და სხვა ტიპის გზავნილია კობას დაჭერა.

    სამი წელია ჩემი და შენი “შნირის” (ადრე ჩემი იყო სამწუხაროდ) ხალვაშის დავა რუსთავი 2-ზე სასამართლოში თაროზე გაქვს შემოდებული. ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე რუსთავი 2-ის მოთხოვნაო, მერე ექსპერტიზაში წელე საქმე, ეხლა მოსამართლე გამომიცვალე სამი დღის წინ და მაგით მოიგე დრო.

    და რა მოიგე ჯამში? ვერაფერი, იმიტომ რომ მაგას არ დაგითმობ. არც კოშაძის დაჭერით და არც სხვისი. რიგით ჟურნალისტებს ვაჩუქებ და შენ არ მოგყიდი. ერთი რამის გამო – ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ.

    მიდი, დაიჭირე კიდევ ვინც გინდა, ვერაფერს მაგით ვერ მიაღწევ გარდა ერთისა, დრო რომ მოვა, მაგ ჟანგიანი მაკაროვით რაც კობას ჩაუდე, ქართველი ერი “დაგასაჩუქრებს”, იმისთვის რაც ქვეყანას 7 წლის განმავლობაში უქენი.“ – წერს ოქრუაშვილი.

  • გააშიშვლეს და დნმ-ს ნიმუში ძალის გამოყენებით აიღეს- ოქრუაშვილის დაცვის წევრის ადვოკატი

    გააშიშვლეს და დნმ-ს ნიმუში ძალის გამოყენებით აიღეს – ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძის ადვოკატი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

    კობა კოშაძე სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით კი ჩხრეკისას ავტომობილიდან მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

    კოშაძეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. დაკავების შემდეგ პოლიციამ ჩხრეკა კოშაძის საცხოვრებელ სახლშიც ჩაატარა თუმცა სამართალდამცველებს სახლიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

    კოშაძის ინტერესების დამცველი დარწმუნებულია რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი ჩაუდეს და მისი დაკავება ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება.

    პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი. მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ”კურიერთან“ ინტრევიუში ჰყვება, რომ პირადი მცველის დაკავებას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის მუქარა. ოქრუაშვილს რომელიც ახლა საფრანგეთში იმყოფებოდა დაურეკეს და უთხრეს რომ საქართველოში აღარ ჩამოსულიყო, წინააღმდეგ შემთვევაში მას დააკავებენ. გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ამბობს რომ გეგმებს არ ცვლის და ზეგ თბილისში ბრუნდება.