Category: არქივი

  • “თქვენს მიღმა ჩვენ ვხედავთ ბიძინა ივანიშვილს”–ახალი დირექტორი “კურიერის” გუნდს შეხვდა

    „მე მოვედი კონკრეტული გეგმით, რომ მესაუბრა კონკრეტულ ადამიანებთან,“ – ეს განცხადება, „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გააკეთა.

    „ჟურნალისტებთანაც მინდა საუბარი, მაგრამ ჯერ მინდა გავერკვე რამდენი თანამშრომელია, რომ დავგეგმოთ შეხვედრები, ვისაუბროთ ერთობლივად,“ – თქვა რუსთავი2–ში მისულმა სალიამ.

    პაატა სალიას თქმით, ჟურნალისტებთან საუბრამდე მენეჯმენტის წარმომადგენლებთან სურს შეხვედრა, თუმცა, ისინი სამსახურში აღარ დახვდნენ. 

    „ღამე დარჩენას არ ვაპირებ, ალბათ, ხომ?“ – ამბობს სალია. ნიკა გვარამიასთან საუბრის შემდეგ, სალია ნიუსრუმში შევიდა და ჟურნალისტებს შეხვდა.

    „თქვენს მიღმა, თქვენი მარწმუნებლის მიღმა ჩვენ მაინც ვხედავთ ბიძინა ივანიშვილს, მის გავლენებს და მის სურვილს, მოასუფთავოს საინფორმაციო ველი ამ ქვეყანაში ერთადერთი მასშტაბური გავლენიანი კრიტიკული ტელევიზია,“ – მიმართა პაატა იაკობიშვილმა სალიას.

    საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე დაინტერესდა, რა გარანტიას აძლევს “კურიერის” გუნდს “რუსთავი2”-ის ახალ გენერალურ დირექტორი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცული იქნება.

    “რა გარანტიას გვაძლევთ თქვენ ჩვენ კურიერის გუნდს, რომ “კურიერის” გუნდს, ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება დაცული და თქვენ და თქვენი მარწმუნებელი, რომლებსაც გაქვთ ძალიან ბევრი ბიზნესი, ერთ დღეს, ისევ ისე არ მიგაჯაყჯაყებთ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ იყო მანამდე და ტელევიზია გადააფორმა, მიატოვა გუნდი, წავიდა, ამის შემდეგ იგებდა ტენდერებს და აკეთებდა ძალიან ბევრ ფულს, ისევ ჩახუტებული ხელისუფლებასთან ერთად, რომ იგივე სცენარი არ განმეორდება და საქართველოში ყველაზე თავისუფალი, დიდ მედიასაშუალება დღეს არ აღმოჩნდება მარწუხებში,” – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

    სალიას კითხვით მიმართა ასევე ნანუკა ჟორჟოლიანმა და ჰკითხა, შეძლებს თუ არა ის, იმ ადამიანებისთვის ორწლიანი კონტრაქტის დადებას, რომლებიც ივანიშვილს პრობლემებს უქმნიან, მათ შორის, მელაძისთვის, გაბუნიასთვის, მაშინ ის მას ენდობა.

    ამაზე პასუხად კი სალიამ აღნიშნა, რომ კომპანიაში მივიდა არსებული მდგომარეობის გასაცნობად. სალიას თქმით, ქიბარ ხალვაშის დაოკიდებულება არის ის, რომ ის ნიკა გვარამიასთან ვერ ითანამშრომლებს.

  • ასე საქართველოს რეალობას აცდენილი გადაწყვეტილება არ მინახავს და ალბათ ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ -გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2”-ის საქმეზე

    ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მას არასდროს უნახავს რეალობას აცდენილი ამგვარი გადაწყვეტილება. გრიგოლ ვაშაძის თქმით, “რუსთავი 2” ყოველთვის ასრულებდა როლს, რომელიც ვერც ერთმა ტელევიზიამ ვერ შეძლო და ეს იყო სიტყვის თავისუფლება. „არასოდეს არც ერთი ევროპული სტრუქტურის ობიექტურობაში ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ მაგრამ ასე საქართველოს და საერთოდ რეგიონალურ რეალობას აცდენილი გადაწყვეტილება არ მინახია და ალბათ ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ.

    მინდა გაერთიანებული ოპოზიციის და საერთოდ ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს მივმართო რომ ჩვენი ბრძოლა ან დასრულდა ან ყურები უნდა ჩამოვყაროთ, სასოწარკვეთილებას მივეცეთ. იმიტომ რომ ეს იმ არჩევნებში გამარჯვების შემადგენელი ნაწილია რომელიც ე.წ. ხელისუფლებამ მშვენივრად იცის ძალიან მალე დადგება. რაც შეეხება რუსთავი 2 -ს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ამ არხის მფლობელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ აგებდა პასუხს საინფორმაციო მაუწყებლობაზე, ყოველთვის ეს ტელევიზია ასრულებდა როლს, რომელიც ვერც ერთმა სხვა ტელევიზიამ, მიუხედავად ყველა მცდელობისა და დაფინანსებისა ვერ შეასრულა. ეს იყო უპირველეს ყოვლისა სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგომა. ეს იყო კორუფციის, ნეპოტიზმის, უძრაობის, ქვეყნის ერთ ადგილას გაყინვის და ქვეყნის ღირსების გაყიდვის წინააღმდეგ ბრძოლა,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

  • პაატა სალია “რუსთავი 2-ში” მივიდა

    რამდენიმე წუთის წინ პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა.

    სალია, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორად ცოტა ხნის წინ დაინიშნა, ტელეკომპანიაში საქმის გასაცნობად მივიდა. პაატა სალიამ განაცხადა, რომ საინფორმაციოს უფროსის შეცვლა ან რაიმე საკადრო ცვლილებების გატარება არხზე არ იგეგმება.

    “პირველ რიგში მინდა შევხვდე მენეჯმენტს, იმ თვალსაზრისით, რომ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში, რაიმე შეფერხება რომ არ მოხდეს ამ დღეებში, რომ გავაგრძელოთ მუშაობა,ჟურნალისტებს გაქვთ სრული თავისუფლება თქვენი საქმეა, ჩვენ გვაინტერესებს რამე შეფერხება არ ქონდეს კომპანიას, ჩემი სფერო არის რომ შევისწავლო სამართლებრივი მდგომარეობა”-განაცხადა სალიამ

  • პაატა სალია რუსთავი 2-ში მისვლას დღესვე აპირებს

    პაატა სალია ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” მისვლას დღესვე აპირებს. ამის შესახებ ტელეკომპანიის ახლადდანიშნულმა დირექტორმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ  განაცხადა.

    “სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე მე. ეს აქტი დარეგისტრირებულია ოფიციალურად.
    ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს.
    ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობაც. ამის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მე დღესვე დავუკავშირდები ტელეკომპანიის მენეჯმენტს და მათთან ერთად ვგეგმავ, ცივილურ რეჟიმში დავიწყო ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გაცნობა და პასუხისმგებლობების გადმობარების პროცესი.
    როგორც არხის მეპატრონემ განაცხადა, ჟურნალისტების საქმიანობას არავითარი პრობლემა და შეზღუდვა არ ექნება.
    მე დღესვე ვაპირებ კომპანიაში მისვლას და ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება”-წერს სალია.

    შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ტელეკომპანიის წილების გადმოფორმებისთვის მიმართა, რაც რეესტრმა მალევე დაუკმაყოფილა. ხალვაშმა ნიკა გვარამია დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად პაატა სალია დანიშნა.

  • წულუკიანმა “რუსთავი 2” ისე გადააფორმა, როგორც ოროთახიანი “ხრუშჩოვკა” – ნიკა გვარამია

    ნიკა გვარამია საჯარო რეესტრის მიერ პაატა სალიას  „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დანიშვნასეხმაურება. გვარამიას განცხადებით, თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა.

    „წულუკიანი ორგზის დამნაშავეა ერთი დღის განმავლობაში, თან სპრინტერული წესით ამყარებს დანაშაულებს, დანაშაულების ჩადენის სტატისტიკა აქვს საოცარი. სერიოზული ტემპი აქვს აკრეფილი. ასეთი აკრეფილი ტემპით ალბათ, გაუშვებს შემდეგი ხელისუფლება ციხეში, იქნება შემდეგი ხელისუფლება ცხადია, იქნება პროდასავლური, აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილი,

    მანამდე რა მოხდება, ამას ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას, ამას ცოტა დაფიქრება გვჭირდება, იმიტომ, რომ დამაბნეველი იყო სტრასბურგის საოცარი გადაწყვეტილება, პირდაპირ კომენტარი არ მაქვს. დამაბნეველია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ჯერჯერობით, თავშეკავება, რომელიც არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა, შეიძლება ვცდები, ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ ვარ. თუმცა, ველოდებით, იმედი გვაქვს რომ რაიმე იქნება. თუმცა, სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია, ლავროვის და პუტინის მოთხოვნითაც კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არა არხის, არამედ მთავარი საძულველი მიზნის, ამ ქვეყანაში მას უფრო საძულველი არაფერი არ ჰქონდა, ვიდრე “რუსთავი 2”-ის. ეს ზუსტადაც რომ გასაგებია, მაგრამ ის ორი ფაქტორი, რაზეც გითხარით, ის ცოტა დამაბნეველია. მაინცდამაინც ვერ ჯდება ჩემთვის იმ ფასეულობებთან, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურები. იმედი მაქვს, რომ შევძლებ რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო, არ ჩამომეშალოს ეს ფასეულობათა სისტემა და გადავიდე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე. მოცემულობას ჩვენ შევეგუეთ ეგრევე, გადაწყვეტილებას სრულიად არ დავეთანხმეთ, მაგრამ გამოვიყენეთ ის ხვრელები, რომელიც იყო ამ გადაწყვეტილებაში, იყო კონტრაქტში, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც წვიმა, რომ წამოვა ამბროლაურში, მაგალითად. აბსოლუტურად იდენტური დამოკიდებულება აქვს იმ საკითხისადმი და ამ ქვეყნის მთავარი და გადამწყვეტი მედიის მიმართ, ისე გადააფორმა, როგორც 2-ოთახიანი “ხრუშჩოვკა”, ერთ საათში, ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა მას ქვეყნის ყველაზე კომპეტენტურმა ჟურნალისტურმა გუნდმა”-აცხადებს გვარამია.

  • ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელს 8 000 ლარიანი გირაო და შინაპატიმრობა შეეფარდა

    20 ივნისის აქციაზე დაკავებულ ვატო გელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა და 8 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. 

    გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა. პროცესზე დაცვის მხარემ 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გირაოს ოდენობა 8 000 ლარით განსაზღვრა. სასამართლომ ბრალდებულს შინაპატიმრობა შეუფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ   სახლიდან გასვლის დროს  მან საგამოძიებო უწყებება საქმის კურსში უნდა ჩააყენოს.

    „სასიამოვნოდ დავრჩით გაკვირვებული, იმიტომ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. მოსამართლემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებას არ ჰქონდა არცერთი არგუმენტი პატიმრობის გამოყენების და დააკმაყოფილა ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეეფარდოს გირაო,“- განაცხადა ადვოკატმა.

    თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ის პოლიტპატიმარია და მისი დაკავება მის საქმიანობას უკავშირდება.  გელაშვილი ორგანიზაცია „ შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელია, რომელმაც კორუფციულ გარიგებებში ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ამხილა.

    ორგანიზაცია “ შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

  • ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრს მიმართა

    ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა.

    ხალვაშმა საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ითხოვა. რეესტრმა სარეგისტრაციო განცხადება მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილება რეესტრის გვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა

    საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა,  დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა, სადაც გვარამიას გადაყენების გადაწყვეტილება მიიღეს.