Category: არქივი

  • დოკუმენტი, რომელსაც ოქრუაშვილი მიუთითებს, ყალბია-პაატა სალია

    “რუსთავი 2-ის” ახალი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ოქრუაშვილის მიერ დასახელებული დოკუმენტი გაყალბებულია.

    „ეს საქმე სასამართლო წარმოებაშია. ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ სასამართლოში პოზიცია, რომ დოკუმენტი, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, გაყალბებულია. ოქრუაშვილს ჰქონდა ფულადი მოთხოვნა, თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს და ქიბარს უნდა დაებრუნება ეს თანხა სარგებლით ანუ პროცენტით. მეორე ნაწილი ამ ხელშეკრულების იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, თითქოს ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში თუკი ქიბარ ხალვაში იჩივლებდა, 7 მილიონი უნდა გადაეხადა ირაკლი ოქრუაშვილისთვის. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

    ოქრუაშვილის ადვოკატმა  თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს  მიმართა. ოქრუაშვილი ტელეკომპანიაზე პრეტენზიას აცხადებს და  ხალვაშის მიერ გუშინ დარეგისტრირებულ „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს.

  • ინსტაგრამზე მოწონებები ქრება

    ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და იაპონია- თუ თქვენ ამ ქვეყნებიდან რომელიმეში ცხოვრობთ ინსტაგრამზე მოწონებების რაოდენობას ვეღარ ხედავთ.

    ინსტაგრამის ხელმძღვანელობის  გადაწყვეტილებით,  ამ ქვეყნებში აპლიკაციიდან  ყველა მოწონება  დაიმალა, მომავალში კი ლაიქები ინსტაგრამზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაქრება.

    სატესტო ვერსიაში მოწონებების რაოდენობას მხოლოდ   საკუთარ გვერდზე ხედავთ. 

    ინსტაგრამმა აღნიშნული გადაწყვეტილება ინსტაგრამ მომხმარებლების ფსიქოლოგიური დაკვირვების შედეგად მიიღო. მათი განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ   მომხმარებლებს ხშირად აწუხებთ დაბალი თვითშეფასება შეჯიბრებითობის გამო. 

    “ჩვენ გვინდა რომ მეგობრები კონცენტრირდნენ ფოტოებზე და ვიდეოებზე, რომელსაც აზიარებთ და არა მოწონებების რაოდენობაზე”-აცხადებენ კომპანიაში.

    როდის გაქრება მოწონებები საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

  • სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასტური, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო-ბახტაძე

    სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო, – ეს განცხადება  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა. 

    „გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული გზა. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ეს ფარსია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული არჩევანი და საქართველოში მყარი ევროპული სამართლებრივი სისტემის არსებობა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. წინაღმდეგ შემთხვევაში, მათი პოზიცია ითარგმნება ძალიან მარტივად, რომ ადგილი აქვს შეტევას ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე და იმ პრინციპებზე, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია და ის ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საერთო სამშობლო უნდა ავაშენოთ. გუშინდელი დღე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, საკუთრების ხელყოფას და ადამიანების წამებას. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • ცვლილებები “იმედის” მენეჯმენტში- ტელეკომპანიის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა

    ტელეკომპანია “იმედის” მენეჯმენტში ცვლილებებია. “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად პირველი არხის ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა  დაინიშნა.

    გიორგი ცხვიტავა სამხედრო ჟურნალისტია და ის საზოგადოებრივ მაწუყებელზე გადაცემა “ახალ კვირაში”მუშაობდა.

    ცოტა ხნით ადრე კი ცვლილებები განხორციელდა საინფორმაციო სამსახურშიც, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნანა ლეჟავას ნაცვლად  ჟურნალისტი ინგა დადიანი დაინიშნა.

    შეგახსენებთ, რომ მაისში შეიცვალა გენერალური დირექტორიც და  ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ელდარ მდინარაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი შეცვალა.

  • იულია სუსლიაკი თავისუფალია

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ იულია დარბაზიდანვე გათავისუფლა.

    საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.

    „ვინაიდან მტკიცებულებების უმეტესობა ინახება უკრაინაში ბრალდებამ გამოძიების მიმდინარეობისას მიმართა უკრაინას ორჯერ მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს მტკიცებულებები ქართულ მხარეს არ მიუღია. ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქმე გადაიგზავნოს უკრაინის პროკურატურაში. მტკიცებულებები, მოწმეების ჩვენებების ბაზა წერილობითი მტკიცებულებები არის უკრაინაში და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ გადავაგზავნოთ. აქ არაა საუბარი ექსტრადირებაზე. ვინაიდან გუშინ იქნა გამოტანილი დადგენილება საქმის გადაგზავნის შესახებ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქართული მხარის წარმოებაში ეს საქმე არ არის და ვინაიდან ეს საქმე ქართული მხარის წარმოებაში არ არის, საქართველოში მის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული ვერ იქნებოდა”, – აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი.

    შეგახსენებთ, რომ სუსლიაკი საკუთარ შვილებთან ერთად ტრეფინკინგის ბრალდებით დააკავეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი მოსკოვიდან საქართველოში 2019 წლის 8 აპრილს 10 ბავშვით ჩამოვიდა. ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საქართველომ 10-ვე ბავშვი უკრაინას გადასცა.

    თავდაპირველად ეჭვი საგამოძიებო უწყებას ბავშვების წლოვანების გამო გაუჩნდა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის შესახებ  ეჭვი გაუჩინა.

    ექსპერტიზის დასკვნიდან გაირკვა, რომ 10-ვე  ბავშვი იური და იულია სუსლიაკების შვილები  არიან. 

  • ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა სასტუმროდან გამოყარეს-ბუბა კუდავა

    ისტორიკოსი, ბუბა კუდავა სოცილურ ქსელში აცხადებს, რომ მისი ოჯახი ყაზბეგის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოყარეს, მიზეზად კი მისი 3 წლის ტყუპი გოგონას ხმაური დაასახელეს.

    “დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტეფანწმინდაში.

    საოჯახო სასტუმროს – Ia’s GuestHouse Kazbegi (კოსტავას ქ. 53) მეპატრონემ, ქალბატონმა ეთერ პაპიაშვილმა, სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა.

    მიზეზი არ გაინტერესებთ?

    ბავშვები ხმაურობენო (!).

    ახლა მალე უცხოელებს ველოდები და ამ ხმაურის გამო ბუქინგზე უარყოფით შეფასებას დამიწერენო (!).

    როცა მეუღლემ მეპატრონეს აუხსნა, რომ ასე არ მოსულა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაგიერი სასტუმრო მაინც შემოეთავაზებინა, პასუხად ასეთი ფრაზები მიიღო:

    „ჩემი სახლია და წადით ჩემი სახლიდან“, „მოუსვით აქედან“, „თქვენ თვითონ შეარჩიეთ სხვა სასტუმრო“…

    ქალბატონო ეთერ,
    დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდებით რა გააკეთეთ.

    ვერც იმას ხვდებით, რომ 3 წლის ბავშვების კისკისისა და ჟივილ-ხივილის გამო არცერთი უცხოელი უარყოფით შეფასებას არ წერს.

    ვერც იმას, რომ ცხოვრებასა და ბიზნესში მთავარი რამ ადამიანისა და საქმის სიყვარულია.

    რაც არ უნდა გიხსნათ, ვერაფერს გაიგებთ, რადგან თქვენ 3 წლის ორი გოგონა გამოაგდეთ სასტუმროდან.

    მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შანსი, რომ რამე გაიგოთ:

    1. როცა თქვენი სასტუმროს რეპუტაციაზე სათანადოდ ვიზრუნებ (გპირდებით!).

    2. როცა ბავშვთა უფლებების ფეხქვეშ გათელვისთვის სათანადო პასუხს აგებთ (გპირდებით!)”-წერს კუდავა.

  • პაატა სალია “რუსთავი 2”-ის ფინანსურ დირექტორს ხვდება

    “რუსთავის 2-ის” ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია ამ წუთებში  ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორს ხვდება

    შეხვედრა  სალიასა და ნიჟარაძეს შორის ტელეკომპანიის ოფისში  დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

  • ჩემი კომენტარი შეიძლება ზეგავლენის მქონედ მიიჩნიოს ვინმემ- ახალი დირექტორი “რუსთავი 2-ში” მივიდა

    „რუსთავი 2-ის” ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ამ წუთებში ტელეკომპანიაში იმყოფება.  სალიამ შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რომ მას სურს ტელეკომპანიის მენეჯმენტს და თანამშრომლებს შეხვდეს.

    „გუშინაც ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო გაცნობა კომპანიაში არსებული ვითარების, პირველ რიგში გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ შევხვედროდი ყველას უკლებრივ, გამეცნო ყველა თანამშრომელი და პარალელურად დამეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის. დღესაც იგივე მიზნით ვარ. გუშინ განმიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო და ის ადამიანები ვინც ამ ფუნქციებს ასრულებდნენ, წასულები იყვნენ. შესაბამისად, მოვედი ისეთ დროს როცა ვვარაუდობ, რომ ყველა ადგილზე უნდა იყოს. შევალ და გავესაუბრები და დანარჩენს შეგატყობინებთ“,- განაცხადა პაატა სალიამ.

    პაატა სალიამ ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად მოწონს ის პროდუქტი რასაც ქმნის დღეს  ტელეკომპანია, უპასუხა რომ ის თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან.

    “ყველანი ადამიანები ვართ ვიღაცას შეიძლება რაღაცა არ მოგვწონდეს ან მოგვწონდეს, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი შეხედულება, ამ შემთხვევაში ჩემ შეხედულებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე მე არ მინდა ვინმეს ქონდეს ინტერპრეტაციის საშუალება, სწორედ ამიტომ  არ ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარებს,  მე მინდა რომ ადამიანებს ხელი არ შეეშალოთ იმაში რასაც აკეთებენ,  ჩემი კომენატრი შეიძლება ზეგავლენის მქონედ მიიჩნიოს ვინმემ.”

  • საქართველოს ბანკის ანგარიშიდან მოქალაქის მთელი დანაზოგი უცნობმა პირმა ტოტალიზატორში წააგო. ბანკი პასუხისმგებლობას არ იღებს

    ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა მოქალაქეების საბანკო ბარათებით უცნობი პირები ინტერნეტ ტოტალიზატორებში თამაშობენ და თანხებს აგებენ. მოქალაქეებს კი ასეთ შემთხვევებში არაფერი იცავს. ონლაინ მოთამაშეები საბანკო ბარათების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას სხვადასხვა გზით იღებენ. შესაძლოა, ბარათის მონაცემების დამახსოვრება რომელიმე ობიექტში მისი გამოყენებისასაც მოხდეს. ეს პრობლემა სულ უფრო დიდ მაშტაბებს იღებს. ამჯერად ფეისბუქ მომხმარებელი, რუსკა აბუაშვილი დაზარალდა, რომლის ანგარიშიდან ტოტალიზატორში მოთამაშემ მთელი მისი დანაზოგი მოხსნა და წააგო. ამის შესახებ გოგონა ფეისბუქზე წერს:

    “საქართველოს ბანკის მომხმარებელი ვარ წლებია, მთელი ცხოვრებაა მათ ვანდობ ჩემ მიერ დაგროვებულ ფულს, რადგან მეგონა, რომ ზოგადად ბანკი უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე სტანდარტული საფულე და სახლში ფულის შენახვა. ასევე წლებია ვაკეთებ დანაზოგს, ყოველთვის ყურადღებით ვხარჯავდი ფულს და ყოველ თვე კონკრეტულ თანხას ვინახავდი, რომ ანაბარზე შემენახა ხოლმე. (თუმცა როდესაც ეს ამბავი მოხდა, გარკვეული საჭიროებების გამო თანხა მიმდინარე ანგარიშზე მქონდა)

    წლებია ველოდები მომენტს, როდესაც მე ეს ფული დამჭირდება და სასარგებლოდ გამოვიყენებ.

    ასე მოხდა, ჩემი ბარათი გარკვეული მიზეზების გამო მიბმული დარჩენილა აჭარაბეთის ანგარიშზე. ამაზე პასუხისმგებლობას, რა საკვირველია, არავის ვაკისრებ. მივმართე პოლიციას და დიდი იმედი მაქვს, რამეში დამეხმარებიან.

    ამა წლის 4 ივლისს, ღამის 5-ის ნახევარზე მეღვიძება, სტანდარტულად ვამოწმებ მობილურს და ვხედავ, რომ უდიდესი თანხები (მთელი ჩემი დანაზოგი, რომელიც მთელი ცხოვრება წვალებით შევაგროვე) გახარჯულია და გადატანილია რვა წუთის შუალედით (03:51-03:59) აჭარაბეთის ანგარიშზე. ვრეკავ ატირებული საქართველოს ბანკში, ასე მოხდა, გადაამოწმეთ რაიმე ხარვეზი ხომ არ არისთქო, ოპერატორი მიმოწმებს ანგარიშებს და მეუბნება – დიახ, სამწუხაროდ ნამდვილად გადარიცხულია თანხები აჭარაზე. ვთხოვ მითხრას, სად და ვის ანგარიშზე გადაირიცხა ჩემი!! დიახ ჩემი მთელი დანაზოგი. პასუხი – იცით, აჭარას მიმართეთ. ვრეკავ აჭარაში, უიმედოდ, მაგრამ მაინც, იმათმა პოლიციაში გადამამისამართეს. ჩემით, დამოუკიდებლად რაც გავარკვიე, აღმოჩნდა, რომ ვიღაც ტიპმა, რომელიც სხვისი ფულებით მდიდრდება, ჩემი სიმწრით შეკოწიწებული 10 000 ლარი ზუსტად 3 გაშვებაში გაუშვა “რულეტკაზე”, გადაათამაშა და წააგო. ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, ამ ტიპსაც ვპირდები, რომ ყველანაირი ხერხით ვეცდები ვიპოვო და სახეში მივაფურთხო, იმის გამო, რომ პრო*ი და არარაობაა, მაგრამ არც საქართველოს ბანკს დავაკლებ,მხოლოდ იმის გამო, რომ ერთი ჩვეულებრივი მომხმარებელი ფეხზე დამიკიდეს.

    აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაზარალების საკითხი საქართველოს ბანკმა ფეხებზე დაიკიდა და შეხმიანებითაც კი არავინ შემხმიანებია დილამდე, სანამ თავად არ დავრეკე და შემდეგი კითხვით არ მივმართე – უკაცრავად, ამონაწერში რომ ჩანს რომ კაზინოსთან საქმე არასდროს მქონია და თუ რამე გასულა ჩემი ბარათიდან, 20 ლარის ფარგლებში იყო ყოველთვის, თქვენი უსაფრთხოების სამსახური რას აკეთებდა წუხელ, როცა ნახეთ, რომ 8 წუთში 10 000 ლარი “გავიტანე”, გეკითხათ, იქნებ გავგიჟდი და გაგიჟებული ვაკეთებდი ამასთქო. პასუხი სტანდარტული, ყველა ტრანზაქციაზე არ ვრეკავთო და რა ვიცით, თქვენ რომ არ ქენითო. მეც ამ კითხვას ვსვამ, როგორ არ დაინტერესდა არავინ და არავინ ჩათვალა ჩემი ტრანზაქციები ღამის 4ზე საეჭვოდ. ანუ ადამიანები ადარებენ კვირაში ერთხელ 20 ლარის გადატანას სადმე, თუნდაც აჭარაზე, 8 წუთში 10000 ლარის გადატანას 12 ტრანზაქციით. 8 წუთში! 10000 ლარი! და 12 ტრანზაქცია და მეუბნებიან, ყველა ტრანზაქციაზე ხომ არ შეგაწუხებთო. მესმის, რომ ვიყო პიროვნება, რომელსაც ამხელა ტრანზაქციები უფიქსირდება კაზინოში, (ან ზოგადად) არ დარეკონ და არ გაარკვიონ რა ხდება. მაგრამ როდესაც ამ თანხას მთელი სიცოცხლე ვაგროვებდი, არ ვიყავი მოთამაშე, ვითხოვ პასუხს, რატომ დამიკიდეს ფეხებზე. ხომ არის ერთ-ერთი უმსხვილესი და უსაფრთხო ბანკი საქართველოში, ხომ აქვთ პრეტენზია ბაზარზე ლიდერობაზე, რატომ არ აქვთ ისეთი თავდაცვის სისტემა, რომ ბარათი გაიფროდოს ამდენ სწრაფ დიდთანხიან ტრანზაქციაზე და თუ ნებით მინდა დახარჯვა, შემდეგ მომეცეს ამის უფლება, თუ იგივე ფუნქცია აქვს თიბისი ბანკს! ამავე პერიოდში ვარკვევ, რომ იმავე დროს, როცა მე დავზარალდი, ჩემი შეყვარებულის მეგობარს თიბისიდან 400 ლარი მოპარეს, თიბისი 3 წუთში რეკავს ამ პიროვნებასთან, აცნობს საკითხს, ეკითხება თავად გადარიცხა თუ არა, პასუხად იღებენ არას, ბლოკავენ ანგარიშს და დაკარგულ 400 ლარს უბრუნებენ ანგარიშზე. (აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ბარათი დაუზღვეველია და არანაირი პრივილეგიები არ გააჩნდა პატრონს).
    პასუხი არ აქვთ კონკრეტულ კითხვაზე – თიბისიმ როგორ გაფროდა 400 ლარიანი ერთი ტრანზაქცია და ამათმა 12 ჯამში 10 000 ლარიანი. საქართველოს ბანკს მივწერე, ორშაბათ საღამომდე გაძლევთ გონივრული მოქმედების ვადას, ვინმემ დამირეკოს, ვისაც ბანკის პრესტიჟი აინტერესებს და მითხრას, ამიხსნას, რატომ ვერ შეძლო თქვენმა უსაფრთხო “ბანკმა” ჩემი, როგორც ჩვეულებრივი 22 წლის მოქალაქის დაცვა გაქურდვისგან და რატომ არავინ შემატყობინა არსებული სიტუაციის შესახებ, სანამ არ გავიღვიძე და თავად არ აღმოვაჩინე, ან როდესაც დავაფიქსირე, რომ გამქურდეს, დილით მაინც რატომ არავინ დამირეკა, იქნებ თავი მოვიკალი საერთოდთქო, ზუსტად 3-4 საათი ვრეკავდი და ვითხოვდი ვინმე კომპეტენტური დამიკავშირდეს და ამიხსნას, როგორ არ გაიფროდა ბარათითქო. (ზოგადად ყველა ნორმალურ კომპანიას, სადაც თანხის გახარჯვა ხდება, ითვლიან average spending-ს და ისე ახარისხებენ საეჭვო და არასაეჭვო ოპერაციებს) პარალელურად, ანგარიშზე ლარის გარდა მქონდა მცირე დოლარი და ევრო, რომელიც ისე დამიკონვერტირდა ლარში, აჭარას გამო!!! რომ არც ეს აღმოჩნდა ეჭვის მიზეზი. მოვითხოვე კომპენსაცია ბანკისგან, რომელიც მეკუთვნის და აუცილებლად დამიბრუნდებოდა ჩემი თანხა იმ შემთხვევაში, თუ ეს ფული თიბისი ბანკის სტანდარტულ ანგარიშზე მექნებოდა შენახული. როგორც ვხედავ, საქართველოს ბანკს ფეხებზე კიდია ეს საკითხიც.
    ამ პოსტს უბრალოდ იმიტომ ვწერ, რომ მომავალში ჩემნაირი დაზადალებული ბევრი არ აღმოჩნდეს და კარგად დაფიქრდეს, სანამ თავის მთელ ცხოვრებას ანდობს ბანკს, რომელიც “მუდამ ხალხის სამსახურშია”.
    მადლობა თიბისი ბანკს, რომელსაც ჩემთვის არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მთელი გულით მოეკიდნენ მეგობრის დაკარგულ 400ლარს და მაშინვე დაარევერსეს ტრანზაქცია.

    საქართველოს ბანკი • Bank of Georgia ს, იცოდეთ, რომ ცხოვრების ნაწილი დამენგრა იმიტომ, რომ ჩემი ბევრი გეგმა ამ ფულზე იყო დამოკიდებული და ამაში დამნაშავის შემდეგ ყველაზე დიდი წვლილი თქვენ მიგიძღვით. რომ გყავდეთ ნორმალური უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ღამე არ სძინავს, რომ გქონოდათ ნორმალური პროგრამა, რომელიც საეჭვო ანგარიშებს ფროდავს (როგორც ვთქვი, მსგავსი პროგრამები თითქმის ყველა კომპანიას აქვს, ისეთებსაც კი, სადაც საქმე არა თანხებს, არამედ შენაძენებზე დაგროვებულ ქულებს ეხება და ასეთი კომპანიებიც კი გაგებით ეკიდებიან მსგავს საკითხებს) რადგან აღმოჩნდა, რომ არა დაცული ბანკი, არამედ ჩვეულებრივი ფულის შემნახავი და ვერ დამცავი კანტორა ხართ.
    ჩემი პოსტი არ ემსახურება არავის რეკლამას, უბრალოდ ხალხმა უნდა იცოდეს, ან ახლა გაიგოს, როგორ გააკეთოს რაციონალური არჩევანი და ვის ანდოს ფინანსები. მინიმუმ ისეთ ბანკს მაინც, ბანკის ფუნქციას რომ ასრულებს და ტრანზაქციებს ამოწმებს, როგორც თიბისი. მადლობა და გისურვებთ, ოდესმე ისე გაკოტრებულები გნახოთ, როგორც 4 ივლისს მე ვიყავი, 17 ლარით დარჩენილი.

    პ.ს როგორც გითხარით, კომპეტენტური პირისგან პასუხი მოვითხოვე, ბარათის გაფროდვასთან დაკავშირებით, რა კრიტერიუმით არ ჩაითვალა ჩემი ტრანზაქციები საეჭვოდ. 5 დღის თავზე ბანკი ამ ჩემივე შეკითხვასთან ისეთივე შორს მდგომ პასუხს მიგზავნის, როგორ შორსაც ახლა ჩვენგან ამერიკაა. როგორც ჩანს, ამ ბანკში მომუშავე პირებს წაკითხულის გააზრების უნარიც ისეთივე შორს აქვთ, როგორც ტრანზაქციების კონტროლის ფუნქცია.

    რადგან ვიღაცებს გეეჭვებოდათ, როგორ არ მომსვლია სმს კოდები, აქ არის ბატონო ტრანზაქციები დროებით და თავად ნახეთ, 1 წუთში ვერანაირად ვერ მოვასწრებდი 7000ლარის გატანას + თავისი კოდების შეყვანით. გმადლობთ.

    და კიდევ ერთი, ამ ტიპს ზუსტი თანხა არ სცოდნია, რამდენი მქონდა ანგარიშზე, დაიწყო 50-ით, მერე მოამატა და ბევრი რომ აღარ დამრჩა, მერე ისევ დააკლო, ეს ნიშნავს იმას, რომ ბანკს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა, როგორ დამრჩა პირობითად 50 ლარი, მაგრამ ვიღაცამ 300 სცადა, ან დამრჩა 1000, მაგრამ კიდევ ერთი 2000 სცადა, სანამ დააკლებდა “კუშებს”. ეს მაინც უნდა ეეჭვა ბანკს, რომ თუ მე გამქონდა ჩემი კუთვნილი თანხა, ის მაინც მეცოდინებოდა ზუსტად, რამდენი მქონდა ანგარიშზე და გარტყმებს არ დავიწყებდი.“– წერს რუსკა აბუაშვილი.