გუშინ დაკავებულ აქციის სამ მონაწილეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

Written by

in

20 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით გუშინ  დაკავებულ აქციის  სამ მონაწილეს ბრალს ოფიციალურად  დღეს წაუყენებენ.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, აღნიშნული პირები  სხვადასხვა საგნის გამოყენებით პოლიციელებზე თავდასხმას ახორციელებდნენ , უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

„1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამ ეტაპზე  აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში სულ 12 პირია მიცემული.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *