Category: არქივი

  • ფურგონი, რომელშიც 200 მილიონი დოლარის ნარკოტიკები აღმოჩნდა, პოლიციის მანქანას დაეჯახა(ვიდეო)

    ავსტრალიაში  პოლიციის მანქანას ნარკოტიკებით სავსე ფურგონი  დაეჯახა და გზა გააგრძელა.

    შემთხვევა სიდნეის  გარეუბანში მოხდა. რსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ფურგონი პოლიციის განყოფილების წინ ავტოსადგომზე  გაჩერებულ პოლიციის მანქანას შეეჯახა და გზა გააგრძელა. სამართალდამცველები მას აედევნენ და  მანქანა შეამოწმეს.  შედეგად ფურგონში 200 მილიონი დოლარის ღირებულების 273 კილოგრამი მეტანფეტამინი აღმოაჩინეს.

    ფურგონის 28 წლის მძღოლი ამ დროისთვის  დაკავებულია.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები  სრულდება. დეს ფიზიკის გამოცდა გაიმართება, ხოლო  24 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება.

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან ეროვნული გამოცდების საგნების  შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად  დაიწყება.

    პირველი ზოგადი უნარების შედეგები დაიდება.

    2019 წლის გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. 

    წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა;

  • ვოლსკი: ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ “რუსთავი 2-ის” გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს

    „ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ “რუსთავი 2-ის” გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს,“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

    გიორგი ვოლსკი ამ განცხადებით “რუსთავი 2-ის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დეპუტატი სამაუწყებლო კომპანიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ეთერში გახმოვანებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, მან კოლეგებთან ერთად ბიძინა ივანიშვილისგან მორჩილების სანაცვლოდ შავი ფული აიღო.

    “ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, რაღაც ანონიმურ წერილზე თუ წყაროზე დაყრდნობით, რომ მე და ჩემი კოლეგები შავ ფულს ვიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან, რაღაცის, მორჩილების თუ მესიჯების განმეორების სანაცვლოდ, რაც არის სიბინძურე, გარდა იმისა, რომ არ არის სიმართლე.

    “ასეთივე წარმატებით შემიძლია, ვთქვა, რომ ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ “რუსთავი 2-ის” გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით ატარებს სატანისტურ შეკრებებს და შავი კატის წინაშე იფიცებს, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ და ბოლომდე დადგებიან ამ ბრძოლაში. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა, გავავრცელო, რომ მქონდეს შესაბამისი მედიასაშუალება, როგორც ეს “ნაციონალურ მოძრაობას” გააჩნია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

    გარდა ამისა, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ არ აინტერესებს, ვინ არის სამაუწყებლო კომპანიის მფლობელი.

  • ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა – ბესელია მაია ცქიტიშვილს პასუხობს

    „ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა …. ეს იმაზე უარესია, რაც გვრიტიშვილმა იკადრა,“ – ამ სიტყვებით ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცეპრემიერის განცხადებას გამოეხმაურა.

    საქმე ეხება მაია ცქიტიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი დამღლელია.

    „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი მინისტრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ არ შეიკავებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემაზე საუბრისგან თავს. ბესელიას თქმით, სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა იმ ადამიანს, ვინც ეს დაგეგმა.

    „ეს კომენტარი რომ წავიკითხე თვალებს ვერ დავუჯერე… ვერც წავუყრუე და ვერც „გავატარე“

    ემოციურად ვწერ ახლა, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა …. ეს იმაზე უარესია, რაც გვრიტიშვილმა იკადრა …

    რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს, რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება??

    რას ელოდებით რომ ამ კითხვას როცა დამისვამენ გადავიმალო??? ზუსტად ეს მიზანი ქინდა ვინც ეს დაგეგმა !!! დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან რომ სულ ესაა ყელაფერი???

    აი ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო ….

    მართლა ვერ შევხვდი მშვიდად, რაც წავიკითხე ეს წუთია,“ – წერია ეკა ბესელიას გავრცელებულ პოსტში.

    მაია ცქიტიშვილის განცხადება ეკა ბესელიას დღევანდელ სკანდალურ ინტერვიუს მოჰყვა, როდესაც დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება, სავარაუდოდ, მოსამართლეთა კლანის წევრების და უმრავლესობის იმ დეპუტატებთან მიდის, ვისაც სასამართლო სისტემასთან მჭიდრო კავშირები აქვს.

  • “მასხულიამ თმით მითრია”-სკანდალი და ფიზიკური დაპირისპირება გორის Fashion Week-ზე (ვიდეო)

    გორის Fashion Week-ზე ხმაურია. დიზაინერი გიორგი მასხულია და წამყვანი ნინო ადამაშვილი პოლიციაში გადაიყვენეს.

    ინციდენტის შემდეგ განმარტებები დაპირისპირებაში ჩართულმა მხარეებმა გააკეთეს, ვიდეო და ფოტო Qartli.ge-მ გაავრცელა.

    როგორც ირკვევა დაპირისპირება რესტორან “მზიურში”, სადაც ღონისძიება იმართებოდა, პოს ტვ-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენას მოჰყვა.

    ორგანიზატორები პოს ტვ-ის წამყვანის „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი ცუდად გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მეორე დაპირისპირება პოს ტვ-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა.

    ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია და ამის გამო პოლიცია გამოიძახა.
    მასხულია და ადამაშვილი სამართლადამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

    გორის „ფეშენ ვიკი“ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოდების ფესტივალი დღეს უნდა დახურულიყო თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე ინციდენტი მოხდა:„ფეშენ ვიკის“ ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან მუშა გადავარდა.

    ინციდენტის გამო, ორგანზატორებმა შოუს დახურვა რესტორან „მზიურში“ დაგეგმეს, თუმცა მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ღონისძიება ჩაიშალა.

  • “იმ წლებში, რომელიც მითითებულია, პარლამენტში ვიყავი და თავაუღებლად ვმუშაობდი”-გვარამია

    ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მეწილეებს შორის ქონებრივ დავას დეტალურად არ იცნობს, რადგან ის იმ პერიოდში ხელისუფლებაში იყო. ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ აქიმიძემ და დვალმა პასუხი მას უნდა მოსთხოვოს, ვინც წილი წაართვა.

    “რასაც ზურაბ ჯაფარიძე  ყვება, ჩემთვის ცნობილი არაა. არასდროს არ მქონია შეხება მედიასთან, ვიდრე ხელისუფლებაში ვიყავი. მით უფრო იმ წლებში, რომელიც მითითებულია, პარლამენტში ვიყავი და თავაუღებლად ვმუშაობდი.

    თუმცა, ფაქტების ამ მიმდევრობას უნდა გამოვეხმაურო: როცა რ2ში დავინიშნე, ცხადია დაფუძნების დოკუმენტები შევამოწმე. ყარამანიშვილები რ2ში შემოვიდნენ უდიდესი აქტივით და ეს გამორიცხავს მათ უკანონო მესაკუთრეობას. ეს აქტივი არ გამომიკვლევია და არც იყო ჩემი საქმე. თუ საეჭვო იყო, გამოეკვლია შესაბამის ორგანოს. ახლა, ტვ საქართველომ ეს აქტივი აუცილებლად უნდა დაიბრუნოს და დატოვოს ქიბარი ძველი ტექნიკის ამარა.

    რაც შეეხება აქიმიძე-დვალს, მათი პრეტენზია ლეგიტიმურია თუ არა, ყოველ შემთხვევაში არსებითი მაინცაა. თუმცა, ყარამანიშვილები ვერ და არ უნდა ყოფილიყვნენ მათ წინაშე პასუხისმგებელი – ვინც წაართვა (თუ დადასტურდება), იმან უნდა აგოს პასუხი.

    აი ქიბარ ხალვაში კი ნამდვილად არაფერ შუაშია – ერთი შუალედური ტრანზაქტორი იყო, რომელსაც არაფერი არ მოუტანია კომპანიისთვის. და ახლა სამოთახიანი ნაქირავები ოფისის მფლობელი ერთი წლის მანძილზე, უზარმაზარი ქონების და უმაღლესი კლასის ტელევიზიის მფლობელი გახდა.

    მოკლედ, აქეთ ყარამანიშვილები და ტვ საქართველო ქონების ჩამდებები და იქეთ დვალი-აქიმიძე დამფუძნებლები. და ქიბარ ხალვაშია ამ დროს მფლობელი”-აცხადებს გვარამია.

    გვარამიამ ეს განცხადება “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის სტატუსის საპასუხოდ გააკეთა. 

  • მაია ცქიტიშვილის თქმით, ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია

    რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია.

    „ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი, არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამაზე გაეცა, მას ჰქონდა საუშალება გამოძიებისთვის მიეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

    ეკა ბესელიას განცხადებით,  მმართველმა გუნდმა მას უთხრა, რომ პარტიის დატოვების შემთხვევაში  მასზე მორალური ტერორი გაგრძელდებოდა.