Category: არქივი

  • “მირჩევნია, უფრო სხვანაირი სიმპათიური ვიყო” – ემზარ კვიციანი

    “მირჩევნია, უფრო სხვანაირი სიმპათიური ვიყო”-“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ემზარ კვიციანმა ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში საკუთარ თავზე ისაუბრა და ის თვისებები გამოყო, რომელიც საკუთარ თავში არ მოწონს.

    “ძალიან ბევრი თვისება არ მომწონს, სარკეში ჩახედვაც ძალიან არ მომწონს. რა თქმა უნდა, მირჩევნია, უფრო სხვანაირი სიმპათიური ვიყო. საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, ყოველთვის ჩემს თავს ვადანაშაულებ და ვცდილობ, სხვა გავამართლო, მაგრამ ყოველთვის ვერ გამომდის” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

  • “ვაიმე,თვალში მოხვდა!”-უცნობი კადრები 20 ივნისის აქციიდან (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში  20 ივნისის აქციის დარბევის უცნობი კადრები გავრცელდა. ტელეფონიტ გადაღებულ  ვიდეოში  ის მომენტია ასახული, სადაც ხალხი დარბევის დროს პანიკაშია, მათ სპეცრაზმელების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდათ და რამდენიმე მათგანმა თვალი დაიზიანა.

    როგორც სოციალურ ქსელში ყვებიან ეს სწორედ ის კადრბეია, სადაც 18 წლის მაკო გომურს სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია  თვალში ხვდება.

    მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს სპეცრაზმელის მიერ ნასროლი რეზინის  ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც მან მარცხენა თვალი დაკარგა.

    კადრები იუთუბზე აქციის დაშლის დღიდან მალევე 23 ივნისს აიტვირთა, თუმცა მოგვიანებით  ვიდეო დაიბლოკა და  ამ დრომდე მიუწვდომელი იყო.

  • გორში სატვირთო მანქანიდან მუშა გადმოვარდა

    გორში, მუშა  სატვირთო მანქანიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სატვირთოს ბილბორდი გადაჰქონდა, რომელიც მუშას ხელით ეკავა.

    დაშავებული მამაკაცი “გორმედის” კლინიკაშია გადაყვანილი.

  • ოქრუაშვილი ხვალ დაიკითხება

    პარტია “გამარჯვებული საქართველოსთვის” ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში,  მოსამართლის თანდასწრებით ხვალ დაიკითხება.

    არსებული ინფორმაციით,  ოქრუაშვილი გამოკითხვაზე 11:00 საათზეა დაბარებული და ის მისვლას აპირებს. 

    საქმე ეხება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეს, რომელზეც საგამოძიებო უწყებაში გამოძიება  გუფურად ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიმდინარეობს.

  • “ყველა ნახევარ სიმართლეებს საუბრობს”- ზურაბ ჯაფარიძე რუსთავი 2-ის ისტორიის შესახებ

    “რუსთავი 2-ის” მფლობელების ირგვლივ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებსა და სამართლებრივ დავებს “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჯაფარიძე ტელეკომპანიის ისტორიას ყვება როგორ გადადიოდა “რუსთავი 2” ხელიდან ხელში და რომელი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული ამ ყველაფერში. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა გადასახადის გადამხდელების ფულით შექმნა მძლავრი პოლიტიკური ინსტრუმენტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

    “რასაც ვუყურებ, ყველა ნახევარ სიმართლეებს საუბრობს

    ან იმას ჰყვება ამ არხის ისტორიიდან, რაც მისი დღევანდელი პოლიტიკური დღისწესრიგისთვის არის მომგებიანი

    მე მოვყვები რა მსმენია (ბევრი სხვადასხვა წყაროებიდან) და რა არის ფაქტი:

    მე მსმენია რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილმა გადაწყვიტა რომ მას, როგორც ამ რევოლუციის ერთერთ შემოქმედს (რუსთავი2-ის წვლილის გათვალისწინებით), ქვეყანაში რაღაცეები ეკუთვნოდა (ანუ, ოქრუაშვილი სავარაუდოდ არ იტყუება როდესაც ამბობს რომ კიწმარიშვილი რაღაცეებს ითხოვდა)

    მათ შორის მიაკითხა ახალჩამოსულ ბენდუქიძეს და თითზე გასაღებების აცმის ტრიალით სთხოვდა კონკრეტული აქტივების მისთვის დათმობას, დაწყებული პორტიდან, დამთავრებული რუსთავის მეტალურგიულით

    ბენდუქიძისგან უარის მიღების შემდეგ, მიაკითხა სააკაშვილს და ჟვანიას

    მათგანაც უარის მიღების შემდეგ კი გადაწყვიტა ახლადმოსული ხელისუფლების დაშანტაჟება – ანუ, ტელეკომპანიის ლულა მოუტრიალა იმათ ვისაც დაეხმარა ხელისუფლებაში მოსვლაში (ამ დროს უნდა ემთხვეოდეს რ2-ის სიუჟეტი ჟვანიას ძმის ბიზნეს ინტერესებზე)

    პარალელურად დაიწყო მოლაპარაკება პატარკაციშვილთან რ2-ის მიყიდვაზე (ანუ, ოქრუაშვილი სავარაუდოდ არც აქ იტყუება)

    მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ რ2 პატარკაციშვილის ხელში მათ წინააღმდეგ საშიში იარაღი იქნებოდა

    სწორედ ამიტომ იყიდეს ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშის ხელით, ოქრუაშვილის შუამდგომლობით

    მეტიც, მსმენია რომ რეალურად ფული ბიძინამ გადაიხადა (თითქოს სააკაშვილმა შესთავაზა მას რ2-ის ყიდვა, რაზეც მან უპასუხა რომ არაფერში სჭირდება ტელევიზია, მეტიც, არსებული მე-9 არხიც კი დახურა, თუმცა მზად იყო ფული გადაეხადა)

    დვალი-აქიმიძეზე ზუსტად რა მოხდა არ ვიცი. მსმენია ვერსია რომ მათზე ზეწოლა მოხდა (რომელიც კიწმარიშვილთან შეთანხმებული იყო). მსმენია რომ ისინი ნებით დათანხმდნენ პირობებს. ასევე მსმენია რომ ისინი სინამდვილეში კიწმარიშვილმა მოატყუა – თვითონ დიდი თანხა აიღო, მათ ცოტა შეხვდათ და რეალურად მათი გაბრაზება მოგვიანებით ამ ფაქტის გაგებამ გამოიწვია. (მე უფრო პირველი ვერსიის – ზეწოლის მჯერა).

    ხალვაშის შემდეგ მესაკუთრეები ბევრჯერ შეიცვალენ, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა – არხი რჩებოდა წარმატებულ პრო-სახელისუფლებო მედია საშუალებად.

    რომ შევაჯამო ეს ნაწილი – ქიბარ ხალვაში არასოდეს ყოფილა რ2-ის რეალური მფლობელი და მას არასოდეს გადაუხდია საკუთარი ფული ამ ტელევიზიის შეძენაში ან განვითარებაში.

    მაგრამ ეს არ არის რ2-ის სრული ისტორია

    არანაკლებ მნიშვნელოვანია პარალელურად მიმდინარე პროცესი, რომელიც ეხება ტელეკომპანია საქართველოს და რომელმაც განაპირობა რუსთავი2-ის იმ სახით მიღება, რა სახითაც ის იყო სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე

    ტვ საქართველო შეიქმნა ტვ 202-ის ბაზაზე (მანამდე ტვ33 ერქვა)

    2007 წლის თებერვალში ის იყიდა კახა ნინუამ, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზრაშვილის მოადგილის ძმამ (მალე ფორმალურად მფლობელი გამოიცვალა, მაგრამ მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს)

    ამ შეძენიდან ეგრევე, ეს ტელევიზია ხდება თავდაცვის სამინისტროს ერთერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი. მეტიც, სინამდვილეში ტელეკომპანიის არსებობის წყარო არის თავდაცვის სამინისტრო

    პირველი კონტრაქტი გაფორმდა 2007 წლის აპრილში (ჯერ კიდევ კეზერაშვილის მოადგილის ძმაა მესაკუთრე) – 11,6 მილიონი ლარზე, მოსახლეობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებელი ქონთენთის შესაქმნელად

    თუმცა, შემდეგ ხელშეკრულებაში შეტანული ცვლილებების შედეგად, კონტრაქტის ღირებულება გაიზარდა 29,6 მილიონამდე (!)

    2012 წლის ოქტომბერში ამ ტელეკომპანიის მფლობელები ხდებიან ძმები ყარამანაშვილები (მანამდე რამდენჯერმე შეიცვალა მესაკუთრეები)

    2012 წელსვე ტელეკომპანია საქართველო ყიდულობს რუსთავი2-ის 51%-ს

    (ამავე დროს ტელეკომპანია საქართველოს ლიცენზიები სარგებლობაში გადაეცა სამოქალაქო განვითარების ფონდს, რომლის წარმომადგენელი იყო თამარ ჩერგოლეიშვილი, რომლის დაც კახა ნინუას მეუღლეა)

    ანუ, ეს ტელევიზია, რომელიც სტრასბურგმა ქიბარ ხალვაშს აჩუქა, რომელიც სინამდვილეში მეტწილად ჩვენი, გადასახადების გადამხდელების ფულით შეიქმნა და აღიჭურვა (30 მლნ!), შემდეგ უცებ გაქრა და გახდა სხვა კერძო მაუწყებლის, რუსთავი2-ის ნაწილი

    რეალურად, თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნებით, სააკაშვილმა გადასახადის გადამხდელების ფულით შექმნა მძლავრი პოლიტიკური ინსტრუმენტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის

    და მართლა ძალიან მაგარი გამოუვიდა. მეტიც, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ქვეყნისთვის მართლა მნიშველოვანი როლის შემსრულებელი (ხდება ხოლმე ასეც დემოკრატიებში)

    ესაა თითქმის სრული ისტორია

    ამ ისტორიაში ბევრი რამე არაა მოსაწონი და ალბათ ბევრი დეტალია კიდევ ბურუსით მოცული

    მაგრამ ქიბარ ხალვაში ამ ისტორიაში არაა არაფერი, საერთოდ არაფერი – ესაა ფაქტი”-წერს ზურაბ ჯაფარიძე.

  • ლარი მცირედით გამყარდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარი გახდა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და მისმა ღირებულებამ 2.8831 ლარი შეადგინა.

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8845 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გაუფასურდა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2357 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2410 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.53 თეთრი შეადგინა.

  • “ყველა რეიტინგით, რომელსაც ჩვენ ვზომავდით, ჩვენ გვქონდა 3 პროცენტზე მეტი”-სააკაშვილი უკრაინის არჩევნებზე

    მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება. სააკაშვილმა  საკუთარი პარტიის მარცხი შეაფასა და განაცხადა, რომ  პარტია ვერ შეძლებდა 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, თუმცა რეიტინგების მიხედვით მათ 3 პროცენტზე მეტი ჰქონდათ. 

    „ბოლო დღეები ჩვენ ჩავატარეთ კამპანია იმისა, რომ ჩვენ მომხრეებს მიეცათ ხმა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიისთვის. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ჯერ ერთი, ჩვენი კამპანია დაიწყო ძალიან გვიან და, პრაქტიკულად, კამპანიისთვის გვქონდა 2 კვირაზე ცოტა მეტი. მეორე, ამის გამო, ყველა რეიტინგი, რომელსაც ჩვენ ვზომავდით, ჩვენ გვქონდა 3 პროცენტზე მეტი, მაგრამ ვერ ვქაჩავდით 5-პროცენტიან ბარიერს, ფაქტი იყო და ეს სამივე პროცენტი იჯდა პრეზიდენტ ზელენსკის პროცენტზე. ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე და მე ვფიქრობ, ამ გზაზე მივდივართ კარგად,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა მისი პარტია შემოდგომაზე დაგეგმილი ვადამდელი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ვადამდელი  საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს შედგა. არცევნების შედეგების მიხედვით, ლიდერობს ზელენსკის პარტია.  პრეზიდენტის პარტიამ, სახელწოდებით “ხალხის მსახური” ხმების 42 პროცენტზე მეტი მოაგროვა. ბარიერი ვერ გადალახა მიხეილ სააკაშვილის პარტიამ, “ახალ ძალთა მოძრაობამ” ხმათა 0.4% დააგროვა.

  • ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავეს. 

    დაკავებულები არიან 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ.  

    “გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • 2004 წელს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული- დვალისა და აქიმიძის განცხადება

    “რუსთავი 2”-ის დაფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “2004 წელს ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2,” რითაც ფეხქვეშ გათელა ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა და რაც მთავარია, მოქალაქის თავისუფლება და ღირსება. დღეს “რუსთავი 2”-ის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დაგვაყენა იმ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს მედიალანდშაფტი საქართველოში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ხელისუფლების შტოების დაყოფის მექანიზმი, სასამართლო სიტემაში მიმდინარეობს არაჯანსაღი პროცესები და ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში ხდება რუსული მტრული ძალების ინფილტრაცია, ქვეყნის დემოკრატიული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ “რუსთავი 2”-მა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია. როგორც არ უნდა დამთავრდეს “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე პერიპეტიები, ჩვენ, ტელევიზიის დამფუძნებლები და ამ საქმის მთავარი დაზარალებულები, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს უმოქმედობასა და გვერდზე გადგომის მცდელობას და ჩვენი ერთი კერძო პირის კეთილი ნების ანაბარა დატოვებას. ჩვენ განვაგრძობთ უკომპრომისო ბრძოლას სამართლიანობისთვის – სახელწიფო ვალდებულია დაიცვას ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უხეშად დარღვეული უფლებები. დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენს მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ვიმეორებთ, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც “რუსთავი 2” დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს,”-ნათქვამია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებაში.