Category: არქივი

  • “გახლდით პირველი, ვინც მან გაიცნო თავისი ჩაკეტილი სამყაროს მიღმა“–ხუხაშვილი ივანიშვილთან პირველ შეხვედრას იხსენებს

    ექსპერტი გია ხუხაშვილი ყოველ შაბათს წარსულის რომელიმე ერთი ეპიზოდის შესახებ მოგონებას წერს. ამჯერად მან ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე მასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა:
    “როგორც შეგპირდით…
    2011 წლის 8 ოქტომბერს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. შესაბამისად, გახლდით პირველი, ვინც მან გაიცნო თავისი ჩაკეტილი სამყაროს მიღმა.

    შეხვედრაზე წამაკითხა 12 ოქტომბერს გამოსაქვეყნებელი წერილი და მოისმინა ჩემი აზრი. მითხრა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად უყურებს ტელევიზორს, მე ამარჩია და აქვს სურვილი ერთად შევაბიჯოთ პოლიტიკაში. მე უარი ვუთხარი ორი მიზეზით. ერთი, რომ არ ვარ პოლიტიკოსი და მეორე, რომ ბევრი ადამიანის ბედი იყო დამოკიდებული ჩემზე და მათ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდი.

    თუმცა, იქვე შევპირდი გარედან დახმარებას. მითუმეტეს, რომ ასეთი დახმარების ობიექტური აუცილებლობა მაშინვე იდგა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ჩემი პროგნოზით, წერილის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყებოდა მასირებული საინფორმაციო შეტევა ბიძინას, როგორც რუსული პროექტის წარმოჩენის მიზნით, რაშიც გაუგებრობაში მყოფი პრო-დასავლური პარტიებიც შეიძლებოდა ჩაეთრიათ და ხიდები ჩაეტეხათ. ამას კი შესაძლოა გამოუსწორებელი დარტყმა მიეყენებინა მომავალი კოალიციის ფორმირებისთვის. ამიტომ, წერილის გამოქვეყნებამდე შევხვდი უსუფაშვილს და ალასანიას. ავუხსენი ვითარება და ვთხოვე გაეძლოთ პროპაგანდისტული შტურმისთვის. ეს ამოცანა გადავწყვიტეთ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ისტორიის დინება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ტაქტიკურმა სვლამ. ასეთი ბევრი იყო და ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მათი უმეტესობის შემოქმედი თავად ბიძინაა.

    გარკვეული პერიოდის შემდეგ მეც დავთანხმდი პროცესში მონაწილეობაზე, რადგან ჩავთვალე, რომ მიზანი უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩემი მიკრო-სამყაროს კეთილდღეობა. ეს გავაკეთე იმ პირობით, რომ საარჩევნო ციკლის დასრულებისთანავე ისევ გავიდოდი პოლიტიკიდან და ჩემს ჩვეულ ცხოვრების წესს დავუბრუნდებოდი.

    როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა – თქმა ადვილია, გაკეთება ძნელი.
    დაშორებაზე საღამოს მოგიყვებით.“–წერს ხუხაშვილი
  • “რუსთავი2 ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ხელის ბიჭი“– ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა

    „რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხელის ბიჭი და ფიგარო გასაქცევად აქეთ-იქით“, განაცხადა თბილისის  აეროპორტში საქართველოში დაბრუნებულმა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა  ირაკლი ოქრუაშვილმა.

    ის ამბობს, რომ დღეს  „რუსთავი 2“-ის 10-ამდე ჟურნალისტს შეხვდება და სამაუწყებლო კომპანიის 80%-ს უსასყიდლოდ გადასცემს, რათა „მათ გააგრძელონ დავა „რუსთავი 2“-ის კანონიერებაზე“.

    „ივანიშვილს ტყუილად მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა არის ჩალით დახურული. ის „რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მით უმეტეს „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს. მე ვაპირებ ხვალ შევხვდე რამდენიმე ჟურნალისტს, 10-ამდე ჟურნალისტს და ჩემი კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80%, პირობითად ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ,იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ დავა „რუსთავი 2“-ის კანონიერებაზე. ამ ჟურნალისტების ვინაობას, სათითაოდ  ჩამოგითვლით ხვალ“– განაცხადა ოქრუაშვილმა აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაშს მისთვის „რუსთავი 2″-ის წილების დაბრუნება მოუწევს, რადგან ამბობს, რომ ხალვაში კომპანიის მფლობელი არასდროს ყოფილა და მას „რუსთავი 2″-ის მფლობელობაზე დავის უფლება არ ჰქონდა.

    ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით მას დავის დაწყება ლონდონის ან საფრანგეთის სასამართლოებშიც შეეძლო, თუმცა განმარტავს მიზეზს, რის გამოც „რუსთავი 2″-ის მფლობელობაზე ხალვაშთან ურთიერთობის გასარკვევად, ქართული სასამართლო არჩია.

    ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე მისმა წარმომადგენლებმა სასამართლოს ხალვაშის წილების დაყადაღების მოთხოვნით უკვე მიმართეს. საფუძველი ის სამართლებრივი დავაა, რომელიც ხალვაშის მიერ ბერლინის შეთანხმების დარღვევის გამო დაიწყება.

    შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც ქიბარ ხალვაშს ადანაშაულებენ, მისი იურისტი ყალბს უწოდებს. პაატა სალია ამტკიცებს, რომ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია. ამ მოტივით და ხალვაშის მოთხოვნით კიდევ ერთი ექსპერტიზაა დანიშნული ამჯერად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, თუმცა როგორც გაირკვა, 8 თვეა, ქიბარ ხალვაშმა კვლევისთვის საჭირო ნიმუშების დასატოვებლად ექსპერტიზაზე მისვლა ვერ მოახერხა.

    დოკუმენტის ნამდვილობის გარკვევამდე კი ხალვაშის ინტერესების დამცველი და ახლა უკვე „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.
  • რუსეთი საქართველოსთან რაგბის მატჩს აუქმებს

    27 აგვისტოს თბილისსში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გაუქმდა.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის რაგბის ფედერაცია აცხადებს. მატჩის გაუქმების მიზეზად “საქართველოში რადიკალური პირების გამოსვლას“ ასახელებს, რამაც, მათ თანახმადვე, „შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მყოფ ადამიანებს“.

    19 ივლისს რუსეთის რაგბის კავშირმა  გამოაქვეყნა განცხადება სადაც წერენ რომ შეშფოთებულები არიან იმით რაც საქართველოში, კერძოდ კი თბილისში ხდება. 

    „სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალური პირების გამოსვლა რიგ შემთხვევებში იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და შესაძლოა საფრთხე შეექმნათ ამ ქვეყანაში მყოფ ადამიანებს“, — ნათქვამია განცხადებაში.  რუსეთის რაგბის ფედერაცია წერს, რომ ბოდიშს უხდიან ორივე გუნდის გულშემატკივრებს.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ რუსულ ენაზე სხდომის წაყვანას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. პარლამენტის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, თუმცა ეს აქციები მშვიდობიანია, რასაც მუდმივად უსვამენ ხაზს აქციის ორგანიზატორები.

  • ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის-დავით დვალი

    რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის. ცოტა ადრეა ოღონდ. ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის. ”

    შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცეს, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დაურღვევია.

    როგორც ცნობილია აქიმიძე და დვალი ტელეკომპანიისთვის ბრძოლას აპირებენ. დავით დვალმა განაცხადა, რომ პრობლემა მაშინ მოგვარდება, როცა “რუსთავი 2” დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

  • “რუსთავის 2”-ის თანამშრომლები ახალი მფლობელისგან სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიას ითხოვენ

    “რუსთავის 2”-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, არხის ახალი მფლობელის და დირექტორის ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

    მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიას ეხება:

    “უკვე 24 საათი გავიდა, რაც ჩვენი არხის ახალი გენერალური დირექტორისგან მოთხოვნის მიუხედავად რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არანაირი მყარი გარანტიები არ მიგვიღია. “რუსთავის 2”-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტი – “კურიერი”, “პოსტ სკრიპტუმი”, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები კიდევ ერთხელ მივმართავთ არხის ახალ მფლობელს და ხელმძღვანელს:

    “რუსთავი 2”- ის მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საერთშორისო საზოგადოებაში წარმოიშვა სერიოზული შეშფოთება არხის სარედაქციო პოლიტიკისა და ქვეყანაში მედია-გარემოს ცვლილების საფრთხის გამო.

    ჩვენ საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის “რუსთავი-2”-ის დამოუკიდებელ, ობიექტურ და კრიტიკულ საინფორმაციო-ანალიტიკურ პროდუქტს, მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში არხის თანამშრომლებსა და მაყურებლებს სჭირდებათ რეალური გარანტიები, რომ „რუსთავი 2“-მა გააგრძელებს მუშაობას იმ გუნდით და იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომლის წყალობითაც არხი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, ნდობის მაღალ სტატუსს და ნომერ პირველი ტელევიზიის სახელს ამ ქვეყანაში.

    ბოლო წლების განმავლობაში “რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ახალმა მფლობელმა დაუყონებლივ გაათავისუფლა არხის თანამშრომლებთან კონსულტაციების გარეშე. ამ ვითარებაში გუნდს სჭირდება ახალი გარანტიები, თუმცა ამ დრომდე ჩვენ და ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა ახალი მფლობელისა და მის მიერ დანიშნული დირექტორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირება, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა დარჩება უცვლელი. ვინაიდან ახალი მფლობელის მხრიდან, მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია ამის დამადასტურებელი არცერთი მექანიზმი, ჩვენ ვთავაზობთ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების კონკრეტულ გეგმას:

    1. მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო – ეკა გიგაური, საია – სულხან სალაძე,ს აქართველოს დემოკრატიული ინიციატივა- გიორგი მშვენიერაძე, სამართლიანი არცევნები- მიხელ ბენიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ნატა ძველიშვილი, მედიამკვლევარი – ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენს მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს, იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. (მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები, პროდიუსერები).

    2. დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

    3. არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს, რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიასთისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის,”-ნათქვამია “რუსთავის 2″-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივ მიმართვაში.”

  • მივესალმები ქვეყანაში კრიტიკული ტელევიზიების არსებობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოვიდეთ და დედა ვაგინოთ ერთმანეთს-კალაძე

    მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს კრიტიკული ტელევიზიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოვიდეთ და დედა ვაგინოთ ერთმანეთს, – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შესახებ  გააკეთა.

    “დღეს აზრის გამოხატვა პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მედიაპლურალიზმი, რაც მისასალმებელია. სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრას რაც შეეხება, ესეც თვითონ დამფუძნებლის და ჟურნალისტების გადასაწყვეტია. მე მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს კრიტიკული ტელევიზიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოვიდეთ და დედა ვაგინოთ ერთმანეთს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება კრიტიკას, ჯანსაღ ოპონირებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და წაადგება დემოკრატიული ინსტიტუტების წინსვლას, გაძლიერებას და გააძლიერებს ხელისუფლებას. მეტი ყურადღება იქნება, მეტი მოტივაცია, შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები”,- განაცხადა კალაძემ.

  • როგორც იქნა ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია!-სალომე ზურაბიშვილი

    “როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია! სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. 

    “როგორც იქნა ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია!
    სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე.
    შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფებელი ნაწილია.
    წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის. მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები!”- დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, 16 წლის მუშა მშენებლობაზე სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. დღეს მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს.

  • ამერიკის საელჩოს განცხადება სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს სამართლიანად და აპოლიტიკურად.

    “ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში”- აღნიშნულია სალეჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

  • ივანიშვილმა “რუსთავი 2” დავით გარეჯში გაცვალა -შალვა ნათელაშვილი

    ივანიშვილმა “რუსთავი2” დავით გარეჯში გაცვალა- ეს განცხადება “რუსთავი 2-ის” ეთერში ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

    ნათელაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა სტრასბურგის სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო.

    „არ ჩაივლის პუტინისა და ლავროვის ბრიფინგი, რომ წინ წამოწეული არ იყოს “რუსთავი 2,” დღეს “რუსთავი 2” ქმნის იმპერიისთვის საშიშ და საწინააღმდეგო საზოგადოებრივ აზრს. როგორც იმპერიის წარმომადგენელი და საქართველოს საოკუპაციო კომიტეტის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ვალდებულია შეასრულოს უფროსების დაკვეთა. მთავარი ამოცანაა “რუსთავი 2”-ის პარალიზაცია.

    რაც მთავარია “რუსთავი 2”-ს არჩეული აქვს გეოპოლიტიკური ორიენტაცია, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია და შორს რუსული ბატონობისგან. იმ პალატაში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სტრასბურგში აზერბაიჯანელი მოსამართლეა წარმოდგენილი, მოდი ახლა და ნუ იეჭვებ, რომ დავით გარეჯი არ გაიცვალა “რუსთავი 2”-ზე. “რუსთავი2” აკარგინებდა პოლიტიკურ ძალაუფლებას მას, რას არ გაიღებდა რამდენიმე ლავრას და მონასტერს, რომ აზერბაიჯანელი მოსამართლე გადმოებირებინა?“-განაცხადა ნათელაშვილმა.