Category: არქივი

  • ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე, არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერო-ოქრუაშვილი

    ცოტა ხნის წინ კი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ   ბიძინა ივანიშვილისგან გზავნილი მიიღო, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას დაიჭერს. ამის შესახებ განცხადებას ოპოზიციური პარტიის, „გამარჯვებული საქართველოსთვის“ლიდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    „ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე. არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერთო. პასუხი მისთვის გასაგებ ენაზე შევუთვალე. პასუხის პასუხად, დღეს დილას ჩემი დაცვის წევრი კობა კოშაძე დააკავეს. იარაღი ჩაუდეს. ჯერ ერთი, საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს იარაღით რომ ევლო. მეორე, ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი რომ ყურადღების ცენტრში ხარ, მხოლოდ იდიოტს შეუძლია იარაღით იაროს. მესამე, იარაღი, 2016- ში ორივეს, რომ გვესროლეს და კობა დაჭრეს, მაშინ არ ჰქონდა და ახლა რაში სჭირდებოდა? ზეგ ვბრუნდები პასუხი რუსულად, რომ უფრო მკაფიოდ ვუთხრა მეფისტოფელს. ისე სააკაშვილმაც კოშაძის დაჭერით დაიწყო 2007 წელში, მერე როგორც გაგრძელდა კი იცით.

    ერთი რამ ზუსტად ვიცი. ივანიშვილი ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა, მაგრამ საზღვარგარეთ ნამდვილად ვერა. ქსნის ციხის ბინადარი გახდება დიდი ხნით, სადაც ზაფხულში ყველაზე ძალიან ცხელა და ზამთარში – პირიქით. „მატროსოვი“ და გლდანი დიდი ფუფუნება იქნება მისთვის. მისი გაკულაკების მომსწრე კი ყველა ერთად გავხდებით. მხოლოდ დროის საკითხია ეს ყველაფერი. აგერ თქვენ და აგერ მე, თუ მასე არ მოხდება“, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი კობა კოშაძე დააკავეს. საგამოძიებო უწყება მას  იარაღის უკანონო შეძენა – შენახვას ედავება.

  • გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა რომ დარბევის ბრძანება გასცა თვითონ – სააკაშვილი ივანიშვილზე

    არეული ინტერვიუ პარტიული აქტივის გასამხნევებლად – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ სახეზეა წარმავალი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც უკვე საქართველოს პოლიტიკური წარსული ხდება. მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეომიმართვით უპასუხა.

    სააკაშვილის თქმით, ოლიგარქების დრო ყველა ქვეყანაში სრულდება. „ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო სრულიად არეული ინტერვიუ. ის რა თქმა უნდა ცდილობს, რომ თავსი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს. ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულს. ის ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა რომ ბრძანება დარბევის გასცა თვითონ. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს. რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. თავისი ანტისახელმწიფოებრივი სახელმწიფოს დანგრევის პოლიტიკაში მთავარ ხელშემშლელად ასახელებს “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს ძალიან ნიშანდობლივია. იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გამოკითხვებში, იმის გათვალისწინებით, რომ არის დიდი ცდომილება სერიოზულად ლიდერობს,”-აცხადებს სააკაშვილი. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

    მიხეილ სააკაშვილის თქმით, მშვიდობიანი ბრძოლით, ხალხი შეძლებს რეჟიმის დასრულებას. “ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ გვმართებს ახლა, როგორც არასდროს გაერთიანება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ, საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზად არის და რომელსაც აქვს უნდა ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, ბევრად მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია უკან არ დახევა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. აქედან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები. ახალია, ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება. ოლიგარქების გაწევა ვინც არ უნდა იყოს ეს ოლიგარქი, ძველი ოლიგარქი ივანიშვილი, თუნდაც ახალი ორლიგარქი, რომელიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში და თავის გეგმებს ასახელებენ იგივე ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება. საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი უნდა იყოს ბატონ პატრონი და არა ვინმე ფულის ტომარა რომელიც თავის ჯიბეზე მოარგებს საქართველომ“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
  • ივანიშვილის განცხადებას არხის დისკრედიტაციის მცდელობად ვაფასებთ – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო

    დღეს, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს უთხრა, რომ აჭარის ტელევიზია “რუსთავი-2-სა” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფილიალია.

    მომხდართან დაკავშირებით, აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს.

    ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მუშაობს მაღალპროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით. ამას ჩვენი აუდიტორიაც დადებითად აფასებს და სხვადასხვა შემფასებელი ორგანიზაციაც. ეს ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე, რაც კარგად აქვს გააზრებული მაუწყებლის ყველა თანამშრომელს.

    აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ასეთი დახასიათება და მისი შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება, ერთი მხრივ, მის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გაუფასურებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეასუსტებს ისედაც არამდგრად დემოკრატიული განვითარების პროცესს საქართველოში.

    ”სად გაიზარდე შვილო, ეცით პატივი კოლეგას მაინც, კითხვაზე მაპასუხებინეთ … ”დაწყნარდით ცოტა”, ”ნუ უზრდელობ” — ასეთი რეპლიკებით მიმართა პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა” – წერია განცხადებაში.

  • სოციალური ქსელები შეფერხებით მუშაობს

    სოციალური ქსელები „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ შეფერხებით მუშაობს. 

    შეფერხება  დაახლოებით  16:30 საათზე დაფიქსირდა და ამ დრომდე ინტერნეტმომხმარებლები ვერ ახერხებენ საკუთარ ანგარიშებზე შესვლას და აქტივობების განხორციელებას.ასევე შეფერხებულია “მესენჯერის” მუშაობაც. 

    სოციალური ქსელების გათიშვის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

  • პარლამენტარები, რომლებმაც დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს-მათ რიცხვში ოცნების დეპუტატიცაა

    დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც. ინფორმაციას ამის შესახებ On.ge ავრცელებს, რომელმაც საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

    მათი ინფორმაციით, 2019 წლის 11 ივლისის მონაცემებით დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც, რომელიც დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო და კენჭისყრის დროს კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.

    დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა” ესენი არიან:

    ლელა ქებურია; გიგა ბოკერია; გიორგი ღვინიაშვილი; ზურაბ ჭიაბერაშვილი; გიორგი წერეთელი; დავით ბაქრაძე; ლაშა დამენია; თენგიზ გუნავა; გიორგი ტუღუში; სერგო რატიანი;
    აკაკი ბობოხიძე; ირმა ნადირაშვილი; ხათუნა გოგორიშვილი; ლაშა დამენია.

    დაგროვებით პენსიაზე ასევე უარი თქვეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დავით ჭიჭინაძემ და რამაზ ნიკოლაიშვილმა.

    დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად ჯამში ხელფასის 6 % გროვდება. კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი სახელმწიფო.

    კანონის მიხედვით, 40 წლამდე პირების ჩართვა დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოა, 40 წლის ზემოთ მყოფ პირებს კი შეუძლიათ სისტემა დატოვონ.

  • “ჩვენც მოგვარტყით” – შსს-სთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

    “ჩვენც მოგვარტყით” – ამ ლოზუნგით, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  სიმბოლური აქცია-პერფორმანსი გამართეს.

    თეთრ კომბინიზონებში ჩაცმულ აქციის მონაწილეებს  სახეზე აფარებული ჰქონდათ სამიზნეები. 

    ახალგაზრდებმა  20 ივნისის აქციის დარბევა ამ ფორმით გააპროტესტეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლა.

    რუსთაველის გამზირზე კი აქციები გრძელდება. პროტესტის 28-ე დღეს  აქციაზე წიგნის დღე დაანონსდა.

  • როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი? – ივანიშვილი

    „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უარყოფს, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს შსს-სთან რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდა. ივანიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა და შეკრებილი ხალხის რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება.

    “ეგეთ სისულელეს მარტო ნაცები თუ იტყოდნენ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი? ასეთ ბრიყვულ კითხვას, არ გაყენებთ შეურაცხყოფას, იმიტომ, რომ ეს თქვენგან არა მათგან  მოდის ეს კითხვა. 200 კაცი აღმოსავლეთში, 200 კაცი დასავლეთში. 200 კაცს აგროვებენ უკვე 20 დღეა. ხალხი ბრძენია და ნახეთ დამოკიდებულება, ხალხი ყველაფერს ხედავს.”-განაცხადა ივანიშვილმა.

  • გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი-ბიძინა ივანიშვილი

    გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი- განაცხადა  “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

    ივანიშვილის თქმით,  ევროპასა და აშშ-ში  20 ივნისის ღამეს გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ. 

    “არც ვაშინგტონიდან არც ევროპიდან ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ აღეძვრის ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული. ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო ამ შემთხვევაში დადგებოდა შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის არც ევროპიდან, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია, შევხვდი ელჩებს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა არავის არ აღეძვრის. შესაბამისად შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ აქვთ.

    შს სამინისტროდან რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული ამაზე მიდის გამოძიება. ერთი პოლიციელი ბრალდებულია, დანარჩენს დაველოდებით, გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი. გახარია რომ გადამდგარიყო ეს ბიჭები ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები ვინც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ რომ პარლამენტში შესულიყვნენ, რა უნდოდათ პარლამენტში,ძალით რომ შედიოდნენ კითხვები დაუსვით, თუ არა გადატრიალება? რა თქმა უნდა, ეს სურდათ.

    ის რომ გახარია გადადგეს ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს. ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. მაგრამ მან მოახერხა დაიცვა მოძალადეები, დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები, დაიცვა თქვენი მეპატრონეები, “რუსთავი 2,” მოახერხა, რომ ახალი უბედურება არ მისცა ქვეყანას. გახარიამ და შს სამინისტრომ მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მეამბოხეებისგან, მოძალადეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ის რომ უბედურება არ მოხდა,”- განაცხადა ივანიშვილმა.

  • “16 წლის ბიჭი პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა”-ვინ იყო მუშა, რომელიც მშენებლობაზე გარდაიცვალა

    გუშინ ისანში მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი მუშა დაიღუპა.

    არსებული  ინფორმაციით, 16 წლის ბიჭს ოჯახის 2 წევრი ტრაგიკულად დაეღუპა და დედის სარჩენად თბილისში წამოვიდა.

    მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ეხმაურება.

    „16 წლის ბიჭს ძმა დაეღუპა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. ერთადერთი დედა დარჩა. მის სარჩენად თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა და პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა. უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, უპატრონობის გამო – მშენებლობას რომ არავინ ამოწმებს, დაუსჯელობის გამო, წინა კვირას რომ ორი კაცი მოკვდა და ისინიც ყველას ეკიდა, როგორც ამას დაიკიდებენ, მაგის გამო. მეთერთმეტე კლასელი ბავშვი მოკვდა მშენებლობაზე, იქ, სადაც ბანერი ჰქონდათ გაკრული – ბავშვები მოარიდეთ ტერიტორიას, საშიშიაო – იქ მოკვდა! მეთერთმეტეკლასელი ბიჭი, მისი ტოლები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად რომ წავიდნენ, ეს მშენებლობაზე მოკვდა. სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. ნეტავ ოდესმე თუ გვექნება სახელმწიფო? ეს გაუგებრობა და არქიფო სეთურის გათანამდროვებული კომპაქტური ჩასახლება კი არა, სახელმწიფო, სადაც ბავშვის მძიმე შრომა და დაღუპვა ქვეყნის ტრაგედია იქნება,“ – წერს კუპრაძე.