Category: არქივი

  • სოფელ მრგვალჭალასთან არასრულწლოვან გოგონას მანქანა დაეჯახა

    ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მრგვალ ჭალასთან – ე.წ. ზებრა გადასასვლელზე მოზარდ გოგონას ჯიპის ტიპის მანქანა შეეჯახა. მეექვსე კლასის მოსწავლეს შეჯახებისას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ის შოკურ მდგომარეობაში იყო. დაზარალებულ გოგონას ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები. მას მოტეხილობები ან სხვა დაზიანებები არ აღენიშნება.

    კასპის რაიონის სოფელ მრგვალ ჭალაში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია. ბოლო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხშირია ასევე შემთხვევები როდესაც მანქანები პირუტყვს ეჯახებიან. მოსახლეობა გზაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს.

  • მსოფლიოში პირველი პორნო უნივერსიტეტი გაიხსნა

    კოლუმბიაში მსოფლიოს პირველი პორნო უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელიც კოლუმბიის ქალაქ მედელინში მდებარეობს.
    ამის შესახებ ინფორმაციას “THE SUN”-ი ავრცელებს.

    უნივერსიტეტის გახსნის იდეა ერთ-ერთ პოპულარულ პორნოვარსკვლავს ამარანტა ჰენკს ეკუთვნის.

    მსოფლიოში პირველი პორნო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მასტერკლასებსა და კონფერენციებს რათა პორნოგრაფიული მასალის წარმოებასა და გაყიდვაში ცოდნა გაიღრმაონ, აღსანიშნავია რომ ისინი ასევე პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ.

    ​პირველ სექს-სკოლაში პრაქტიკულ კურსს თავად ამარანტა გაუძღვება. ის იმედოვნებს რომ ამ სფეროში დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. 

    „ერთ დღეს რამდენიმე ადამიანმა შეტყობინება მივიღ რომ დაიღალნენ რუტინული სამსახურით და სურთ რომ ისეთივე წარმატებული პორნოვარსკვლავები გახდნენ როგორიც მე ვარ. სწორედ ამ შეტყობინებების შემდეგ გადავწყვიტე ამ უნივერსიტეტის დაარსება” – განაცხადა  ამარანტამ. 

  • უკვე გავრილოვის ღამეს აბსოლუტურად სხვაგვარად ვუყურებ, ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ეს იყო დაგეგმილი-გვარამია

    “მე, პირადად, უკვე გავრილოვის ღამეს აბსოლუტურად სხვაგვარად ვუყურებ, ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ეს იყო დაგეგმილი-გვარამია”- ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.

    “მეგობრებო, IRI კვლევის სრული ვერსია მოვიპოვეთ. ვკითხულობ და წარმოუდგენელია – აბსოლუტური ჩამოშლაა! ყველა ინსტიტუცია ვარდების რევოლუციამდელ მაჩვენებელზეა! პოლიცია (ჯერ კიდევ გავრილოვის ღამემდე) შევარდნაძის მილიციად ფასდება! რუსეთის მიმართ ნეგატივი ბოლო ერთი წლის მანძილზე დრამატულად გაზრდილი, და პოზიტივი – განახევრებული!

    ეს მონაცემები სრულად იცოდა ოცნებამ (გავრილოვამდე), ამაში 2 აზრი არ არსებობს. ხოდა, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გავრილოვის პარლამენტში დაჯდომა და მერე სისხლისღვრა რუსთაველზე პანიკაში მომხდარი დანაშაული რამდენადაა, უკვე საეჭვოა. ჩემი აზრით, გამოსაძიებელი, პირველ რიგში, ისაა, ვისი ბრძანებით და რა მიზეზით იდგნენ რობოკოპები ყველა წესის დარღვევით აჟიტირებული მომიტინგეების პირისპირ, როცა არ არსებობს მსგავსი ინსტრუქცია (პირიქით, ყველა წესით, შიდა პერიმეტრზე უნდა მდგარიყვნენ), არც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საჭიროება არსებობდა (სრულიად პირიქით), და როცა 100%ის სიზუსტით იცი, რომ დაპირისპირებას გამოიწვევ და მიტინგი დასაშლელი გახდება?

    მე, პირადად,უკვე გავრილოვის ღამეს აბსოლუტურად სხვაგვარად ვუყურებ. ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ეს იყო დაგეგმილი, ცივსისხლიანი პროვოკაცია, ასევე დაგეგმილი სისხლისღვრით (ამიტომაც დამიზნებით სროლა, თან სახეში, მიბჯენით სროლის მრავალი შემთხვევა და ნადირობა კილომეტრებით დაშორებულ ლოკაციებზე) და რუსული გამოხმაურებებით. დანარჩენს დაადგენს მოკვლევა. აუცილებლად დაადგენს, ამათ რომ გავუშვებთ, მერე”-წერს გვარამია.

  • ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილი პუტინის პორტრეტი 400 ათას დოლარად გაიყიდა

    საქართველოში დაბადებული და აშშ-ში მოღვაწე ხელოვანის დავით დათუნას მიერ შექმნილი ვლადიმირ პუტინის პორტრეტი, უცნობმა ბიზნესმენმა 400 ათას დოლარად შეიძინა.

    თუ რომელმა ბიზნესმენმა შეიძინა ნამუშევარი არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია რომ მფლობელი რუსეთის მოქალაქეა. 

    “20 წლის განმავლობაში რუსეთში არ ვყოფილვარ. აქ ყველაფერი ძალიან შეიცვალა. არა მხოლოდ სტადიონი, ქუჩები, არამედ ხალხიც. ეს პორტრეტი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას შემიკვეთეს. უნდა დამეხატა პუტინი, როგორსაც მე ვხედავდი და აღვიქვამდი. ამ შეხვედრაზე, სწორედ ასეთი “ყველაფრისმხედველი” პუტინი დავინახე. მისი ყოფნა თითქმის ყველგან იგრძნობა. სწორედ ეს განცდა მინდოდა აღბეჭდილიყო ჩემს ნამუშევარში,” – განაცხადა დავით დათუნამ.

    დავით დათუნამ აღნიშნა, რომ სურათი ეძღვნება ჰელსინკში ტრამპისა და პუტინის შეხვედრას.

    “ვფიქრობ ამ ორი პრეზიდენტის შეხვედრამ, შესაძლოა მსოფლიოში მართლაც შეცვალოს რაღაცეები,” – აღნიშნა ნამუშევრის ავტორმა.

  • “ივანიშვილო, თავად სად გაიზარდე?!”- თაკო ჩარკვიანი

    პარტია „კანონი და სამართლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი „2020NEWS“-თან აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა:

    „მანცვიფრებს ბიძინა ივანიშვიის პატრონ-ყმური გამოკიდებულება. დღეს ივანიშვილმა ერთ-ერთ ჟურნალიტს უთხრა, სად გაიზრდეო.

    ბიძინა ივანიშვილო, თავად სად გაიზარდე, ასე რომ ესაუბრები ახალგაზრდა გოგონებს?! ფაქტობრივად, მან ამ ჟურნალისტის ოჯახს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

    “შვილო, სად გაიზარდე…ზრდილობა ისწავლე”-ასე მიმართა დღეს  ბიძინა ივანიშვილმა  ერთ-ერთ ჟურნალისტს 

  • თუ ოხანაშვილებით, ზარდიაშვილებით უნდა პარლამენტში შესვლა “ქართულ ოცნებას,” მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის რესურსს – ბესელია

    „ამ სახით და ამ ფორმით შესაძლებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ იქ ვიქნებოდი და არ წამოვიდოდი,“-ამის შესახებ განცხადება ეკა ბესელიამ გააკეთა. ის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან გარდა ენმ-სა. ეკა ბესელიას თქმით, იმ შემადგენლობასთან, რომელიც ახლა ჰყავს “ქართულ ოცნებას,” ის თანამშრომლობის რესურსს ვერ ხედავს.

    „დღეს ამ გადასახედით ეს პოლიტიკური ძალა არათუ უმრავლესობას ვერ აიღებს, ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ამიტომ მან უნდა გადახედოს ჯერ საკუთარ პოზიციებს და უნდა ვნახოთ რა სახით, რა შემადგენლობით, რა მოცემულობით წარდგება მომავალ პარლამენტში. თუ პირობითად ეს ხალხი არ იქნება ვინც არის ახლა პარლამენტში, მაგრამ თუ ოხანაშვილებით, ზარდიაშვილებით უნდა პარლამენტში შესვლა “ქართულ ოცნებას,” მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის რესურსს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
  • “ყველა კითხვას გავეცი პასუხი”-გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა

    “ყველა კითხვას გავეცი პასუხი”-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ  შინაგან საქმეთა მინისტრმა  გიორგი გახარიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ   ჟურნალისტებთან გააკეთა. ის პროკურატურაში  20 ივნისის საქმეზე გამოიკითხა.

    მან განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე ყველა შეკითხვას გასცა პასუხი და ყველა ფაქტი საქმის მასალებში დევს.

    „ყველა კითხვა,რომელიც აინტერესებდა მიმდინარე გამოძიებას, მოგეხსენებათ რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო.
    შს სამინისტროს, ჩემი პირადად და მთავრობის ძირითად საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს, ძალადობრივი უკანონო აქციის დროს დაზარალებული ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, რასაც ვაკეთებთ.

    გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიება ,რომელიც მიმდინარეობს შს სამინისტროში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი,რომელმაც პირდაპირ მოწოდებით, პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი,რასაც მოჰყვა სისტემური შტურმი პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად, საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები,“-განაცხადა გახარიამ. 

    შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე 28-ე დღეა მიმდინარეობს.