ცვლილებები “იმედის” მენეჯმენტში- ტელეკომპანიის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა

Written by

in

ტელეკომპანია “იმედის” მენეჯმენტში ცვლილებებია. “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად პირველი არხის ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა  დაინიშნა.

გიორგი ცხვიტავა სამხედრო ჟურნალისტია და ის საზოგადოებრივ მაწუყებელზე გადაცემა “ახალ კვირაში”მუშაობდა.

ცოტა ხნით ადრე კი ცვლილებები განხორციელდა საინფორმაციო სამსახურშიც, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნანა ლეჟავას ნაცვლად  ჟურნალისტი ინგა დადიანი დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მაისში შეიცვალა გენერალური დირექტორიც და  ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ელდარ მდინარაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი შეცვალა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *