ფურგონი, რომელშიც 200 მილიონი დოლარის ნარკოტიკები აღმოჩნდა, პოლიციის მანქანას დაეჯახა(ვიდეო)

Written by

in

ავსტრალიაში  პოლიციის მანქანას ნარკოტიკებით სავსე ფურგონი  დაეჯახა და გზა გააგრძელა.

შემთხვევა სიდნეის  გარეუბანში მოხდა. რსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ფურგონი პოლიციის განყოფილების წინ ავტოსადგომზე  გაჩერებულ პოლიციის მანქანას შეეჯახა და გზა გააგრძელა. სამართალდამცველები მას აედევნენ და  მანქანა შეამოწმეს.  შედეგად ფურგონში 200 მილიონი დოლარის ღირებულების 273 კილოგრამი მეტანფეტამინი აღმოაჩინეს.

ფურგონის 28 წლის მძღოლი ამ დროისთვის  დაკავებულია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *